პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ანჯელინა ჯოლი", "ოდრი ჰეპბერნი", "ჯუდ ლოუ"...
ქართველი "ანჯელინა ჯოლი", "ოდრი ჰეპბერნი", "ჯუდ ლოუ"...

ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, ისეთ ადა­მი­ანს ჰგავ­დე, ვინც მსოფ­ლი­ო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი და უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს ხში­რად ეშ­ლე­ბათ - ფო­ტო­ზე ელე­ნე ჭი­ლაშ­ვი­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი თუ "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბის" პერ­სო­ნა­ჟი - ელე­ნა გილ­ბერ­ტი, რო­მელ­საც ნინა დობ­რე­ვა ას­რუ­ლებს?.. გა­დავ­წყვი­ტეთ, პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გო­გო­ნას ქარ­თვე­ლი "ორე­უ­ლი" მკი­თხვე­ლე­ბის­თვის გაგ­ვეც­ნო...

ელე­ნე ჭი­ლაშ­ვი­ლი:

- ბოლო დროს ნინა დობ­რე­ვას უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მამ­სგავ­სებს. ალ­ბათ ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ "ვამ­პი­რის დღი­უ­რე­ბი" ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და ეს სე­რი­ა­ლი უამ­რავ ადა­მი­ანს უყ­ვარს.

- როცა შენი და ნინა დობ­რე­ვას მსგავ­სე­ბის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამას კომ­პლი­მენ­ტად იღებ თუ გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ვარ­სკვლავს ჰგავ­ხარ.

- "ვამ­პი­რის დღი­უ­რებს" თვალ­ყურს თუ ადევ­ნებ?

- ბოლო დროს - კი. თა­ვა­დაც მა­ინ­ტე­რე­სებს - ელე­ნას მარ­თლა ვგა­ვარ თუ არა (იცი­ნის).

- ნინა დობ­რე­ვა ბევ­რი თი­ნე­ი­ჯე­რის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია. ხალ­ხის­გან რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ?

- სხვა­თა შო­რის, ისე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია, რომ ვინ­მეს ქუ­ჩა­ში გა­ვე­ჩე­რე­ბი­ნე და ეთ­ქვა: უი, ელე­ნას რო­გორ ჰგავ­ხა­რო!.. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "მთა­ვარ" ფო­ტოდ ნინა დობ­რე­ვას ფოტო რომ დავ­დე, ჩემი სუ­რა­თი ეგო­ნათ. მწე­რენ ხოლ­მე, - ეს შენ ხარ თუ ელე­ნაო?

- ხომ არ ცდი­ლობ, ელე­ნას და­ემ­სგავ­სო?

- უკვე ვცდი­ლობ, რად­გან მისი ჩაც­მის სტი­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს. სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი და ელე­ნას როლ­საც შე­ვას­რუ­ლებ­დი (იცი­ნის). ნინა დობ­რე­ვა ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობს - მისი ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ერთი შე­ხედ­ვით სა­კუ­თარ თავს ძა­ლი­ა­ნაც ვერ ვამ­სგავ­სებ. სე­რი­ა­ლი­სა და ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვი­სას მსგავ­სე­ბას უფრო ვპო­უ­ლობ.

- ელე­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2 მა­მა­კა­ცი­დან რო­მე­ლი უფრო მოგ­წონს - სტე­ფა­ნი თუ დე­ი­მო­ნი?

- დე­ი­მო­ნი. სე­რი­ალს სის­ტე­მა­ტუ­რად არ ვუ­ყუ­რებ, პერ­სო­ნაჟს კარ­გად რომ ვიც­ნობ­დე, გა­რეგ­ნო­ბით კი - დე­ი­მო­ნი უფრო სიმ­პა­თი­უ­რია.

- დე­ი­მო­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის - იან სო­მელ­ჰარ­დე­რი­სა და ნინა დობ­რე­ვას რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბა თი­ნე­ი­ჯერ­მა ფა­ნებ­მა რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნეს...

- ერ­თმა­ნე­თი სი­ნამ­დვი­ლე­შიც უყ­ვარ­დათ? არ ვი­ცო­დი (იღი­მის)...

- ელე­ნე, რას საქ­მი­ა­ნობ?

- სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" დამ­წყე­ბი ფო­ტო­მო­დე­ლი ვარ, ასე­ვე - ექთა­ნი (სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რე). ცეკ­ვა ჩემი ჰო­ბია. პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ. დედა თურ­ქეთ­ში მყავს. ის ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლავთ, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ამ საქ­მეს არ მის­დევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­სავ­თან ვცხოვ­რობ. ჩემი მშობ­ლე­ბი გაყ­რი­ლე­ბი არი­ან. მე და ჩემი ძმა დე­დამ გაგვზარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ძმა ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად და­მე­ღუ­პა. მას შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა... მა­მას კი ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს. 3 წელი მეც თურ­ქეთ­ში, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ დი­დიმ­ში ვი­ცხოვ­რე. იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. თურ­ქულ სკო­ლა­შიც ვსწავ­ლობ­დი. ასე რომ, თურ­ქუ­ლი ენა ვიცი. სა­ქარ­თვე­ლო­ში თარ­ჯიმ­ნად სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხარ?

- სა­ერ­თო ჯამ­ში, 7 თვეა, მაგ­რამ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა ისევ მო­მიხ­და. უკვე 3 თვეა, რაც დავ­ბრუნ­დი. აქ ცხოვ­რე­ბას ვა­პი­რებ.

- ვა­ტყობ, შო­უ­ბიზ­ნეს­ში გინ­და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?..

- დიახ, ასეა. ბესო ჩუ­ბი­ნი­ძის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში "მის ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბა" გავ­ხდი. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და...

- სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ამ სფე­როს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე გო­გო­ნას რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა?

- მინ­დო­და, დიპ­ლო­მი მქო­ნო­და (იღი­მის)...

უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის სხვა ქარ­თველ ორე­უ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად, უკვე იც­ნობს: მსოფ­ლიო დო­ნის ქარ­თველ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს, იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ნინო მა­ჩა­ი­ძეს "ოპე­რის ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის" უწო­დე­ბენ. ნი­ნოს რჩე­უ­ლი ასე­ვე ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი - გვი­დო ლო­კონ­სო­ნო გახ­ლავთ. იტა­ლი­ე­ლი გვი­დო ულა­მა­ზეს მე­უღ­ლე­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობს. ნი­ნოს თქმით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ ნდო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, მათ ერ­თმა­ნე­თის სჯე­რათ. გვი­დოს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თვის არა­სო­დეს შე­უ­და­რე­ბია, თუმ­ცა ნი­ნოს არ აღი­ზი­ა­ნებს, როცა კი­ნო­ვარ­სკვლავს ამ­სგავ­სე­ბენ. მი­იჩ­ნევს, რომ ჯოლი ულა­მა­ზე­სი ქა­ლია და მას­თან მიმსგავ­სე­ბა მის­თვის დიდი კომ­პლი­მენ­ტია...

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ხში­რად ამ­სგავ­სე­ბენ ასე­ვე მსა­ხი­ობ ნა­ტა­ლი მა­ჩი­ტი­ძეს. ნა­ტა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად რე­ა­ლი­თი შო­უ­ში - "მდიდ­რე­ბი და ღა­რი­ბე­ბი" გა­მოჩ­ნდა, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. შემ­დეგ გა­თხოვ­და (ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად, ეჭ­ვი­ა­ნი მა­მა­კა­ცი აირ­ჩია) და სიყ­ვა­რუ­ლის გამო, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უარი თქვა. მე­უღ­ლეს­თან გაყ­რის შემ­დეგ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო. შარ­შან სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" პე­ტოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა, "პეტო მე­ო­რე ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ტუ­ჩებ­ში ვა­კო­ცე, თუმ­ცა ამას კოც­ნაც არ ჰქვია - ტუჩი მო­მა­დო და გა­იქ­ცა", - ღი­მი­ლით მი­თხრა მა­შინ ნა­ტა­ლიმ, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად რთუ­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი და ბევრ სი­ბინ­ძუ­რეს აწყდე­ბა.

ნა­ტა­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას - მა­რი­ტას დედა გახ­ლავთ და ცდი­ლობს, თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­ა­კონ­ტრო­ლოს: რე­ჟი­სო­რე­ბი თა­მამ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც სთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის­გან უარს იღე­ბენ. ნა­ტა­ლის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ტენ­დენ­ცი­აა: თუ თა­მამ სცე­ნებ­ში ითა­მა­შებ, მო­მა­ვალ­ში სულ ასე­თი რო­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­გიწ­ვე­ვენ, მას კი ბევ­რად მეტი შე­უძ­ლია, ვიდ­რე - სა­მო­სის გახ­დაა...

მსოფ­ლიო ვარ­სკვლავ­თან მსგავ­სე­ბა არც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის­თვის (რო­მე­ლიც "სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" კა­ტოს რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი) არის უსი­ა­მოვ­ნო. ნი­ნო­სა და ოდრი ჰე­პ­ბერნს შო­რის გა­რეგ­ნულ მსგავ­სე­ბას ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს. ეს მათი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის შე­და­რე­ბის დრო­საც თვალ­ნათ­ლივ ჩანს...

მსა­ხი­ობს, რა­დიო და ტე­ლე­წამ­ყვანს - მი­რი­ან (მიკი) ჯე­ჯე­ლა­ვას "ქარ­თველ ჯუდ ლოუს" უწო­დე­ბენ. რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში მხო­ლოდ იმის გამო მი­იწ­ვი­ეს, რომ ჯუდ ლოუს ჰგავს. ეს სი­ა­მოვ­ნებს, თუმ­ცა არ სურს, უსას­რუ­ლოდ გაგ­რძელ­დეს. უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის შექ­მნა უნდა. ოც­ნე­ბობს, ფილმში ჯუდ ლო­უს­თან ერ­თად ითა­მა­შოს...

რამ­დე­ნი­მე ორე­უ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბულს - ნინა სუბ­ლატ­საც ჰყავს. ნინა ყვე­ლა­ზე მე­ტად, "ევა­ნე­სენ­სის" სო­ლისტ ემი ლის ჰგავს. მსგავ­სე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თვალ­ში სა­ცე­მი იყო, როცა ნი­ნას თმა შა­ვად ჰქონ­და შე­ღე­ბი­ლი...

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქართველი "ანჯელინა ჯოლი", "ოდრი ჰეპბერნი", "ჯუდ ლოუ"...

ქართველი "ანჯელინა ჯოლი", "ოდრი ჰეპბერნი", "ჯუდ ლოუ"...

ალბათ საინტერესოა, ისეთ ადამიანს ჰგავდე, ვინც მსოფლიოშია პოპულარული და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად ეშლებათ - ფოტოზე ელენე ჭილაშვილია აღბეჭდილი თუ "ვამპირის დღიურების" პერსონაჟი - ელენა გილბერტი, რომელსაც ნინა დობრევა ასრულებს?.. გადავწყვიტეთ, პოპულარული სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი გოგონას ქართველი "ორეული" მკითხველებისთვის გაგვეცნო...

ელენე ჭილაშვილი:

- ბოლო დროს ნინა დობრევას უფრო მეტი ადამიანი მამსგავსებს. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ "ვამპირის დღიურები" ძალზე პოპულარული გახდა და ეს სერიალი უამრავ ადამიანს უყვარს.

- როცა შენი და ნინა დობრევას მსგავსების შესახებ აღნიშნავენ, ამას კომპლიმენტად იღებ თუ გაღიზიანებს?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. სასიამოვნოა, როცა ვარსკვლავს ჰგავხარ.

- "ვამპირის დღიურებს" თვალყურს თუ ადევნებ?

- ბოლო დროს - კი. თავადაც მაინტერესებს - ელენას მართლა ვგავარ თუ არა (იცინის).

- ნინა დობრევა ბევრი თინეიჯერის საყვარელი მსახიობია. ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- სხვათა შორის, ისეთი შემთხვევა არ მქონია, რომ ვინმეს ქუჩაში გავეჩერებინე და ეთქვა: უი, ელენას როგორ ჰგავხარო!.. სოციალურ ქსელში "მთავარ" ფოტოდ ნინა დობრევას ფოტო რომ დავდე, ჩემი სურათი ეგონათ. მწერენ ხოლმე, - ეს შენ ხარ თუ ელენაო?

- ხომ არ ცდილობ, ელენას დაემსგავსო?

- უკვე ვცდილობ, რადგან მისი ჩაცმის სტილი ძალიან მომწონს. სერიალში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებდი და ელენას როლსაც შევასრულებდი (იცინის). ნინა დობრევა ძალიან კარგად თამაშობს - მისი ყველაფერი მომწონს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ერთი შეხედვით საკუთარ თავს ძალიანაც ვერ ვამსგავსებ. სერიალისა და ფოტოების ნახვისას მსგავსებას უფრო ვპოულობ.

- ელენაზე შეყვარებული 2 მამაკაციდან რომელი უფრო მოგწონს - სტეფანი თუ დეიმონი?

- დეიმონი. სერიალს სისტემატურად არ ვუყურებ, პერსონაჟს კარგად რომ ვიცნობდე, გარეგნობით კი - დეიმონი უფრო სიმპათიურია.

- დეიმონის როლის შემსრულებლის - იან სომელჰარდერისა და ნინა დობრევას რომანის დასრულება თინეიჯერმა ფანებმა რთულად გადაიტანეს...

- ერთმანეთი სინამდვილეშიც უყვარდათ? არ ვიცოდი (იღიმის)...

- ელენე, რას საქმიანობ?

- სამოდელო სააგენტო "კატრინის" დამწყები ფოტომოდელი ვარ, ასევე - ექთანი (სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე). ცეკვა ჩემი ჰობია. პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობაზე ვოცნებობ. დედა თურქეთში მყავს. ის ქართული ცეკვების ქორეოგრაფი გახლავთ, მაგრამ ამჟამად ამ საქმეს არ მისდევს. საქართველოში ნათესავთან ვცხოვრობ. ჩემი მშობლები გაყრილები არიან. მე და ჩემი ძმა დედამ გაგვზარდა. სამწუხაროდ, ძმა ავტოავარიის შედეგად დამეღუპა. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა... მამას კი ვეკონტაქტები, მაგრამ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. 3 წელი მეც თურქეთში, საკურორტო ქალაქ დიდიმში ვიცხოვრე. იქაურობა ძალიან მომწონს. თურქულ სკოლაშიც ვსწავლობდი. ასე რომ, თურქული ენა ვიცი. საქართველოში თარჯიმნად სიამოვნებით ვიმუშავებ.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ხარ?

- საერთო ჯამში, 7 თვეა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, თურქეთში გამგზავრება ისევ მომიხდა. უკვე 3 თვეა, რაც დავბრუნდი. აქ ცხოვრებას ვაპირებ.

- ვატყობ, შოუბიზნესში გინდა თავის დამკვიდრება?..

- დიახ, ასეა. ბესო ჩუბინიძის მიერ ორგანიზებულ სილამაზის კონკურსში "მის ექსტრავაგანტურობა" გავხდი. ძალიან გამიხარდა...

- სამედიცინო განათლების მიღება ამ სფეროსგან განსხვავებული ინტერესის მქონე გოგონას რამ გადაგაწყვეტინა?

- მინდოდა, დიპლომი მქონოდა (იღიმის)...

უცხოელი ვარსკვლავების სხვა ქართველ ორეულებს საზოგადოება მეტ-ნაკლებად, უკვე იცნობს: მსოფლიო დონის ქართველ საოპერო მომღერალს, იტალიაში მოღვაწე ნინო მაჩაიძეს "ოპერის ანჯელინა ჯოლის" უწოდებენ. ნინოს რჩეული ასევე ოპერის მომღერალი - გვიდო ლოკონსონო გახლავთ. იტალიელი გვიდო ულამაზეს მეუღლეზე არ ეჭვიანობს. ნინოს თქმით, წყვილის ურთიერთობა დიდ ნდობაზეა დამყარებული, მათ ერთმანეთის სჯერათ. გვიდოს ქართველი მეუღლე, ანჯელინა ჯოლისთვის არასოდეს შეუდარებია, თუმცა ნინოს არ აღიზიანებს, როცა კინოვარსკვლავს ამსგავსებენ. მიიჩნევს, რომ ჯოლი ულამაზესი ქალია და მასთან მიმსგავსება მისთვის დიდი კომპლიმენტია...

ანჯელინა ჯოლის ხშირად ამსგავსებენ ასევე მსახიობ ნატალი მაჩიტიძეს. ნატალი საზოგადოების წინაშე პირველად რეალითი შოუში - "მდიდრები და ღარიბები" გამოჩნდა, სადაც გაიმარჯვა კიდეც. შემდეგ გათხოვდა (ცხოვრების მეგზურად, ეჭვიანი მამაკაცი აირჩია) და სიყვარულის გამო, პროფესიულ საქმიანობაზე უარი თქვა. მეუღლესთან გაყრის შემდეგ პროფესიული საქმიანობა განაგრძო. შარშან სერიალში - "შუა ქალაქში" პეტოს შეყვარებულის როლი შეასრულა, "პეტო მეორე ადამიანია, ვისაც ტუჩებში ვაკოცე, თუმცა ამას კოცნაც არ ჰქვია - ტუჩი მომადო და გაიქცა", - ღიმილით მითხრა მაშინ ნატალიმ, რომელსაც მიაჩნია, რომ სამსახიობო კარიერის შესაქმნელად რთული გზა აქვს გასავლელი და ბევრ სიბინძურეს აწყდება.

ნატალი პატარა გოგონას - მარიტას დედა გახლავთ და ცდილობს, თითოეული ნაბიჯი გააკონტროლოს: რეჟისორები თამამ სცენებში მონაწილეობასაც სთავაზობენ, მაგრამ მსახიობისგან უარს იღებენ. ნატალის აზრით, საქართველოში ასეთი ტენდენციაა: თუ თამამ სცენებში ითამაშებ, მომავალში სულ ასეთი როლების შესასრულებლად მიგიწვევენ, მას კი ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე - სამოსის გახდაა...

მსოფლიო ვარსკვლავთან მსგავსება არც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ნინო გაჩეჩილაძისთვის (რომელიც "სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" კატოს როლის შესრულებით გახდა პოპულარული) არის უსიამოვნო. ნინოსა და ოდრი ჰეპბერნს შორის გარეგნულ მსგავსებას ბევრი აღნიშნავს. ეს მათი ფოტოსურათების შედარების დროსაც თვალნათლივ ჩანს...

მსახიობს, რადიო და ტელეწამყვანს - მირიან (მიკი) ჯეჯელავას "ქართველ ჯუდ ლოუს" უწოდებენ. რამდენიმე ტელეგადაცემაში მხოლოდ იმის გამო მიიწვიეს, რომ ჯუდ ლოუს ჰგავს. ეს სიამოვნებს, თუმცა არ სურს, უსასრულოდ გაგრძელდეს. უცხოეთში გამგზავრება და სამსახიობო კარიერის შექმნა უნდა. ოცნებობს, ფილმში ჯუდ ლოუსთან ერთად ითამაშოს...

რამდენიმე ორეული "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულს - ნინა სუბლატსაც ჰყავს. ნინა ყველაზე მეტად, "ევანესენსის" სოლისტ ემი ლის ჰგავს. მსგავსება განსაკუთრებულად თვალში საცემი იყო, როცა ნინას თმა შავად ჰქონდა შეღებილი...

იხილეთ ფოტოგალერეა

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება