პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა
უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა

უწყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სი­ამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ორი რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა. რო­გორც სხდო­მის დას­რულ­დე­ბის შემ­დეგ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ერთი რე­კო­მენ­და­ცია შე­ე­ხე­ბა ცეს­კო-ს, ხოლო მე­ო­რე პარ­ტი­ე­ბის აქ­ტი­ვის­ტებ­ზე გა­ი­ცა.

"ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პი­რე­ბი­სათ­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­უ­რე­გის­ტრი­რებ­ლო­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რაც არის მარ­ტი­ვი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი, რომ ამ კო­მი­სი­ას არ აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ გან­მარ­ტოს კა­ნო­ნი. ეს კო­მი­სია არ დგას სა­სა­მარ­თლო­ზე მაღ­ლა. სა­სა­მარ­თლომ იმ­სჯე­ლა და კონ­სტი­ტუ­ცია გან­მარ­ტა ისე, რო­გორც გან­მარ­ტა, თუმ­ცა ხა­რა­ტიშ­ვი­ლის უცა­ბედ­მა გა­დად­გო­მამ, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თმა თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ტო­ვე­ბაც კი და­არ­ქვა, მარ­თლაც საკ­მა­ოდ დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ცეს­კო-ს და ამ პე­რი­ოდ­ში არის გარ­კვე­უ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი. რო­გორც ჩანს, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ზოგი კან­დი­და­ტი და­ა­რე­გის­ტრი­რეს, ზოგი - არა. ჩვენ გა­ვე­ცით რე­კო­მენ­და­ცია, რომ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა ღო­ნეს მი­მარ­თოს ცეს­კო-მ, რათა თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტი­სად­მი მიდ­გო­მა იყოს მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და აგ­რეთ­ვე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი, რო­მე­ლიც ამ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში იყო", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასეთ კან­დი­დატს არ უნდა ჰქონ­დეს სა­საყ­ვე­დუ­რო იმ სი­ტუ­ა­ცი­ი­სად­მი, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე რე­კო­მენ­და­ცი­ას, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის გა­ი­ცა პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­ზე. "უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია მი­იჩ­ნევს, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის აქ­ტი­ვისტს, მა­ი­სუ­რი­თა და დრო­შით შე­მო­სილს, არა­ფე­რი საქ­მე არ აქვს სხვა პარ­ტი­ის კან­დი­და­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე. ამი­ტომ ყვე­ლა აქ­ტი­ვის­ტმა თავი უნდა შე­ი­კა­ვოს, არ მი­ვი­დეს იმ შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც კონ­კუ­რენ­ტი პარ­ტია მარ­თავს შეხ­ვედ­რას", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" მხრი­დან მი­წო­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბურ­ჯა­ნა­ძის გუნ­დმა მი­ა­წო­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 26 აგ­ვის­ტო­თი.

"ამ ფო­ტო­ებ­ში ასა­ხუ­ლია ხალ­ხი. ჩანს ერთი მო­ქა­ლა­ქე, სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში და პარ­ტი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს არის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეს ფოტო გა­და­ვე­ცით შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, რო­მე­ლიც გა­და­ა­მოწ­მებს, ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი. ეს მიდ­გო­მა ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო­სი და პირ­ველ რიგ­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის და შს მი­ნის­ტრის, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი, რად­გან გუ­შინ შს მი­ნის­ტრმა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის რან­გში გას­წია გან­მარ­ტე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო სკი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და მე პი­რა­დად მი­ხა­რია, რომ ის ფოტო, რო­მე­ლიც წარ­მო­გიდ­გი­ნეთ, არის 29 აგ­ვის­ტო­სი და არა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის შემ­დგომდრო­ინ­დე­ლი", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ კარ­გად უნდა გა­ი­გოს, რა არის აკ­რძა­ლუ­ლი და ეს წე­სე­ბი თი­თო­ე­ულ­მა სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა

უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია გასცა

უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი რეკომენდაცია გასცა. როგორც სხდომის დასრულდების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ერთი რეკომენდაცია შეეხება ცესკო-ს, ხოლო მეორე პარტიების აქტივისტებზე გაიცა.

"ჩვენ ვიმსჯელეთ ორმაგი მოქალაქეობის პირებისათვის საპრეზიდენტო კანდიდატად დაურეგისტრირებლობის თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რაც არის მარტივი და ელემენტარული, რომ ამ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, რომ განმარტოს კანონი. ეს კომისია არ დგას სასამართლოზე მაღლა. სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუცია განმარტა ისე, როგორც განმარტა, თუმცა ხარატიშვილის უცაბედმა გადადგომამ, რომელსაც ზოგიერთმა თანამდებობის მიტოვებაც კი დაარქვა, მართლაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ცესკო-ს და ამ პერიოდში არის გარკვეული შეუსაბამობები. როგორც ჩანს, ორმაგი მოქალაქეობის ზოგი კანდიდატი დაარეგისტრირეს, ზოგი - არა. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში ყველა ღონეს მიმართოს ცესკო-მ, რათა თითოეული კანდიდატისადმი მიდგომა იყოს მაღალი პროფესიონალიზმით და აგრეთვე უფრო სერიოზული, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდში იყო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, ასეთ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს სასაყვედურო იმ სიტუაციისადმი, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, წულუკიანის განცხადებით, ის გაიცა პარტიის აქტივისტებზე. "უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ რომელიმე პარტიის აქტივისტს, მაისურითა და დროშით შემოსილს, არაფერი საქმე არ აქვს სხვა პარტიის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ამიტომ ყველა აქტივისტმა თავი უნდა შეიკავოს, არ მივიდეს იმ შეხვედრაზე, სადაც კონკურენტი პარტია მართავს შეხვედრას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხრიდან მიწოდებული ფოტოები. თეა წულუკიანის განცხადებით, ბურჯანაძის გუნდმა მიაწოდა ფოტოები, რომელიც დათარიღებულია 26 აგვისტოთი.

"ამ ფოტოებში ასახულია ხალხი. ჩანს ერთი მოქალაქე, სამოქალაქო ტანსაცმელში და პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის პოლიციის თანამშრომელი. ეს ფოტო გადავეცით შს მინისტრის მოადგილეს, რომელიც გადაამოწმებს, ვინ არის ეს ადამიანი. ეს მიდგომა ყველა სამინისტროსი და პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურების და შს მინისტრის, თავდაცვის მინისტრის არის მისასალმებელი, რადგან გუშინ შს მინისტრმა ახსნა-განმარტების რანგში გასწია განმარტებები საარჩევნო სკითხთან დაკავშირებით და მე პირადად მიხარია, რომ ის ფოტო, რომელიც წარმოგიდგინეთ, არის 29 აგვისტოსი და არა ახსნა-განმარტებების შემდგომდროინდელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, ყველა საჯარო მოხელემ კარგად უნდა გაიგოს, რა არის აკრძალული და ეს წესები თითოეულმა საჯარო მოხელემ აუცილებლად უნდა დაიცვას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა