საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელები სამხედრო პილოტების დეფიციტს განიცდიან
ამერიკელები სამხედრო პილოტების დეფიციტს განიცდიან

აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბის პი­ლო­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, სა­ა­ვი­ა­ციო ნა­წი­ლე­ბის სრუ­ლი და­კომ­პლექ­ტე­ბის­თვის თავ­დაც­ვის უწყე­ბას 200 პი­ლო­ტი სჭირ­დე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, უწყე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის პერ­სპექ­ტი­უ­ლო­ბის გაზ­რდის პროგ­რა­მას ატა­რებს. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2021 წლამ­დე, აშშ-ს სა­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პი­ლო­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი 700 კა­ცამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

პი­ლო­ტე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა ორმა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. პირ­ვე­ლი ბოლო დროს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის პო­პუ­ლა­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. პენ­ტა­გო­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მად 10 წლი­ა­ნი სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შემ­დგომ 5 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას მხო­ლოდ 65 % თან­ხმდე­ბა. მა­შინ რო­დე­საც 1993-ში ეს ციფ­რი 80 % იყო. მე­ო­რე - უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბაა. უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 153 საბ­რძო­ლო მფრი­ნა­ვი უპი­ლო­ტო­ე­ბის ოპე­რა­ტო­რე­ბად გა­და­ამ­ზა­დეს.

მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, წელს პენ­ტა­გო­ნი 130 პი­ლო­ტის მი­ღე­ბას გეგ­მავს. მათ რი­ცხვში გა­სა­უბ­რე­ბის, ტეს­ტი­რე­ბე­ბი­სა და მრა­ვალ­მხრი­ვი შე­მოწ­მე­ბე­ბის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან. კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბა თვი­თო­ე­ულ პირს ბო­ნუ­სის სა­ხით 225,000 დო­ლარს გა­და­უხ­დის (25-25,000 ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში).

მსურ­ვე­ლებ­თან 9 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი გა­ფორმ­დე­ბა. ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ტეს­ტი­რე­ბი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 34,500-დან 97,400 დო­ლა­რამ­დე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბო­ნუ­სის ჩათ­ვლით ყო­ვე­ლი მფრი­ნა­ვის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 59,500-დან 122,400 დო­ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ს მი­ხედ­ვით

ამერიკელები სამხედრო პილოტების დეფიციტს განიცდიან

ამერიკელები სამხედრო პილოტების დეფიციტს განიცდიან

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო თვითმფრინავების პილოტების დეფიციტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. არსებული ცნობით, საავიაციო ნაწილების სრული დაკომპლექტებისთვის თავდაცვის უწყებას 200 პილოტი სჭირდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უწყება ანაზღაურებისა და სამხედრო სამსახურის პერსპექტიულობის გაზრდის პროგრამას ატარებს. წარუმატებლობის შემთხვევაში, 2021 წლამდე, აშშ-ს სახედრო-საჰაერო ძალებში მაღალკვალიფიციური პილოტების დეფიციტი 700 კაცამდე გაიზრდება.

პილოტების არასაკმარისი რაოდენობა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ბოლო დროს სამხედრო სამსახურის პოპულაობის შემცირებაში მდგომარეობს. პენტაგონის მონაცემებით, ამჟამად 10 წლიანი საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, შემდგომ 5 წლიანი კონტრაქტის გაგრძელებას მხოლოდ 65 % თანხმდება. მაშინ როდესაც 1993-ში ეს ციფრი 80 % იყო. მეორე - უპილოტო საფრენი აპარატების მომრავლებაა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 153 საბრძოლო მფრინავი უპილოტოების ოპერატორებად გადაამზადეს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, წელს პენტაგონი 130 პილოტის მიღებას გეგმავს. მათ რიცხვში გასაუბრების, ტესტირებებისა და მრავალმხრივი შემოწმებების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლების მქონე პირები მოხვდებიან. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში თავდაცვის უწყება თვითოეულ პირს ბონუსის სახით 225,000 დოლარს გადაუხდის (25-25,000 ცხრა წლის განმავლობაში).

მსურველებთან 9 წლიანი კონტრაქტები გაფორმდება. ხელფასის ოდენობა ინდივიდუალურად, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე განისაზღვრება. შედეგებიდან გამომდინარე წლიური ანაზღაურება 34,500-დან 97,400 დოლარამდე განისაზღვრება. შესაბამისად, ბონუსის ჩათვლით ყოველი მფრინავის წლიური ანაზღაურება 59,500-დან 122,400 დოლარამდე იქნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე