პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი პატიმარი - "ოლეგ ფაცაცია სახეში მაფურთხებდა..."
ყოფილი პატიმარი - "ოლეგ ფაცაცია სახეში მაფურთხებდა..."

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი ისეთ მძი­მე ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან, რომ უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მათ­თან ერ­თად არ მო­ი­თხო­ვო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯა. ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცი­ხის ჯა­ლა­თე­ბის დას­ჯას კა­ტე­გო­რი­უ­ლად სთხო­ვენ.

ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი - გენ­რიხ არო­ში­ძე რე­ჟი­მის ერთ-ერთი მსხვერ­პლი გახ­ლავთ. ის აღ­შფო­თე­ბუ­ლია ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი 16 პი­რის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი სას­ჯე­ლე­ბით. არო­ში­ძე გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს, ოლეგ ფა­ცა­ცი­ას ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა­ში ამ­ხელს და მის­თვის 6 წე­ლი­წა­დი­სა და 9 თვის მის­ჯას აპ­რო­ტეს­ტებს; მი­აჩ­ნია, რომ ის უმ­კაც­რე­სად უნდა დას­ჯი­ლი­ყო.

გენ­რიხ არო­ში­ძე:

- სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს ვებ­რძო­დი და სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორ­ჯერ და­მა­კა­ვეს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და ბუ­ნებ­რი­ვია, მეც მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი. პირ­ვე­ლად 2008 წელს, შსს-ს სპე­ცი­ა­ლურ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მა­კა­ვა. ამ ოპე­რა­ცი­ას პი­რა­დად ერეკ­ლე კო­დუა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­შინ ცი­ხე­ში 6 თვე გა­ვა­ტა­რე. მე­ო­რედ უკვე ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ, სახ­ლთან და­მა­კა­ვა. მე­ო­რე და­კა­ვე­ბის დროს ცი­ხე­ში ნაკ­ლე­ბი დრო გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ და­მა­ინ­ვა­ლი­დეს. იქ რაც გა­და­ვი­ტა­ნე, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო.

- იქ­ნებ კონ­კრე­ტუ­ლად გვი­ამ­ბოთ, რა გა­და­ი­ტა­ნეთ?

- ჯა­ლათ ოლეგ ფა­ცა­ცი­ას 6 წელი მი­უ­სა­ჯეს, ეს კი ზღვა­ში წვე­თია - მას იმ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა აქვს ჩა­დე­ნი­ლი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში უნდა იყოს გა­მო­კე­ტი­ლი. ფა­ცა­ცია გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის რე­ჟი­მის უფ­რო­სი გახ­ლდათ. მან და მის­მა ჯგუფ­მა სა­დის­ტუ­რად მა­წა­მა. ისი­ნი ხში­რად შე­მო­დი­ოდ­ნენ საკ­ნებ­ში და თი­თო­ე­ულ პა­ტი­მარს უმო­წყა­ლოდ გვცემ­დნენ. იმ დღე­საც გა­ი­ღო ჩვე­ნი საკ­ნის კარი და 10-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი შე­მო­ვი­და. მათ მო­უ­ძღო­და ოლეგ ფა­ცა­ცია და და­ი­წყეს პა­ტიმ­რე­ბის ცემა.

- მი­ზე­ზი რა იყო?

- სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბო­დათ. უბ­რა­ლოდ, გვე­ტყოდ­ნენ, - თქვე­ნი საკ­ნი­დან ხმა­უ­რი გა­მო­დი­ო­დაო და დაგ­ვე­რე­ოდ­ნენ. არა­და, ჩუ­მად ვი­ყა­ვით. ზოგ­ჯერ ში­შის­გან ისე­თი სი­ჩუ­მე ისად­გუ­რებ­და, ბუ­ზის გაფ­რე­ნის ხმა ის­მო­და. - "რა­ტომ ხმა­უ­რობთ?" - გვკი­თხა ფა­ცა­ცი­ამ და დაგ­ვე­რივ­ნენ. სა­კან­ში 18 წლის ბიჭი იჯდა. ოლე­გი მას ყელ­ში სწვდა. ისე ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა, რომ ბიჭი იხ­რჩო­ბო­და - მთლი­ა­ნად გა­შავ­და და ამ დროს ვიყ­ვი­რე: - რას შვრე­ბი, კლავ-მეთ­ქი? ამის შემ­დეგ ფა­ცა­ცი­ამ იმ ბი­ჭის და სხვა პა­ტიმ­რე­ბის ცემა მი­ა­ტო­ვა. მე და ის ბიჭი საკ­ნი­დან გაგ­ვიყ­ვა­ნეს. მალე კა­რან­ტინ­ში აღ­მოვ­ჩნდით. გვიბ­რძა­ნეს, - გავ­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყა­ვით. სხვა გზა არ იყო, ორი­ვემ გა­ვი­ხა­დეთ. ეს ტან­საც­მე­ლი კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას დაგ­ვა­დე­ბი­ნეს, ერ­თმა მისი "შმო­ნი" და­ი­წყო და დაგ­ვი­წყეს ცემა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კა­რან­ტინ­ში იმ ბი­ჭის ნაც­ნო­ბი თუ მე­ზო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ცე­მას გა­და­არ­ჩი­ნა. პატ­რო­ნი რომ გა­მო­უჩ­ნდა, მე­ო­რე სარ­თულ­ზე აიყ­ვა­ნეს. მე დავ­რჩი ოლეგ ფა­ცა­ცი­ა­სა და სხვებ­თან ერ­თად. ხელ­ჯო­ხებ­სა და ხე­ლებს მთე­ლი სი­სას­ტი­კით მირ­ტყამ­დნენ. თა­ვი­დან სა­ხე­ზე ხელს ვი­ფა­რებ­დი, რად­გან არ მინ­დო­და, სა­ხის არე­ში მომ­ხვედ­რო­და. ოლეგ ფა­ცა­ცია სა­ხი­დან ხელს ძა­ლით მა­შო­რე­ბი­ნებ­და და პირ­და­პირ სა­ხე­ში მა­ფურ­თხებ­და - ეს მისი საყ­ვა­რე­ლი მე­თო­დი იყო. ვიდ­რე შევ­ძე­ლი, ფეხ­ზე ვი­დე­ქი, თავი ბე­ტონ­ზე მქონ­და მი­დე­ბუ­ლი და მთელ სხე­ულ­ზე უმო­წყა­ლოდ მირ­ტყამ­დნენ.

- შიშ­ველს გცემ­დნენ?

- დიახ. მერე ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და წა­ვი­ქე­ცი. მა­შინ ყვე­ლა ერ­თად შემ­დგა წიხ­ლე­ბით და "დუ­ბინ­კებ­საც" მირ­ტყამ­დნენ. რა­ღაც მო­მენ­ტში გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. არ ვიცი, გა­თი­შუ­ლი რამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი და მა­ში­ნაც აგ­რძე­ლებ­დნენ ჩემს ცე­მას თუ არა, მაგ­რამ გონს რომ მო­ვე­დი, უკვე სხვა სა­კან­ში, ძირს ვეგ­დე და ჩემი ტან­საც­მე­ლიც იქვე ეყა­რა. არც ის ვიცი, რამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი გა­თი­შუ­ლი - იქ დრო­ის გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ოთახ­ში შუქი არ შე­მო­დი­ო­და. წა­მოდ­გო­მა ვცა­დე, მაგ­რამ ვე­ღარ ავ­დე­ქი, ყურ­ში აღა­რა­ფე­რი მეს­მო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ წა­მე­ბამ ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იმოქ­მე­და: ცალ ყურ­ში სმე­ნა დავ­კარ­გე; მარ­ცხე­ნა თირკმელ­ში ჩა­კი­რუ­ლი ჰე­მა­ტო­მა მაქვს, ნეკ­ნე­ბი გაბ­ზა­რუ­ლი, სახე და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და; მთელ სხე­ულ­ზე ად­გი­ლი არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სი­ლურ­ჯე რომ არ მქო­ნო­და. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში წა­მათ­რი­ეს იქი­დან. რო­გორც წესი, ნა­ცემ პა­ტი­მარს თა­ვის სა­კან­ში არ აბ­რუ­ნებ­დნენ. ჰოდა, მეც სხვა კორ­პუს­ში, ერთ-ერთ სა­კან­ში შე­მაგ­დეს. იმ სა­კან­ში სას­ჯელს იხ­დი­და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ბა­კურ კი­ღუ­რა­ძე და შე­გიძ­ლი­ათ, მას­თან გა­და­ა­მოწ­მოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია; ის და­გი­დას­ტუ­რებთ ამ ფაქტს და გე­ტყვით, რა დღე­ში ვი­ყა­ვი. სა­კან­ში სულ 8 კაცი იყო. იმ­დე­ნად ცუ­დად ვი­ყა­ვი, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი და პა­ტიმ­რე­ბი მივ­ლიდ­ნენ. და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­პირ­ფა­რე­შო­ში გას­ვლა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ძლივს გა­მო­მიყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

- ასე სას­ტი­კად ნა­ცე­მი თუ იყა­ვით და ამ­დე­ნი და­ზი­ა­ნე­ბა გქონ­დათ, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რა­ტომ არ გა­და­გიყ­ვა­ნეს?

- რას ამ­ბობთ?! თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო, ვინ გა­და­გიყ­ვან­და? ჩემ­ნა­ირ მოკ­ვდა­ვებს იქ ვინ წა­იყ­ვან­და? ეს ზღა­პა­რია. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, თა­ვის ტკი­ვი­ლის წამ­ლის - ციტ­რა­მო­ნი­სა და ანალ­გი­ნის მო­ცე­მა­საც პრობ­ლე­მად ხდიდ­ნენ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რა ფან­ტას­ტი­კა იყო და ამა­ზე არც მი­ოც­ნე­ბია. მთე­ლი სამი კვი­რა ვი­ყა­ვი ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი, პა­ტიმ­რე­ბი მივ­ლიდ­ნენ და ჭრი­ლო­ბე­ბი ასე მო­ვი­შუ­შე.

- რომ გცემ­დნენ, რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ? იმ ბი­ჭის გა­მო­სარ­ჩლე­ბის გამო გა­გის­წორ­დნენ ასე სას­ტი­კად?

- თა­ვი­დან მი­ზე­ზი ეს იყო, მერე ერ­თმა­ნეთს უთხრეს, - მო­ი­ცა, ეს ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი­აო და მა­გი­ნებ­დნენ: - შენი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­დაო... და მირ­ტყამ­დნენ. სულ 10 კაცი მცემ­და. სხვე­ბის სა­ხე­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია. მთა­ვა­რი მა­ინც ოლეგ ფა­ცა­ცია იყო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ერი­დე­ბოდ­ნენ კვა­ლის და­ტო­ვე­ბას, გირ­ტყამ­დნენ ყველ­გან - სა­ხე­ზე, სხე­ულ­ზე. შე­იძ­ლე­ბა არ უნ­დო­დათ ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ისე სას­ტი­კად გვცემ­დნენ, ისე­თი მე­თო­დე­ბი ჰქონ­დათ, იმ­დე­ნად არ ერი­დე­ბოდ­ნენ ხალ­ხის წა­მე­ბას, რომ ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რო­მე­ლი­მე პა­ტი­მა­რი შე­მო­აკ­ვდე­ბო­დათ.

- იმ 10 კა­ცი­დან არც ერთს არ უთ­ქვამს, რომ შე­ე­წყვი­ტათ თქვე­ნი წა­მე­ბა?

- ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია! აბა, რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ვინ წა­ვი­დო­და? მე არ გა­მი­გო­ნია, რო­მე­ლი­მეს ეს გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა. მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, ის ჩემ­ზე უა­რეს დღე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. დღეს ფა­ცა­ცია ისე გა­ა­სა­მარ­თლეს, რომ მე არც კი დამ­კი­თხეს. არა­და, კარ­გა ხნის წინ შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე და კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი მი­ვუ­თი­თე. ამ გან­ცხა­დე­ბას არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა. ფა­ცა­ცი­ას­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მხო­ლოდ 6 წლით - ნა­წა­მე­ბი პა­ტიმ­რე­ბის და­ცინ­ვაა. ეს ფაქ­ტი უკვე გა­ვაპ­რო­ტეს­ტე და ამ სა­კი­თხზე სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვის დროს სა­კუ­თა­რი აზ­რიც და­ვა­ფიქ­სი­რე. ეკა ბე­სე­ლი­ა­საც ვე­სა­უბ­რეთ ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი. ჩვენ სა­მარ­თალს ვი­თხოვთ... ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბას გავ­დი­ვარ წა­მე­ბის მსხვერ­პლთა ცენ­ტრში. ხელთ მაქვს ექი­მე­ბის დას­კვნე­ბის დას­ტა და იქ ის უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბაა ჩა­მოთ­ვლი­ლი, რაც მი­ვი­ღე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ცი­ხე­ში და­მა­ინ­ვა­ლი­დეს და ამის ჩამ­დე­ნე­ბი და­უს­ჯე­ლე­ბი უნდა დარ­ჩნენ? ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილს, კორ­პუ­სის ოფი­ცე­რი, ვინ­მე რა­მა­ზი მე­მუქ­რე­ბო­და: - ეს ჯერ არა­ფე­რია, შენს გა­მო­კე­თე­ბას ვე­ლო­დე­ბი და მე­ო­რე სე­რია მერე და­ი­წყე­ბაო. მას ახ­ლდა სხვა კორ­პუ­სის რე­ჟი­მის უფ­რო­სი და იმა­ნაც დას­ძი­ნა: ვინც შენ აქე­დან ცო­ცხა­ლი გა­გიშ­ვას, იმის დე­დაო... კი­დევ ერთხელ წა­მე­ბას გა­და­ვურ­ჩი: და­ემ­თხვა ისე, რომ მო­ხერ­ხდა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, გი­რა­ო­თი გა­მო­მიშ­ვეს. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და, იქ მო­ვე­კა­ლი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც არ მივ­ყავ­დი. ჰოდა, მათ სწო­რედ მა­შინ და­ვე­მუქ­რე: ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია და თუ სა­სა­მარ­თლო­ზე არ წა­მიყ­ვანთ, ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა-მეთ­ქი.

- პრო­ცეს­ზე ნა­ცე­მი მი­გიყ­ვა­ნეს?

- დარ­ბაზ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად შეს­ვლა ვერ შევ­ძე­ლი; ბად­რაგ­მა მი­მიყ­ვა­ნა და სკამ­ზე დამ­სვა. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის შეშ­ლი­ლი სა­ხე­ე­ბი, როცა ასეთ დღე­ში მნა­ხეს. და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სა­ხე­ზეც უამ­რა­ვი იარა მე­ტყო­ბო­და; მო­სა­მარ­თლეც ხე­დავ­და, ბად­რაგ­მა რომ შე­მიყ­ვა­ნა.

- მო­სა­მარ­თლეს რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია? თქვენ არ და­ა­ფიქ­სი­რეთ, პრო­ცეს­ზე რომ გცე­მეს?

- თქმა რად უნ­დო­და ამ ყვე­ლა­ფერს, რო­დე­საც აშ­კა­რად მე­ტყო­ბო­და ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი სა­ხე­სა და მთელ სხე­ულ­ზე? მე ვერც ვე­რა­ფერს ვი­ტყო­დი; რა­ი­მე რომ დამ­ცდე­ნო­და, შე­იძ­ლე­ბა, ცი­ხე­ში შე­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე. მო­სა­მარ­თლეს ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ გა­უ­მახ­ვი­ლე­ბია ყუ­რა­დღე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა დრო იყო და ვინ გა­ბე­დავ­და რა­ი­მეს თქმას? მა­შინ კა­ცის მოკ­ვლაც არ უჭირ­დათ. ვინ იცის, რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი შე­ი­წი­რეს.

- იმ 18 წლის ბიჭს რა ბედი ეწია?

- კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: ოლეგ ფა­ცა­ცია ახ­რჩობ­და მას და შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩა. მისი გვა­რი ვიცი, მაგ­რამ ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, რად­გან ის ისევ პა­ტი­მა­რია და მას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ვე­რა­ფერს გე­ტყვით. არ იფიქ­როთ, რომ მხო­ლოდ ერთ დღეს გვცე­მეს. იქ სის­ტე­მა­ტუ­რად გვა­წა­მებ­დნენ.

- დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ახა­ლი ფი­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ. თქვე­ნი აზ­რით, ის კად­რე­ბი უნდა ნა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ?

- ვფიქ­რობ, ვი­საც ამ კად­რე­ბის ნახ­ვა სურს, მათ უნდა მი­ე­ცეთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ისე არ უნდა მოხ­დეს, რომ ყვე­ლა არხზე ეს სა­ში­ნე­ლე­ბა უჩ­ვე­ნონ, ამას ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ გა­უძ­ლე­ბენ. თა­ვი­დან სა­დაც ვი­ყა­ვი, იმ საკ­ნის ფან­ჯრი­დან პირ­და­პირ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის და­ნახ­ვა შეგ­ვეძ­ლო. იქ კა­რან­ტი­ნის ოთა­ხე­ბი პირ­ველ სარ­თულ­ზე გახ­ლდათ გან­თავ­სე­ბუ­ლი. ყო­ველ პა­რას­კევს, მთე­ლი საკ­ნის ბი­ჭე­ბი ვი­დე­ქით ფან­ჯა­რას­თან და ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ აწა­მებ­დნენ პა­ტიმ­რებს. მარ­თა­ლია, სა­ხე­ე­ბის გარ­ჩე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ გვეს­მო­და მათი გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი და გო­დე­ბა. ყო­ველ პა­რას­კევს ერთი და იგი­ვე მე­ორ­დე­ბო­და კა­რან­ტინ­ში, საკ­ნებ­ში შუ­ა­ღა­მით შე­მო­ვარ­დნა კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო პა­სუ­ხი ყვე­ლამ უნდა აგოს!..

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ყოფილი პატიმარი - "ოლეგ ფაცაცია სახეში მაფურთხებდა..."

ყოფილი პატიმარი - "ოლეგ ფაცაცია სახეში მაფურთხებდა..."

ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები ისეთ მძიმე ამბებს ჰყვებიან, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, მათთან ერთად არ მოითხოვო დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა. ნაწამები ადამიანები ახალ ხელისუფლებას ციხის ჯალათების დასჯას კატეგორიულად სთხოვენ.

ყოფილი პატიმარი - გენრიხ აროშიძე რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლავთ. ის აღშფოთებულია ციხის სკანდალური კადრების საქმეზე გასამართლებული 16 პირისთვის გამოტანილი სასჯელებით. აროშიძე გლდანის მე-8 დაწესებულების თანამშრომელს, ოლეგ ფაცაციას ადამიანთა წამებაში ამხელს და მისთვის 6 წელიწადისა და 9 თვის მისჯას აპროტესტებს; მიაჩნია, რომ ის უმკაცრესად უნდა დასჯილიყო.

გენრიხ აროშიძე:

- სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი და სწორედ პოლიტიკური საქმიანობის გამო, 9 წლის განმავლობაში, ორჯერ დამაკავეს. გაერთიანებული ოპოზიციის მობილური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და ბუნებრივია, მეც მსხვერპლი აღმოვჩნდი. პირველად 2008 წელს, შსს-ს სპეციალურმა დეპარტამენტმა დამაკავა. ამ ოპერაციას პირადად ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა. მაშინ ციხეში 6 თვე გავატარე. მეორედ უკვე ფინანსურმა პოლიციამ, სახლთან დამაკავა. მეორე დაკავების დროს ციხეში ნაკლები დრო გავატარე, მაგრამ დამაინვალიდეს. იქ რაც გადავიტანე, საშინელება იყო.

- იქნებ კონკრეტულად გვიამბოთ, რა გადაიტანეთ?

- ჯალათ ოლეგ ფაცაციას 6 წელი მიუსაჯეს, ეს კი ზღვაში წვეთია - მას იმდენი საშინელება აქვს ჩადენილი, რომ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იყოს გამოკეტილი. ფაცაცია გლდანის მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი გახლდათ. მან და მისმა ჯგუფმა სადისტურად მაწამა. ისინი ხშირად შემოდიოდნენ საკნებში და თითოეულ პატიმარს უმოწყალოდ გვცემდნენ. იმ დღესაც გაიღო ჩვენი საკნის კარი და 10-კაციანი ჯგუფი შემოვიდა. მათ მოუძღოდა ოლეგ ფაცაცია და დაიწყეს პატიმრების ცემა.

- მიზეზი რა იყო?

- საამისოდ მიზეზი არ სჭირდებოდათ. უბრალოდ, გვეტყოდნენ, - თქვენი საკნიდან ხმაური გამოდიოდაო და დაგვერეოდნენ. არადა, ჩუმად ვიყავით. ზოგჯერ შიშისგან ისეთი სიჩუმე ისადგურებდა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. - "რატომ ხმაურობთ?" - გვკითხა ფაცაციამ და დაგვერივნენ. საკანში 18 წლის ბიჭი იჯდა. ოლეგი მას ყელში სწვდა. ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ბიჭი იხრჩობოდა - მთლიანად გაშავდა და ამ დროს ვიყვირე: - რას შვრები, კლავ-მეთქი? ამის შემდეგ ფაცაციამ იმ ბიჭის და სხვა პატიმრების ცემა მიატოვა. მე და ის ბიჭი საკნიდან გაგვიყვანეს. მალე კარანტინში აღმოვჩნდით. გვიბრძანეს, - გავშიშვლებულიყავით. სხვა გზა არ იყო, ორივემ გავიხადეთ. ეს ტანსაცმელი კონკრეტულ ადგილას დაგვადებინეს, ერთმა მისი "შმონი" დაიწყო და დაგვიწყეს ცემა. საბედნიეროდ, კარანტინში იმ ბიჭის ნაცნობი თუ მეზობელი აღმოჩნდა და ცემას გადაარჩინა. პატრონი რომ გამოუჩნდა, მეორე სართულზე აიყვანეს. მე დავრჩი ოლეგ ფაცაციასა და სხვებთან ერთად. ხელჯოხებსა და ხელებს მთელი სისასტიკით მირტყამდნენ. თავიდან სახეზე ხელს ვიფარებდი, რადგან არ მინდოდა, სახის არეში მომხვედროდა. ოლეგ ფაცაცია სახიდან ხელს ძალით მაშორებინებდა და პირდაპირ სახეში მაფურთხებდა - ეს მისი საყვარელი მეთოდი იყო. ვიდრე შევძელი, ფეხზე ვიდექი, თავი ბეტონზე მქონდა მიდებული და მთელ სხეულზე უმოწყალოდ მირტყამდნენ.

- შიშველს გცემდნენ?

- დიახ. მერე ვეღარ გავუძელი და წავიქეცი. მაშინ ყველა ერთად შემდგა წიხლებით და "დუბინკებსაც" მირტყამდნენ. რაღაც მომენტში გონება დავკარგე. არ ვიცი, გათიშული რამდენ ხანს ვიყავი და მაშინაც აგრძელებდნენ ჩემს ცემას თუ არა, მაგრამ გონს რომ მოვედი, უკვე სხვა საკანში, ძირს ვეგდე და ჩემი ტანსაცმელიც იქვე ეყარა. არც ის ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი გათიშული - იქ დროის განსაზღვრა შეუძლებელია. ოთახში შუქი არ შემოდიოდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვეღარ ავდექი, ყურში აღარაფერი მესმოდა. ფაქტობრივად, ამ წამებამ ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა: ცალ ყურში სმენა დავკარგე; მარცხენა თირკმელში ჩაკირული ჰემატომა მაქვს, ნეკნები გაბზარული, სახე დასისხლიანებული მქონდა; მთელ სხეულზე ადგილი არ იყო დარჩენილი, სილურჯე რომ არ მქონოდა. ასეთ მდგომარეობაში წამათრიეს იქიდან. როგორც წესი, ნაცემ პატიმარს თავის საკანში არ აბრუნებდნენ. ჰოდა, მეც სხვა კორპუსში, ერთ-ერთ საკანში შემაგდეს. იმ საკანში სასჯელს იხდიდა პოლიტპატიმარი ბაკურ კიღურაძე და შეგიძლიათ, მასთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია; ის დაგიდასტურებთ ამ ფაქტს და გეტყვით, რა დღეში ვიყავი. საკანში სულ 8 კაცი იყო. იმდენად ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი და პატიმრები მივლიდნენ. დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლასაც ვერ ვახერხებდი. ძლივს გამომიყვანეს მდგომარეობიდან.

- ასე სასტიკად ნაცემი თუ იყავით და ამდენი დაზიანება გქონდათ, ციხის საავადმყოფოში რატომ არ გადაგიყვანეს?

- რას ამბობთ?! თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო, ვინ გადაგიყვანდა? ჩემნაირ მოკვდავებს იქ ვინ წაიყვანდა? ეს ზღაპარია. ელემენტარულად, თავის ტკივილის წამლის - ციტრამონისა და ანალგინის მოცემასაც პრობლემად ხდიდნენ. საავადმყოფოში მოხვედრა ფანტასტიკა იყო და ამაზე არც მიოცნებია. მთელი სამი კვირა ვიყავი ლოგინად ჩავარდნილი, პატიმრები მივლიდნენ და ჭრილობები ასე მოვიშუშე.

- რომ გცემდნენ, რას გეუბნებოდნენ? იმ ბიჭის გამოსარჩლების გამო გაგისწორდნენ ასე სასტიკად?

- თავიდან მიზეზი ეს იყო, მერე ერთმანეთს უთხრეს, - მოიცა, ეს ის ოპოზიციონერიაო და მაგინებდნენ: - შენი ოპოზიციონერი დედაო... და მირტყამდნენ. სულ 10 კაცი მცემდა. სხვების სახელები არ ვიცი, მაგრამ ამოცნობა შემიძლია. მთავარი მაინც ოლეგ ფაცაცია იყო. აბსოლუტურად არ ერიდებოდნენ კვალის დატოვებას, გირტყამდნენ ყველგან - სახეზე, სხეულზე. შეიძლება არ უნდოდათ ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ისე სასტიკად გვცემდნენ, ისეთი მეთოდები ჰქონდათ, იმდენად არ ერიდებოდნენ ხალხის წამებას, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომელიმე პატიმარი შემოაკვდებოდათ.

- იმ 10 კაციდან არც ერთს არ უთქვამს, რომ შეეწყვიტათ თქვენი წამება?

- ეს გამორიცხულია! აბა, რეჟიმის წინააღმდეგ ვინ წავიდოდა? მე არ გამიგონია, რომელიმეს ეს გაეპროტესტებინა. მსგავს შემთხვევაში, ის ჩემზე უარეს დღეში აღმოჩნდებოდა. დღეს ფაცაცია ისე გაასამართლეს, რომ მე არც კი დამკითხეს. არადა, კარგა ხნის წინ შევიტანე განცხადება პროკურატურაში, არჩილ კბილაშვილის სახელზე და კონკრეტული დეტალები მივუთითე. ამ განცხადებას არავინ გამოეხმაურა. ასეთი რამ არ შეიძლება. ფაცაციასთვის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 6 წლით - ნაწამები პატიმრების დაცინვაა. ეს ფაქტი უკვე გავაპროტესტე და ამ საკითხზე საკომიტეტო განხილვის დროს საკუთარი აზრიც დავაფიქსირე. ეკა ბესელიასაც ვესაუბრეთ ყოფილი პატიმრები. ჩვენ სამართალს ვითხოვთ... ამჟამად მკურნალობას გავდივარ წამების მსხვერპლთა ცენტრში. ხელთ მაქვს ექიმების დასკვნების დასტა და იქ ის უამრავი დაზიანებაა ჩამოთვლილი, რაც მივიღე. ფაქტობრივად, ციხეში დამაინვალიდეს და ამის ჩამდენები დაუსჯელები უნდა დარჩნენ? ლოგინად ჩავარდნილს, კორპუსის ოფიცერი, ვინმე რამაზი მემუქრებოდა: - ეს ჯერ არაფერია, შენს გამოკეთებას ველოდები და მეორე სერია მერე დაიწყებაო. მას ახლდა სხვა კორპუსის რეჟიმის უფროსი და იმანაც დასძინა: ვინც შენ აქედან ცოცხალი გაგიშვას, იმის დედაო... კიდევ ერთხელ წამებას გადავურჩი: დაემთხვა ისე, რომ მოხერხდა და პროკურატურაში ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, გირაოთი გამომიშვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლებოდა, იქ მოვეკალი. თქვენ წარმოიდგინეთ, სასამართლო პროცესზეც არ მივყავდი. ჰოდა, მათ სწორედ მაშინ დავემუქრე: ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია და თუ სასამართლოზე არ წამიყვანთ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება-მეთქი.

- პროცესზე ნაცემი მიგიყვანეს?

- დარბაზში დამოუკიდებლად შესვლა ვერ შევძელი; ბადრაგმა მიმიყვანა და სკამზე დამსვა. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ახლობლების შეშლილი სახეები, როცა ასეთ დღეში მნახეს. დალურჯებული ვიყავი, სახეზეც უამრავი იარა მეტყობოდა; მოსამართლეც ხედავდა, ბადრაგმა რომ შემიყვანა.

- მოსამართლეს რეაგირება არ მოუხდენია? თქვენ არ დააფიქსირეთ, პროცესზე რომ გცემეს?

- თქმა რად უნდოდა ამ ყველაფერს, როდესაც აშკარად მეტყობოდა ძალადობის კვალი სახესა და მთელ სხეულზე? მე ვერც ვერაფერს ვიტყოდი; რაიმე რომ დამცდენოდა, შეიძლება, ციხეში შევებრუნებინე. მოსამართლეს ჩემს მდგომარეობაზე საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება. მოგეხსენებათ, რა დრო იყო და ვინ გაბედავდა რაიმეს თქმას? მაშინ კაცის მოკვლაც არ უჭირდათ. ვინ იცის, რამდენი პატიმარი შეიწირეს.

- იმ 18 წლის ბიჭს რა ბედი ეწია?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ოლეგ ფაცაცია ახრჩობდა მას და შემთხვევითობის წყალობით გადარჩა. მისი გვარი ვიცი, მაგრამ ვერ დაგისახელებთ, რადგან ის ისევ პატიმარია და მასთან შეუთანხმებლად ვერაფერს გეტყვით. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ერთ დღეს გვცემეს. იქ სისტემატურად გვაწამებდნენ.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ახალი ფირების აღმოჩენამ. თქვენი აზრით, ის კადრები უნდა ნახოს საზოგადოებამ?

- ვფიქრობ, ვისაც ამ კადრების ნახვა სურს, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ყველა არხზე ეს საშინელება უჩვენონ, ამას ადამიანები ვერ გაუძლებენ. თავიდან სადაც ვიყავი, იმ საკნის ფანჯრიდან პირდაპირ ადმინისტრაციის შენობის დანახვა შეგვეძლო. იქ კარანტინის ოთახები პირველ სართულზე გახლდათ განთავსებული. ყოველ პარასკევს, მთელი საკნის ბიჭები ვიდექით ფანჯარასთან და ვუყურებდით, როგორ აწამებდნენ პატიმრებს. მართალია, სახეების გარჩევა არ შეიძლებოდა, მაგრამ გვესმოდა მათი განწირული ყვირილი და გოდება. ყოველ პარასკევს ერთი და იგივე მეორდებოდა კარანტინში, საკნებში შუაღამით შემოვარდნა კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩადენილი ქმედებების გამო პასუხი ყველამ უნდა აგოს!..

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ