პოლიტიკა
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი: "ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს"
სოზარ სუბარი: "ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს"

"სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ იყო პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა, სის­ტე­მას მარ­თლაც სჭირ­დე­ბო­და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ხელი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ეტა­პი - სის­ტე­მის გა­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბა. ახლა დად­გა სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი. ამას მეტი დროს სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა:

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლა­მის ყო­ველ კვარ­ტალ­ში "ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის" ცი­ხეს ხსნი­და, თქვენ ამ­ბობთ, დაქ­ცე­უ­ლია ყვე­ლა­ფე­რიო.

- ამ­დე­ნი ფული და­ი­ხარ­ჯა ცი­ხე­ებ­ზე და სად წა­ვი­და?! ასე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არც წარ­მო­მედ­გი­ნა. პა­ტიმ­რე­ბის კვე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 მლნ ლარი იყო წე­ლი­წად­ში გა­მო­ყო­ფი­ლი, დღეს იმა­ვე ფა­სად სამ­ჯერ უკე­თე­სად იკ­ვე­ბე­ბი­ან.

- რო­გორც ვიცი, კვე­ბას მა­ინც უჩი­ვი­ან პა­ტიმ­რე­ბი.

- სა­სა­ცი­ლო შე­ნიშ­ვნე­ბი შე­მო­დის - წი­წი­ბუ­რა­ში შავი მარ­ცვლე­ბი ურე­ვი­აო, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა პური არ ეყოს, მაგ­რამ ზედ­მე­ტი ულუ­ფაც სა­ში­შია, შე­იძ­ლე­ბა პა­ტი­მარ­მა მის­გან ბრა­გა მო­ხარ­შოს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ჩვენს ცი­ხე­ში ბრა­გა მო­ი­ხარ­შოს, მა­შინ როცა მწე­რალ­მა მე­რაბ რა­ტიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ზე მკაცრ რუს­თა­ვის მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მკაცრ პე­რი­ოდ­ში სა­კან­ში არა­ყი გა­მო­ხა­და(?!).

...რო­დე­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს შიშ­ვე­ლი პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­ცერ­ში 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ. გა­მო­ძი­ე­ბა კი გვე­უბ­ნე­ბო­და, ტყუ­ი­ლი­აო. დღე­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, ვინ­მემ იძა­ლა­დოს პა­ტი­მარ­ზე, ან ექიმ­მა სა­თა­ნა­დოდ არ უმ­კურ­ნა­ლოს, მაგ­რამ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი აღ­მო­ფხვრი­ლია.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობ­და, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" ვებ­რძვიო და ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო, როცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კვლავ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" მარ­თავ­დნენ ცი­ხეს.

სპეც­რაზ­მი, ძა­ლა­დო­ბა და "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" - ამ სამი რა­მით იმარ­თე­ბო­და ციხე.

ვი­ცო­დით კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ ზედა დო­ნე­ზე, მაგ­რამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ქვე­და დო­ნე­ზეც ყო­ფი­ლა. პა­ტიმ­რის ერთი საკ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­დაყ­ვა­ნა ფული ღირ­და და ეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან დაშ­ვე­ბუ­ლი იყო.

- მსმე­ნია, წინა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დროს პა­ტი­მა­რი და­ფეხ­მძიმ­და კო­ლო­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­გა­ნო.

- მეც გა­მი­გია, მაგ­რამ ამა­ზე სა­ჩი­ვა­რი არ ყო­ფი­ლა... მალე შევ­ქმნით ახალ, ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სა­დაც პა­ტი­მარს შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

რუს­თავ­ში შე­მოდ­გო­მა­ზე გა­იხ­სნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც პა­ტიმ­რებს ექ­ნე­ბათ და­საქ­მე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­საც ვხსნით. ვინც იმუ­შა­ვებს, გა­მო­მუ­შა­ვე­ბაც ექ­ნე­ბა. წლის ბო­ლომ­დე გა­კეთ­დე­ბა ცი­ხის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს - ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" წერ­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, გოგა ბუ­თლი­აშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც პა­ტიმ­რე­ბი სას­ტიკ წა­მე­ბა­ში ამ­ხელ­დნენ. თუ გსმე­ნი­ათ მას­ზე? ის ახლა გა­მოჩ­ნდა და ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო.

- ათე­უ­ლო­ბით სა­ჩი­ვა­რია ბუ­თლი­აშ­ვილ­ზე, რო­გორც ერთ-ერთ მწა­მე­ბელ­ზე. და­უს­ჯე­ლი არც ერთი დამ­ნა­შა­ვე არ დარ­ჩე­ბა. ბუ­თლი­აშ­ვილ­ზე ჩვენს გე­ნინ­სპექ­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია, რად­გან რომ მო­ვე­დით, ის უკვე აღარ იყო სის­ტე­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი. როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დაგ­როვ­დე­ბა, ბუ­თლი­აშ­ვილს პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

სოზარ სუბარი: "ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს"

სოზარ სუბარი: "ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს"

"სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვეულებრივი რამ იყო პატიმრების წამება, სისტემას მართლაც სჭირდებოდა უფლებადამცველის ხელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დასრულებულია პირველი ეტაპი - სისტემის გაადამიანურება. ახლა დადგა სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ცვლილებების პერიოდი. ამას მეტი დროს სჭირდება", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა:

- წინა ხელისუფლება ლამის ყოველ კვარტალში "ევროპული სტანდარტების" ციხეს ხსნიდა, თქვენ ამბობთ, დაქცეულია ყველაფერიო.

- ამდენი ფული დაიხარჯა ციხეებზე და სად წავიდა?! ასე განადგურებული ინფრასტრუქტურა არც წარმომედგინა. პატიმრების კვებაზე დაახლოებით 30 მლნ ლარი იყო წელიწადში გამოყოფილი, დღეს იმავე ფასად სამჯერ უკეთესად იკვებებიან.

- როგორც ვიცი, კვებას მაინც უჩივიან პატიმრები.

- სასაცილო შენიშვნები შემოდის - წიწიბურაში შავი მარცვლები ურევიაო, ვიღაცას შეიძლება პური არ ეყოს, მაგრამ ზედმეტი ულუფაც საშიშია, შეიძლება პატიმარმა მისგან ბრაგა მოხარშოს. არ არის გამორიცხული, ჩვენს ციხეში ბრაგა მოიხარშოს, მაშინ როცა მწერალმა მერაბ რატიშვილმა ყველაზე მკაცრ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე მკაცრ პერიოდში საკანში არაყი გამოხადა(?!).

...როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, ჩემმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშველი პატიმრები, რომლებიც კარცერში 15 დღის განმავლობაში ჰყავდათ. გამოძიება კი გვეუბნებოდა, ტყუილიაო. დღესაც არ გამოვრიცხავ, ვინმემ იძალადოს პატიმარზე, ან ექიმმა სათანადოდ არ უმკურნალოს, მაგრამ სისტემური დანაშაული აღმოფხვრილია.

სააკაშვილის ხელისუფლება ამბობდა, "კანონიერ ქურდებს" ვებრძვიო და ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ კვლავ "მაყურებლები" მართავდნენ ციხეს.

სპეცრაზმი, ძალადობა და "მაყურებლები" - ამ სამი რამით იმართებოდა ციხე.

ვიცოდით კორუფციის შესახებ ზედა დონეზე, მაგრამ სასჯელაღსრულების სისტემაში ქვედა დონეზეც ყოფილა. პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში გადაყვანა ფული ღირდა და ეს ადმინისტრაციისგან დაშვებული იყო.

- მსმენია, წინა ხელმძღვანელობის დროს პატიმარი დაფეხმძიმდა კოლონიის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამდებობის პირისგანო.

- მეც გამიგია, მაგრამ ამაზე საჩივარი არ ყოფილა... მალე შევქმნით ახალ, ღია ტიპის დაწესებულებებს, სადაც პატიმარს შაბათ-კვირას სახლში წასვლის საშუალება ექნება.

რუსთავში შემოდგომაზე გაიხსნება დაწესებულება, სადაც პატიმრებს ექნებათ დასაქმებისა და პროფესიის დაუფლების საშუალება. პროფსასწავლებელსაც ვხსნით. ვინც იმუშავებს, გამომუშავებაც ექნება. წლის ბოლომდე გაკეთდება ციხის ფსიქიატრიული დაწესებულება, სექტემბრის ბოლოს - ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო.

"კვირის პალიტრა" წერდა ციხის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელზე, გოგა ბუთლიაშვილზე, რომელსაც პატიმრები სასტიკ წამებაში ამხელდნენ. თუ გსმენიათ მასზე? ის ახლა გამოჩნდა და ყველა ბრალდება უარყო.

- ათეულობით საჩივარია ბუთლიაშვილზე, როგორც ერთ-ერთ მწამებელზე. დაუსჯელი არც ერთი დამნაშავე არ დარჩება. ბუთლიაშვილზე ჩვენს გენინსპექციას გამოძიება არ ჩაუტარებია, რადგან რომ მოვედით, ის უკვე აღარ იყო სისტემის თანამშრომელი. როცა მტკიცებულებები დაგროვდება, ბუთლიაშვილს პასუხისგება მოუწევს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა