სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპს თაღლითობისთვის უჩივიან
დონალდ ტრამპს თაღლითობისთვის უჩივიან

ნიუ-იორ­კის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ერიკ შნა­ი­დერ­მან­მა ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა და­ი­წყო. ბრალ­დე­ბის მხა­რე ტრამპს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა "ტრამ­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" და­არ­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის გზით ფულს ათეთ­რებ­და.

სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდებს ნა­თელ და უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ მო­მა­ვალს, პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სტა­ჟი­რე­ბა­სა და დო­ნალდ ტრამ­პთან შეხ­ვედ­რას დაჰ­პირ­დნენ. მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის ნაც­ვლად, უსარ­გებ­ლო სე­მი­ნა­რებ­ზე სი­ა­რუ­ლი უწევ­დათ, მი­ლი­არ­დერ­თან შეხ­ვედ­რა­ზე კი ყვე­ლა სტუ­დენტს უარი უთხრეს.

"ტრამ­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­შტა­ბუ­რი სქე­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყვე­ლა სტა­დი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. მოს­წავ­ლე­ებს რე­ა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნეს. ეჭვგა­რე­შეა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტრამ­პის თან­ხმო­ბით მოქ­მე­დებ­დნენ, მის სა­ხელ­სა და სტა­ტუსს სტუ­დენ­ტე­ბის მო­სა­ზი­დად იყე­ნებ­დნენ", - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი ერიკ შნა­ი­დერ­მა­ნი.

პრო­კუ­რო­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი 5 000-ზე მეტი სტუ­დენ­ტია. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა ტრამ­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თვის 35 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

დო­ნალდ ტრამ­პის ად­ვო­კატ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დონალდ ტრამპს თაღლითობისთვის უჩივიან

დონალდ ტრამპს თაღლითობისთვის უჩივიან

ნიუ-იორკის მთავარმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა ამერიკელი ბიზნესმენის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარე ტრამპს საგანმანათლებლო დაწესებულება "ტრამპის უნივერსიტეტის" დაარსებაში ადანაშაულებს, რომელიც სტუდენტების შეცდომაში შეყვანის გზით ფულს ათეთრებდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ახალგაზრდებს ნათელ და უზრუნველყოფილ მომავალს, პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირებასა და დონალდ ტრამპთან შეხვედრას დაჰპირდნენ. მაგრამ ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ნაცვლად, უსარგებლო სემინარებზე სიარული უწევდათ, მილიარდერთან შეხვედრაზე კი ყველა სტუდენტს უარი უთხრეს.

"ტრამპის უნივერსიტეტის მასშტაბური სქემა სასწავლო პროცესის ყველა სტადიაზე მუშაობდა. მოსწავლეებს რეალური ფინანსური ზარალი მიაყენეს. ეჭვგარეშეა, საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ტრამპის თანხმობით მოქმედებდნენ, მის სახელსა და სტატუსს სტუდენტების მოსაზიდად იყენებდნენ", - აცხადებს პროკურორი ერიკ შნაიდერმანი.

პროკურორი ირწმუნება, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი 5 000-ზე მეტი სტუდენტია. თითოეულმა მათგანმა ტრამპის უნივერსიტეტში სწავლისთვის 35 000 დოლარი გადაიხადა და ძალიან დაბალი ხარისხის განათლება მიიღო.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა ყველა ბრალდება უარყო.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს