საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა
ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან პირ­ვე­ლი თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" გა­მოჩ­ნდა. რო­გორც ლე­ვან პირ­ველ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვას 23 სექ­ტემ­ბერს აპი­რებს. ლე­ვან პირ­ვე­ლის თქმით, იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და და ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნას გეგ­მავს. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა შე­კი­თხვას ორ­შა­ბათს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გას­ცემს პა­სუხს.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან პირ­ვე­ლი, ცოტა ხნის წინ, თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­მოჩ­ნდა. იგი ჟუნ­რა­ლისტ ინგა გრი­გო­ლი­ას­თან შეხ­ვედ­რას მარ­თავ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მას შემ­დეგ, რაც ინგა გრი­გო­ლი­ამ სას­ტუმ­რო და­ტო­ვა, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე პირ­თან გა­ნაგ­რძო. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მას პი­რა­დი დაც­ვა იცავ­და.

ამას­თან, ლე­ვან პირ­ველ­მა 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რი კო­მენ­ტა­რი მის­ცა "ამ­ბე­ბი.გე"-ს. მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლი­კი­ა­ნი პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ლე­ვან პირ­ველ­მა მა­შინ გა­ნუ­ცხა­და, მან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სა და პო­ლიტ­დევ­ნი­ლე­ბის სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას მი­მარ­თა, მისი გვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი სი­ი­დან ამო­ი­ღონ.

"მე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი უკვე გა­მაჩ­ნია ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს სტა­ტუ­სი ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზეც მაქვს. კო­მი­სი­ის წევ­რებს ჩემი სტა­ტუ­სი ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ, გან­სა­ხილ­ვე­ლი არა­ფე­რია. რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­ვი­და "კავ­კა­სი­ის" პირ­და­პირ ეთერ­ში და თა­ვის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით გა­მა­ო­ცა. თქვა, რომ უნ­დობ­ლო­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას, თუ ისი­ნი შე­მიყ­ვა­ნენ პო­ლიტ­დევ­ნილ­თა სი­ა­ში. ამის­თან, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი იუ­რის­ტის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გა­მოთ­ქმა მი­ა­ნიშ­ნებს სხვა რა­მე­ზე. თუ არ შე­გის­წავ­ლია და წი­ნას­წარ გაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი, ეს სხვა თუ არა­ფე­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნაა. თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით, წუ­ლუ­კი­ან­მა შექ­მნა პრე­ცენ­დენ­ტი, რომ მე უკვე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დევ­ნი­ლი ვარ", - აცხა­დებ­და 2012 წლის 3 დე­კემ­ბერს ლე­ვან პირ­ვე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა

ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა

ბიზნესმენი ლევან პირველი თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამოჩნდა. როგორც ლევან პირველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის სამომავლო გეგმების შესახებ პრესკონფერენციის გამართვას 23 სექტემბერს აპირებს. ლევან პირველის თქმით, იგი საქართველოში გუშინ დაბრუნდა და ქვეყანაში დარჩენას გეგმავს. მისივე თქმით, ყველა შეკითხვას ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გასცემს პასუხს.

ბიზნესმენი ლევან პირველი, ცოტა ხნის წინ, თბილისში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაცვის თანხლებით გამოჩნდა. იგი ჟუნრალისტ ინგა გრიგოლიასთან შეხვედრას მართავდა, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც ინგა გრიგოლიამ სასტუმრო დატოვა, ბიზნესმენმა საუბარი რამდენიმე პირთან განაგრძო. მთელი ამ დროის განმავლობაში მას პირადი დაცვა იცავდა.

ამასთან, ლევან პირველმა 2012 წლის დეკემბერში ექსკლუზიური კომენტარი მისცა "ამბები.გე"-ს. მან იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

როგორც "ამბები.გე"-ს ლევან პირველმა მაშინ განუცხადა, მან პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისიას მიმართა, მისი გვარი განსახილველი სიიდან ამოიღონ.

"მე პოლიტიკური დევნილის სტატუსი უკვე გამაჩნია ევროკავშირის კანონმდებლობით და ავსტრიის ფედერალური კანონის საფუძველზე. ეს სტატუსი ჟენევის კონვენციის საფუძველზეც მაქვს. კომისიის წევრებს ჩემი სტატუსი ავტომატურად უნდა დაედასტურებინათ, განსახილველი არაფერია. რეალური მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა "კავკასიის" პირდაპირ ეთერში და თავის არაკომპეტენტურობით გამაოცა. თქვა, რომ უნდობლობას გამოუცხადებს საპარლამენტო კომისიას, თუ ისინი შემიყვანენ პოლიტდევნილთა სიაში. ამისთან, ქვეყნის პირველი იურისტის არაკომპეტენტური გამოთქმა მიანიშნებს სხვა რამეზე. თუ არ შეგისწავლია და წინასწარ გაქვს ჩამოყალიბებული აზრი, ეს სხვა თუ არაფერი, პოლიტიკური დევნაა. თავისი განცხადებით, წულუკიანმა შექმნა პრეცენდენტი, რომ მე უკვე ახალი ხელისუფლების დევნილი ვარ", - აცხადებდა 2012 წლის 3 დეკემბერს ლევან პირველი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა