საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული
მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული

1. ცივი ომის - ცხე­ლი ვნე­ბა

1960 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრის პოს­ტი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რმა ჯონ პრო­ფი­უ­მომ და­ი­კა­ვა, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მი­ზე­ზი კი შპი­ო­ნუ­რი სექსს­კან­და­ლი აღ­მოჩ­ნდა. 1961 წელს მი­ნის­ტრმა ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე კრის­ტი­ან კი­ლე­რი - გო­გო­ნა გა­მო­ძა­ხე­ბით გა­იც­ნო. მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რას გაგ­რძელ­და. ეს ამ­ბა­ვი ალ­ბათ არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებ­და პრო­ფი­უ­მოს კა­რი­ე­რა­ზე, რომ არა ერთი ფაქ­ტი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კრის­ტი­ა­ნი პა­რა­ლე­ლუ­რად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვაო ფლო­ტის ატა­შეს და მზვე­რავს ევ­გე­ნი ივა­ნოვს ხვდე­ბო­და. სწო­რედ ამით ისარ­გებ­ლეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ი­დან და ამ­ბა­ვი გა­ა­სა­ჯა­რო­ეს. სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრმა თავ­და­პირ­ვე­ლად კი­ლერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უარ­ყო, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის ზე­წო­ლის შე­დე­გად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 5 ივ­ნისს პოს­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სექ­სუ­ა­ლურ­მა სკან­დალ­მა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჰა­როლდ მაკ­მი­ლა­ნის კა­რი­ე­რა­ზე და იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­დად­გა. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია კი 1964 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ლე­ი­ბო­რის­ტებ­თან და­მარ­ცხდა.

2. პრე­ზი­დენ­ტი და მისი საქ­სო­ფო­ნი

ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სექსს­კან­და­ლი აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტო­ნი­სა და თეთ­რი სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლის მო­ნი­კა ლე­ვინ­სკის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ 1998 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­უბ­რობ­დნენ ცხრა შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რო­დე­საც მო­ნი­კა და ბილი ორა­ლუ­რი სექ­სით და­კავ­დნენ. მათი ამ სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა 1995-1997 წლებ­ში გრძელ­დე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად კლინ­ტონ­მა ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო, მაგ­რამ ბო­ლოს აღი­ა­რა, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არას­წო­რი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი გახ­ლდათ. ამ ბრალ­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პოლა ჯონსმა მოქ­მედ პრე­ზი­დენტს 1991 წელს გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დროს შე­უ­ფე­რე­ბელ ქცე­ვა­ში დას­დო ბრა­ლი. ამ ორი ბრალ­დე­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ცრუ ჩვე­ნე­ბით რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა ისარ­გებ­ლეს და პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს, რაც, კლინ­ტო­ნის სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ გა­მო­უ­ვი­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბით ბილ კლინ­ტო­ნი ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მან მა­ინც შეძ­ლო, საპ­რე­ზი­დენ­ტო პოს­ტი 2001 წლის იან­ვრამ­დე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. რის შემ­დე­გაც სა­თა­ვე­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლი ჯორჯ ბუში-უმ­ცრო­სი მო­ვი­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული

მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული

1. ცივი ომის - ცხელი ვნება

1960 წელს დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის პოსტი კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯონ პროფიუმომ დაიკავა, თუმცა სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. მიზეზი კი შპიონური სექსსკანდალი აღმოჩნდა. 1961 წელს მინისტრმა ერთ-ერთ საღამოზე კრისტიან კილერი - გოგონა გამოძახებით გაიცნო. მათი სექსუალური კავშირი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ეს ამბავი ალბათ არანაირად არ იმოქმედებდა პროფიუმოს კარიერაზე, რომ არა ერთი ფაქტი. როგორც აღმოჩნდა, კრისტიანი პარალელურად საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის ატაშეს და მზვერავს ევგენი ივანოვს ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლეს ოპოზიციონერებმა ლეიბორისტული პარტიიდან და ამბავი გაასაჯაროეს. სამხედრო მინისტრმა თავდაპირველად კილერთან ურთიერთობა უარყო, მაგრამ მტკიცებულებებით დადასტურებული პუბლიკაციის ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, 5 ივნისს პოსტი დაეტოვებინა. სექსუალურმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანის კარიერაზე და იმავე წლის ოქტომბერში გადადგა. კონსერვატიული პარტია კი 1964 წლის არჩევნებში ლეიბორისტებთან დამარცხდა.

2. პრეზიდენტი და მისი საქსოფონი

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სექსსკანდალი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის მონაწილეობით. მათი ურთიერთობის შესახებ 1998 წელს გახდა ცნობილი. საუბრობდნენ ცხრა შემთხვევის შესახებ, როდესაც მონიკა და ბილი ორალური სექსით დაკავდნენ. მათი ამ სახის ურთიერთობა 1995-1997 წლებში გრძელდებოდა. თავდაპირველად კლინტონმა ყველაფერი უარყო, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ ეს ურთიერთობა არასწორი და შეუფერებელი გახლდათ. ამ ბრალდების პარალელურად პოლა ჯონსმა მოქმედ პრეზიდენტს 1991 წელს გუბერნატორობის დროს შეუფერებელ ქცევაში დასდო ბრალი. ამ ორი ბრალდებით და პრეზიდენტის ცრუ ჩვენებით რესპუბლიკელებმა ისარგებლეს და პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის კამპანია წამოიწყეს, რაც, კლინტონის საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. აღნიშნული ბრალდებით ბილ კლინტონი ამერიკის ისტორიაში მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდა, მაგრამ მან მაინც შეძლო, საპრეზიდენტო პოსტი 2001 წლის იანვრამდე შეენარჩუნებინა. რის შემდეგაც სათავეში რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში-უმცროსი მოვიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს