სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი დაშორდნენ
მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი დაშორდნენ

დამ­ღლე­ლი სას­წავ­ლო წლის შემ­დეგ მო­დე­ლი მა­რი­ტა ჯა­ნა­შია და­სას­ვე­ნებ­ლად მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყაზ­ბეგ­ში წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც ზღვა­ზე აპი­რებს გა­და­ნაც­ვლე­ბას. მო­დელ­მა და­ა­ნე­ბა თავი მუ­შა­ო­ბას, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბა­ა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში და მსა­ხი­ო­ბო­ბას ეუფ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ახა­ლია ისიც, რომ მა­რი­ტა შეყ­ვა­რე­ბულს, ფო­ტოგ­რაფ ლაშა ღუ­ღუ­ნიშ­ვილს და­შორ­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლი­და, მაგ­რამ რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მათი გზე­ბი გა­ი­ყა­რა.

დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სია

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ აკა­დე­მი­უ­რი წელი მქონ­და აღე­ბუ­ლი, სექ­ტემ­ბრი­დან კი დავ­ბრუნ­დი, და­ვი­ხიე ერთი კურ­სით უკან და თა­ვი­დან და­ვი­წყე სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი - გიზო ჟორ­და­ნია და ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი წე­ლი­წა­დი იყო ჩემ­თვის, დიდ დროს მო­ი­თხოვს თურ­მე სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე ლექ­ცი­ებ­ზე ვი­ყა­ვი, ბევრ რა­ღა­ცა­ზე მო­მი­წია უა­რის თქმამ. მო­დის კვი­რე­ულ­ში კი მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ გა­და­ღე­ბებ­ზე წას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან ფი­ზი­კუ­რად დრო არ მქონ­და ამის­თვის, რო­გორც იცით, ბან­კშიც ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ თავი და­ვა­ნე­ბე და ძი­რი­თა­დად სწავ­ლა­ზე გა­და­ვერ­თე. ჩემი რე­ჟი­მის გამო ვერც ერთ მე­გო­ბარს ვერ ვნა­ხუ­ლობ­დი, ამის გამო პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ჩემ­ზე და არა­ვინ მე­ლა­პა­რა­კე­ბა.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" ვნა­ხე შენი ფო­ტო­ე­ბი ნიკო გო­მე­ლა­უ­რის შვილ­თან, ჯე­ჯის­თან ერ­თად, რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ჯეჯი ჩემი ჯგუ­ფე­ლი და ახლო მე­გო­ბა­რია, ერ­თად ვსწავ­ლობთ. ისე, ჩვენს ჯგუფ­ში ჩა­რი­ცხულ ყვე­ლა ბავ­შვს ჰყავს გა­მო­ჩე­ნი­ლი დედ-მამა ან ბე­ბია-ბა­ბუა მა­ინც. ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლო­ბენ: ნა­ტა­ლია ჯუ­ღე­ლი – ელ­დარ და არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ი­ე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლი, ნინო ქო­რი­ძის შვი­ლი, უშან­გი ჩხე­ი­ძის, ამი­რან შა­ლი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი.

მარ­თა­ლია, სწავ­ლის პრო­ცე­სი რთუ­ლი იყო, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოც გახ­ლდათ. ერთი პე­რი­ო­დი ვფიქ­რობ­დი პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა­სა და სა­ბუ­თე­ბის სხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ტა­ნა­ზე, მაგ­რამ კარ­გია, რომ ეს არ გა­ვა­კე­თე, რად­გან მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა, მიმ­დი­ნა­რე წე­ლი­წად­მა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემს ბე­ბოს, მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ას, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ უნ­დო­და, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ახლა კი ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, გა­მოც­დებ­ზე და­დი­ო­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დით მედ­გა და რჩე­ვებს მაძ­ლევ­და. თე­ატ­რა­ლურ­ში ღია გა­მოც­დე­ბი ტარ­დე­ბა ხოლ­მე, სა­დაც ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ დას­წრე­ბა, რად­გან ბე­ბი­ა­ჩე­მი მსა­ხი­ო­ბია, მო­დი­ო­და და­სას­წრე­ბად, არ მინ­დო­და მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ მისი იქ ყოფ­ნა კარ­გიც კი იყო, მის­გან დიდ ძა­ლას ვგძნობ­დი, თუმ­ცა შე­ფა­სე­ბის­გან თავს იკა­ვებ­და.

სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა

- მო­დე­ლო­ბას თავს არ ვა­ნე­ბებ, რად­გან მიყ­ვარს ეს საქ­მე, ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რია ისე­თი, ვის­თა­ნაც მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. როცა რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ღე­ბა მქონ­და, თე­ატ­რა­ლურ­ში ხელს მი­წყობ­დნენ და მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ამას ხში­რად ვერ ვა­კე­თებ­დი. მო­დის კვი­რე­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი­დევ მი­ვი­ღებ. არ მინ­და, მო­დე­ლო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან გაქ­რეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი დაშორდნენ

მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი დაშორდნენ

დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ მოდელი მარიტა ჯანაშია დასასვენებლად მეგობრებთან ერთად ყაზბეგში წავიდა, საიდანაც ზღვაზე აპირებს გადანაცვლებას. მოდელმა დაანება თავი მუშაობას, შედარებით ნაკლებაადაა ჩართული სამოდელო სფეროში და მსახიობობას ეუფლება. გარდა ამისა, ჩვენი მკითხველისთვის ახალია ისიც, რომ მარიტა შეყვარებულს, ფოტოგრაფ ლაშა ღუღუნიშვილს დაშორდა. მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლიდა, მაგრამ როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მათი გზები გაიყარა.

დაბრუნებული პროფესია

- მოგეხსენებათ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აკადემიური წელი მქონდა აღებული, სექტემბრიდან კი დავბრუნდი, დავიხიე ერთი კურსით უკან და თავიდან დავიწყე სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები - გიზო ჟორდანია და ნანუკა ხუსკივაძე. ძალიან დატვირთული წელიწადი იყო ჩემთვის, დიდ დროს მოითხოვს თურმე სამსახიობო კარიერა, ფაქტობრივად, დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე ლექციებზე ვიყავი, ბევრ რაღაცაზე მომიწია უარის თქმამ. მოდის კვირეულში კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გადაღებებზე წასვლას ვერ ვახერხებდი, რადგან ფიზიკურად დრო არ მქონდა ამისთვის, როგორც იცით, ბანკშიც ვმუშაობდი, მაგრამ თავი დავანებე და ძირითადად სწავლაზე გადავერთე. ჩემი რეჟიმის გამო ვერც ერთ მეგობარს ვერ ვნახულობდი, ამის გამო პრაქტიკულად ყველა გაბრაზებულია ჩემზე და არავინ მელაპარაკება.

- "ფეისბუქზე" ვნახე შენი ფოტოები ნიკო გომელაურის შვილთან, ჯეჯისთან ერთად, რა ურთიერთობა გაქვთ?

- ჯეჯი ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარია, ერთად ვსწავლობთ. ისე, ჩვენს ჯგუფში ჩარიცხულ ყველა ბავშვს ჰყავს გამოჩენილი დედ-მამა ან ბებია-ბაბუა მაინც. ჩემთან ერთად სწავლობენ: ნატალია ჯუღელი – ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილი, ნინო ქორიძის შვილი, უშანგი ჩხეიძის, ამირან შალიკაშვილის შვილიშვილები.

მართალია, სწავლის პროცესი რთული იყო, მაგრამ იმავდროულად საინტერესოც გახლდათ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი პროფესიის შეცვლასა და საბუთების სხვა უნივერსიტეტში გადატანაზე, მაგრამ კარგია, რომ ეს არ გავაკეთე, რადგან მსახიობობა ძალიან საინტერესო საქმეა, მიმდინარე წელიწადმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ჩემს ბებოს, მარინა ჯანაშიას, კატეგორიულად არ უნდოდა, სამსახიობოზე ჩამებარებინა, ახლა კი ჩემი დიდი გულშემატკივარია, გამოცდებზე დადიოდა, ყველანაირად გვერდით მედგა და რჩევებს მაძლევდა. თეატრალურში ღია გამოცდები ტარდება ხოლმე, სადაც ამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ დასწრება, რადგან ბებიაჩემი მსახიობია, მოდიოდა დასასწრებად, არ მინდოდა მოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მისი იქ ყოფნა კარგიც კი იყო, მისგან დიდ ძალას ვგძნობდი, თუმცა შეფასებისგან თავს იკავებდა.

სამოდელო კარიერა

- მოდელობას თავს არ ვანებებ, რადგან მიყვარს ეს საქმე, ბევრი დიზაინერია ისეთი, ვისთანაც მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. როცა რაიმე სერიოზული გადაღება მქონდა, თეატრალურში ხელს მიწყობდნენ და მივდიოდი, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვაკეთებდი. მოდის კვირეული ძალიან მიყვარს და მონაწილეობას კიდევ მივიღებ. არ მინდა, მოდელობა ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება