მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიტა როხვაძე ზღვაზე დასასვენებლად იანვარში მიდის
მარიტა როხვაძე ზღვაზე დასასვენებლად იანვარში მიდის

მა­რი­ტა როხ­ვა­ძე 13 წლი­დან მუ­შა­ობს. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, როცა მის ოჯახს ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის პე­რი­ო­დი და­უდ­გა, და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში, ანი­მა­ტო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მა­შინ ჩემს თავ­საც ვარ­თობ­დი და სხვებ­სა­ცო, - გვი­თხრა მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბის ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი გა­იხ­სე­ნა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც გაგ­ვან­დო.

- სკო­ლა, მე­გობ­რე­ბი, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა - ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. რო­გორც იცით, დე­დი­სერ­თა ვარ. მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მა­ნე­ბივ­რებ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მამა. სა­დაც მი­დი­ო­და, ყველ­გან თან დავ­ყავ­დი. იყო პე­რი­ო­დი, როცა ჩემს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­უ­ჭირ­და. მე მა­შინ­ვე ანი­მა­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, იმ დროს მშობ­ლებს გვერ­დში დავ­დგო­მო­დი.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რაში და­ხარ­ჯე?

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი მე არ და­მი­ხარ­ჯავს: აღე­ბუ­ლი ფული სახ­ლში მი­ვი­ტა­ნე და მშობ­ლებს მი­ვე­ცი. მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი. დე­დამ უკეთ იცო­და, რა მჭირ­დე­ბო­და და რო­გორ უნდა გა­და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა თან­ხა... დედა მუ­სი­კო­სი და მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლავთ. ქუ­თა­ის­ში, ოპე­რის თე­ატ­რში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. კარ­გად მახ­სოვს, როცა ოჯახ­ში ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი აღარ გვქონ­და, მა­მამ დე­დას უთხრა: ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნე და ყვე­ლა­ფე­რი უყი­დე, რაც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აკ­ლდაო (იღი­მის). მახ­სოვს, უამ­რა­ვი ნივ­თი შე­ვი­ძი­ნე.

- რთუ­ლი არ არის, დე­დი­სერ­თა იყო?

- კი, რთუ­ლია. დედ­მა­მიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მო­მიც­დია და ვფიქ­რობ, ცუდი არ იქ­ნე­ბო­და, და ან ძმა თუ მე­ყო­ლე­ბო­და. გა­გიმ­ხელთ, რომ ეგო­ის­ტი ვარ. ეს ალ­ბათ, დე­დი­სერ­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

- სკო­ლა­ში რო­მე­ლი სა­გა­ნი გიყ­ვარ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ის­ტო­რი­ა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ას ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი - კარ­გი პე­და­გო­გე­ბი მყავ­და და ეს მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ხაზ­ვაც მიყ­ვარ­და. მა­თე­მა­ტი­კას, მით უმე­ტეს - გე­ო­მეტ­რი­ას ვერ ვი­ტან­დი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ვი­პო­ვე.

- აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - ზურა ალ­ბათ გამ­ხნე­ვებ­და, არა?

- ნამ­დვი­ლად ასეა! მა­შინ ამე­რი­კა­ში იყო და გა­მუდ­მე­ბით მწერ­და, მი­რე­კავ­და. მისი მხარ­ში დგო­მა, რა თქმა უნდა, ძა­ლას მმა­ტებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და: მი­ა­წე­ქიო (იღი­მის). ანა­ლო­გი­უ­რად ვიქ­ცე­ვი მეც, როცა მას რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს.

- მშობ­ლე­ბი არ გა­ნიც­დი­ან, დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი რომ გაქვს?

- გან­სა­კუთ­რე­ბით, დედა გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს. ხან ქუ­თა­ის­ში მი­წევს ყოფ­ნა და ხა­ნაც - თბი­ლის­ში. ხში­რად მი­რე­კავს და მე­კი­თხე­ბა: სად ხარ, რას აკე­თე­ბო? მამა მე­უბ­ნე­ბა: დე­და­შენს გა­მუ­დე­მე­ბით "ჯე­ოს­ტა­რის" ვი­დე­ო­ე­ბი აქვს ჩარ­თუ­ლი და უყუ­რებს ხოლ­მეო. მშობ­ლებს ვე­ნატ­რე­ბი. ამის გამო ხში­რად, მეც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მათ ის უნ­დათ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი ჰყავ­დეთ.

- შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სი­ახ­ლე რა არის?

- "ჯე­ოს­ტა­რის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი მსმე­ნე­ლი მო­ვა­დუ­ნე. ახლა 2 ბენდთან ერ­თად ვმუ­შა­ობ, ყო­ველ­დღე რე­პე­ტი­ცია მაქვს და ახალ სიმ­ღე­რას ვწერ, რო­მელ­საც მალე მო­ის­მენთ.

- რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში ხომ არ გი­ხი­ლავთ?

- არა, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია! მი­მაჩ­ნია, რომ უკვე ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ასეთ პრო­ექ­ტებ­ში არ უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "ჯე­ოს­ტა­რი" მო­ვი­გე და მგო­ნი, ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში ჩემი ად­გი­ლი აღარ არის. გზა ახალ­ბე­და მომ­ღერ­ლებს უნდა და­ვუთ­მო, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მაც უნდა მი­ი­ღონ გა­მოც­დი­ლე­ბა და ისი­ნიც უნდა შე­იყ­ვა­როს ხალ­ხმა.

- და­ბო­ლოს, ზა­ფხულ­ში დას­ვე­ნე­ბა თუ მო­ას­წა­რი? ბინა ბა­თუმ­ში, რო­მე­ლიც "ჯე­ოს­ტა­რის" მო­გე­ბის შემ­დეგ სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ცეს, აშენ­და?

- ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან მაგ­რად და­ვის­ვე­ნე: ხან ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი, ხან გრი­გო­ლეთ­ში, ხა­ნაც - ფოთ­ში. გვერ­დით ის ადა­მი­ა­ნე­ბი მყავ­და, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნას, მი­თხრეს, რომ მშე­ნებ­ლო­ბა დე­კემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვარ­ში გად­მომ­ცე­მენ გა­სა­ღებს. ისე მინ­და სა­კუ­თარ ბი­ნა­ში დას­ვე­ნე­ბა, რომ ზღვა­ზე იან­ვარ­შიც წა­ვალ (იცი­ნის).

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მარიტა როხვაძე ზღვაზე დასასვენებლად იანვარში მიდის

მარიტა როხვაძე ზღვაზე დასასვენებლად იანვარში მიდის

მარიტა როხვაძე 13 წლიდან მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, როცა მის ოჯახს ფინანსური კრიზისის პერიოდი დაუდგა, დაბადების დღის ცენტრში, ანიმატორად დაიწყო მუშაობა. მაშინ ჩემს თავსაც ვართობდი და სხვებსაცო, - გვითხრა მომღერალმა, რომელმაც ბავშვობის ბედნიერი წლები გაიხსენა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო.

- სკოლა, მეგობრები, აბიტურიენტობა - ძალიან კარგად მახსენდება. როგორც იცით, დედისერთა ვარ. მშობლები ყოველთვის მანებივრებდნენ, განსაკუთრებით - მამა. სადაც მიდიოდა, ყველგან თან დავყავდი. იყო პერიოდი, როცა ჩემს ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. მე მაშინვე ანიმატორად დავიწყე მუშაობა. აუცილებელი იყო, იმ დროს მშობლებს გვერდში დავდგომოდი.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- პირველი ხელფასი მე არ დამიხარჯავს: აღებული ფული სახლში მივიტანე და მშობლებს მივეცი. მაშინ 13 წლის ვიყავი. დედამ უკეთ იცოდა, რა მჭირდებოდა და როგორ უნდა გადაენაწილებინა თანხა... დედა მუსიკოსი და მოცეკვავე გახლავთ. ქუთაისში, ოპერის თეატრში დაიწყო მუშაობა. კარგად მახსოვს, როცა ოჯახში ფინანსური კრიზისი აღარ გვქონდა, მამამ დედას უთხრა: ბავშვი წაიყვანე და ყველაფერი უყიდე, რაც ამ ხნის განმავლობაში დააკლდაო (იღიმის). მახსოვს, უამრავი ნივთი შევიძინე.

- რთული არ არის, დედისერთა იყო?

- კი, რთულია. დედმამიშვილის სიყვარული არ გამომიცდია და ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, და ან ძმა თუ მეყოლებოდა. გაგიმხელთ, რომ ეგოისტი ვარ. ეს ალბათ, დედისერთობამ განაპირობა.

- სკოლაში რომელი საგანი გიყვარდა ყველაზე მეტად?

- ისტორიასა და გეოგრაფიას ძალიან კარგად ვსწავლობდი - კარგი პედაგოგები მყავდა და ეს მათი დამსახურება იყო. ხაზვაც მიყვარდა. მათემატიკას, მით უმეტეს - გეომეტრიას ვერ ვიტანდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ჩავაბარე და დაფინანსებაც მოვიპოვე.

- აბიტურიენტობის პერიოდში შენი შეყვარებული - ზურა ალბათ გამხნევებდა, არა?

- ნამდვილად ასეა! მაშინ ამერიკაში იყო და გამუდმებით მწერდა, მირეკავდა. მისი მხარში დგომა, რა თქმა უნდა, ძალას მმატებდა. მეუბნებოდა: მიაწექიო (იღიმის). ანალოგიურად ვიქცევი მეც, როცა მას რთული პერიოდი აქვს.

- მშობლები არ განიცდიან, დატვირთული დღის რეჟიმი რომ გაქვს?

- განსაკუთრებით, დედა განიცდის ამ ამბავს. ხან ქუთაისში მიწევს ყოფნა და ხანაც - თბილისში. ხშირად მირეკავს და მეკითხება: სად ხარ, რას აკეთებო? მამა მეუბნება: დედაშენს გამუდემებით "ჯეოსტარის" ვიდეოები აქვს ჩართული და უყურებს ხოლმეო. მშობლებს ვენატრები. ამის გამო ხშირად, მეც ცუდ ხასიათზე ვდგები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ბოლოს და ბოლოს, მათ ის უნდათ, რომ წარმატებული შვილი ჰყავდეთ.

- შენს შემოქმედებაში სიახლე რა არის?

- "ჯეოსტარის" დასრულების შემდეგ, ჩემი მსმენელი მოვადუნე. ახლა 2 ბენდთან ერთად ვმუშაობ, ყოველდღე რეპეტიცია მაქვს და ახალ სიმღერას ვწერ, რომელსაც მალე მოისმენთ.

- რომელიმე მუსიკალურ პროექტში ხომ არ გიხილავთ?

- არა, ეს გამორიცხულია! მიმაჩნია, რომ უკვე ცნობილი მომღერლები ასეთ პროექტებში არ უნდა მონაწილეობდნენ. "ჯეოსტარი" მოვიგე და მგონი, ქართულ მუსიკალურ პროექტებში ჩემი ადგილი აღარ არის. გზა ახალბედა მომღერლებს უნდა დავუთმო, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. ვფიქრობ, ამ ადამიანებმაც უნდა მიიღონ გამოცდილება და ისინიც უნდა შეიყვაროს ხალხმა.

- დაბოლოს, ზაფხულში დასვენება თუ მოასწარი? ბინა ბათუმში, რომელიც "ჯეოსტარის" მოგების შემდეგ საჩუქრად გადმოგცეს, აშენდა?

- ზაფხულში ძალიან მაგრად დავისვენე: ხან ბათუმში ვიყავი, ხან გრიგოლეთში, ხანაც - ფოთში. გვერდით ის ადამიანები მყავდა, რომლებიც ძალიან მიყვარს და თავს მშვენივრად ვგრძნობდი. რაც შეეხება ბინას, მითხრეს, რომ მშენებლობა დეკემბერში დასრულდება და სავარაუდოდ, იანვარში გადმომცემენ გასაღებს. ისე მინდა საკუთარ ბინაში დასვენება, რომ ზღვაზე იანვარშიც წავალ (იცინის).

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება