პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხო
პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხო

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, სექ­ტემ­ბრის თვი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი პენ­სი­ე­ბი იზ­რდე­ბა. ტრა­დი­ცი­ულ ბრი­ფინგზე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ აქ­ცენ­ტი პენ­სი­ე­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ასა­კის პენ­სი­ო­ნერ­თათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ფუ­ლა­დი რა­ო­დე­ნო­ბა 125 ლა­რი­დან 150 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. პენ­სი­ის მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა 681 392 პენ­სი­ო­ნერს, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა პენ­სია (I ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი) - 125 ლა­რი­დან 150 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

პენ­სი­ის მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა 21 892 პირს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა პენ­სია (II ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი) - 70 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, პენ­სი­ის მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა 72 200 პირს, ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან შშმპ პი­რე­ბის პენ­სია 70 ლა­რი­დან იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე, მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა 12 921 პირს.

მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი 55 ლა­რი­დან გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე, მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა 26 700 პირს, პო­ლიტ­რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რე­ბუ­ლი პი­რის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი 62 ლა­რი­დან იზ­რდე­ბა 107 ლა­რამ­დე, მა­ტე­ბა შე­ე­ხო 1 350 პირს, სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი სტი­პენ­დია 272 ლა­რი­დან 292 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა 17 126 პირს.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­ტე­ბა შე­ე­ხო 1 272 250 პირს. და­ვით სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცემ­ლე­ბის თან­ხა ყო­ველ­თვი­უ­რად შე­ად­გე­ნა 110 922 825 ლარს, 2013 წლის სექ­ტმებ­რი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­სა­ცემ­ლე­ბის თან­ხა ყო­ველ­თვი­უ­რად შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 154 529 303 ლარს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხო

პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სექტემბრის თვიდან მინიმალური პენსიები იზრდება. ტრადიციულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აქცენტი პენსიების ზრდასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი რაოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება. პენსიის მატება შეეხება 681 392 პენსიონერს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა პენსია (I ჯგუფის ინვალიდი) - 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.

პენსიის მატება შეეხება 21 892 პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია (II ჯგუფის ინვალიდი) - 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება, პენსიის მატება შეეხება 72 200 პირს, ასევე ბავშვობიდან შშმპ პირების პენსია 70 ლარიდან იზრდება 100 ლარამდე, მატება შეეხება 12 921 პირს.

მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე, მატება შეეხება 26 700 პირს, პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარიდან იზრდება 107 ლარამდე, მატება შეეხო 1 350 პირს, სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 272 ლარიდან 292 ლარამდე გაიზრდება, მატება შეეხება 17 126 პირს.

მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში, მატება შეეხო 1 272 250 პირს. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნული სოციალური გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენა 110 922 825 ლარს, 2013 წლის სექტმებრიდან აღნიშნული გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 154 529 303 ლარს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია