პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ახვლედიანი - "როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ"
კახა ახვლედიანი - "როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ"

"ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, მაგ ბიჭს არ ენ­დო­თო", - აღი­ა­რებს "მაღ­ვი­ძა­რას" წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი კახა ახვლე­დი­ა­ნი და ნათ­ქვამს თა­ვი­სე­ბურ ახ­სნას უძებ­ნის. ზარ­მა­ცია, მაგ­რამ ამა­ყობს იმით, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბა. მტკი­ცედ სჯე­რა, რომ წინ დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი ელის. რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე, რო­დის კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას და რას გა­ა­კე­თებ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ ჰქონ­დეს? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...7 წლის ასაკ­ში მინ­დო­და, ავ­ტომრბო­ლე­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მერე კი­ნო­ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი. მსურ­და, ბრუს ლის მსგავ­სი მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და კა­რა­ტე მცოდ­ნო­და. დიდი ხნის მან­ძილ­ზე ჯეკი ჩანი მომ­წონ­და.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...გავჩნდი დე­და­მი­წა­ზე.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...ცხოვ­რე­ბამ, ქარ­თულ­მა მენ­ტა­ლი­ტეტ­მა.

- აზი­ა­ტი ხა­სი­ა­თი...

- ...არ მაქვს. არას­დროს ვი­ტყვი: "ცოლო, მოკ­ლე კაბა არ ჩა­იც­ვა" ან "თა­მა­მი სა­მო­სით არ გა­ი­ა­რო". რაც უფრო ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა, ლა­მა­ზი ტან-ფეხი ექ­ნე­ბა, მით უკე­თე­სია.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...მაგ ბიჭს არ ენ­დო­თო. ამას გო­გო­ნე­ბი იმი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ არ მიც­ნო­ბენ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ერ­თგუ­ლე­ბაა.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ეს სი­ზარ­მა­ცეა. უ!!! ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ვარ.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ბევ­რს ვფიქ­რობ. ფიქ­რის კაცი ვარ, მაგ­რამ ჩემს ფიქ­რებ­ში არ ფი­გუ­რი­რებს რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი თემა. არას­დროს ვფიქ­რობ მო­მა­ვალ­ზე.

- არ მომ­წონს...

- ...ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. და­მი­ჯე­რე, შეც­დო­მებს ისი­ნი უფრო ხში­რად უშ­ვე­ბენ. მე სპონ­ტა­ნუ­რო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...იშ­ვი­ა­თად ვიბ­ნე­ვი. ზო­გი­ერ­თი ბიჭი ლა­მა­ზი გო­გოს და­ნახ­ვი­სას იბ­ნე­ვა, მე ასე­თი რამ არ მე­მარ­თე­ბა. რა ვიცი, აბა, რა გი­თხრა? არც სცე­ნა­ზე გას­ვლი­სას ვიბ­ნე­ვი და არც - კა­მე­რე­ბის წინ.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უსა­მარ­თლო­ბას. ბევ­რი რამ შე­მიძ­ლია "გა­ვა­ტა­რო", მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბა­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...კა­რა­ტის­ტი.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი თა­ვად მი­მი­ძღვის. ჯერ დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი არ მქო­ნია, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი წინ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზარ­მა­ცი ვარ, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა არ მე­ზა­რე­ბა.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...და­სათ­მო­ბია. მაგ­რამ თუ დათ­მო­ბა ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, არა­ფერს დავ­თმობ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სად­მე, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, უალ­კოჰო­ლო არო­მა­ტულ კოქ­ტე­ილს ვწრუ­პავ­დე და კარგ მუ­სი­კას ვუს­მენ­დე.

- ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა...

- ...ადრე უფრო ხში­რად მი­წევ­და. ბოლო დროს ამა­ზე უარს ვამ­ბობ, რად­გა­ნაც ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ცუ­დად ვარ და დი­ლით ადრე ად­გო­მა მი­ჭირს. ჩემი დღის რე­ჟიმ­თან ალ­კოჰო­ლის შე­თავ­სე­ბა რთუ­ლია.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად სა­ჭი­როა, გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რო, მე კი თე­ო­რი­ის ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ბი­ლე­თე­ბი ჯერ ვერ ვის­წავ­ლე.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ზოგ­ჯერ ვი­მე­ო­რებ. მათ რამ­დე­ნად ხში­რად ვიხ­სე­ნებ? მახ­სენ­დე­ბა ის, რაც ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცუ­დად არის ჩარ­ჩე­ნი­ლი და რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. წვრილ­მან შეც­დო­მებს ვი­ვი­წყებ.

- ძა­ლი­ან მჯე­რა...

- ...უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის; ამის ისე ძა­ლი­ან მჯე­რა, რომ მგო­ნია, ერთ დღე­საც მათ სად­მე გა­და­ვა­წყდე­ბი. ბე­დის­წე­რის მჯე­რა თუ არა? ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი მო­მა­ვალს თა­ვად ქმნის.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარს გავ­ხსნი­დი, მათ კარ­გად გა­მოვ­კვე­ბავ­დი და მო­ვუვ­ლი­დი. ცხო­ვე­ლე­ბი მიყ­ვარს.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...პორ­ნო­ფილმში გა­და­ღე­ბას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­თან­ხმდე­ბი. არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ამას არ გა­ვა­კე­თებ.

- ბო­ლოს თვალ­ზე ცრემ­ლი მო­მად­გა...

- ...ფილ­მის ნახ­ვი­სას.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...სი­ზარ­მა­ცეა.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...თვი­თი­რო­ნი­ამ. სა­კუ­თარ თავ­ზე ხში­რად ვხუმ­რობ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...გა­უ­აზ­რებ­ლად არას­დროს წავ­სულ­ვარ და არც არას­დროს წა­ვალ. საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...მო­ვი­ა­რო მსოფ­ლიო. ყვე­ლა ქვეყ­ნის ნახ­ვა მინ­და, რო­მე­ლიც კი დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბობს.

- მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ვი­წყებ...

- ...ბრა­ზი­ლი­ი­დან. ამ ქვეყ­ნის ხალ­ხი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს. მი­უ­ხე­და­ვად გა­ჭირ­ვე­ბი­სა, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე არი­ან, ცხოვ­რე­ბა უხა­რი­ათ. სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეს­წრე­ბო­დი მათ კარ­ნა­ვალს. მგო­ნი, ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბაა. ზო­გა­დად, მე­ოც­ნე­ბე ვარ.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...მაგ­რად არ მსი­ა­მოვ­ნებს. ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა, როცა ადა­მი­ა­ნი პი­რის­პირ მი­ზის და სა­ქე­ბარ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბა. სა­ჯა­როდ შე­ქე­ბა დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის.

- მე­ში­ნია...

- ...გვე­ლის და მსუ­ქა­ნა ობო­ბის.

- ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...ბი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მისი გაზ­რდი­ლი ვარ. ეს იმ­დე­ნად დიდი ტკი­ვი­ლია ჩემ­თვის, რომ ფიქ­რიც არ მინ­და.

- არ მჩვე­ვია...

- ...ორ­პი­რო­ბა, თა­მა­ში, მლიქ­ვნე­ლო­ბა...

- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შემ­ხვდა და მი­თხრა, - 6 შვი­ლის მამა ვარ, ერთი სული მაქვს, მუ­შა­ო­ბას რო­დის მოვ­რჩე­ბი, რომ სახ­ლში მი­ვი­დეო. ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად უხა­რო­და, მა­სა­ვით ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. ეტყო­ბო­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მთლად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი არ იყო. ლა­პა­რა­კი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა­ზე ჩა­მო­ვარ­და. - შე­მომ­თა­ვა­ზეს და უარი ვუ­თხა­რიო. - 6 შვი­ლი გყავთ სარ­ჩე­ნი და დახ­მა­რე­ბა­ზე უარი რა­ტომ თქვით-მეთ­ქი? - ღმერ­თმა ჯან­მრთე­ლად მამ­ყო­ფოს და ჩემს შვი­ლებს თა­ვად მივ­ხე­დავ, მა­გა­თი არა­ფე­რი მინ­დაო. არა­და, ამ დროს სა­ხელ­მწი­ფოს­გან დახ­მა­რე­ბას ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი იღებს, რომ­ლებ­საც არა­ფე­რი აკ­ლი­ათ. ის კაცი ჩემს თვალ­ში გმი­რად იქცა.

- თა­ვად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა­ზე...

- ...არ ვფიქ­რობ. ერთი შვი­ლი უკვე მყავს.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...ბუ­ზღუ­ნა ხარო. უსა­მარ­თლოდ არას­დროს ვბუ­ზღუ­ნებ, მაგ­რამ მა­ინც მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...დავფრი­ნავ.

- ახლა...

- ...არ დავფრი­ნავ, დე­და­მი­წა­ზე მყა­რად ვდგა­ვარ.

- ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ...

- ...გო­გო­სა და ბიჭს შო­რის და­ქალ-ძმა­კა­ცო­ბა შე­იძ­ლე­ბა. მე მყავს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი, მაგ­რამ მათ­თან ყვე­ლა თე­მა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ. გოგო და ბიჭი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად თუ არი­ან, რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ მათ შო­რის რა­ღაც არ ხდე­ბა? რა, შუ­ა­ში ხან­ჯა­ლი უდევთ?

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ..

- ...გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­დეს და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფერს შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

კახა ახვლედიანი - "როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ"

კახა ახვლედიანი - "როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ"

"ჩემზე ამბობენ, მაგ ბიჭს არ ენდოთო", - აღიარებს "მაღვიძარას" წამყვანი, მსახიობი კახა ახვლედიანი და ნათქვამს თავისებურ ახსნას უძებნის. ზარმაცია, მაგრამ ამაყობს იმით, რომ საკუთარ თავზე მუშაობა არ ეზარება. მტკიცედ სჯერა, რომ წინ დიდი წარმატებები ელის. რა ვერ ისწავლა დღემდე, როდის კარგავს წონასწორობას და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...7 წლის ასაკში მინდოდა, ავტომრბოლელი გამოვსულიყავი, მერე კინოვარსკვლავობაზე დავიწყე ფიქრი. მსურდა, ბრუს ლის მსგავსი მსახიობი ვყოფილიყავი და კარატე მცოდნოდა. დიდი ხნის მანძილზე ჯეკი ჩანი მომწონდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გავჩნდი დედამიწაზე.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ცხოვრებამ, ქართულმა მენტალიტეტმა.

- აზიატი ხასიათი...

- ...არ მაქვს. არასდროს ვიტყვი: "ცოლო, მოკლე კაბა არ ჩაიცვა" ან "თამამი სამოსით არ გაიარო". რაც უფრო ლამაზი იქნება, ლამაზი ტან-ფეხი ექნება, მით უკეთესია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მაგ ბიჭს არ ენდოთო. ამას გოგონები იმიტომ ამბობენ, რომ არ მიცნობენ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულებაა.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიზარმაცეა. უ!!! ძალიან ზარმაცი ვარ.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ბევრს ვფიქრობ. ფიქრის კაცი ვარ, მაგრამ ჩემს ფიქრებში არ ფიგურირებს რომელიმე კონკრეტული თემა. არასდროს ვფიქრობ მომავალზე.

- არ მომწონს...

- ...ადამიანი, რომელიც დაგეგმილი ცხოვრებით ცხოვრობს. დამიჯერე, შეცდომებს ისინი უფრო ხშირად უშვებენ. მე სპონტანურობა მირჩევნია.

- ვიბნევი, როცა...

- ...იშვიათად ვიბნევი. ზოგიერთი ბიჭი ლამაზი გოგოს დანახვისას იბნევა, მე ასეთი რამ არ მემართება. რა ვიცი, აბა, რა გითხრა? არც სცენაზე გასვლისას ვიბნევი და არც - კამერების წინ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ბევრი რამ შემიძლია "გავატარო", მაგრამ უსამართლობაზე თვალების დახუჭვა ძალიან მიჭირს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კარატისტი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საკუთარ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი თავად მიმიძღვის. ჯერ დიდი წარმატებები არ მქონია, მაგრამ მომავალი წინ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცი ვარ, საკუთარ თავზე მუშაობა არ მეზარება.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...დასათმობია. მაგრამ თუ დათმობა ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი იქნება, რა თქმა უნდა, არაფერს დავთმობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე, ზღვის სანაპიროზე, უალკოჰოლო არომატულ კოქტეილს ვწრუპავდე და კარგ მუსიკას ვუსმენდე.

- ალკოჰოლის მიღება...

- ...ადრე უფრო ხშირად მიწევდა. ბოლო დროს ამაზე უარს ვამბობ, რადგანაც ნაბახუსევზე ცუდად ვარ და დილით ადრე ადგომა მიჭირს. ჩემი დღის რეჟიმთან ალკოჰოლის შეთავსება რთულია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მოგეხსენებათ, მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა, გამოცდები ჩააბარო, მე კი თეორიის ჩასაბარებელი ბილეთები ჯერ ვერ ვისწავლე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ზოგჯერ ვიმეორებ. მათ რამდენად ხშირად ვიხსენებ? მახსენდება ის, რაც ჩემს მეხსიერებაში ცუდად არის ჩარჩენილი და რაც ძალიან მაწუხებს. წვრილმან შეცდომებს ვივიწყებ.

- ძალიან მჯერა...

- ...უცხოპლანეტელების არსებობის; ამის ისე ძალიან მჯერა, რომ მგონია, ერთ დღესაც მათ სადმე გადავაწყდები. ბედისწერის მჯერა თუ არა? ვფიქრობ, ადამიანი მომავალს თავად ქმნის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძაღლების თავშესაფარს გავხსნიდი, მათ კარგად გამოვკვებავდი და მოვუვლიდი. ცხოველები მიყვარს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...პორნოფილმში გადაღებას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები. არანაირი თანხის სანაცვლოდ ამას არ გავაკეთებ.

- ბოლოს თვალზე ცრემლი მომადგა...

- ...ფილმის ნახვისას.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიზარმაცეა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...თვითირონიამ. საკუთარ თავზე ხშირად ვხუმრობ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...გაუაზრებლად არასდროს წავსულვარ და არც არასდროს წავალ. საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ვარ.

- ვოცნებობ...

- ...მოვიარო მსოფლიო. ყველა ქვეყნის ნახვა მინდა, რომელიც კი დედამიწაზე არსებობს.

- მოგზაურობას დავიწყებ...

- ...ბრაზილიიდან. ამ ქვეყნის ხალხი ძალიან მიზიდავს. მიუხედავად გაჭირვებისა, სულ კარგ ხასიათზე არიან, ცხოვრება უხარიათ. სიამოვნებით დავესწრებოდი მათ კარნავალს. მგონი, ეს ყველა ადამიანის ოცნებაა. ზოგადად, მეოცნებე ვარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მაგრად არ მსიამოვნებს. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, როცა ადამიანი პირისპირ მიზის და საქებარ სიტყვებს მეუბნება. საჯაროდ შექება დისკომფორტს მიქმნის.

- მეშინია...

- ...გველის და მსუქანა ობობის.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ბიძის გარდაცვალებაა. შეიძლება ითქვას, მისი გაზრდილი ვარ. ეს იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის, რომ ფიქრიც არ მინდა.

- არ მჩვევია...

- ...ორპირობა, თამაში, მლიქვნელობა...

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ტაქსის მძღოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა და მითხრა, - 6 შვილის მამა ვარ, ერთი სული მაქვს, მუშაობას როდის მოვრჩები, რომ სახლში მივიდეო. ცხოვრება იმდენად უხაროდა, მასავით ბედნიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ეტყობოდა, მატერიალურად მთლად წელში გამართული არ იყო. ლაპარაკი სოციალური დახმარების გაცემაზე ჩამოვარდა. - შემომთავაზეს და უარი ვუთხარიო. - 6 შვილი გყავთ სარჩენი და დახმარებაზე უარი რატომ თქვით-მეთქი? - ღმერთმა ჯანმრთელად მამყოფოს და ჩემს შვილებს თავად მივხედავ, მაგათი არაფერი მინდაო. არადა, ამ დროს სახელმწიფოსგან დახმარებას ბევრი ისეთი ადამიანი იღებს, რომლებსაც არაფერი აკლიათ. ის კაცი ჩემს თვალში გმირად იქცა.

- თავად მრავალშვილიანობაზე...

- ...არ ვფიქრობ. ერთი შვილი უკვე მყავს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ბუზღუნა ხარო. უსამართლოდ არასდროს ვბუზღუნებ, მაგრამ მაინც მსაყვედურობენ.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...დავფრინავ.

- ახლა...

- ...არ დავფრინავ, დედამიწაზე მყარად ვდგავარ.

- ვერ დავიჯერებ, რომ...

- ...გოგოსა და ბიჭს შორის დაქალ-ძმაკაცობა შეიძლება. მე მყავს მეგობარი გოგონები, მაგრამ მათთან ყველა თემაზე არ ვლაპარაკობ. გოგო და ბიჭი 24 საათის განმავლობაში ერთად თუ არიან, როგორ დავიჯერო, რომ მათ შორის რაღაც არ ხდება? რა, შუაში ხანჯალი უდევთ?

- დაბოლოს, გეტყვით, რომ..

- ...გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან, ძალიან გვიყვარდეს და სიყვარული ყველაფერს შეგვაძლებინებს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება