სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის სურს მოსკოვში ჩასვლა ალეკო ელისაშვილს?
რისთვის სურს მოსკოვში ჩასვლა ალეკო ელისაშვილს?

ჟურ­ნა­ლის­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ბოლო წლებ­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი, უყ­ვარს მე­მუ­ა­რე­ბი. თბი­ლი­სის წარ­სულ­ზე უამ­რა­ვი რამ აქვს წა­კი­თხუ­ლი. გული სწყდე­ბა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე, მმარ­თველ­თა ახი­რე­ბე­ბის გამო, დე­და­ქა­ლაქ­მა იერ­სა­ხე, ბევ­რი ფა­სე­უ­ლი რამ და­კარ­გა. მალე წიგ­ნის გა­მო­ცე­მას აპი­რებს, რო­მელ­შიც ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 150-წლი­ა­ნი ის­ტო­რია ფო­ტო­ე­ბი­თაა "მო­თხრო­ბი­ლი".

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ალე­კო, შენი სა­მა­გი­დო წიგ­ნი რო­მე­ლია?

- იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლის "ძვე­ლი თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბო­ჰე­მა".

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ ლექსმა რო­გო­რი ემო­ცი­აც უნდა "მო­მი­ტა­ნოს", ვერ ვი­მახ­სოვ­რებ. ზე­პი­რად 2-3 ლექ­სი ვიცი. ყვე­ლა­ზე მე­ტად "ტრი­ო­ლე­ტე­ბი შე­ი­თან­ბა­ზარ­ში" და "გა­მო­თხო­ვე­ბა ძველ თბი­ლის­თან" მიყ­ვარს. როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელი თუ მი­მიწ­ვდე­ბა, ავ­ტო­რის მიერ წა­კი­თხულს ვის­მენ.

- ბო­ლოს რა წა­ი­კი­თხე?

- "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი". სო­ფელ დი­ღომ­ში უსა­ხე­ლო ქუ­ჩებს ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი რომ და­არ­ქვეს, გავ­ბრაზ­დი. "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძიე და კი­თხვა და­ვი­წყე, სა­ნამ არ და­ვამ­თავ­რე, ვერ მო­ვეშ­ვი. ჩვე­ვად მაქვს, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის კი­თხვას ხში­რად ერ­თდრო­უ­ლად ვი­წყებ.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- (იცი­ნის) ერთხელ მო­ვი­პა­რე და ერთხელ, მო­პარ­ვის მცდე­ლო­ბა მქონ­და. ბუ­კი­ნის­ტუ­რი მა­ღა­ზი­ი­დან მინ­დო­და წა­მო­მე­ღო, მაგ­რამ მივ­ხვდი, შე­მამ­ჩნევ­დნენ, რის­კი დიდი იყო და წიგ­ნი უკან და­ვაბ­რუ­ნე.

- მო­პა­რულ წიგნს ინა­ხავ?

- ჩემი მე­გობ­რის­თვის მონ­ტეს­კი­ეს "კა­ნონ­თა გონი" მო­ვი­პა­რე. ძა­ლი­ან უნ­დო­და, ფული არ ჰქონ­და და მო­პარ­ვა­საც ვერ ბე­დავ­და. წიგნ­ში ფული არას­დროს მე­ნა­ნე­ბა. მოს­კოვ­ში ერ­თა­დერ­თი რა­მის გამო ჩა­ვი­დო­დი: ბევრ წიგნს შე­ვი­ძენ­დი და უკან გა­მოვ­ბრუნ­დე­ბო­დი. იქ კარ­გი გა­მო­ცე­მე­ბია.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- არ ვუ­ჩი­ვი. ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გად მა­მახ­სოვ­რდე­ბა. სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ას ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის დედა მას­წავ­ლი­და. შე­ნა­ხუ­ლი მაქვს დღი­უ­რი, რო­მელ­შიც ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ორი 5-იანი და­მი­წე­რა. ქალ­ბა­ტო­ნი თა­ლი­კო გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და და მგო­ნი, მეც მისი საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი.

- ირაკ­ლი აბა­ში­ძე ერთ-ერთ ლექსში წერს: "მუ­რის ძველ ხიდ­თან, სა­დაც გორ­მა­ხებს/ თით­ქოს მდი­ნა­რემ დანა და­უს­ვა,/ სამი ციხე დგას: ციხე - "და­უხ­ვდი",/ ციხე - "დაჰ­კა­რი" და... და­ა­სა­ხე­ლე მე­სა­მე ცი­ხის სა­ხელ­წო­დე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, არც ეს ლექ­სი და არც ცი­ხე­ე­ბი არ ვიცი.

- "არ გა­უშ­ვა" ჰქვია.

- (იცი­ნის) სა­ინ­ტე­რე­სოა, ცი­ხე­ე­ბი სად მდე­ბა­რე­ობს?

- ერ­თმა­ნე­თის­გან 200-300 მეტ­რის და­შო­რე­ბით, ლე­ჩხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩხუ­ტელ­ში მდე­ბა­რე­ობს.

- მათ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი.

- რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მეფე იყო სტუმ­რად რო­მის იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­უს პი­უს­თან?

- ეს სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე: იმ­პე­რა­ტორ­თან ფარსმან II იყო. მას რომ­ში, მთა­ვარ მო­ე­დან­ზე ძეგლიც და­უდ­გეს.

- "მწერ­ლე­ბი რომ მხო­ლოდ თა­ვი­სი ეპო­ქის­თვის წერ­დნენ, მე და­ვამ­ტვრევ­დი ჩემს კა­ლამს და შორს მო­ვის­ვრი­დი მას", - წერ­და ერთ-ერთი ფრან­გი კლა­სი­კო­სი. და­ა­სა­ხე­ლე იგი.

- დი­უ­მა, არა?

- დიახ. ძველ იუ­დე­ვე­ლებ­ში არ­სე­ბობ­და ჩვე­უ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი თა­ვი­ანთ ცოდ­ვებს სიმ­ბო­ლუ­რად, თხას აჰ­კი­დებ­დნენ და უდაბ­ნო­ში გზავ­ნიდ­ნენ. ამ წეს-ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქოს ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ. აქე­დან წარ­მო­იშ­ვა გა­მოთ­ქმა...

- ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმაა?

- დიახ ამ გა­მოთ­ქმა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვაცი ფი­გუ­რი­რებს.

- "გან­ტე­ვე­ბის ვაცი".

- და­ა­სა­ხე­ლე პირ­ვე­ლი ინ­დო­ე­ლი, რო­მელ­მაც ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ი­ღო.

- ინ­დო­ე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან რა­ბინ­დრა­ნათ თა­გო­რი მახ­სენ­დე­ბა. თუ სწო­რად მახ­სოვს, ნო­მე­ლის პრე­მი­აც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

- დიახ. რა გა­ტა­ცე­ბა ჰქონ­და ბრეჟნევს?

- მედ­ლე­ბი და ნა­დი­რო­ბა უყ­ვარ­და.

- კი­დევ?

- ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა.

- 1962 წლის 18 სექ­ტემ­ბერს ქარ­თვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბახ­ტრი­ო­ნის გმი­რულ ბრძო­ლას მე­თა­უ­რობ­დნენ, მომ­ხდუ­რებ­მა წა­მე­ბით მოკ­ლეს, შემ­დეგ იკორ­თა­ში გად­მო­ას­ვე­ნეს და წმინ­და­ნე­ბად შე­რა­ცხეს. რო­მელ გმი­რებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- შალ­ვა და ელიზ­ბარ ქსნის ერის­თა­ვებ­სა და ბი­ძი­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­ზე.

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!" გა­ვიხ­სე­ნოთ. რა ერ­ქვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "სუტ კნე­ი­ნა­საც" ეძახ­დნენ?

- (პა­უ­ზის შემ­დეგ) ვე­ღარ გა­ვიხ­სე­ნე.

- ხო­რე­შა­ნი.

- ეს რამ და­მა­ვი­წყა? "ხო­რე­შან, დე­დიი! ხო­რე­შან დე­დიი!" რომ ეძახ­და.

- რას უწო­დე­ბენ ყუ­რა­ნის თა­ვებს?

- სუ­რას.

- რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ამ პის­ტო­ლე­ტე­ბი­დან, რო­მე­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რი "მა­კა­რო­ვი", "სტე­ჩკი­ნი" თუ "ტეტე"?

- "სტე­ჩკი­ნი".

- რო­მე­ლია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე წყა­ლუხ­ვი მდი­ნა­რე?

- ამა­ზო­ნი.

- 1922 წელს, გე­ნუ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ქარ­თვე­ლი ერის სატ­კი­ვა­რი მსოფ­ლი­ოს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი. ვინ აი­მაღ­ლა ხმა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ?

- ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ამ. მან სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა. ამის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს და 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

- რო­მელ ტა­ძარ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი?

- სი­ონ­ში.

- ბა­რო­ნი დე­ნო­ნი ფრან­გი გრა­ვი­ო­რი, მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი და დიპ­ლო­მა­ტი იყო. ის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი იყო ლუ­დო­ვი­კო XVI-ის და ნა­პო­ლე­ონ I-ის დროს. ალექ­სან­დრე I კი მის­გან სუ­რა­თებ­სა და სხვა­დას­ხვა ნივთს იძენ­და. სად ინა­ხავ­და ამ ნივ­თებს?

- "ერ­მი­ტაჟ­ში".

- ამ ხელ­სა­წყოს, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის ფიქ­სი­რე­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ფი­ზი­ოგ­რა­ფი ჰქვია. და­ა­სა­ხე­ლე მისი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა.

- ვერ გა­ვი­გე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რე­გი­ონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ ხახ­მა­ტის, ახი­ე­ლის, ლე­ბა­ის­კა­რის ცი­ხე­ე­ე­ბი?

- ხევ­სუ­რეთ­ში.

- ეს მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვი ორ­ნა­ი­რია - ენი­ა­ნი და უენო.

- ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვია?

- დიახ.

- სა­ლა­მუ­რი.

- სა­უ­დის არა­ბეთ­ში ეს უფრო ძვი­რი ღირს, ვიდ­რე ნავ­თო­ბი.

- წყა­ლი.

- რიგ­ში დგას 25 ბავ­შვი, მე­რამ­დე­ნე დგას შუ­ა­ში?

- ვა­ი­მე, მა­თე­მა­ტი­კას­თან არას­დროს "მი­მე­გობ­რია".

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას მა­თე­მა­ტი­კის კარ­გად ცოდ­ნა სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა.

- მე-13 არ იქ­ნე­ბა?

- რა თქმა უნდა. 1931 წელს მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხმად გა­რი­ცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ იბ­რძვის მხატ­ვრუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და ზე­პი­რი გა­მოს­ვლე­ბით ფე­ო­და­ლუ­რი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მის და "შავი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად. თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბით მან არა­ერ­თხელ საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზი­ზღი და სი­ძულ­ვი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა... პო­ლი­ტი­კუ­რად მავ­ნე მხატ­ვრულ ნაშ­რო­მებს აქ­ვეყ­ნებს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მავ­ნებ­ლო­ბით ამა­ყობს მწერ­ლო­ბა­ში და საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე", - ეს არის ამო­ნა­წე­რი გა­რი­ცხვის ოქ­მი­დან. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- "ას­ფურ­ცე­ლა", "კომბლე", "სამი გოჭი", "წი­თელ­ქუ­და" - ამ ზღაპ­რე­ბი­დან, რო­მელ­ში არ ფი­გუ­რი­რებს მგე­ლი?

- "ას­ფურ­ცე­ლა­ში".

- ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის 300 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­უშ­ვეს სა­ფოს­ტო მარ­კა. რა იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- ვაშ­ლი.

- ვინ არის მო­თხრო­ბის - "ერეკ­ლე მეფე და ინ­გი­ლო ქალი" ავ­ტო­რი?

- ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი.

- ეს ინ­გლი­სე­ლი პო­ე­ტი 1824 წელს ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში სა­ბერ­ძნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ომში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სიკ­ვდი­ლის წინ, ბოდ­ვი­სას წარ­მოთ­ქვა: "საბ­რა­ლო სა­ბერ­ძნე­თი". და­ა­სა­ხე­ლე ეს პო­ე­ტი.

- ჯორჯ ბა­ი­რო­ნი.

- "მო­მე­ცით ცა­რი­ე­ლი გა­ლე­რეა და მე მას გა­ვავ­სებ" - რო­მელ მხატ­ვარს ეკუთ­ვნის ეს სი­ტყვე­ბი?

- არ მახ­სოვს.

- პაბ­ლო პი­კა­სოს. რო­მე­ლი მხატ­ვრის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო ბა­ლე­ტი?

- ედ­გარ დე­გა­სი.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე აინშტა­ი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი წყვე­ტენ პრობ­ლე­მებს, ხოლო გე­ნი­ო­სე­ბი..."

- "...გე­ნი­ო­სე­ბი თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ".

მო­ამ­ზა­და თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

რისთვის სურს მოსკოვში ჩასვლა ალეკო ელისაშვილს?

რისთვის სურს მოსკოვში ჩასვლა ალეკო ელისაშვილს?

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ბოლო წლებში დოკუმენტური პროზითაა გატაცებული, უყვარს მემუარები. თბილისის წარსულზე უამრავი რამ აქვს წაკითხული. გული სწყდება, რომ წლების მანძილზე, მმართველთა ახირებების გამო, დედაქალაქმა იერსახე, ბევრი ფასეული რამ დაკარგა. მალე წიგნის გამოცემას აპირებს, რომელშიც ქალაქის ურბანული განვითარების 150-წლიანი ისტორია ფოტოებითაა "მოთხრობილი".

პრეამბულის მაგიერ

- ალეკო, შენი სამაგიდო წიგნი რომელია?

- იოსებ გრიშაშვილის "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა".

- პოეზია გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ ლექსმა როგორი ემოციაც უნდა "მომიტანოს", ვერ ვიმახსოვრებ. ზეპირად 2-3 ლექსი ვიცი. ყველაზე მეტად "ტრიოლეტები შეითანბაზარში" და "გამოთხოვება ძველ თბილისთან" მიყვარს. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ინტერნეტზე ხელი თუ მიმიწვდება, ავტორის მიერ წაკითხულს ვისმენ.

- ბოლოს რა წაიკითხე?

- "ვეფხისტყაოსანი". სოფელ დიღომში უსახელო ქუჩებს ამ ნაწარმოების გმირების სახელები რომ დაარქვეს, გავბრაზდი. "ვეფხისტყაოსანი" ინტერნეტში მოვიძიე და კითხვა დავიწყე, სანამ არ დავამთავრე, ვერ მოვეშვი. ჩვევად მაქვს, რამდენიმე წიგნის კითხვას ხშირად ერთდროულად ვიწყებ.

- წიგნი მოგიპარავს?

- (იცინის) ერთხელ მოვიპარე და ერთხელ, მოპარვის მცდელობა მქონდა. ბუკინისტური მაღაზიიდან მინდოდა წამომეღო, მაგრამ მივხვდი, შემამჩნევდნენ, რისკი დიდი იყო და წიგნი უკან დავაბრუნე.

- მოპარულ წიგნს ინახავ?

- ჩემი მეგობრისთვის მონტესკიეს "კანონთა გონი" მოვიპარე. ძალიან უნდოდა, ფული არ ჰქონდა და მოპარვასაც ვერ ბედავდა. წიგნში ფული არასდროს მენანება. მოსკოვში ერთადერთი რამის გამო ჩავიდოდი: ბევრ წიგნს შევიძენდი და უკან გამოვბრუნდებოდი. იქ კარგი გამოცემებია.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- არ ვუჩივი. ისტორიული თარიღები ყოველთვის კარგად მამახსოვრდება. სკოლაში ისტორიას ზაქარია ქუცნაშვილის დედა მასწავლიდა. შენახული მაქვს დღიური, რომელშიც ერთ გაკვეთილზე ორი 5-იანი დამიწერა. ქალბატონი თალიკო გამორჩეულად მიყვარდა და მგონი, მეც მისი საყვარელი მოსწავლე ვიყავი.

- ირაკლი აბაშიძე ერთ-ერთ ლექსში წერს: "მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს/ თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,/ სამი ციხე დგას: ციხე - "დაუხვდი",/ ციხე - "დაჰკარი" და... დაასახელე მესამე ციხის სახელწოდება.

- სამწუხაროდ, არც ეს ლექსი და არც ციხეები არ ვიცი.

- "არ გაუშვა" ჰქვია.

- (იცინის) საინტერესოა, ციხეები სად მდებარეობს?

- ერთმანეთისგან 200-300 მეტრის დაშორებით, ლეჩხუმის რაიონის სოფელ ჩხუტელში მდებარეობს.

- მათ მოსანახულებლად სიამოვნებით წავიდოდი.

- რომელი ქართველი მეფე იყო სტუმრად რომის იმპერატორ ანტონიუს პიუსთან?

- ეს სკოლაში ვისწავლე: იმპერატორთან ფარსმან II იყო. მას რომში, მთავარ მოედანზე ძეგლიც დაუდგეს.

- "მწერლები რომ მხოლოდ თავისი ეპოქისთვის წერდნენ, მე დავამტვრევდი ჩემს კალამს და შორს მოვისვრიდი მას", - წერდა ერთ-ერთი ფრანგი კლასიკოსი. დაასახელე იგი.

- დიუმა, არა?

- დიახ. ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ისინი თავიანთ ცოდვებს სიმბოლურად, თხას აჰკიდებდნენ და უდაბნოში გზავნიდნენ. ამ წეს-ჩვეულების თანახმად, თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. აქედან წარმოიშვა გამოთქმა...

- ცნობილი გამოთქმაა?

- დიახ ამ გამოთქმაში, რასაკვირველია, ვაცი ფიგურირებს.

- "განტევების ვაცი".

- დაასახელე პირველი ინდოელი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.

- ინდოელი პოეტებიდან რაბინდრანათ თაგორი მახსენდება. თუ სწორად მახსოვს, ნომელის პრემიაც ჰქონდა მიღებული.

- დიახ. რა გატაცება ჰქონდა ბრეჟნევს?

- მედლები და ნადირობა უყვარდა.

- კიდევ?

- ავტომობილის მართვა.

- 1962 წლის 18 სექტემბერს ქართველი მამულიშვილები, რომლებიც ბახტრიონის გმირულ ბრძოლას მეთაურობდნენ, მომხდურებმა წამებით მოკლეს, შემდეგ იკორთაში გადმოასვენეს და წმინდანებად შერაცხეს. რომელ გმირებზეა ლაპარაკი?

- შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებსა და ბიძინა ჩოლოყაშვილზე.

- ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!" გავიხსენოთ. რა ერქვა ლუარსაბისა და დარეჯანის მაჭანკალს, რომელსაც მეტსახელად "სუტ კნეინასაც" ეძახდნენ?

- (პაუზის შემდეგ) ვეღარ გავიხსენე.

- ხორეშანი.

- ეს რამ დამავიწყა? "ხორეშან, დედიი! ხორეშან დედიი!" რომ ეძახდა.

- რას უწოდებენ ყურანის თავებს?

- სურას.

- რუსული წარმოების ამ პისტოლეტებიდან, რომელია ავტომატური "მაკაროვი", "სტეჩკინი" თუ "ტეტე"?

- "სტეჩკინი".

- რომელია მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე?

- ამაზონი.

- 1922 წელს, გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე, ქართველი ერის სატკივარი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. ვინ აიმაღლა ხმა რუსეთის წინააღმდეგ?

- ამბროსი ხელაიამ. მან საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა. ამის გამო დააპატიმრეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

- რომელ ტაძარშია დაკრძალული?

- სიონში.

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-ის და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- "ერმიტაჟში".

- ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის მდგომარეობის ფიქსირებისთვის, ოფიციალურად პოლიფიზიოგრაფი ჰქვია. დაასახელე მისი საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.

- ვერ გავიგე, რაზეა ლაპარაკი?

- სიცრუის დეტექტორზე. საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეეები?

- ხევსურეთში.

- ეს მუსიკალური საკრავი ორნაირია - ენიანი და უენო.

- ხალხური საკრავია?

- დიახ.

- სალამური.

- საუდის არაბეთში ეს უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნავთობი.

- წყალი.

- რიგში დგას 25 ბავშვი, მერამდენე დგას შუაში?

- ვაიმე, მათემატიკასთან არასდროს "მიმეგობრია".

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მათემატიკის კარგად ცოდნა სულაც არ სჭირდება.

- მე-13 არ იქნება?

- რა თქმა უნდა. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად. თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოების ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე", - ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- "ასფურცელა", "კომბლე", "სამი გოჭი", "წითელქუდა" - ამ ზღაპრებიდან, რომელში არ ფიგურირებს მგელი?

- "ასფურცელაში".

- ისააკ ნიუტონის 300 წლისთავის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

- ვაშლი.

- ვინ არის მოთხრობის - "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი" ავტორი?

- იაკობ გოგებაშვილი.

- ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს ნაადრევად გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. სიკვდილის წინ, ბოდვისას წარმოთქვა: "საბრალო საბერძნეთი". დაასახელე ეს პოეტი.

- ჯორჯ ბაირონი.

- "მომეცით ცარიელი გალერეა და მე მას გავავსებ" - რომელ მხატვარს ეკუთვნის ეს სიტყვები?

- არ მახსოვს.

- პაბლო პიკასოს. რომელი მხატვრის შთაგონების წყარო იყო ბალეტი?

- ედგარ დეგასი.

- დაბოლოს, დაასრულე აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი: "ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები..."

- "...გენიოსები თავიდან იცილებენ".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები