სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის სთხოვა ცეკვის მიტოვება ქმარმა თეა დარჩიას
როდის სთხოვა ცეკვის მიტოვება ქმარმა თეა დარჩიას

თეა დარ­ჩია იმ იშ­ვი­ათ რეს­პონ­დენ­ტთა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტთან ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე თხოვ­ნა აქვს, გა­რე­კან­ზე არ გა­მო­მა­ჭე­ნო­თო, მო­წი­წე­ბით ითხო­ვა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის სო­ლის­ტმა. არ უყ­ვარს სო­ცი­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი, პი­რა­დი მე­ი­ლი და სკა­ი­პიც კი არ აქვს. ცეკ­ვით 5 წლის ასაკ­ში და­ა­ვად­და და მას მერე ხე­ლოვ­ნე­ბის ეს დარ­გი პრო­ფე­სი­ად აქ­ცია. დღეს გარ­და იმი­სა, რომ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მოქ­მე­დი მო­ცეკ­ვა­ვე, სო­ლის­ტია, ასე­ვე აქვს სა­კუ­თა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სტუ­დია და ახალ თა­ო­ბას ზრდის. სამი შვი­ლის დე­დას ბავ­შვე­ბის გაზ­რდა­ში მე­უღ­ლე ეხ­მა­რე­ბა. უფ­რო­სი, მა­რი­ა­მი, 22 წლის არის, მი­რი­ა­ნი- 11-ის, იო­ა­ნა- 3-ის. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა მე­უღ­ლე­ში. გუჯა მა­თი­აშ­ვი­ლი ან­სამ­ბლში გა­იც­ნო, ერ­თად ცეკ­ვავ­დნენ, თუმ­ცა... ამ ყვე­ლა­ფერს თეა თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- წინა სა­უ­კუ­ნე­ში გავჩნდი, მხატ­ვრე­ბის ოჯახ­ში, 1971 წლის 6 თე­ბერ­ვალს. დედ-მამა- გი­უ­ლი დე­კა­ნო­ზიშ­ვი­ლი და გი­მე­რი დარ­ჩია მხატ­ვარ-მო­ქან­და­კე­ე­ბი იყ­ვნენ, ერთ კურ­სზე სწავ­ლობ­დნენ. მამა, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლია. სამი და ვართ. ერთ-ერთი, ნანა აბუ­ლა­ძე გო­ბე­ლი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლავთ. მე­ო­რე, ქე­თე­ვა­ნი- მხატ­ვა­რი. ბა­ბუა, ნი­კო­ლოზ დე­კა­ნო­ზიშ­ვი­ლი თე­ატ­რის მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რი, ბიძა იაგო დე­კა­ნო­ზიშ­ვი­ლიც მხატ­ვა­რია, ტიხ­რულ მი­ნან­ქარ­ზე მუ­შა­ობს. მე არ მო­ვინ­დო­მე მში­ე­რი მხატ­ვა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მში­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ (იღი­მის).

- მკაც­რად გზრდიდ­ნენ?

- აშ­კა­რად. და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, პი­ო­ნერ­თა ბა­ნა­კებ­ში, მე­გობ­რებ­თან ღა­მით დარ­ჩე­ნა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი. აქ­ცენ­ტი ჰქონ­დათ სწავ­ლა­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მე­მე­ცა­დი­ნა. ყველ­გან მშობ­ლებს მივ­ყავ­დი და მოვ­ყავ­დი. ვინ­მე რომ მი­რე­კავ­და, ვი­ძა­ბე­ბო­დი იმით, რომ უნდა ამეხ­სნა მშობ­ლე­ბის­თვის, ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ვე­უბ­ნე­ბო­დი, თეა სახ­ლში არ არის-მეთ­ქი და ყურ­მილს ვკი­დებ­დი. სკო­ლის ფორ­მის გარ­და, ერთი-ორი ხელი გა­მო­სას­ვლე­ლი ტან­საც­მე­ლი მქონ­და და ისიც ზედ­მე­ტი იყო, ასე თვლი­და დედა, სკო­ლას რომ და­ამ­თავ­რებ, მერე რით გა­გაკ­ვირ­ვოო, ამ­ბობ­და. აი ასე, ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბის გა­რე­შე, სიმ­კაც­რე­ში გაგვზარ­დეს სა­მი­ვე და, ერ­თმა­ნე­თის გა­მო­ნაც­ვალ ტან­საც­მელ­ში. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ გვაკ­ლდა დას­ვე­ნე­ბა - რიგა, პა­ლან­გა, პი­არ­ნო, იურ­მა­ლა, მოვ­ლი­ლი გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, მშობ­ლებს ეში­ნო­დათ, თავ­ში არ აგვვარ­დნო­და.

- გა­ა­მარ­თლა ასეთ­მა აღ­ზრდამ?

- მთლად ასე­თი მიდ­გო­მაც არ ვარ­გა. ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი უნდა იცო­დეს. მე ახ­ლა­ხან მივ­ხვდი, რომ თურ­მე ლა­მა­ზი ვყო­ფილ­ვარ ბავ­შვო­ბა­ში, რომ თურ­მე არც ისე უნი­ჭო ვყო­ფილ­ვარ.

- გაპ­რო­ტეს­ტე­ბა არ გიც­დია?

- ბუ­ნე­ბით პრო­ტეს­ტან­ტი არ ვარ. თან ზუს­ტად ვი­ცო­დი, ჩემს მშობ­ლებ­თან არა­ნა­ირ პრო­ტესტს არ ჰქონ­და აზრი. ძა­ლი­ან ადრე გავ­თხოვ­დი ამ ყვე­ლაფ­რის გამო, 19 წლის. ალ­ბათ ეს იყო ჩემი პრო­ტეს­ტი. გა­ვე­ქე­ცი ოჯახს და სა­კუ­თარ თავს, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს ვერ­სად გა­ექ­ცე­ვი. რე­ჟიმს გა­ვე­ქე­ცი. თუ არ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, რა­ღაც უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. უსაქ­მოდ სახ­ლში არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ვქსოვ­დით, ვკე­რავ­დით, ვქარ­გავ­დით, ვრე­ცხავ­დით, სახ­ლს ვა­ლა­გებ­დით. ხელ­საქ­მე მშობ­ლებ­მა გვას­წავ­ლეს. დედა გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რია ამ მხრივ. შპა­ლე­რის გაკ­ვრა და რე­მონ­ტიც კი შე­ეძ­ლო. მამა ამ­ბობ­და, ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ყო­ფით საქ­მე­ებ­ში ვერ და­ვი­ხარ­ჯე­ბიო. მერ­ვე კლა­სი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კუმ­ში ჩა­ვა­ბა­რე. წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე და ერთი გა­მოც­დით შე­მეძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს სფე­რო, მაგ­რამ 15 წლის ასაკ­ში ნინო რა­მიშ­ვილ­მა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ურ ან­სამ­ბლში რომ მი­მი­ღო, მივ­ხვდი, რომ ცეკ­ვა და კარ­გი ექი­მო­ბა ერ­თად არ გა­მო­ვი­დო­და. ერ­თა­დერ­თი ქალი იყო, ლა­ტავ­რა ფო­ჩი­ა­ნი, რო­მელ­მაც ეს შეძ­ლო, მაგ­რამ ის ლე­გენ­და გახ­ლდათ და ვე­რა­ვინ შე­ვედ­რე­ბით. დიდ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად მო­მი­წია ცეკ­ვამ, ეს იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, დავ­თმე სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და თე­ატ­რა­ლურ­ში კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როდის სთხოვა ცეკვის მიტოვება ქმარმა თეა დარჩიას

როდის სთხოვა ცეკვის მიტოვება ქმარმა თეა დარჩიას

თეა დარჩია იმ იშვიათ რესპონდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ჟურნალისტთან ყოველთვის ერთი და იგივე თხოვნა აქვს, გარეკანზე არ გამომაჭენოთო, მოწიწებით ითხოვა სუხიშვილების ანსამბლის სოლისტმა. არ უყვარს სოცილური ქსელები, ინტერნეტი, პირადი მეილი და სკაიპიც კი არ აქვს. ცეკვით 5 წლის ასაკში დაავადდა და მას მერე ხელოვნების ეს დარგი პროფესიად აქცია. დღეს გარდა იმისა, რომ სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავე, სოლისტია, ასევე აქვს საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია და ახალ თაობას ზრდის. სამი შვილის დედას ბავშვების გაზრდაში მეუღლე ეხმარება. უფროსი, მარიამი, 22 წლის არის, მირიანი- 11-ის, იოანა- 3-ის. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა მეუღლეში. გუჯა მათიაშვილი ანსამბლში გაიცნო, ერთად ცეკვავდნენ, თუმცა... ამ ყველაფერს თეა თავად გიამბობთ.

- წინა საუკუნეში გავჩნდი, მხატვრების ოჯახში, 1971 წლის 6 თებერვალს. დედ-მამა- გიული დეკანოზიშვილი და გიმერი დარჩია მხატვარ-მოქანდაკეები იყვნენ, ერთ კურსზე სწავლობდნენ. მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სამი და ვართ. ერთ-ერთი, ნანა აბულაძე გობელინის სპეციალისტი გახლავთ. მეორე, ქეთევანი- მხატვარი. ბაბუა, ნიკოლოზ დეკანოზიშვილი თეატრის მხატვარ-დეკორატორი, ბიძა იაგო დეკანოზიშვილიც მხატვარია, ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. მე არ მოვინდომე მშიერი მხატვარი ვყოფილიყავი და მთელი ცხოვრება მშიერი მოცეკვავე ვარ (იღიმის).

- მკაცრად გზრდიდნენ?

- აშკარად. დაბადების დღეებზე, პიონერთა ბანაკებში, მეგობრებთან ღამით დარჩენაზე ვერც ვიოცნებებდი. აქცენტი ჰქონდათ სწავლაზე, მაქსიმალურად უნდა მემეცადინა. ყველგან მშობლებს მივყავდი და მოვყავდი. ვინმე რომ მირეკავდა, ვიძაბებოდი იმით, რომ უნდა ამეხსნა მშობლებისთვის, ვის ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, თეა სახლში არ არის-მეთქი და ყურმილს ვკიდებდი. სკოლის ფორმის გარდა, ერთი-ორი ხელი გამოსასვლელი ტანსაცმელი მქონდა და ისიც ზედმეტი იყო, ასე თვლიდა დედა, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე რით გაგაკვირვოო, ამბობდა. აი ასე, ზედმეტი ფუფუნების გარეშე, სიმკაცრეში გაგვზარდეს სამივე და, ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში. ამის მიუხედავად, არ გვაკლდა დასვენება - რიგა, პალანგა, პიარნო, იურმალა, მოვლილი გვაქვს ყველაფერი. უბრალოდ, მშობლებს ეშინოდათ, თავში არ აგვვარდნოდა.

- გაამართლა ასეთმა აღზრდამ?

- მთლად ასეთი მიდგომაც არ ვარგა. ადამიანმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს. მე ახლახან მივხვდი, რომ თურმე ლამაზი ვყოფილვარ ბავშვობაში, რომ თურმე არც ისე უნიჭო ვყოფილვარ.

- გაპროტესტება არ გიცდია?

- ბუნებით პროტესტანტი არ ვარ. თან ზუსტად ვიცოდი, ჩემს მშობლებთან არანაირ პროტესტს არ ჰქონდა აზრი. ძალიან ადრე გავთხოვდი ამ ყველაფრის გამო, 19 წლის. ალბათ ეს იყო ჩემი პროტესტი. გავექეცი ოჯახს და საკუთარ თავს, თუმცა საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. რეჟიმს გავექეცი. თუ არ ვმეცადინეობდი, რაღაც უნდა მეკეთებინა. უსაქმოდ სახლში არ უნდა ვყოფილიყავი. ვქსოვდით, ვკერავდით, ვქარგავდით, ვრეცხავდით, სახლს ვალაგებდით. ხელსაქმე მშობლებმა გვასწავლეს. დედა განსაკუთრებით ნიჭიერია ამ მხრივ. შპალერის გაკვრა და რემონტიც კი შეეძლო. მამა ამბობდა, ხელოვანი ვარ და ყოფით საქმეებში ვერ დავიხარჯებიო. მერვე კლასიდან სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე. წითელ დიპლომზე დავამთავრე და ერთი გამოცდით შემეძლო სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ 15 წლის ასაკში ნინო რამიშვილმა სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში რომ მიმიღო, მივხვდი, რომ ცეკვა და კარგი ექიმობა ერთად არ გამოვიდოდა. ერთადერთი ქალი იყო, ლატავრა ფოჩიანი, რომელმაც ეს შეძლო, მაგრამ ის ლეგენდა გახლდათ და ვერავინ შევედრებით. დიდ მოცეკვავეებთან ერთად მომიწია ცეკვამ, ეს იმდენად მომეწონა, დავთმე სამედიცინო ინსტიტუტი და თეატრალურში კინომცოდნეობაზე ჩავაბარე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება