სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
N6 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს
N6 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტი­მა­რი იპო­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის პრო­ბა­ცი­ის და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მსჯავ­რდე­ბულ­მა გელა ჯა­ყელ­მა თავი მო­იკ­ლა.

"პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ჯ., რო­მელ­მაც წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ მი­მარ­თა თვით­და­ზი­ა­ნე­ბას, სა­კან­ში, მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­ით გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 2013 წლის იან­ვრის შემ­დეგ, მსჯავ­რდე­ბუ­ლი გ.ჯ. თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო, 5-ჯერ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­დაც მას დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მსჯავ­რდე­ბულს არა­ერ­თხელ გა­ე­წია ფსი­ქი­ატ­რის კონ­სულ­ტა­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და. მას­თან მუ­შა­ობ­და ფსი­ქო­ლო­გიც", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათი შვი­ლი მოკ­ლეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ ზოია ჯა­ყელ­მა გა­ნუ­ცხა­და, მის შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

"პა­რას­კევს ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი ჩემი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია ჩემი თვა­ლის ასახ­ვე­ვად კარ­გად ექ­ცე­ო­და, თუმ­ცა გე­ლამ მი­თხრა, რომ მის მოკ­ვლას აპი­რებ­და ვინ­მე ზურა, გვა­რი არ ვიცი, მი­თხრა, რომ ის არის ცი­ხის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის დრო­ე­ბი­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზოია ჯა­ყელ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ხე­ში მის­მა შვილ­მა მარ­თლაც მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ გა­დას­ხმის გა­კე­თე­ბა მო­ი­თხო­ვა, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში კი უარი უთხრეს.

"გარ­დაც­ვლილს სა­ფეთ­ქელ­ზე აქვს ზო­ნა­რი შე­მო­ჭე­რი­ლი და თავ­ზე აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ამას თვი­თონ ვერ მი­ი­ყე­ნებ­და, ჩემი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა ზოია ჯა­ყელ­მა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი სას­ჯელს 2009 წლი­დან იხ­დი­და.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ის და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

გან­ცხა­დე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტრომ 25 აგ­ვის­ტოს გა­ავ­რცე­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი კი სა­კუ­თარ ოჯახ­ში, ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის დაბა კაზ­რეთ­ში დღეს დი­ლით მი­ას­ვე­ნეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

N6 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს

N6 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს

სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა.

"პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ., რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ მათი შვილი მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დედამ ზოია ჯაყელმა განუცხადა, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.

"პარასკევს ციხეში ვიყავი ჩემი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მითხრა, რომ ის არის ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელი", - განაცხადა ზოია ჯაყელმა.

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ციხეში მისმა შვილმა მართლაც მიიყენა თვითდაზიანება, იმიტომ, რომ გადასხმის გაკეთება მოითხოვა, ციხის ადმინისტრაციაში კი უარი უთხრეს.

"გარდაცვლილს საფეთქელზე აქვს ზონარი შემოჭერილი და თავზე აქვს დაზიანებები. ამას თვითონ ვერ მიიყენებდა, ჩემი შვილი მოკლულია", - აღნიშნა ზოია ჯაყელმა.

მსჯავრდებული სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

განცხადება მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა.

გარდაცვლილი კი საკუთარ ოჯახში, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დღეს დილით მიასვენეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ