საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ამირეჯიბის დღემდე ცნობილი და უცნობი "პროფესიები"
ეკა ამირეჯიბის დღემდე ცნობილი და უცნობი "პროფესიები"

ეკა ამი­რე­ჯი­ბი ფიქ­რობს, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ერ­თდრო­უ­ლად - ნიჭი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მონ­დო­მე­ბა და ნე­ბის­ყო­ფაა სა­ჭი­რო. ამ­ბობს, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის იო­ლად და უშ­რო­მე­ლად არა­სო­დეს მი­უღ­წე­ვია. მისი აზ­რით, რაც უფრო მე­ტად იხარ­ჯე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი უფრო მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო და "აღ­ქმა­დია...

- ძა­ლი­ან მი­ჭირს წი­ნას­წარ იმის თქმა, 10 წლის შემ­დეგ სად ვიქ­ნე­ბი და რას გა­ვა­კე­თებ. ბევ­რი სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებს, ბევ­რი რა­მის სწავ­ლა მინ­და. შე­იძ­ლე­ბა, უცებ ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე გა­და­ვერ­თო ან სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სხვა საქ­მე ავირ­ჩიო. ამ­ჟა­მად, ჟურ­ნა­ლის­ტი­კაც და მსა­ხი­ო­ბო­ბაც ჩემი ნა­წი­ლია; სხვაგ­ვა­რად ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი იმ დღის რე­ჟიმს, რომ­ლი­თაც ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ვმუ­შა­ობ. სე­რი­ალ­სა და კი­ნო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ჩემს მრა­ვალ­წლი­ან ოც­ნე­ბას შე­ას­ხა ფრთა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­საც სულ სხვა ხიბ­ლი აქვს. გარ­და ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა, რა­დიო "ფორ­ტუ­ნა­ში" სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა - "ჰი­ტე­ბის გა­ლე­რეა" მაქვს და მსმე­ნელს ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ის­ტო­რი­ას ვაც­ნობ. ადრე, თით­ქმის ყო­ველ­დღე, სტუ­დი­ა­ში წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, როცა ბევ­რი სხვა საქ­მე და­მე­მა­ტა, ეს გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თე. ახლა ყო­ველ­დღე მის­ვლა აღარ მი­წევს - გა­და­ცე­მა ჩა­ნა­წე­რის სა­ხით, ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დის.

- ეთერ­ში ყოფ­ნი­სას, ალ­ბათ მსა­ხი­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც გეხ­მა­რე­ბათ...

- გარ­კვე­უ­ლი დო­ზით, მსა­ხი­ო­ბო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ჭი­რო დროს გა­ი­ღი­მოს იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, როცა სა­ერ­თოდ არ ეღი­მე­ბა. ხში­რად სულ სხვა რა­მე­ზე გე­ფიქ­რე­ბა, მაგ­რამ მე სა­კუ­თა­რი თა­ვის და­მორ­ჩი­ლე­ბას მი­ვეჩ­ვიე.

- რო­გორც ვიცი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რეთ. პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს გი­მუ­შა­ვი­ათ?

- პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია და ალ­ბათ არც ვი­მუ­შა­ვებ, რად­გან ეს სფე­რო "ჩემი" არ არის.

- და ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ადრე გვი­წევს იმის გა­აზ­რე­ბა, რე­ა­ლუ­რად რა გვინ­და. ყო­ველ­თვის მინ­დო­და თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის რჩე­ვით და არა მხო­ლოდ ამის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­ვა­ნი­ჭე უპი­რა­ტე­სო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი: რაც არ გა­ინ­ტე­რე­სებს, იმას ძა­ლით ვე­რა­სო­დეს გა­ა­კე­თებ...

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც გაქვს, 12 წელი უკ­რავ­დი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე...

- სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო შვიდ­წლე­დი და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ კი ოთხი წელი კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ცოტა არ იყოს რთუ­ლია სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის რა­ღა­ცას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ვუკ­რავ­დი, რად­გან დე­დაც პი­ა­ნის­ტია, ბე­ბი­აც, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, ეს საქ­მე პრო­ფე­სი­ად მექ­ცია.

- გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას ფა­ვო­რი­ტი ხარ. რო­გორ ფიქ­რობ, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ვარ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მას მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­ყვე და მუ­შა­ო­ბი­სას პრობ­ლე­მებს არ ვუქ­მნი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, გი­ორ­გის­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ და ვენ­დო­ბი; ვიცი, ისეთ საქ­მე­ში არ ჩამ­რთავს, რაც გა­მაწ­ბი­ლებს. თით­ქოს, უკვე მისი ოჯა­ხის წევ­რი ვარ.

- შენი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბა შემ­თხვე­ვას მო­აქვს თუ ბე­დის­წე­რის უფრო მე­ტად გჯე­რა?

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მა­ტე­ბა სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას მოხ­ვედ­რას მო­აქვს, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მის, მონ­დო­მე­ბი­სა და ნე­ბის­ყო­ფის ხარ­ჯზე ვაღ­წევ. სკო­ლა­შიც კი, ათ­მა­გად უნდა დავ­ხარ­ჯუ­ლი­ყა­ვი, რომ ის ნი­შა­ნი მი­მე­ღო, რა­საც სხვა მარ­ტი­ვად იღებ­და - ამას უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ.

- საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა შენს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე აი­სა­ხე­ბა?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პე­რი­ო­დიც მქო­ნია, მაგ­რამ ოთახ­ში არ ჩავ­კე­ტილ­ვარ და სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი არ მი­მი­ტო­ვე­ბია; პი­რი­ქით, ეს სტი­მულს მაძ­ლევს სა­ი­მი­სოდ, რომ უფრო მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და. როცა სახ­ლში არა­სო­დეს ხარ, მთე­ლი შენი დრო და ენერ­გია სამ­სა­ხურს მი­აქვს, ზოგ­ჯერ ეს ოჯახ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბის წინა პი­რო­ბა ხდე­ბა... გა­აჩ­ნია, გვერ­დით ვინ გყავს და რამ­დე­ნად ეგუ­ე­ბა შენს არ­ჩე­ვანს.

- ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ხარ.

- არის მო­მენ­ტი, როცა არ გინ­და, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზედ­მე­ტად იზ­რუ­ნო, მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა მა­ინც გი­წევს. სა­კუ­თარ თავ­ზე ისე­დაც ყო­ველ­თვის ვზრუ­ნავ­დი, მაგ­რამ ახლა, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის.

- რო­მელ სა­ათ­ზე სრულ­დე­ბა შენი სა­მუ­შაო დღე?

- ეს წი­ნას­წარ არა­ვინ იცის. ის ერთი თვე, როცა ფილმშიც მი­ღებ­დნენ, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ფილ­მსა და სე­რი­ალ­ზე ვმუ­შა­ობ­დით და გარ­და ამი­სა, თით­ქმის ყო­ველ­დღე ეთერ­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. იყო შემ­თხვე­ვა, როცა გა­და­ღე­ბა დი­ლის 4 სა­ათ­ზე დამ­თავ­რე­ბუ­ლა, შინ მი­სულს ტა­ნი­სა­მო­სი გა­მო­მიც­ვლია და სამ­სა­ხურ­ში წავ­სულ­ვარ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი გა­მო­ძი­ნე­ბას ვერ ას­წრებს, უძი­ლო­ბა კი ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზეც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ამ ყვე­ლაფ­რის კომ­პენ­სა­ცია უკვე შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტი და მისი ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბაა...

- გან­ტვირ­თვას რო­გორ ახერ­ხებ?

- როცა და­ძა­ბუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს და ვიცი, წინ სა­ში­ნე­ლი კვი­რა მე­ლო­დე­ბა, ფი­ზი­კუ­რად ვე­ღარ ვფიქ­რობ სხვა რა­ღა­ცებ­ზე. ასეთ დროს უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, თავი ზედ­მე­ტი საქ­მით აღარ და­ვიტ­ვირ­თო. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მუ­სი­კას ვუს­მენ, შა­ბათ-კვი­რას კი ვცდი­ლობ, ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ვი­დე. რა ვქნა, ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი აღარ მომ­წონს.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ეკა ამირეჯიბის დღემდე ცნობილი და უცნობი "პროფესიები"

ეკა ამირეჯიბის დღემდე ცნობილი და უცნობი "პროფესიები"

ეკა ამირეჯიბი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ერთდროულად - ნიჭი, შრომისმოყვარეობა, მონდომება და ნებისყოფაა საჭირო. ამბობს, რომ წარმატებისთვის იოლად და უშრომელად არასოდეს მიუღწევია. მისი აზრით, რაც უფრო მეტად იხარჯები, მიღებული შედეგი უფრო მეტად სასიამოვნო და "აღქმადია...

- ძალიან მიჭირს წინასწარ იმის თქმა, 10 წლის შემდეგ სად ვიქნები და რას გავაკეთებ. ბევრი სფერო მაინტერესებს, ბევრი რამის სწავლა მინდა. შეიძლება, უცებ ფოტოგრაფიაზე გადავერთო ან საკუთარი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული სხვა საქმე ავირჩიო. ამჟამად, ჟურნალისტიკაც და მსახიობობაც ჩემი ნაწილია; სხვაგვარად ვერაფრით გავუძლებდი იმ დღის რეჟიმს, რომლითაც ბოლო რამდენიმე წელია, ვმუშაობ. სერიალსა და კინოში მონაწილეობამ ჩემს მრავალწლიან ოცნებას შეასხა ფრთა. ჟურნალისტიკასაც სულ სხვა ხიბლი აქვს. გარდა ტელევიზიისა, რადიო "ფორტუნაში" საავტორო გადაცემა - "ჰიტების გალერეა" მაქვს და მსმენელს ცნობილი სიმღერების ისტორიას ვაცნობ. ადრე, თითქმის ყოველდღე, სტუდიაში წამყვანად ვმუშაობდი, მოგვიანებით კი, როცა ბევრი სხვა საქმე დამემატა, ეს გადაცემა გავაკეთე. ახლა ყოველდღე მისვლა აღარ მიწევს - გადაცემა ჩანაწერის სახით, ყოველდღიურად გადის.

- ეთერში ყოფნისას, ალბათ მსახიობის გამოცდილებაც გეხმარებათ...

- გარკვეული დოზით, მსახიობობა ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, თუნდაც იმიტომ, რომ საჭირო დროს გაიღიმოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა საერთოდ არ ეღიმება. ხშირად სულ სხვა რამეზე გეფიქრება, მაგრამ მე საკუთარი თავის დამორჩილებას მივეჩვიე.

- როგორც ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრეთ. პროფესიით არასოდეს გიმუშავიათ?

- პროფესიით არასოდეს მიმუშავია და ალბათ არც ვიმუშავებ, რადგან ეს სფერო "ჩემი" არ არის.

- და ეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გააცნობიერეთ?

- საქართველოში ძალიან ადრე გვიწევს იმის გააზრება, რეალურად რა გვინდა. ყოველთვის მინდოდა თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ მშობლების რჩევით და არა მხოლოდ ამის გამო, საერთაშორისო ურთიერთობებს მივანიჭე უპირატესობა. მოგვიანებით მივხვდი: რაც არ გაინტერესებს, იმას ძალით ვერასოდეს გააკეთებ...

- მუსიკალური განათლებაც გაქვს, 12 წელი უკრავდი ფორტეპიანოზე...

- საფორტეპიანო შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ კი ოთხი წელი კოლეჯში ვსწავლობდი. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ცოტა არ იყოს რთულია სცენაზე დაბრუნება, მაგრამ საკუთარი სიამოვნებისთვის რაღაცას ამ მიმართულებითაც აუცილებლად გავაკეთებ. ფორტეპიანოზე ვუკრავდი, რადგან დედაც პიანისტია, ბებიაც, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, ეს საქმე პროფესიად მექცია.

- გიორგი ლიფონავას ფავორიტი ხარ. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, მას მაქსიმალურად ავყვე და მუშაობისას პრობლემებს არ ვუქმნი. რამდენიმე წელია, გიორგისთან ვთანამშრომლობ და ვენდობი; ვიცი, ისეთ საქმეში არ ჩამრთავს, რაც გამაწბილებს. თითქოს, უკვე მისი ოჯახის წევრი ვარ.

- შენი აზრით, წარმატება შემთხვევას მოაქვს თუ ბედისწერის უფრო მეტად გჯერა?

- ბევრი ადამიანისთვის წარმატება საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრას მოაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ასეთი რამ არ მომხდარა. ყველაფერს ძალიან ბევრი შრომის, მონდომებისა და ნებისყოფის ხარჯზე ვაღწევ. სკოლაშიც კი, ათმაგად უნდა დავხარჯულიყავი, რომ ის ნიშანი მიმეღო, რასაც სხვა მარტივად იღებდა - ამას უკვე მიჩვეული ვარ.

- საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა-არყოფნა შენს მოტივაციაზე აისახება?

- პირად ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდიც მქონია, მაგრამ ოთახში არ ჩავკეტილვარ და სამსახურში სიარული არ მიმიტოვებია; პირიქით, ეს სტიმულს მაძლევს საიმისოდ, რომ უფრო მეტად წარმატებული ვიყო. იშვიათად ხდება ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა. როცა სახლში არასოდეს ხარ, მთელი შენი დრო და ენერგია სამსახურს მიაქვს, ზოგჯერ ეს ოჯახში უსიამოვნების წინა პირობა ხდება... გააჩნია, გვერდით ვინ გყავს და რამდენად ეგუება შენს არჩევანს.

- ყოველთვის ფორმაში ხარ.

- არის მომენტი, როცა არ გინდა, გარეგნობაზე ზედმეტად იზრუნო, მაგრამ ამის გაკეთება მაინც გიწევს. საკუთარ თავზე ისედაც ყოველთვის ვზრუნავდი, მაგრამ ახლა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს აუცილებელიც არის.

- რომელ საათზე სრულდება შენი სამუშაო დღე?

- ეს წინასწარ არავინ იცის. ის ერთი თვე, როცა ფილმშიც მიღებდნენ, ჯოჯოხეთური იყო. წარმოიდგინეთ, პარალელურ რეჟიმში ფილმსა და სერიალზე ვმუშაობდით და გარდა ამისა, თითქმის ყოველდღე ეთერში მიწევდა ყოფნა. იყო შემთხვევა, როცა გადაღება დილის 4 საათზე დამთავრებულა, შინ მისულს ტანისამოსი გამომიცვლია და სამსახურში წავსულვარ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანი გამოძინებას ვერ ასწრებს, უძილობა კი ნერვულ სისტემაზეც ცუდად აისახება. სამაგიეროდ, ამ ყველაფრის კომპენსაცია უკვე შექმნილი პროდუქტი და მისი ნახვით გამოწვეული კმაყოფილებაა...

- განტვირთვას როგორ ახერხებ?

- როცა დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს და ვიცი, წინ საშინელი კვირა მელოდება, ფიზიკურად ვეღარ ვფიქრობ სხვა რაღაცებზე. ასეთ დროს უბრალოდ, ვცდილობ, თავი ზედმეტი საქმით აღარ დავიტვირთო. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მუსიკას ვუსმენ, შაბათ-კვირას კი ვცდილობ, ქალაქგარეთ გავიდე. რა ვქნა, ხალხმრავალი ადგილები აღარ მომწონს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები