სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძველი წიგნები
ყველაზე ძველი წიგნები

* * *

უძ­ვე­ლეს "წიგ­ნებს" შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია "გილ­გა­მე­შის ეპო­სი", რო­მე­ლიც თი­ხის ფირ­ფი­ტებ­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩვენს ერამ­დე 2 ათა­სი წლის წინ. ის­ტო­რი­კოს­თა კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, გილ­გა­მე­ში უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ ურუ­კის პირ­ვე­ლი დი­ნას­ტი­ის მე­სა­მე მეფე იყო. ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ფემ ღვთი­უ­რი ძალა შე­ი­ძი­ნა და მზის ღვთა­ე­ბა უტუ­სის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­და.

* * *

"სა­ტა­ნის ბიბ­ლია" - ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი და უც­ნა­უ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი, რო­მე­ლიც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან შე­მორ­ჩა. წიგ­ნის ის­ტო­რია მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სოა: სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ წიგნ­ში სა­ტა­ნუ­რი არა­ფე­რია იმ მი­თის გარ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის შე­იქ­მნა. მითი მოგ­ვი­თხრობს, რომ მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბე­ნე­დიქ­ტელ­მა ბერ­მა, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ეპის­კო­პოსს სთხო­ვა ეპა­ტი­ე­ბი­ნა, სა­მა­გი­ე­როდ კი ის შექ­მნი­და წიგნს, რო­მე­ლიც პა­ტივს და დი­დე­ბას მო­უ­ტან­და მათ მო­ნას­ტერს. ბერს წი­ნამ­ძღვარ­მა ერთი ღამე მის­ცა ამ და­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ბერ­მა კი თა­ვი­სი სული ეშ­მაკს მიჰ­ყი­და სხე­უ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ეშ­მაკს ბერ­მა სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა ამ წიგნ­ში, გა­მო­სა­ხა რა იგი მთელ გვერ­დზე, მთე­ლი თა­ვი­სი სი­დი­ა­დით. წიგ­ნი მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლია - ის 75 კი­ლოგ­რამს იწო­ნის და და­წე­რი­ლია ვი­რის 190 ტყავ­ზე. რაც ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რია, ეს წიგ­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ არის და­წე­რი­ლი, მო­ხა­ტუ­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რა­საც წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ენერ­გია, დრო და შრო­მა დას­ჭირ­დე­ბო­და.

* * *

ყვე­ლა­ზე ძველ და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს შო­რის უნდა და­სა­ხელ­დეს ბერ­ძე­ნი ას­ტრო­ლო­გის, პტო­ლე­მეს მიერ შექ­მნი­ლი "გე­ოგ­რა­ფია", რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვით 80-150 წლებ­ში შე­ად­გი­ნა. წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლია მა­შინ­დე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი გე­ოგ­რა­ფი­ის, კარ­ტოგ­რა­ფი­ი­სა და სა­ერ­თოდ, სამ­ყა­როს შე­სა­ხებ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას­ში ბევ­რი უზუს­ტო­ბაა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ეს იყო ერ­თა­დერ­თი გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ევ­რო­პა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი რუკა ამ წიგ­ნი­დან და­ი­კარ­გა. სხვა­თა შო­რის, პტო­ლე­მეს ნაშ­რო­მი მე-15 სა­უ­კუ­ნე­შიც გა­მო­ი­ცა - იტა­ლი­ა­ში. ბო­ლოს იგი ინა­ხე­ბო­და ბრი­ტა­ნელ კო­ლექ­ცი­ო­ნერ ლორდ ვარ­დინგტონ­თან და კი­ნა­ღამ და­იწ­ვა მის აგა­რაკ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გამო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ყველაზე ძველი წიგნები

ყველაზე ძველი წიგნები

* * *

უძველეს "წიგნებს" შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია "გილგამეშის ეპოსი", რომელიც თიხის ფირფიტებზეა შესრულებული ჩვენს ერამდე 2 ათასი წლის წინ. ისტორიკოსთა კვლევების თანახმად, გილგამეში უძველეს ქალაქ ურუკის პირველი დინასტიის მესამე მეფე იყო. ნაწარმოების მიხედვით, დროთა განმავლობაში მეფემ ღვთიური ძალა შეიძინა და მზის ღვთაება უტუსის შთამომავალი გახდა.

* * *

"სატანის ბიბლია" - ეს არის ყველაზე დიდი და უცნაური ხელნაწერი წიგნი, რომელიც შუა საუკუნეებიდან შემორჩა. წიგნის ისტორია მართლაც საინტერესოა: სინამდვილეში ამ წიგნში სატანური არაფერია იმ მითის გარდა, რომლის მიხედვითაც ის შეიქმნა. მითი მოგვითხრობს, რომ მეცამეტე საუკუნის ბენედიქტელმა ბერმა, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, ეპისკოპოსს სთხოვა ეპატიებინა, სამაგიეროდ კი ის შექმნიდა წიგნს, რომელიც პატივს და დიდებას მოუტანდა მათ მონასტერს. ბერს წინამძღვარმა ერთი ღამე მისცა ამ დაპირების შესასრულებლად. ბერმა კი თავისი სული ეშმაკს მიჰყიდა სხეულის გადასარჩენად. ეშმაკს ბერმა სათანადო ადგილი მიუჩინა ამ წიგნში, გამოსახა რა იგი მთელ გვერდზე, მთელი თავისი სიდიადით. წიგნი მართლაც გრანდიოზულია - ის 75 კილოგრამს იწონის და დაწერილია ვირის 190 ტყავზე. რაც ყველაზე გასაოცარია, ეს წიგნი ერთი ადამიანის მიერ არის დაწერილი, მოხატული და გაფორმებული, რასაც წარმოუდგენლად დიდი ენერგია, დრო და შრომა დასჭირდებოდა.

* * *

ყველაზე ძველ და საინტერესო წიგნებს შორის უნდა დასახელდეს ბერძენი ასტროლოგის, პტოლემეს მიერ შექმნილი "გეოგრაფია", რომელიც ავტორმა ჩვენი წელთაღრიცხვით 80-150 წლებში შეადგინა. წიგნში თავმოყრილია მაშინდელი წარმოდგენები გეოგრაფიის, კარტოგრაფიისა და საერთოდ, სამყაროს შესახებ. რასაკვირველია, მასში ბევრი უზუსტობაა, მაგრამ იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი გეოგრაფიის სახელმძღვანელო ევროპაში. სამწუხაროდ, ბევრი რუკა ამ წიგნიდან დაიკარგა. სხვათა შორის, პტოლემეს ნაშრომი მე-15 საუკუნეშიც გამოიცა - იტალიაში. ბოლოს იგი ინახებოდა ბრიტანელ კოლექციონერ ლორდ ვარდინგტონთან და კინაღამ დაიწვა მის აგარაკზე გაჩენილი ხანძრის გამო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს