სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრას" წევრობისთვის იბრძვის
ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრას" წევრობისთვის იბრძვის

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2011" - ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნე­ში ძა­ლე­ბის მო­სა­სინ­ჯად ემ­ზა­დე­ბა. მი­სით ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე და­ინ­ტე­რეს­და. მას შემ­დეგ, რაც 2013 წლის 1 იან­ვარს ჯგუ­ფი "ვია გრა" და­ი­შა­ლა, რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე იყო, პრო­დუ­სერ­მა სა­ნაც­ვლოდ, გო­გო­ნე­ბის ახა­ლი ჯგუ­ფის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. ჯგუფს სა­მო­მავ­ლოდ რა და­ერ­ქმე­ვა, არა­ვინ იცის, მაგ­რამ მისი წევ­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად, მე­ლა­ძეს მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს. ის ცოტა ხან­ში რე­ა­ლურ შოუს, სა­ხელ­წო­დე­ბით "ხოჩუ ვია გრუ" და­ი­წყებს, რომ­ლის ერთ-ერთი წევ­რი ჯა­ნე­ტი იქ­ნე­ბა. მან ამის­თვის კი­ევ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბი უკვე გა­ი­ა­რა. "ამ­ბე­ბი.გე" ჯა­ნეტს და­უ­კავ­შირ­და.

ჯა­ნეტ ქე­დი­ყოშ­ვი­ლი:

- კონ­კურ­სში რუ­სე­თი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ბე­ლო­რუ­სი­დან რამ­დე­ნი­მე ათას­მა გო­გო­ნამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ, 24 შე­ირ­ჩა, მათ შო­რის ვარ მეც. კონ­სტან­ტი­ნემ გო­გო­ნე­ბის­გან 8 ჯგუ­ფი შექ­მნა ანუ თი­თო­ე­ულ­ში სამ-სამი მოვ­ხვდით. გუნდში ულა­მა­ზეს გოგ­ნებ­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი. ერთი ყა­ზა­ხე­თი­დან არის, შავგვრე­მა­ნია, მე­ო­რე - უკ­რა­ი­ნე­ლია. ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გა­ნაც თა­ვი­დან გო­გო­ნებს რომ გა­დავ­ხე­დე, სწო­რედ ამ ორმა მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა და გა­მი­მარ­თლა, რომ ჯგუფ­ში სწო­რედ მათ­თან მოვ­ხვდი. რა­ღაც კარ­გად მე­ნიშ­ნა, იქ­ნებ ჩვენ­მა გუნ­დმა ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წი­ოს, რა­ტო­მაც არა?

- რო­გორც მივ­ხვდი, რე­ა­ლუ­რი შოუ სა­ხელ­წო­დე­ბით - "ხოჩუ ვიუ გრუ", 8 კვი­რის მან­ძილ­ზე გას­ტანს და კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის არც ისე ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მზად ხარ ამის­თვის?

- კი. შე­მარ­თე­ბით ვარ. ამ კონ­კურ­სის ის მომ­წონს, რომ მო­ნა­წი­ლის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არც სი­თა­მა­მე­სა და არც გარ­ყვნი­ლე­ბას არ მო­ი­თხო­ვენ. ის კი არა, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს ჩემი სი­მორ­ცხვეც მო­ე­წო­ნათ...

შოუ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის: რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, ყა­ზა­ხე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სის წამ­ყვა­ნი ტე­ლე­არ­ხე­ბი გა­დას­ცე­მენ. ფი­ნა­ლი, ანუ გალა-კონ­ცერ­ტი მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

- პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­მა ამო­ცა­ნა რომ გა­გირ­თუ­ლონ და კა­მე­რის წინ გა­შიშ­ვლე­ბა მოგ­თხო­ვონ, რას იზამ?

- ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია! თუ მომ­თხო­ვეს, მა­შინ პრო­ექ­ტში არ დავ­რჩე­ბი. თან, არ უთ­ქვამთ, რომ ეს უნდა გა­ვა­კე­თო.

- კი­ევ­ში რამ­დენ ხან­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი?

- 15 აგ­ვის­ტოს­თვის და ვეც­დე­ბი 21 კონ­კურ­სან­ტი და­ვა­მარ­ცხო და ახა­ლი "ვია გრას" წევ­რი გავ­ხდე.

- გა­რეგ­ნო­ბა ხელს გი­წყობს, პლას­ტი­კუ­რიც ხარ, მაგ­რამ გო­გო­ნა­თა ჯგუ­ფი ვო­კა­ლის­ტე­ბით უნდა და­კომ­პლექტდეს. შენს მუ­სი­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე რას იტყვი?

- ვმღე­რი. თან, სა­ნამ კი­ევ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, მუ­სი­კის პე­და­გოგ­თან, რუ­სი­კო ბახ­ტა­ძეს­თან გა­ვი­ა­რე გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ვემ­ზა­დე­ბო­დი... მოკ­ლედ, საბ­რძოლ­ვე­ლად მზად ვარ...

ლალი ფა­ცია

ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრას" წევრობისთვის იბრძვის

ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრას" წევრობისთვის იბრძვის

"მის საქართველო 2011" - ჯანეტ ქერდიყოშვილი რუსულ შოუბიზნეში ძალების მოსასინჯად ემზადება. მისით ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც 2013 წლის 1 იანვარს ჯგუფი "ვია გრა" დაიშალა, რომლის პროდიუსერიც კონსტანტინე მელაძე იყო, პროდუსერმა სანაცვლოდ, გოგონების ახალი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ჯგუფს სამომავლოდ რა დაერქმევა, არავინ იცის, მაგრამ მისი წევრების შესარჩევად, მელაძეს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ის ცოტა ხანში რეალურ შოუს, სახელწოდებით "ხოჩუ ვია გრუ" დაიწყებს, რომლის ერთ-ერთი წევრი ჯანეტი იქნება. მან ამისთვის კიევში სპეციალური ტურები უკვე გაიარა. "ამბები.გე" ჯანეტს დაუკავშირდა.

ჯანეტ ქედიყოშვილი:

- კონკურსში რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან რამდენიმე ათასმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ, 24 შეირჩა, მათ შორის ვარ მეც. კონსტანტინემ გოგონებისგან 8 ჯგუფი შექმნა ანუ თითოეულში სამ-სამი მოვხვდით. გუნდში ულამაზეს გოგნებთან ერთად აღმოვჩნდი. ერთი ყაზახეთიდან არის, შავგვრემანია, მეორე - უკრაინელია. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგანაც თავიდან გოგონებს რომ გადავხედე, სწორედ ამ ორმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გამიმართლა, რომ ჯგუფში სწორედ მათთან მოვხვდი. რაღაც კარგად მენიშნა, იქნებ ჩვენმა გუნდმა ფინალამდე მიაღწიოს, რატომაც არა?

- როგორც მივხვდი, რეალური შოუ სახელწოდებით - "ხოჩუ ვიუ გრუ", 8 კვირის მანძილზე გასტანს და კონკურსანტებისთვის არც ისე ადვილი იქნება მასში მონაწილეობა. მზად ხარ ამისთვის?

- კი. შემართებით ვარ. ამ კონკურსის ის მომწონს, რომ მონაწილისგან განსაკუთრებულად არც სითამამესა და არც გარყვნილებას არ მოითხოვენ. ის კი არა, პროექტის ავტორებს ჩემი სიმორცხვეც მოეწონათ...

შოუ რამდენიმე ქვეყნის: რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელორუსის წამყვანი ტელეარხები გადასცემენ. ფინალი, ანუ გალა-კონცერტი მოსკოვში გაიმართება.

- პროექტის ავტორებმა ამოცანა რომ გაგირთულონ და კამერის წინ გაშიშვლება მოგთხოვონ, რას იზამ?

- ეს გამორიცხულია! თუ მომთხოვეს, მაშინ პროექტში არ დავრჩები. თან, არ უთქვამთ, რომ ეს უნდა გავაკეთო.

- კიევში რამდენ ხანში მიემგზავრები?

- 15 აგვისტოსთვის და ვეცდები 21 კონკურსანტი დავამარცხო და ახალი "ვია გრას" წევრი გავხდე.

- გარეგნობა ხელს გიწყობს, პლასტიკურიც ხარ, მაგრამ გოგონათა ჯგუფი ვოკალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. შენს მუსიკალურ მონაცემებზე რას იტყვი?

- ვმღერი. თან, სანამ კიევში გავემგზავრებოდი, მუსიკის პედაგოგთან, რუსიკო ბახტაძესთან გავიარე გაკვეთილები, ვემზადებოდი... მოკლედ, საბრძოლველად მზად ვარ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება