სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა ცხომელიძე - "რუსთავი 2"-ში დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს
თეონა ცხომელიძე - "რუსთავი 2"-ში დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს

ცხრა წე­ლია, რაც სა­კუ­თა­რი თავი ჟურ­ნა­ლის­ტი­კას მი­უ­ძღვნა. პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა იც­ვლე­ბა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ნაკ­ლე­ბად, ძი­რი­თა­დად, თა­ნამ­დე­ბო­ბებს იც­ვლი­ან. მა­გა­ლი­თად, თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძის პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე იყო, ოღონდ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სტა­ტუ­სით. დღეს ბურ­ჯა­ნა­ძე ოპო­ზი­ცი­ა­შია, თე­ო­ნა - ისევ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. პო­ლი­ტი­კა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ველ­თვის ბევ­რი მო­სა­ყო­ლი აქვთ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც "კუ­რი­ე­რის" ერთ-ერთი გა­მოც­დი­ლი კად­რი აღ­მოჩ­ნდა.

- პრო­ფე­სი­ით ტე­ლე­რე­ჟი­სო­რი ვარ, პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პრაქ­ტი­კა­ზე მი­ვე­დი. მე­გო­ნა, რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მა­ში ჩემი პრო­ფე­სი­ით გა­ვივ­ლი­დი სტა­ჟი­რე­ბას, თუმ­ცა ად­გილ­ზე გა­ირ­კვა, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში მოვ­ხვდი. იქამ­დე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე და აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ას ვირ­ჩევ­დი, ვფიქ­რობ­დი, რე­ჟი­სო­რო­ბა ის საქ­მე იყო, რომ­ლის კე­თე­ბაც მინ­დო­და. ახლა მი­მაჩ­ნია, მა­შინ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში რომ მოვ­ყე­ვი. ორი წლის შემ­დეგ, 2006 წელს გად­მო­ვე­დი "რუს­თა­ვი 2"-ში და მა­ლე­ვე დავ­რწმუნ­დი, რომ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე და სამ­სა­ხუ­რი მაქვს.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მელ თე­მებ­ზე მუ­შა­ობთ?

- პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე, ხში­რად მი­წევს პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა. ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სწო­რედ ამ სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას ვგრძნობ... დღემ­დე ვი­ძა­ბე­ბი და ვნერ­ვი­უ­ლობ, თუ საქ­მე კრი­მი­ნალს შე­ე­ხე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბას გა­იხ­სე­ნებ­დით?

- რთუ­ლია, რო­დე­საც საქ­მე ბავ­შვებს ეხე­ბა. დღემ­დე ძა­ლი­ან მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ოთხი წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი. მა­შინ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და ამ ფონ­ზე კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. დი­ლას დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ ექ­ვსი წლის ბავ­შვი და­ი­კარ­გა. გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვე­დი, მშობ­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად ვე­ძებ­დი სა­დღაც ნან­გრე­ვებ­ში. იპო­ვეს და ბავ­შვი, სამ­წუ­ხა­როდ, მოკ­ლუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მოკ­ლე დრო­ში მო­მიხ­და. 20 წუთ­ში ჩარ­თვა მქონ­და და ახ­ლაც არ ვიცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე მა­შინ მშვი­დი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის მი­ღე­ბა.

- პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი რეს­პონ­დენ­ტი გა­იხ­სე­ნეთ, რომ­ლის ჩა­წე­რა­ზეც ბევ­რი ინერ­ვი­უ­ლეთ...

- პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტის ჩა­წე­რი­დან ძა­ლი­ან დიდი დროა გა­სუ­ლი, უკვე ცხრა წელი, თუმ­ცა რო­გორც მახ­სოვს, ეს იყო ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ და მარ­ტოს მო­მი­წია ჩა­წე­რამ. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ რამე არ შემ­შლო­და. კი­თხვა ფურ­ცელ­ზე დავ­წე­რე და კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლამ­დე ვი­ზე­პი­რებ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა და ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ვერც მიხ­ვდა, რომ ის ჩემი პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თეონა ცხომელიძე - "რუსთავი 2"-ში დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს

თეონა ცხომელიძე - "რუსთავი 2"-ში დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს

ცხრა წელია, რაც საკუთარი თავი ჟურნალისტიკას მიუძღვნა. პოლიტიკური რეალობა იცვლება, პოლიტიკოსები ნაკლებად, ძირითადად, თანამდებობებს იცვლიან. მაგალითად, თეონა ცხომელიძის პირველი რესპონდენტი ნინო ბურჯანაძე იყო, ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით. დღეს ბურჯანაძე ოპოზიციაშია, თეონა - ისევ ჟურნალისტიკაში. პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს ყოველთვის ბევრი მოსაყოლი აქვთ, გამონაკლისი არც "კურიერის" ერთ-ერთი გამოცდილი კადრი აღმოჩნდა.

- პროფესიით ტელერეჟისორი ვარ, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში პრაქტიკაზე მივედი. მეგონა, რომელიმე გადაცემაში ჩემი პროფესიით გავივლიდი სტაჟირებას, თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ საინფორმაციო სამსახურში მოვხვდი. იქამდე არასოდეს მიფიქრია ჟურნალისტობაზე და აბიტურიენტობისას, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვფიქრობდი, რეჟისორობა ის საქმე იყო, რომლის კეთებაც მინდოდა. ახლა მიმაჩნია, მაშინ ძალიან გამიმართლა, ამ გაუგებრობაში რომ მოვყევი. ორი წლის შემდეგ, 2006 წელს გადმოვედი "რუსთავი 2"-ში და მალევე დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს.

- ყველაზე ხშირად რომელ თემებზე მუშაობთ?

- პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ხშირად მიწევს პარლამენტში ყოფნა. ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ამ საკითხების გაშუქებისას ვგრძნობ... დღემდე ვიძაბები და ვნერვიულობ, თუ საქმე კრიმინალს შეეხება.

- განსაკუთრებულად რომელი სიუჟეტის მომზადებას გაიხსენებდით?

- რთულია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. დღემდე ძალიან მძიმედ მახსენდება ოთხი წლის წინანდელი ამბავი. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და ამ ფონზე კიდევ უფრო ემოციური იყო ეს ყველაფერი. დილას დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ექვსი წლის ბავშვი დაიკარგა. გადაღებაზე წავედი, მშობლებსა და პოლიციასთან ერთად ვეძებდი სადღაც ნანგრევებში. იპოვეს და ბავშვი, სამწუხაროდ, მოკლული აღმოჩნდა. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ემოციებთან გამკლავება მოკლე დროში მომიხდა. 20 წუთში ჩართვა მქონდა და ახლაც არ ვიცი, როგორ მოვახერხე მაშინ მშვიდი გამომეტყველების მიღება.

- პირველი ცნობილი რესპონდენტი გაიხსენეთ, რომლის ჩაწერაზეც ბევრი ინერვიულეთ...

- პირველი რესპონდენტის ჩაწერიდან ძალიან დიდი დროა გასული, უკვე ცხრა წელი, თუმცა როგორც მახსოვს, ეს იყო ნინო ბურჯანაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და მარტოს მომიწია ჩაწერამ. ვნერვიულობდი, რომ რამე არ შემშლოდა. კითხვა ფურცელზე დავწერე და კაბინეტში შესვლამდე ვიზეპირებდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ქალბატონი ნინო ვერც მიხვდა, რომ ის ჩემი პირველი რესპონდენტი იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები