მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუბა კიკაბიძე - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მბლო­კა­ვენ"
ბუბა კიკაბიძე - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მბლო­კა­ვენ"

მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ბუ­ბა კი­კა­ბი­ძე ბო­ლო ხანს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად სტუმ­რობს ყვარ­ლის ტბას და თევ­ზა­ო­ბით იქ­ცევს თავს. კარ­გა ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტი აღარ ჰქო­ნი­ა, არც ქარ­თულ ფილ­მში გა­და­უ­ღი­ათ. ამის მიუ­ხე­და­ვად, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში და­დის გას­ტრო­ლებ­ზე. მომ­ღე­რალს ყვა­რელ­ში შევ­ხვდი, ის-ის იყო, ინ­ტერ­ვიუ და­ვას­რუ­ლეთ და რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი ეს­ტუმ­რნენ, მას­თან ერ­თად სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს, არც თბი­ლი სიტყ­ვე­ბი დაი­შუ­რეს. ბუ­ბა კი­კა­ბი­ძე 2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში აღარ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა დღემ­დე იღებს მიწ­ვე­ვებს. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც სწო­რედ ამ თე­მით და­იწყ­ო:

- ახ­ლაც და­მი­რე­კეს რუ­სე­თი­დან და შე­მომ­თა­ვა­ზეს, კრემ­ლში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რე­ო, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლად არ მივ­დი­ვარ. ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ, სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ პო­ლი­ტი­კოსს რა აქვს ცუ­დი. არ­ჩე­ვანს ხალ­ხი აკე­თებს. მსა­ხი­ო­ბი, მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რი - ის ხალ­ხი­ა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა გა­აქვს მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ისი­ნი წარ­მოა­ჩე­ნენ ქვე­ყა­ნას. პირ­ველ რიგ­ში ჩვენ უნ­და გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი, სიმ­ღე­რა, კულ­ტუ­რა და ა.შ. სხვას არა­ვის აინ­ტე­რე­სებ. სა­ქარ­თვე­ლო არც პეტ­რე­სია და არც პავ­ლე­სი. სა­ნამ პურ­მა­რი­ლი გაქვს, მოვ­ლენ, არ გექ­ნე­ბა და არ მოვ­ლენ. გა­გი­კე­თე­ბენ საზღ­ვრებს, აგიკ­რძა­ლა­ვენ რა­ღა­ცებს და ა.შ. ყვე­ლა­ზე ად­რე მე შე­მეძ­ლო ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, და­მერ­წმუ­ნეთ, მხარ­თე­ძო­ზე ვიქ­ნე­ბო­დი წა­მო­წო­ლი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამას არ ვა­კად­რებ არც ჩემს თავს და არც ქვე­ყა­ნას. ჯერ შე­ნი სამ­შობ­ლო უნ­და გიყ­ვარ­დეს და მე­რე და­ნარ­ჩე­ნი... კი ვთქვი, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მაგ­რამ მა­ინც ვლა­პა­რა­კობ. სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა მეხ­ვე­ვა, მე­ხუ­ტე­ბა, მე­კითხ­ე­ბა, რო­გორ ხა­რო და ვამ­ბობ, რომ გა­და­სა­რე­ვად ვარ. შე­იძ­ლე­ბა ეს ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვარ­დეს? ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზი­ა. რო­ცა რა­ღაც მა­წუ­ხებს, არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა. შე­იძ­ლე­ბა სწო­რად არ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ რა ვქნა. რო­ცა მღე­რი, ხა­სი­ათ­ზეც უნ­და იყო, ისე ტყუ­ი­ლი გა­მო­გი­ვა. არ შე­იძ­ლე­ბა 24 სა­ა­თი ერ­თმა­ნე­თის გი­ნე­ბა. ვი­საც აირ­ჩე­ვენ, პრე­ზი­დენ­ტად ის მო­ვა, მაგ­რამ ხალ­ხი ერ­თად უნ­და ვიდ­გეთ და ამ პო­ლი­ტი­კის გა­მო და­ვას არ უნ­და გა­დავ­ყვეთ. ერ­თხელ ხომ შე­იქ­მნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ვის პრე­ცე­დენ­ტი, ახ­ლა ვი­საც აირ­ჩე­ვენ, ის იქ­ნე­ბა სა­თა­ვე­ში და ამის გა­მო არ უნ­და ვლან­ძღოთ ერ­თმა­ნე­თი. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, ამა თუ იმ სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­დეს. ოდეს­მე ხომ უნ­და და­ვემ­სგავ­სოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას, წყნა­რად მი­ვი­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში და პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნე­თის აზრს. გას­ტრო­ლებ­ზე რომ არ დავ­დი­ო­დე, გავ­გიჟ­დე­ბო­დი. მარ­ტო ზე­მოთ ყუ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან ქვე­მო­თაც უნ­და და­ი­ხე­დო ადა­მი­ან­მა.

- გე­ნატ­რე­ბათ რუ­სი მსმე­ნე­ლი?

- ხალ­ხმა რა და­ა­შა­ვა? მე რუ­სი ხალ­ხის­თვის არ მით­ქვამს უა­რი. უკ­რა­ი­ნა­ში მო­დი­ან ჩემს კონ­ცერ­ტზე რუ­სე­ბი. 19 ივ­ნისს 75 წე­ლი შე­მის­რულ­და, და­მი­რე­კეს და მო­მი­ლო­ცეს რუ­სე­თი­დან. ყა­ზა­ხე­თი და უკ­რა­ი­ნა მაძ­ლევს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბას. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და, ჩვე­ნებს კი... არ მინ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი...

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- და­გეგ­მი­ლი მაქვს გას­ტრო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში, ყვე­ლა დიდ დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ჩე­მი სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტე­ბი, მინ­დო­და თბი­ლის­ში და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ტუ­რი, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცი, რა იქ­ნე­ბა... 12-ში მივ­დი­ვარ ო­ტა­ვა­ში, შემ­დეგ ის­რა­ელ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამე­რი­კას­თან. მე და ავ­თო მა­ხა­რა­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ფილ­მში მიგ­ვიწ­ვი­ეს, სულ მა­ლე და­იწყ­ე­ბა გა­და­ღე­ბა, წელს სამ სუ­რათ­ში გა­და­მი­ღეს, ქარ­თულ ფილ­მებ­ში კი არ მი­ღე­ბენ, ვიბ­ლო­კე­ბი (ი­ცი­ნის).

- ვინ გბლო­კავთ?

- გი­ნა­ხი­ვართ ბო­ლო დროს ქარ­თულ ფილ­მში? რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 150-მდე სცე­ნა­რი მი­დევს სახ­ლში, ყვე­ლა ქურ­დებ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და მა­ფი­ა­ზე­ა. პრობ­ლე­მა იყო ყა­რა­ბა­ღი, მაგ­რამ ჩვე­ნებ­მა ისე გა­და­ი­ღეს ფილ­მი, რომ კვან­ძი არ გა­იხ­სნა. სულ ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და მე­ძავ ქა­ლებ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სცე­ნა­რის­ტე­ბი აღარ გვყავს, მხატ­ვრულ ფილ­მს არა­ვინ იღებს, გა­და­ღე­ბა­ზე იწე­რე­ბა ფილ­მის ში­ნა­არ­სი. აქ ფუ­ლის ამ­ბა­ვიც არის. უმ­დიდ­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა და ის­ტო­რია გვ­აქვს, ამის მი­ხედ­ვით და­წე­რილ სცე­ნარ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ. ქარ­თუ­ლი კი­ნო მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩვენ­ნა­ი­რი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი არ­სად მი­ნა­ხავს. იმე­დი მაქვს, აღ­ვად­გენთ ქარ­თულ კი­ნოს.

- ნაწყ­ე­ნი ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ­ფარ­დოვ­ნად ჟღერს, მაგ­რამ მა­დარ­დებს ის, რაც ჩემს გარ­შე­მო ხდე­ბა. და­უნ­დობ­ლე­ბი გავ­ხდით ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ყვე­ლა თა­ვის ნა­ჭუჭ­ში ჩა­ი­კე­ტა, ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, გა­უ­ტან­ლო­ბა და შუ­რი მოგ­ვე­ძა­ლა. გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით იდ­გნენ, გუ­ლი მიგ­რძნობს, დი­დი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის შუღ­ლი? დი­დი ილი­ას გზით ვი­ა­როთ, აღარ გა­ვი­მე­ო­როთ წი­ნა თა­ო­ბის შეც­დო­მე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვით ად­გილს ამ და­უნ­დო­ბელ სამ­ყა­რო­ში.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ბუბა კიკაბიძე - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მბლო­კა­ვენ"

ბუბა კიკაბიძე - "სა­ქარ­თვე­ლო­ში მბლო­კა­ვენ"

მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ბუ­ბა კი­კა­ბი­ძე ბო­ლო ხანს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად სტუმ­რობს ყვარ­ლის ტბას და თევზაობით იქ­ცევს თავს. კარ­გა ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტი აღარ ჰქო­ნი­ა, არც ქარ­თულ ფილ­მში გა­და­უ­ღი­ათ. ამის მიუ­ხე­და­ვად, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში და­დის გას­ტრო­ლებ­ზე. მომ­ღე­რალს ყვა­რელ­ში შევ­ხვდი, ის-ის იყო, ინტერ­ვიუ და­ვას­რუ­ლეთ და რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი ეს­ტუმ­რნენ, მას­თან ერ­თად სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს, არც თბი­ლი სიტყ­ვე­ბი დაი­შუ­რეს. ბუ­ბა კი­კა­ბი­ძე 2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში აღარ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა დღემ­დე იღებს მიწ­ვე­ვებს. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც სწო­რედ ამ თე­მით და­იწყ­ო:

- ახ­ლაც და­მი­რე­კეს რუ­სე­თი­დან და შე­მომ­თა­ვა­ზეს, კრემ­ლში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე იმ­ღე­რე­ო, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლად არ მივდი­ვარ. ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ, სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ პო­ლი­ტი­კოსს რა აქვს ცუ­დი. არ­ჩე­ვანს ხალ­ხი აკეთებს. მსა­ხი­ო­ბი, მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რი - ის ხალ­ხი­ა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა გა­აქვს მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ისი­ნი წარმოა­ჩე­ნენ ქვე­ყა­ნას. პირ­ველ რიგ­ში ჩვენ უნ­და გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი, სიმ­ღე­რა, კულ­ტუ­რა და ა.შ. სხვას არა­ვის აინ­ტე­რე­სებ. სა­ქარ­თვე­ლო არც პეტ­რე­სია და არც პავ­ლე­სი. სა­ნამ პურ­მა­რი­ლი გაქვს, მოვ­ლენ, არ გექ­ნე­ბა და არ მოვ­ლენ. გა­გი­კე­თე­ბენ საზღ­ვრებს, აგიკ­რძა­ლა­ვენ რა­ღა­ცებს და ა.შ. ყვე­ლა­ზე ად­რე მე შე­მეძ­ლო ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, და­მერ­წმუ­ნეთ, მხართეძოზე ვიქ­ნე­ბო­დი წა­მო­წო­ლი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამას არ ვა­კად­რებ არც ჩემს თავს და არც ქვე­ყა­ნას. ჯერ შე­ნი სამ­შობ­ლო უნ­და გიყ­ვარ­დეს და მე­რე და­ნარ­ჩე­ნი... კი ვთქვი, რომ პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მაგ­რამ მა­ინც ვლა­პა­რა­კობ. სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა მეხ­ვე­ვა, მე­ხუ­ტე­ბა, მე­კითხ­ე­ბა, რო­გორ ხა­რო და ვამ­ბობ, რომ გადასარევად ვარ. შე­იძ­ლე­ბა ეს ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვარ­დეს? ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზი­ა. რო­ცა რა­ღაც მა­წუ­ხებს, არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა. შე­იძ­ლე­ბა სწო­რად არ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ რა ვქნა. რო­ცა მღე­რი, ხა­სი­ათ­ზეც უნ­და იყო, ისე ტყუ­ი­ლი გა­მო­გი­ვა. არ შე­იძ­ლე­ბა 24 სა­ა­თი ერ­თმა­ნე­თის გი­ნე­ბა. ვი­საც აირ­ჩე­ვენ, პრე­ზი­დენ­ტად ის მო­ვა, მაგ­რამ ხალ­ხი ერ­თად უნ­და ვიდ­გეთ და ამ პოლიტიკის გა­მო და­ვას არ უნ­და გა­დავ­ყვეთ. ერ­თხელ ხომ შე­იქ­მნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ვის პრეცედენტი, ახ­ლა ვი­საც აირ­ჩე­ვენ, ის იქ­ნე­ბა სა­თა­ვე­ში და ამის გა­მო არ უნ­და ვლან­ძღოთ ერ­თმა­ნე­თი. ყვე­ლას აქვს უფლება, ამა თუ იმ სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­დეს. ოდეს­მე ხომ უნ­და და­ვემ­სგავ­სოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას, წყნა­რად მი­ვი­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში და პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნე­თის აზრს. გას­ტრო­ლებ­ზე რომ არ დავ­დი­ო­დე, გავ­გიჟდებოდი. მარ­ტო ზე­მოთ ყუ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან ქვე­მო­თაც უნ­და და­ი­ხე­დო ადა­მი­ან­მა.

- გე­ნატ­რე­ბათ რუ­სი მსმე­ნე­ლი?

- ხალ­ხმა რა და­ა­შა­ვა? მე რუ­სი ხალ­ხის­თვის არ მით­ქვამს უა­რი. უკ­რა­ი­ნა­ში მო­დი­ან ჩემს კონ­ცერ­ტზე რუ­სე­ბი. 19 ივ­ნისს 75 წე­ლი შე­მის­რულ­და, და­მი­რე­კეს და მო­მი­ლო­ცეს რუ­სე­თი­დან. ყა­ზა­ხე­თი და უკ­რა­ი­ნა მაძ­ლევს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბას. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და, ჩვე­ნებს კი... არ მინ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი...

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- და­გეგ­მი­ლი მაქვს გას­ტრო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში, ყვე­ლა დიდ დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ჩე­მი საიუბილეო კონ­ცერ­ტე­ბი, მინ­დო­და თბი­ლის­ში და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ტუ­რი, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცი, რა იქ­ნე­ბა... 12-ში მივ­დი­ვარ ო­ტა­ვა­ში, შემ­დეგ ის­რა­ელ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამე­რი­კას­თან. მე და ავ­თო მა­ხა­რა­ძე აზერბაიჯანულ ფილ­მში მიგ­ვიწ­ვი­ეს, სულ მა­ლე და­იწყ­ე­ბა გა­და­ღე­ბა, წელს სამ სუ­რათ­ში გა­და­მი­ღეს, ქარ­თულ ფილ­მებ­ში კი არ მი­ღე­ბენ, ვიბ­ლო­კე­ბი (ი­ცი­ნის).

- ვინ გბლო­კავთ?

- გი­ნა­ხი­ვართ ბო­ლო დროს ქარ­თულ ფილ­მში? რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი 150-მდე სცე­ნა­რი მი­დევს სახ­ლში, ყვე­ლა ქურდებ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და მა­ფი­ა­ზე­ა. პრობ­ლე­მა იყო ყა­რა­ბა­ღი, მაგ­რამ ჩვე­ნებ­მა ისე გა­და­ი­ღეს ფილ­მი, რომ კვან­ძი არ გაიხსნა. სულ ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და მე­ძავ ქა­ლებ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სცე­ნა­რის­ტე­ბი აღარ გვყავს, მხატ­ვრულ ფილმს არა­ვინ იღებს, გა­და­ღე­ბა­ზე იწე­რე­ბა ფილ­მის ში­ნა­არ­სი. აქ ფუ­ლის ამ­ბა­ვიც არის. უმ­დიდ­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა და ისტორია გვ­აქვს, ამის მი­ხედ­ვით და­წე­რილ სცე­ნარ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ. ქარ­თუ­ლი კი­ნო მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყო აღიარე­ბუ­ლი. ჩვენ­ნა­ი­რი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი არ­სად მი­ნა­ხავს. იმე­დი მაქვს, აღ­ვად­გენთ ქარ­თულ კი­ნოს.

- ნაწყ­ე­ნი ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ­ფარ­დოვ­ნად ჟღერს, მაგ­რამ მა­დარ­დებს ის, რაც ჩემს გარ­შე­მო ხდე­ბა. და­უნ­დობ­ლე­ბი გავ­ხდით ერთმანეთის მი­მართ, ყვე­ლა თა­ვის ნა­ჭუჭ­ში ჩა­ი­კე­ტა, ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, გა­უ­ტან­ლო­ბა და შუ­რი მოგვე­ძა­ლა. გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით იდ­გნენ, გუ­ლი მიგ­რძნობს, დი­დი პრობლემების წი­ნა­შე ვდგა­ვართ და ახ­ლა შეიძლება ერ­თმა­ნე­თის შუღლი? დი­დი ილი­ას გზით ვი­ა­როთ, აღარ გა­ვი­მე­ო­როთ წი­ნა თა­ო­ბის შეც­დო­მე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვით ად­გილს ამ და­უნ­დო­ბელ სამ­ყა­რო­ში.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება