სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება"
"ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება"

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­დავ­სე­ბუ­ლი კი­უ­ვე­ტე­ბის (სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი) გამო გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში მარ­ტო სახ­ლე­ბი კი არა, კერ­ძო პო­ლიკ­ლი­ნი­კის ეზოც იტ­ბო­რე­ბა. შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ დატ­ბო­რილ სა­ნი­აღ­ვრე არხში ჩა­ვარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­კი­თხის გა­დაჭ­რას, თან­ხის უქონ­ლო­ბის გამო, სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ახერ­ხებს.

"მო­ვიდ­ნენ, ჩა­ხე­დეს, თავი გა­და­აქ­ნი­ეს და წა­ვიდ­ნენ. ორი თვე ისე გა­ვი­და, აღა­რა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მას შემ­დეგ, რაც საქ­მე­ში სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი ჩა­ე­რია, გვი­თხრეს, რომ არც მუ­შე­ბი გვყავს და არც ბი­უ­ჯე­ტი გვაქვს, რომ პრობ­ლე­მა ჩვე­ნი ძა­ლე­ბით მო­ვაგ­ვა­რო­თო. აქამ­დე თუ ღმერ­თს წვი­მის მოს­ვლას ვეხ­ვე­წე­ბო­დით, ახლა პი­რი­ქით. ყვე­ლამ დიდი იმე­დით მი­ვე­ცით ხმა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", გვი­ხა­რო­და ახა­ლი მთავ­რო­ბა მოვა და რა­მეს გა­ა­კე­თებ­სო. ვფიქ­რობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­დე­ბა. თი­თის თით­ზე დამ­კა­რე­ბე­ლი არა­ვი­ნაა. ჩემი რჩე­ვაა, მი­ნის­ტრე­ბი აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ და ად­გილ­ზე ნა­ხონ სოფ­ლებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ხალ­ხი რო­გორ ცხოვ­რობს. მი­ი­ტა­ნონ მთავ­რო­ბის ყუ­რამ­დე, რომ სოფ­ლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია", - ამ­ბო­ბენ შპს "მკურ­ნა­ლის" მე­დი­კო­სე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

"ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება"

"ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება"

დაზიანებული და გადავსებული კიუვეტების (სანიაღვრე არხები) გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მარტო სახლები კი არა, კერძო პოლიკლინიკის ეზოც იტბორება. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატბორილ სანიაღვრე არხში ჩავარდა. ადგილობრივები პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა საგზაო დეპარტამენტი საკითხის გადაჭრას, თანხის უქონლობის გამო, სრულყოფილად ვერ ახერხებს.

"მოვიდნენ, ჩახედეს, თავი გადააქნიეს და წავიდნენ. ორი თვე ისე გავიდა, აღარავინ გამოჩენილა. მას შემდეგ, რაც საქმეში სოფლის რწმუნებული ჩაერია, გვითხრეს, რომ არც მუშები გვყავს და არც ბიუჯეტი გვაქვს, რომ პრობლემა ჩვენი ძალებით მოვაგვაროთო. აქამდე თუ ღმერთს წვიმის მოსვლას ვეხვეწებოდით, ახლა პირიქით. ყველამ დიდი იმედით მივეცით ხმა "ქართულ ოცნებას", გვიხაროდა ახალი მთავრობა მოვა და რამეს გააკეთებსო. ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება. თითის თითზე დამკარებელი არავინაა. ჩემი რჩევაა, მინისტრები აქ ჩამოვიდნენ და ადგილზე ნახონ სოფლებში რა მდგომარეობაა, ხალხი როგორ ცხოვრობს. მიიტანონ მთავრობის ყურამდე, რომ სოფლებში ყველაფერი პარალიზებულია", - ამბობენ შპს "მკურნალის" მედიკოსები.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა