"ბიბლუსის" ქსელში საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო. როგორც კომპანიის პიარმენეჯერმა მარიამ წამალაშვილმა განაცხადა, 1500-ზე მეტი დასახელების წიგნზე ქსელში 20%, 40% და 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. აქცია "ბიბლუსის" ყველა ფილიალში მოქმედებს.
გარდა ამისა, "ბიბლუსმა" ქსელი გააფართოვა და ახალი მაღაზია სულ ცოტა ხნის წინ თემქაზე, მე-10 კვარტალში N28 კორპუსში გახსნა.
"ბიბლუსი" 2008 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ამ დროისთვის 40 მაღაზიის მფლობელია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9