სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს
რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს

თბი­ლის­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის გამო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუთი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლით, რაც ჯგუ­ფურ ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბი მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ლოფ­ტში" წუ­ხელ მოხ­და. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლას სრო­ლაც მოჰ­ყვა.

რეს­ტო­რან "ლოფ­ტის" პერ­სო­ნა­ლი წუ­ხელ მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის ფაქტს ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა სრო­ლის ფაქტს უარ­ყოფს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, ჩხუ­ბის შე­დე­გად დამ­ტვრე­უ­ლია რეს­ტორ­ნის შუ­შის კარი, ასე­ვე დამ­ტვრე­უ­ლია ჭურ­ჭე­ლი, მა­გი­დე­ბი, სკა­მე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინ­ტე­რი­ე­რი.

რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად არ ყვე­ბი­ან, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ ღა­მით სტუმ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და, რა­შიც რეს­ტორ­ნის დაც­ვა ჩა­ე­რია. დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, კერ­ძოდ გა­ტე­ხი­ლი აქვს თავი და სა­ხე­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი აქვს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას დახ­მა­რე­ბა წუ­ხელ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

რეს­ტო­რან­ში ამ დრო­ის­თვის სიმ­შვი­დეა. პერ­სო­ნა­ლი კი, რო­მე­ლიც წუ­ხელ მუ­შა­ობ­და, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს

რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" წუხელ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სროლაც მოჰყვა.

რესტორან "ლოფტის" პერსონალი წუხელ მომხდარი ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სროლის ფაქტს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჩხუბის შედეგად დამტვრეულია რესტორნის შუშის კარი, ასევე დამტვრეულია ჭურჭელი, მაგიდები, სკამები და დაზიანებულია ინტერიერი.

რესტორნის თანამშრომლები მომხდარს დეტალურად არ ყვებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ღამით სტუმრებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რაშიც რესტორნის დაცვა ჩაერია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ გატეხილი აქვს თავი და სახეზე სილურჯეები აქვს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მას დახმარება წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

რესტორანში ამ დროისთვის სიმშვიდეა. პერსონალი კი, რომელიც წუხელ მუშაობდა, არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ