მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება
გიგი უგულავა - სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება

თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, აქამ­დე მას რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გა­მოს­ყიდ­ვა­ში ედა­ვე­ბოდ­ნენ, ახლა კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ 2006 წელს ამ ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბაც არ მოს­წონთ. მერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვა ბნელ ოთახ­ში კა­ტის დევ­ნას გავ­და.

"გას­ხვი­სე­ბა სა­ჯა­როდ მოხ­და და ამ პრო­ცესს მა­ს­მე­დია ეს­წრე­ბო­და. ეს და­ა­დას­ტუ­რეს მოწ­მე­ებ­მა. იყო შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა. კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნეს, რომ ფის­კა­ლუ­რი ეფექ­ტით იხელ­მძღვა­ნე­ლეს, რათა ბი­უ­ჯეტ­ში მეტი თან­ხა შე­სუ­ლი­ყო. მა­შინ მე­რია წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ასე­ვე მი­წის მარ­თვი­სა და გან­კარ­გვის კო­მი­სია, რომ რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. დღეს იქ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცეა მო­წყო­ბი­ლი და ეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იყო", - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

უგუ­ლა­ვას მი­აჩ­ნია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­რი­მარ­თოს და მის მი­მართ თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს.

"მხო­ლოდ ერთი მოწ­მეა, სა­ხე­ლად ჯო­ზეფ ქეი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის ერ­თგვარ ჯო­კერს წარ­მო­ად­გენს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რას დღეს­ვე შე­უძ­ლია და­ამ­თავ­როს გა­მო­ძი­ე­ბა და მის­ცეს სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­იყ­ვა­ნოს ჯო­ზეფ ქეი და და­ი­კი­თხოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას არ აკე­თებს", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი "ბო­ლის გა­მოშ­ვე­ბას" ემ­სგავ­სე­ბა. "მთა­ვა­რია, რომ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს თუ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას ტა­ლა­ხი უნდა მო­ე­ცხოს. ეს არის ამო­ცა­ნა დღი­დან გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­სა", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა კა­ნო­ნი მო­ი­თხოვს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე მი­ვი­დეს. უგუ­ლა­ვა იმე­დოვ­ნებს, რომ და­კი­თხვა­ზე ჯო­ზეფ ქეის და­ი­ბა­რე­ბენ, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბას მის­ცემს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გიგი უგულავა - სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება

გიგი უგულავა - სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში პროცესი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისა და კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას ემსახურება.  

ამის შესახებ გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აქამდე მას რიყის ტერიტორიის გამოსყიდვაში ედავებოდნენ, ახლა კი აღმოაჩინა, რომ 2006 წელს ამ ტერიტორიის გასხვისებაც არ მოსწონთ. მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დაკითხვა ბნელ ოთახში კატის დევნას გავდა.

"გასხვისება საჯაროდ მოხდა და ამ პროცესს მასმედია ესწრებოდა. ეს დაადასტურეს მოწმეებმა. იყო შეჯიბრებითობა. კომისიის წევრებმა სასამართლოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ ფისკალური ეფექტით იხელმძღვანელეს, რათა ბიუჯეტში მეტი თანხა შესულიყო. მაშინ მერია წინააღმდეგი იყო, ასევე მიწის მართვისა და განკარგვის კომისია, რომ რიყის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები აშენებულიყო. დღეს იქ საზოგადოებრივი სივრცეა მოწყობილი და ეს ჩვენი ამოცანა იყო", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

უგულავას მიაჩნია, რომ პროკურატურას სურს სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ წარიმართოს და მის მიმართ თითიდან გამოწოვილი ბრალდებები არსებობდეს.

"მხოლოდ ერთი მოწმეა, სახელად ჯოზეფ ქეი, რომელიც გამოძიებისათვის ერთგვარ ჯოკერს წარმოადგენს. სინამდვილეში, პროკურატურას დღესვე შეუძლია დაამთავროს გამოძიება და მისცეს სასამართლოს საშუალება მოიყვანოს ჯოზეფ ქეი და დაიკითხოს. ბუნებრივია, ამას არ აკეთებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესები "ბოლის გამოშვებას" ემსგავსება. "მთავარია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას ტალახი უნდა მოეცხოს. ეს არის ამოცანა დღიდან გამოძიების დაწყებისა", - აღნიშნა უგულავამ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თუმცა კანონი მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესებზე მივიდეს. უგულავა იმედოვნებს, რომ დაკითხვაზე ჯოზეფ ქეის დაიბარებენ, რომელიც სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა