მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონმა დედოფალს საჩუქარზე უარი უთხრა
ქეით მიდლტონმა დედოფალს საჩუქარზე უარი უთხრა

ქეით მიდლტონ­მა დე­დო­ფალს ან­ტიკ­ვა­რულ სა­ჩუ­ქარ­ზე უარი უთხრა. ელი­სა­ბედ მე­ო­რეს სურ­და, რომ ახალ­შო­ბი­ლი პრინ­ცის ყვე­ლა ოთა­ხი ძვე­ლი სა­ო­ჯა­ხო ავე­ჯით გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა ქეით მიდლტონ­მა დე­დოფ­ლის სა­ჩუ­ქარ­ზე უარი თქვა. მიდლტონს სა­კუ­თა­რი შვი­ლის ოთახ­ში ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე უნდა.

სა­ო­ჯა­ხო რე­ლიქ­ვი­ე­ბი­დან პრინც ჯორჯს მხო­ლოდ სა­ბავ­შვო ეტლი და სა­ქა­ნე­ლა ცხე­ნი გა­და­ე­ცე­მა. ეტ­ლში, რო­მე­ლიც ძვე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ფირ­მის დამ­ზა­დე­ბუ­ლია, ძიძა ერთ დროს თა­ვად ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს არ­წევ­და, ხოლო სა­ქა­ნე­ლა ბავ­შვო­ბა­ში დე­დოფ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო იყო. ის ერთ-ერ­თია იმ 30 სა­თა­მა­შო ცხე­ნი­დან, რო­მე­ლიც ელი­ზა­ბეტს მის­მა ბა­ბუ­ამ, ჯორჯ მე­ხუ­თემ აჩუ­ქა.

გარ­და ამი­სა, ელი­ზა­ბეტ მე­ო­რემ მისი შვილ­თაშ­ვი­ლის­თვის უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში სა­თა­მა­შო­ე­ბის სა­ცა­ვი გახ­სნა. აქ და­ცუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ი­დან, ეგ­ზემპლარ­თა უმე­ტე­სო­ბა დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას დრო­ი­დან გროვ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინც ჯორ­ჯის მამა და ბიძა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და პრინ­ცი ჰარი საკ­მა­ოდ ცელ­ქი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ამი­ტომ მათ სა­მე­ფო ოჯა­ხის ან­ტიკ­ვა­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით თა­მა­ში ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დე­დო­ფალ­მა პრინც ჯორჯს ნამ­დვი­ლად დიდი პრი­ვი­ლე­გია მი­ა­ნი­ჭა.

პრინცს სა­ჩუქ­რებს მხო­ლოდ ბე­ბია არ ჩუქ­ნის. მა­გა­ლი­თად, ავ­სტრა­ლი­ის ექს-პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პრინც ჯორჯს უზარ­მა­ზა­რი სა­თა­მა­შო კენ­გუ­რუ გა­უგ­ზავ­ნა. ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცია PETA-სგან ახალ­შო­ბილ­მა მო­ნარ­ქმა და ტახ­ტის მემ­კვიდ­რემ ხე­ლოვ­ნუ­რი ცხვრის მა­ტყლის სა­ბა­ნი მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად.

ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი პრინცს ქე­ი­თის ბი­ძამ, გარი ოლდსმიტ­მა გა­უ­კე­თა. მან მო­ნარ­ქს მისი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თის კლუ­ბის "ჩელ­სის" აქ­ცი­ე­ბის პა­კე­ტი აჩუ­ქა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ქეით მიდლტონმა დედოფალს საჩუქარზე უარი უთხრა

ქეით მიდლტონმა დედოფალს საჩუქარზე უარი უთხრა

ქეით მიდლტონმა დედოფალს ანტიკვარულ საჩუქარზე უარი უთხრა. ელისაბედ მეორეს სურდა, რომ ახალშობილი პრინცის ყველა ოთახი ძველი საოჯახო ავეჯით გაეფორმებინა, თუმცა ქეით მიდლტონმა დედოფლის საჩუქარზე უარი თქვა. მიდლტონს საკუთარი შვილის ოთახში ყველაფერი ახალი და თანამედროვე უნდა.

საოჯახო რელიქვიებიდან პრინც ჯორჯს მხოლოდ საბავშვო ეტლი და საქანელა ცხენი გადაეცემა. ეტლში, რომელიც ძველი ბრიტანული ფირმის დამზადებულია, ძიძა ერთ დროს თავად ელიზაბეტ მეორეს არწევდა, ხოლო საქანელა ბავშვობაში დედოფლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სათამაშო იყო. ის ერთ-ერთია იმ 30 სათამაშო ცხენიდან, რომელიც ელიზაბეტს მისმა ბაბუამ, ჯორჯ მეხუთემ აჩუქა.

გარდა ამისა, ელიზაბეტ მეორემ მისი შვილთაშვილისთვის უინძორების სასახლეში სათამაშოების საცავი გახსნა. აქ დაცული სათამაშოების კოლექციიდან, ეგზემპლართა უმეტესობა დედოფალ ვიქტორიას დროიდან გროვდება.

აღსანიშნავია, რომ პრინც ჯორჯის მამა და ბიძა, პრინცი უილიამი და  პრინცი ჰარი საკმაოდ ცელქი ბავშვები იყვნენ, ამიტომ მათ სამეფო ოჯახის ანტიკვარი სათამაშოებით თამაში ეკრძალებოდათ. სწორედ ამის გათვალისწინებით, დედოფალმა პრინც ჯორჯს ნამდვილად დიდი პრივილეგია მიანიჭა.

პრინცს საჩუქრებს მხოლოდ ბებია არ ჩუქნის. მაგალითად, ავსტრალიის ექს-პრემიერ-მინისტრმა პრინც ჯორჯს უზარმაზარი სათამაშო კენგურუ გაუგზავნა. ცხოველების უფლებების დამცველ ორგანიზაცია PETA-სგან ახალშობილმა მონარქმა და ტახტის მემკვიდრემ ხელოვნური ცხვრის მატყლის საბანი მიიღო საჩუქრად.

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი პრინცს ქეითის ბიძამ, გარი ოლდსმიტმა გაუკეთა. მან მონარქს მისი საყვარელი ფეხბურთის კლუბის "ჩელსის" აქციების პაკეტი აჩუქა. 

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს