მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა
ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა

ავ­ღა­ნე­თი­დან ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოცე­უ­ლი დაბ­რუნ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ბა­თუ­მის ცალ­კე­უ­ლი ქვე­ი­თი მსუ­ბუ­ქი ბა­ტა­ლი­ო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოცე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უდა­ნა­კარ­გოდ დაბ­რუნ­და. და­სავ­ლეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ქა­ბულ­ში, ბაზა "ფე­ნიქსზე" ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ISAF-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში. ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ამე­რი­კუ­ლი ბა­ზის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო.

მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის­თვის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ოცე­უ­ლი პოლ­კოვ­ნიკ­მა სილ­ვეს­ტერ ქე­ნონ­მა ალა­ბა­მას შტა­ტის პა­ტი­ვის­ცე­მის მედ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მოქ­მე­დე­ბა ამე­რი­კელ­მა პარტნი­ო­რებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს და მათ­ში ორი ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტი - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვა გა­მოყ­ვეს. ოცე­უ­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­ტა­ცი­ის წე­სით, I ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე-13 მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ერ­თმა გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა ოცე­ულ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

ბა­თუ­მის ცალ­კე­უ­ლი ქვე­ი­თი მსუ­ბუ­ქი ბა­ტა­ლი­ო­ნის ოცე­ულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ფრან­გუ­ლი სარ­დლო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში "ვორ­ჰა­უ­ზის" ბა­ზა­ზე და­ი­წყო. ამე­რი­კუ­ლი სარ­დლო­ბის თხოვ­ნით, ად­ლი­ის ცალ­კე­უ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოცე­უ­ლი ქ. ქა­ბულ­ში მდე­ბა­რე ბაზა "ვერ­ჰა­უ­ზი­დან" ამე­რი­კულ ბაზა "ფე­ნიქსზე" გა­და­ვი­და. ქარ­თუ­ლი კონ­ტი­გენ­ტის "ფე­ნიქ­სის" ბა­ზა­ზე გა­დაყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. ქარ­თუ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოცე­უ­ლის ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ISAF-ის მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლურ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა. თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ში გან­ხილ­ვის შემ­დეგ სა­კი­თხი პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე დამ­ტკიც­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების ოცეული დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის გაძლიერებული ოცეული საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა "ფენიქსზე" ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

მისიის წარმატებით შესრულებისთვის გაძლიერებული სამშვიდობო მსუბუქი ქვეითი ოცეული პოლკოვნიკმა სილვესტერ ქენონმა ალაბამას შტატის პატივისცემის მედლებით დააჯილდოვა. ქართველი სამხედროების მოქმედება ამერიკელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს და მათში ორი ძირითადი ელემენტი - პროფესიონალიზმი და ინტეგრაციისკენ სწრაფვა გამოყვეს. ოცეულის სამხედროები, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთმა გაძლიერებულმა ოცეულმა ჩაანაცვლა.

ბათუმის ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის ოცეულმა საერთაშორისო მისიის შესრულება თავდაპირველად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში "ვორჰაუზის" ბაზაზე დაიწყო. ამერიკული სარდლობის თხოვნით, ადლიის ცალკეული ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ქ. ქაბულში მდებარე ბაზა "ვერჰაუზიდან" ამერიკულ ბაზა "ფენიქსზე" გადავიდა. ქართული კონტიგენტის "ფენიქსის" ბაზაზე გადაყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე