კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკუშა ხატიას დავიწყებას ცდილობს - "არ მგონია, ასეთი სიყვარული უცებ გაქრეს, მაგრამ ფარ-ხმალი უკვე დავყარე"
ნიკუშა ხატიას დავიწყებას ცდილობს - "არ მგონია, ასეთი სიყვარული უცებ გაქრეს, მაგრამ ფარ-ხმალი უკვე დავყარე"

ნი­კუ­შას და ხა­ტი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ვი­დეო სა­ხელ­წო­დე­ბით "კუ­რი­ე­რის" სპე­ცგა­მოშ­ვე­ბა ნი­კუ­შას + ხა­ტია" უკვე ლა­მის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა. ნი­კუ­შამ სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა თა­ვის რჩე­ულს და "კუ­რი­ე­რის" ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით სიყ­ვა­რულ­ში საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­უ­ტყდა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა იმ ნი­უ­სით და­ი­წყო, რომ ნი­კუ­შას ხა­ტია უყ­ვარს. სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც ამ თე­მა­ზე "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ამ­ზა­და, და­ხუნძლუ­ლია ექი­მე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ნი­კუ­შა უც­ნა­უ­რი ავად­მყო­ფო­ბით - ხა­ტი­ა­მა­ნი­ით არის შე­პყრო­ბი­ლი, იქ­ვეა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დას­კვნე­ბიც.

ვი­დეო, რა თქმა უნდა, "რუს­თა­ვი 2" -ის ეთერ­ში არ გა­სუ­ლა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­თავ­სდა და სწრა­ფა­დაც გავ­რცელ­და. ბმულს მთე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი" უზი­ა­რებს ერ­თმა­ნეთს და მსგავს კო­მენ­ტა­რებს ურ­თავს: "ხა­ტია, შენ თუ გული გაქვს, ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ მა­ინც უნდა უპა­სუ­ხო ნი­კუ­შას სიყ­ვა­რუ­ლით".

ჩვენ ამ ამ­ბის მთა­ვა­რი გმი­რი, ნი­კუ­შა ჩო­მა­ხაშ­ვი­ლი ვი­პო­ვეთ და ამ სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გა­მოვ­კი­თხეთ.

- "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში" ვმუ­შა­ობ, სა­დაც ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მათ შო­რის "სტუ­დენ­ტთა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი" და მოძ­რა­ო­ბა "სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პა­ცი­ის გა­რე­შე" . ამ ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც ვმუ­შა­ობ და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, ვე­ტე­რი­ნა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე.

- შენი ვი­დეო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და. გვი­ამ­ბე შენი და ხა­ტი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

- მე და ხა­ტია დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წე­ლია. პირ­ვე­ლად ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ვნა­ხე, იქ სწავ­ლობ­და. ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ბევ­რი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა ერ­ქვა ამას. ხში­რა­დაც ვერ ვხე­დავ­დით ერ­თმა­ნეთს. ხა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დუ­ბა­ი­ში გა­და­ბარ­გდა დე­დას­თან. იქ მუ­შა­ობს, რო­მე­ლი­ღაც კომ­პა­ნი­ის პი­არ­მე­ნე­ჯე­რია. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, მაგ­რამ 1-2 აგ­ვის­ტოს მი­დის. მე დუ­ბა­ი­ში ჩას­ვლის პრობ­ლე­მა არ მქო­ნია, თვი­თონ არ სურ­და, უხერ­ხუ­ლობ­და და მეც ვი­კა­ვებ­დი თავს. ინ­ტერ­ნე­ტით და ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. ეს სი­ურპრი­ზი პირ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა. თა­ვი­დან ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ზურა სა­ლუქ­ვა­ძემ ხა­ტი­ას საყ­ვა­რე­ლი ლექ­სი ჩა­წე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად ხა­ტი­ას­თვის და ამე­რი­კი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა ვი­დე­ო­ვერ­სია. უამ­რა­ვი ჩა­ნა­ხა­ტი მი­ვუ­ძღვე­ნი ხა­ტი­ას.

- ხა­ტი­ას თუ უყ­ვარს ნი­კუ­შა?

- უყ­ვარს, ოღონდ რო­გორც მე­გო­ბა­რი ისე.

- ფარ-ხმალს მა­ინც არ ყრი, რო­გორც გა­ტყობ...

- ეს ადრე იყო, ახლა უკვე დავ­ყა­რე. ბოლო დროს გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ჩემი გრძნო­ბე­ბის ერ­თგუ­ლი დავ­რჩე­ბი ყო­ველ­თვის, არ მგო­ნია, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ასე უცებ გაქ­რეს, მაგ­რამ არ­სე­ბობს პრინ­ცი­პე­ბიც. მის შე­წუ­ხე­ბას და თა­ვის მო­ბეზ­რე­ბას აღარ ვა­პი­რებ. აღარც და­ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი, ჩემ­თვის ვიქ­ნე­ბი. ბევ­რი სი­ურპრი­ზი-ვი­დეო მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ხა­ტი­ას­თვის, მაგ­რამ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ.

- "კუ­რი­ე­რის" სპე­ცგა­მოშ­ვე­ბის იდეა შენი იყო?

- ჩემი იდეა იყო, თუმ­ცა ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძეს თა­ვი­სი მე­უღ­ლის­თვის უნ­დო­და სი­ურპრი­ზი ამ ფორ­მით გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ გაგ­რძელ­და ნი­კუ­შას და ხა­ტი­ას სიყ­ვა­რუ­ლი ამ­ბა­ვი "კუ­რი­ე­რის" სპეც-გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ნიკუშა ხატიას დავიწყებას ცდილობს - "არ მგონია, ასეთი სიყვარული უცებ გაქრეს, მაგრამ ფარ-ხმალი უკვე დავყარე"

ნიკუშა ხატიას დავიწყებას ცდილობს - "არ მგონია, ასეთი სიყვარული უცებ გაქრეს, მაგრამ ფარ-ხმალი უკვე დავყარე"

ნიკუშას და ხატიას სიყვარულის ამბავი ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია. ვიდეო სახელწოდებით ''კურიერის'' სპეცგამოშვება ნიკუშას + ხატია'' უკვე ლამის მთელმა საქართველომ ნახა. ნიკუშამ სიურპრიზი გაუკეთა თავის რჩეულს და ''კურიერის'' ჯგუფის დახმარებით სიყვარულში საკმაოდ ორიგინალურად გამოუტყდა.

საინფორმაციო გამოშვება იმ ნიუსით დაიწყო, რომ ნიკუშას ხატია უყვარს. სიუჟეტი, რომელიც ამ თემაზე ''კურიერის'' ჟურნალისტმა მოამზადა, დახუნძლულია ექიმების კომენტარებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნიკუშა უცნაური ავადმყოფობით - ხატიამანიით არის შეპყრობილი, იქვეა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის დასკვნებიც.

ვიდეო, რა თქმა უნდა, ''რუსთავი 2'' -ის ეთერში არ გასულა, სოციალურ ქსელებში განთავსდა და სწრაფადაც გავრცელდა. ბმულს მთელი ''ფეისბუქი'' უზიარებს ერთმანეთს და მსგავს კომენტარებს ურთავს: ''ხატია, შენ თუ გული გაქვს, ამ ვიდეოს შემდეგ მაინც უნდა უპასუხო ნიკუშას სიყვარულით".

ჩვენ ამ ამბის მთავარი გმირი, ნიკუშა ჩომახაშვილი ვიპოვეთ და ამ სიყვარულის შესახებ დეტალურად გამოვკითხეთ.

- ''საზოგადოებრივ ინიციატივაში'' ვმუშაობ, სადაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. მათ შორის ''სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი'' და მოძრაობა ''საქართველო ოკუპაციის გარეშე'' . ამ ორივე ორგანიზაციაშიც ვმუშაობ და აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ვეტერინარულ ფაკულტეტზე.

- შენი ვიდეო საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. გვიამბე შენი და ხატიას სიყვარულის ამბავი.

- მე და ხატია დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით ხუთი წელია. პირველად ილიას უნივერსიტეტის წინ ვნახე, იქ სწავლობდა. ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა. ბევრი ნახვით შეყვარება ერქვა ამას. ხშირადაც ვერ ვხედავდით ერთმანეთს. ხატია საქართველოში არ ცხოვრობს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დუბაიში გადაბარგდა დედასთან. იქ მუშაობს, რომელიღაც კომპანიის პიარმენეჯერია. ახლა საქართველოშია, მაგრამ 1-2 აგვისტოს მიდის. მე დუბაიში ჩასვლის პრობლემა არ მქონია, თვითონ არ სურდა, უხერხულობდა და მეც ვიკავებდი თავს. ინტერნეტით და ტელეფონით ვურთიერთობდით. ეს სიურპრიზი პირველი არ ყოფილა. თავიდან ჩემმა მეგობარმა ზურა სალუქვაძემ ხატიას საყვარელი ლექსი ჩაწერა სპეციალურად ხატიასთვის და ამერიკიდან გამომიგზავნა ვიდეოვერსია. უამრავი ჩანახატი მივუძღვენი ხატიას.

- ხატიას თუ უყვარს ნიკუშა?

- უყვარს, ოღონდ როგორც მეგობარი ისე.

- ფარ-ხმალს მაინც არ ყრი, როგორც გატყობ...

- ეს ადრე იყო, ახლა უკვე დავყარე. ბოლო დროს გვქონდა ამაზე საუბარი. ჩემი გრძნობების ერთგული დავრჩები ყოველთვის, არ მგონია, ასეთი სიყვარული ასე უცებ გაქრეს, მაგრამ არსებობს პრინციპებიც. მის შეწუხებას და თავის მობეზრებას აღარ ვაპირებ. აღარც დავეკონტაქტები, ჩემთვის ვიქნები. ბევრი სიურპრიზი-ვიდეო მაქვს გადაღებული ხატიასთვის, მაგრამ გამოქვეყნებას არ ვაპირებ.

- ''კურიერის'' სპეცგამოშვების იდეა შენი იყო?

- ჩემი იდეა იყო, თუმცა ირაკლი მაისურაძეს თავისი მეუღლისთვის უნდოდა სიურპრიზი ამ ფორმით გაეკეთებინა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ასევე: როგორ გაგრძელდა ნიკუშას და ხატიას სიყვარული ამბავი "კურიერის" სპეც-გამოშვების შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია