მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ აღასარიანი: "თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ"
ედუარდ აღასარიანი: "თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ"

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა გამ­გებ­ლო­ბა, რა კავ­ში­რი აქვს შსს -თან, რითი ხსნის იმ ფაქტს, რომ გამ­გებ­ლად ჯერ კი­დევ მა­შინ მო­ი­აზ­რე­ბო­და, როცა პოს­ტი ვა­კან­ტუ­რიც არ იყო - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ გამ­გე­ბელს ედუ­არდ აღა­სა­რი­ანს ესა­უბ­რა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ აგირ­ჩი­ეს ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე?

- ორი ეტა­პი გა­ვი­ა­რე, მე­სა­მე ეტა­პი კი კენ­ჭისყრა იყო, რო­მელ­საც 31-დან 26 დე­პუ­ტა­ტი ეს­წრე­ბო­და. ჩემს კან­დი­და­ტუ­რას 26 -ვემ და­უ­ჭი­რა მხა­რი. ვფიქ­რობ­დი და ახ­ლაც ასე ვფიქ­რობ, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვარ, რად­გან სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებ­ში, რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, ისე არა­სამ­თავ­რო­ბო სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. კარ­გად ვიცი სა­ხელ­მწი­ფო ენა და ასე­ვე კარ­გად ვფლობ სომ­ხურ და რუ­სულ ენებს, ანუ ხაზს ვუს­ვამ, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ მექ­ნე­ბა.

- თქვენს კან­დი­და­ტუ­რას გამ­გებ­ლის პოსტზე დიდი ხნით ად­რეც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ვიდ­რე ნა­ი­რი ირი­ცი­ა­ნი გა­დად­გე­ბო­და და მა­ში­ნაც, როცა პოს­ტი ვა­კან­ტუ­რი იყო...

- ჩვენ, ახალ­ქა­ლაქ­ში, პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე შე­უძ­ლი­ათ ეს თქვან. მეც ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვპა­სუ­ხობ­დი, რომ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც დღეს მუ­შა­ობს და სა­ნამ ეს ადა­მი­ა­ნი არ წა­სუ­ლა, სა­ნამ ვა­კან­სია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ არის, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "დაგ­ნიშ­ნეს" და თქვენ შსს- ს კად­რი ხართ...

- მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ ვმუ­შა­ობ. ამ ხმე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცას აწყობ­და. ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც არ შე­მიძ­ლია. ჩემს შე­სა­ხებ ასე­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ მე რა­ღაც სხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და ა.შ. კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ პარ­ტი­უ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. მათ შო­რის, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რიც არ ვი­ყა­ვი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

ედუარდ აღასარიანი: "თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ"

ედუარდ აღასარიანი: "თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ"

რატომ გადაწყვიტა გამგებლობა, რა კავშირი აქვს შსს -თან, რითი ხსნის იმ ფაქტს, რომ გამგებლად ჯერ კიდევ მაშინ მოიაზრებოდა, როცა პოსტი ვაკანტურიც არ იყო - ამ და სხვა საკითხებზე "სამხრეთის კარიბჭე" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს ედუარდ აღასარიანს ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე?

- ორი ეტაპი გავიარე, მესამე ეტაპი კი კენჭისყრა იყო, რომელსაც 31-დან 26 დეპუტატი ესწრებოდა. ჩემს კანდიდატურას 26 -ვემ დაუჭირა მხარი. ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ვარ, რადგან სხვადასხვა სფეროებში, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სისტემაში მუშაობის გამოცდილება მაქვს. კარგად ვიცი სახელმწიფო ენა და ასევე კარგად ვფლობ სომხურ და რუსულ ენებს, ანუ ხაზს ვუსვამ, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ენობრივი ბარიერი არ მექნება.

- თქვენს კანდიდატურას გამგებლის პოსტზე დიდი ხნით ადრეც განიხილავდნენ, ვიდრე ნაირი ირიციანი გადადგებოდა და მაშინაც, როცა პოსტი ვაკანტური იყო...

- ჩვენ, ახალქალაქში, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. ნებისმიერ ადამიანზე შეუძლიათ ეს თქვან. მეც ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ვპასუხობდი, რომ რეალობაში არსებობს ადამიანი, ვინც დღეს მუშაობს და სანამ ეს ადამიანი არ წასულა, სანამ ვაკანსია გამოცხადებული არ არის, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

- ამბობენ, რომ თქვენ ამ თანამდებობაზე "დაგნიშნეს" და თქვენ შსს- ს კადრი ხართ...

- მე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ვმუშაობ. ამ ხმების გავრცელება, როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობდა. ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ შემიძლია. ჩემს შესახებ ასევე ამბობდნენ, რომ მე რაღაც სხვა პარტიების წარმომადგენელი ვარ და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. მათ შორის, კომუნისტური პარტიის წევრიც არ ვიყავი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა