კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თარგამაძე - "ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"
გიორგი თარგამაძე - "ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"

"პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში გა­და­ცე­მა "ემას შოუ" Hard Talk-შოუს ფორ­მა­ტი­საა. გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი ფი­გუ­რე­ბი და კვი­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პერ­სო­ნე­ბი არი­ან.

"ემას შოუს" წამ­ყვა­ნი, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლია. "ემას შოუ" "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში ყო­ველ შა­ბათს, 19:30-ზე გა­დის.

ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე გა­სულ კვი­რას "ემას შოუს" სტუ­მა­რი იყო.

- წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ველ­თა 4-5% გი­ჭერთ მხარს და რო­გორც ვიცი, ამ შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო სუ­ლაც არა ხართ...

- უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც მაქვს, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა იმ ნა­წი­ლის, რო­მე­ლიც ჯერ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და საკ­მა­ოდ დიდი სეგ­მენ­ტია სა­ერ­თო ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა, გან­წყო­ბა ჩემი კან­დი­და­ტუ­რის მი­მართ საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რია.

- ამ თქვენს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კვლე­ვა­სა და ანა­ლიზ­ში, რო­მე­ლიც იმედს გაძ­ლევთ, რო­გორ ეწე­რე­ბა თქვე­ნი და­მარ­ცხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში?

- ეს ნამ­დვი­ლად არ იყო სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი, რო­მე­ლიც ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღეთ. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რა დი­ნა­მი­კით ვი­თარ­დე­ბო­და ჩვე­ნი პარ­ტია და რა შე­დე­გებს ვაღ­წევ­დით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ უნდა გაგ­ვეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ მოხ­დე­ბო­და ის, რა­საც ჰქვია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­მოს­ვლა. ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ნა­ცხად­მა სექ­ტემ­ბერ­ში ბევ­რი რამ და­ა­ყე­ნა თავ­და­ყი­რა.

- დენი 10 თეთ­რი, გაზი 5 თეთ­რი, წყა­ლი უფა­სო - ამ და­პი­რე­ბე­ბით მო­დი­ო­დით პარ­ლა­მენ­ტში. არ გეჩ­ვე­ნე­ბათ ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რომ ასე­თი და­პი­რე­ბე­ბი პო­პუ­ლიზ­მი და უტო­პია იყო?

- არა­თუ არ მეჩ­ვე­ნე­ბა, პი­რი­ქით, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ყვე­ლა ეს მო­თხოვ­ნა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლიზმს, ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და არა მხო­ლოდ დე­ნის ტა­რი­ფის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა არის და იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამა­ზე მკა­ფი­ოდ მე­ტყვე­ლებ­და არა მხო­ლოდ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ეკო­ნო­მი­კურ-სა­ტა­რი­ფო პროგ­რა­მა, არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბე­ბიც. დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, "თე­ლა­სის" შე­ძე­ნის სურ­ვილ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. ბოლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გი­გი­ათ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი? წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მის მიერ წა­მო­წე­უ­ლი ეს თემა თურ­მე არ იყო პო­პუ­ლიზ­მი და ჩვენ როცა კონ­კრე­ტულ სქე­მას ვდებ­დით, ეს პო­პუ­ლიზ­მია?

- ნა­წყე­ნი ხართ ივა­ნიშ­ვილ­ზე იმის გამო, რომ არ შეგ­ხვდათ არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს?

- გა­უ­გე­ბა­რია, როცა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, რო­მელ­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ნა­ხუ­ლობ­დეს დროს, რომ მო­ის­მი­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დოდ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

გიორგი თარგამაძე - "ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"

გიორგი თარგამაძე - "ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"

"პალიტრა TV"-ს ეთერში გადაცემა "ემას შოუ" Hard Talk-შოუს ფორმატისაა. გადაცემის სტუმრები ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურები და კვირის ყველაზე აქტუალური პერსონები არიან.

"ემას შოუს" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილია. "ემას შოუ" "პალიტრა TV"-ს ეთერში ყოველ შაბათს, 19:30-ზე გადის.

ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი პარლამენტის წევრი და მოქმედი პრეზიდენტობის კანდიდატი, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე გასულ კვირას "ემას შოუს" სტუმარი იყო.

- წინასწარი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 4-5% გიჭერთ მხარს და როგორც ვიცი, ამ შედეგით უკმაყოფილო სულაც არა ხართ...

- უპირატესობა, რომელიც მაქვს, მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა იმ ნაწილის, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელია და საკმაოდ დიდი სეგმენტია საერთო ამომრჩევლებისა, განწყობა ჩემი კანდიდატურის მიმართ საკმაოდ პოზიტიურია.

- ამ თქვენს წინასაარჩევნო კვლევასა და ანალიზში, რომელიც იმედს გაძლევთ, როგორ ეწერება თქვენი დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში?

- ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო შედეგი, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა დინამიკით ვითარდებოდა ჩვენი პარტია და რა შედეგებს ვაღწევდით, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ უნდა გაგვეძლიერებინა ჩვენი პოზიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა. ივანიშვილის განაცხადმა სექტემბერში ბევრი რამ დააყენა თავდაყირა.

- დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო - ამ დაპირებებით მოდიოდით პარლამენტში. არ გეჩვენებათ ამ გადასახედიდან, რომ ასეთი დაპირებები პოპულიზმი და უტოპია იყო?

- არათუ არ მეჩვენება, პირიქით, ვრწმუნდები, რომ ყველა ეს მოთხოვნა ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა. რაც შეეხება პოპულიზმს, ის, რომ საქართველოში ელექტროენერგიისა და არა მხოლოდ დენის ტარიფის მნიშვნელოვნად შემცირება არის და იყო შესაძლებელი, ამაზე მკაფიოდ მეტყველებდა არა მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატების" ეკონომიკურ-სატარიფო პროგრამა, არამედ "ქართული ოცნების" დაპირებებიც. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი, ბატონი ივანიშვილი, "თელასის" შეძენის სურვილზე ლაპარაკობდა. ბოლო 9 თვის განმავლობაში გაგიგიათ ამ თემაზე საუბარი? წინასაარჩევნოდ მის მიერ წამოწეული ეს თემა თურმე არ იყო პოპულიზმი და ჩვენ როცა კონკრეტულ სქემას ვდებდით, ეს პოპულიზმია?

- ნაწყენი ხართ ივანიშვილზე იმის გამო, რომ არ შეგხვდათ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს?

- გაუგებარია, როცა ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც დემოკრატიული სისტემის მშენებლობაზე აქვს პრეტენზია, 9 თვის განმავლობაში ვერ ნახულობდეს დროს, რომ მოისმინოს პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხედულებები, საზოგადოდ, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა