სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­დის გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია 500 ლა­რამ­დე
რო­დის გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია 500 ლა­რამ­დე

სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა 125 ლა­რი­დან 150 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეზ­რდე­ბათ შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გულ ოჯა­ხებს და სხვებ­ს. რა რე­სურ­სი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს ამ თან­ხის გა­სა­ცე­მად? - ამ სა­კითხ­ის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძეს ვთხო­ვეთ.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის გა­ცე­მა ინ­ფლა­ცი­ურ პრო­ცე­სებს?

- ის, რომ პენ­სი­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი იზ­რდე­ბა, კარ­გი­ა, მაგ­რამ სა­ხელმ­წი­ფო­სათ­ვის ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­სა­ვა­ლი არც ისე დი­დია - და­საქ­მე­ბულ პირ­თა მი­ერ გა­დახ­დი­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გა­სა­ცე­მი თან­ხის ოდე­ნო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო­ში უნ­და და­საქ­მდეს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე უნ­და გახ­დეს სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი და მა­შინ ეს პრობ­ლე­მაც აღარ გვექ­ნე­ბა. რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს და ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კი­სერ­ზე, მა­შინ პენ­სი­აც გა­იზ­რდე­ბა და არა 240, ან 250 ლა­რამ­დე, არა­მედ 400 და 500 ლა­რამ­დეც კი.

- ით­ქვა, რომ პენ­სი­ის მა­ტე­ბა 681 392 პენ­სი­ო­ნერს შე­ე­ხე­ბა, ეს რიცხ­ვი 25-ზე რომ გა­ვამ­რავ­ლოთ, საკ­მა­ოდ დიდ ციფრს მი­ვი­ღებთ, რა რე­სურ­სი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ა­მი­სოდ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

- თან­ხა, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან უნ­და გა­ვი­დეს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უშ­ლის ხელს იმ ეკო­ნო­მი­კურ თუ სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო პროგ­რა­მებს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­გეგ­მი­ლი გვაქვს. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის უფ­რო მე­ტად გაზ­რდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.­ ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაქ­სი­მუ­მი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და. მი­მაჩ­ნი­ა, რომ უფ­რო მე­ტი თან­ხის გა­ცე­მა შე­საძ­ლო­ა, მარ­თლაც გახ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი ინფლა­ცი­ის წყა­რო და რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

- სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეზ­რდე­ბათ პო­ლიტ­რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვ­ერ­პლად აღი­ა­რე­ბულ პი­რებ­საც. ვინ იგუ­ლის­ხმე­ბა ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში?

- ყვე­ლა, ვი­საც ეს სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა ვი­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დრ­ოს გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი, ვი­ღაც კი - უფ­რო ადრე.

ცნო­ბის­თვის: გარ­და ასა­კო­ვა­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა, პენ­სია ეზ­რდე­ბათ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რებს - 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე. შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და ბავ­შვო­ბი­დან შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა პენ­სი­აც 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი 55 ლა­რი­დან გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე. პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სიე­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რე­ბულ პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი კი - 62 ლა­რი­დან იზ­რდე­ბა 107 ლა­რამ­დე. ხო­ლო სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი სტი­პენ­დია 272 ლა­რი­დან 292 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტებს.

ლარ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით, ეს­ტო­ნეთ­ში პენ­სია 660 ლა­რი­ა, ყა­ზა­ხეთ­ში - 585, რუ­სეთ­ში - 438 ლა­რი, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 303 ლა­რი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც პენ­სი­ე­ბი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით "კა­ტას­ტრო­ფუ­ლად" მა­ღა­ლი­ა: და­ნი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ო­ნე­რის შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 2 800 დო­ლა­რი­ა, აშ­შ-ში - 1 164, ხო­ლო ფი­ნეთ­ში - 1 344 ევ­რო.

ესა­უბ­რა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რო­დის გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია 500 ლა­რამ­დე

რო­დის გა­იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სია 500 ლა­რამ­დე

სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა 125 ლა­რი­დან 150 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი დახმარება ეზ­რდე­ბათ შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გულ ოჯა­ხებს და სხვებ­ს. რა რესურ­სი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს ამ თან­ხის გა­სა­ცე­მად? - ამ სა­კითხ­ის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრს, დარგობრი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძეს ვთხოვეთ.

-  ბა­ტო­ნო თე­მურ, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის გა­ცე­მა ინ­ფლა­ცი­ურ პრო­ცე­სებს?

-  ის, რომ პენ­სი­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი იზ­რდე­ბა, კარ­გი­ა, მაგ­რამ სა­ხელმ­წი­ფო­სათ­ვის ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია იმიტომ, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­სა­ვა­ლი არც ისე დი­დია - და­საქ­მე­ბულ პირ­თა მი­ერ გა­დახ­დი­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გადასა­ხა­დი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გა­სა­ცე­მი თან­ხის ოდე­ნო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სახელმწი­ფო­ში უნ­და და­საქ­მდეს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე უნ­და გახ­დეს საშემოსავლო გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი და მა­შინ ეს პრობ­ლე­მაც აღარ გვექ­ნე­ბა. რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რაოდენო­ბა მო­ი­მა­ტებს და ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კი­სერ­ზე, მა­შინ პენ­სი­აც გა­იზ­რდე­ბა და არა 240, ან 250 ლა­რამ­დე, არა­მედ 400 და 500 ლა­რამ­დეც კი.

-  ით­ქვა, რომ პენ­სი­ის მა­ტე­ბა 681 392 პენ­სი­ო­ნერს შე­ე­ხე­ბა, ეს რიცხ­ვი 25-ზე რომ გა­ვამ­რავ­ლოთ, საკ­მა­ოდ დიდ ციფრს მი­ვი­ღებთ, რა რე­სურ­სი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ა­მი­სოდ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

-  თან­ხა, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან უნ­და გა­ვი­დეს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უშ­ლის ხელს იმ ეკო­ნო­მი­კურ თუ სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო პროგ­რა­მებს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­გეგ­მი­ლი გვაქვს. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის უფ­რო მე­ტად გაზ­რდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.­ ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაქ­სი­მუ­მი, რომლის გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და. მი­მაჩ­ნი­ა, რომ უფ­რო მე­ტი თან­ხის გა­ცე­მა შე­საძ­ლო­ა, მარ­თლაც გახ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი ინფლა­ცი­ის წყა­რო და რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

-  სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეზ­რდე­ბათ პო­ლიტ­რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვ­ერ­პლად აღი­ა­რე­ბულ პი­რებ­საც. ვინ იგუ­ლის­ხმე­ბა ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში?

-  ყვე­ლა, ვი­საც ეს სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა ვი­ღაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დრ­ოს გახ­და პოლიტიკური რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი, ვი­ღაც კი - უფ­რო ადრე.

ცნობისთვის: გარ­და ასა­კო­ვა­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა, პენ­სია ეზ­რდე­ბათ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი შეზღ­უ­დუ­ლი შესაძლებლო­ბე­ბის პი­რებს - 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე. შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და ბავშვობიდან შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა პენ­სი­აც 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. მარჩენალდაკარგუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი 55 ლა­რი­დან გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე. პო­ლი­ტი­კუ­რი რეპრესიე­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რე­ბულ პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი კი - 62 ლა­რი­დან იზ­რდე­ბა 107 ლა­რამ­დე. ხო­ლო სახელმწი­ფო კომპენსა­ცი­ე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი სტი­პენ­დია 272 ლა­რი­დან 292 ლა­რამ­დე მო­ი­მა­ტებს.

ლარ­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით, ეს­ტო­ნეთ­ში პენ­სია 660 ლა­რი­ა, ყა­ზა­ხეთ­ში - 585, რუ­სეთ­ში - 438 ლა­რი, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 303 ლა­რი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც პენ­სი­ე­ბი ჩვენ­თან შე­და­რე­ბით "კა­ტას­ტრო­ფუ­ლად" მა­ღა­ლი­ა: და­ნი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, პენ­სი­ო­ნე­რის შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 2 800 დო­ლა­რი­ა, აშ­შ-ში - 1 164, ხო­ლო ფი­ნეთ­ში - 1 344 ევ­რო.

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია