პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალი ზონა" დუმის დეპუტატების წინააღმდეგ
"თავისუფალი ზონა" დუმის დეპუტატების წინააღმდეგ

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დუ­მის ის დე­პუ­ტა­ტე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი. უფრო ადრე კი სწო­რედ ისი­ნი გაჰ­კი­ოდ­ნენ, - ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია უვარ­გი­სი­აო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ მშვი­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას ვერ მივ­ცემ­დით. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი და­ა­კა­ვეს, რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი (რო­გორც გა­ვი­გეთ, მათ შო­რის გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც ყო­ფი­ლა), ფუ­ნი­კუ­ლო­რის გა­ნახ­ლე­ბულ რეს­ტო­რან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ეს ჩვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფაა, რო­მელ­საც ვე­რა­ვის ვა­პა­ტი­ებთ", - აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რი და "დი­ნა­მო არე­ნას­თან" მომ­ხდარ ფაქტს იხ­სე­ნებს...

შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დი­ნა­მო არე­ნას­თან" სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" სამი აქ­ტი­ვის­ტი - ირაკ­ლი ჩხვირ­კია, და­ვით გო­გო­ხია და ლაშა რუ­ხა­ია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვა. მათ ბრა­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში ედე­ბათ.

ბე­სიკ კა­ლან­და­ძე:

- რო­დე­საც რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზი­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა, მო­ქა­ლა­ქე­თა გა­სას­ვლელ­თან ტრანსფა­რან­ტე­ბი­თა და პლა­კა­ტე­ბით დავ­მდგა­რი­ყა­ვით, რო­მელ­ზეც რუ­სუ­ლად ეწე­რა: - "აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლია!" და "ოკუ­პან­ტე­ბო, წა­დით სა­ქარ­თვე­ლო­დან!.." სა­ნამ აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­დო­დით, ჩვენს იუ­რის­ტთან გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია, - იყო თუ არა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკ­ზე დგო­მა და პლა­კა­ტე­ბის გაშ­ლა. სულ 30-მდე წევ­რი ვი­ყა­ვით... რო­გორც კი იქვე მდგარ­მა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პლა­კა­ტე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს, იე­რიშ­ზე გად­მო­ვიდ­ნენ. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: - ბორ­დი­ურ­ზე დგა­ხართ და ცოტა გვერ­დზე გა­და­დი­თო. - გა­და­ვალ­თო, - ვუ­თხა­რით... შემ­დეგ, წინ დაგ­ვი­ყე­ნეს ტან­მა­ღა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, პლა­კა­ტე­ბი რომ და­ე­ფა­რათ, რის შემ­დე­გაც ოდ­ნავ ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას, მუშ­ტა­ი­დის პარ­კის­კენ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტი ბორ­დი­ურ­ზე შედ­გა და ისე გა­შა­ლა პლა­კა­ტე­ბი. ამ დროს, არ ვიცი, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო თუ და­ნა­ყო­ფის, პლა­კატს ეცა და გა­და­ხია... ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც არ­სე­ბობს... ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. არა­და, არა­ვი­თა­რი სა­ბა­ბი არ მიგ­ვი­ცია. ეტყო­ბა, ვი­ღა­ცას არ უნ­დო­და რუს დე­პუ­ტა­ტებს თავი უხერ­ხუ­ლად ეგ­რძნოთ. იმ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბაც შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და პატ­რუ­ლის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი შევ­ნიშ­ნეთ.

- პო­ლი­ცი­ამ სამი აქ­ტი­ვის­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა...

- არა, მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით, არ­სე­ბობს კად­რე­ბი, თუ რო­გორ იქ­ნევ­დნენ ისი­ნი მუშ­ტებს და ამის შე­დე­გი ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებ­საც ეტყო­ბათ... ის სამი კი, ალ­ბათ იმი­ტომ და­ა­კა­ვეს, რომ უფრო აქ­ტი­უ­რობ­დნენ. ყვე­ლა­ნი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი არი­ან. ჩვენს ერთ-ერთ აქ­ტი­ვისტს, და­ვით გო­გო­ხი­ას, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა "ჩა­მოთ­რე­უ­ლიც" უწო­და. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მო­აწ­ვა და­თოს თვა­ლებ­ზე ცრემ­ლე­ბი... რო­დე­საც ლაშა რუ­ხა­ია და­ა­კა­ვეს, იმ კად­რებ­ში ჩანს და ის­მის კი­დეც, თუ რო­გორ მი­მარ­თავს ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი კო­ლე­გებს, - დრო­ზე ბიჭო, მიდი, "მი­ვარ­დი", რის­თვის გაც­ვია ფორ­მაო?!.

თა­მუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რი:

- ძა­ლი­ან მტკი­ვა მკლა­ვი. ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლიც დავ­ლიე... მაგ­რამ არა უშავს, გა­მივ­ლის. მთა­ვა­რია, რომ მი­ზა­ნი, რის­თვი­საც ჩვენ ვიბ­რძო­დით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სწო­რად შე­ა­ფა­სოს... ჩვენ VIP გა­სას­ვლე­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ვი­დე­ქით და ხელს არა­ვის ვუშ­ლი­დით, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნერ­ვებს ვუშ­ლი­დით...

- თა­მუ­ნა, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­გა­ყე­ნეს?

- არა. მა­შინ, რო­დე­საც დუ­მის დე­პუ­ტა­ტე­ბი უნდა გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯაჭ­ვი შეკ­რეს და მუშ­ტა­ი­დის ბაღ­თან მდგა­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბი ღო­ბეს­თან მი­იმ­წყვდი­ეს. მე "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" მა­ი­სუ­რი არ მეც­ვა და ამ ჯაჭ­ვი­დან გა­მოძ­რო­მა რო­გორ­ღაც შევ­ძე­ლი. ეტყო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვე­გო­ნე. პლა­კა­ტი წარ­წე­რით: - "აფხა­ზია ი სა­მა­ჩაბ­ლო ტოჟე გრუ­ზია!" ხელ­ში მე­ჭი­რა და რო­გორც კი შევ­ძე­ლი, გავ­შა­ლე. ეს რო­გორც კი და­ი­ნა­ხა პო­ლი­ცი­ელ­მა, მეცა და მისი წარ­თმე­ვა და­მი­პი­რა. ხელი ღო­ბის იქით გა­დავ­წიე, რომ ეს პლა­კა­ტი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა. თან ვე­უბ­ნე­ბო­დი: - იუ­რის­ტი ვარ და ვიცი, რომ წეს­რიგს არ ვარ­ღვევ-მეთ­ქი, რა­საც მათი მუ­ქა­რა მოჰ­ყვა: - და­გა­ჯა­რი­მებ­თო... მან ძა­ლით ჩა­მო­მაგ­დო ღო­ბი­დან, ამ დროს მკლა­ვი და­მი­ზი­ან­და და სა­შინ­ლად მაქვს და­ლურ­ჯე­ბუ­ლი. მეს­მო­და ჩემი მე­გობ­რის, ირაკ­ლი ჩხვირ­კი­ას სი­ტყვე­ბი, - ამიხ­სე­ნით, რო­მე­ლი მუხ­ლით ვარ­ღვევ კა­ნონ­სო... რუ­პო­რიც კი არ გვქონ­და. მერე ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. რამ­დე­ნი­მე ჩემი მე­გო­ბა­რი წა­იქ­ცა. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ სცემ­დნენ მათ... თვა­ლი მოვ­კა­რი, რო­გორ ჩას­ვეს ჩემი მე­გო­ბა­რი ირაკ­ლი მან­ქა­ნა­ში და ის­ტე­რი­კუ­ლი კი­ვი­ლი ავ­ტე­ხე, რა­საც მათი მხრი­დან აგ­რე­სია მოჰ­ყვა. ბევ­რი რამე არ მახ­სოვს, მი­თხრეს, რომ მან­ქა­ნას რამ­დენ­ჯერ­მე მი­მა­ხეთ­ქეს. ნა­ცე­მია ჩემი მე­გო­ბა­რი, ნინო ცის­კა­რიშ­ვი­ლიც... ამ საქ­მეს ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იძი­ებს, ვინც პუ­ტი­ნის გი­ნე­ბის გამო დას­ჯილ­თა საქ­მე­ზე მუ­შა­ობ­და და მო­გე­ბის დიდი იმე­დი არ გვაქვს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"თავისუფალი ზონა" დუმის დეპუტატების წინააღმდეგ

"თავისუფალი ზონა" დუმის დეპუტატების წინააღმდეგ

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში დუმის ის დეპუტატები ჩამოდიოდნენ, რომლებმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას მოაწერეს ხელი. უფრო ადრე კი სწორედ ისინი გაჰკიოდნენ, - ქართული პროდუქცია უვარგისიაო და საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის უფლებას ვერ მივცემდით. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები დააკავეს, რუსი დეპუტატები და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები (როგორც გავიგეთ, მათ შორის გია ხუხაშვილიც ყოფილა), ფუნიკულორის განახლებულ რესტორანში იმყოფებოდნენ. ეს ჩვენი შეურაცხყოფაა, რომელსაც ვერავის ვაპატიებთ", - აცხადებს ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრი და "დინამო არენასთან" მომხდარ ფაქტს იხსენებს... 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, "დინამო არენასთან" სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი - ირაკლი ჩხვირკია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა. მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.

ბესიკ კალანდაძე:

- როდესაც რუსი დეპუტატების ჩამოსვლის შესახებ გავიგეთ, ჩვენმა ორგანიზიციამ გადაწყვიტა, მოქალაქეთა გასასვლელთან ტრანსფარანტებითა და პლაკატებით დავმდგარიყავით, რომელზეც რუსულად ეწერა: - "აფხაზეთი და სამაჩაბლო, ეს საქართველოს ნაწილია!" და "ოკუპანტებო, წადით საქართველოდან!.." სანამ აქციაზე მივიდოდით, ჩვენს იურისტთან გავიარეთ კონსულტაცია, - იყო თუ არა კანონდარღვევა საფეხმავლო ბილიკზე დგომა და პლაკატების გაშლა. სულ 30-მდე წევრი ვიყავით... როგორც კი იქვე მდგარმა პოლიციის თანამშრომლებმა პლაკატები შეამჩნიეს, იერიშზე გადმოვიდნენ. გვეუბნებოდნენ: - ბორდიურზე დგახართ და ცოტა გვერდზე გადადითო. - გადავალთო, - ვუთხარით... შემდეგ, წინ დაგვიყენეს ტანმაღალი პოლიციელები, პლაკატები რომ დაეფარათ, რის შემდეგაც ოდნავ ამაღლებულ ადგილას, მუშტაიდის პარკისკენ გადავინაცვლეთ. რამდენიმე აქტივისტი ბორდიურზე შედგა და ისე გაშალა პლაკატები. ამ დროს, არ ვიცი, პოლიციის უფროსი იყო თუ დანაყოფის, პლაკატს ეცა და გადახია... ამის ამსახველი კადრებიც არსებობს... ძალიან აგრესიულები იყვნენ. არადა, არავითარი საბაბი არ მიგვიცია. ეტყობა, ვიღაცას არ უნდოდა რუს დეპუტატებს თავი უხერხულად ეგრძნოთ. იმ დროისთვის მოძრაობაც შეჩერებული იყო და პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი შევნიშნეთ.

- პოლიციამ სამი აქტივისტი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა...

- არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. პირიქით, არსებობს კადრები, თუ როგორ იქნევდნენ ისინი მუშტებს და ამის შედეგი ჩვენს აქტივისტებსაც ეტყობათ... ის სამი კი, ალბათ იმიტომ დააკავეს, რომ უფრო აქტიურობდნენ. ყველანი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს, დავით გოგოხიას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, პატრულის თანამშრომელმა "ჩამოთრეულიც" უწოდა. დავინახე, როგორ მოაწვა დათოს თვალებზე ცრემლები... როდესაც ლაშა რუხაია დააკავეს, იმ კადრებში ჩანს და ისმის კიდეც, თუ როგორ მიმართავს ერთი პოლიციელი კოლეგებს, - დროზე ბიჭო, მიდი, "მივარდი", რისთვის გაცვია ფორმაო?!.

თამუნა იოსელიანი, "თავისუფალი ზონის" წევრი:

- ძალიან მტკივა მკლავი. ტკივილგამაყუჩებელიც დავლიე... მაგრამ არა უშავს, გამივლის. მთავარია, რომ მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს... ჩვენ VIP გასასვლელის მოპირდაპირე მხარეს ვიდექით და ხელს არავის ვუშლიდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნერვებს ვუშლიდით...

- თამუნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეს?

- არა. მაშინ, როდესაც დუმის დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ, პოლიციის თანამშრომლებმა ჯაჭვი შეკრეს და მუშტაიდის ბაღთან მდგარი აქტივისტები ღობესთან მიიმწყვდიეს. მე "თავისუფალი ზონის" მაისური არ მეცვა და ამ ჯაჭვიდან გამოძრომა როგორღაც შევძელი. ეტყობა, ჩვეულებრივი მოქალაქე ვეგონე. პლაკატი წარწერით: - "აფხაზია ი სამაჩაბლო ტოჟე გრუზია!" ხელში მეჭირა და როგორც კი შევძელი, გავშალე. ეს როგორც კი დაინახა პოლიციელმა, მეცა და მისი წართმევა დამიპირა. ხელი ღობის იქით გადავწიე, რომ ეს პლაკატი დეპუტატებისთვის დამენახვებინა. თან ვეუბნებოდი: - იურისტი ვარ და ვიცი, რომ წესრიგს არ ვარღვევ-მეთქი, რასაც მათი მუქარა მოჰყვა: - დაგაჯარიმებთო... მან ძალით ჩამომაგდო ღობიდან, ამ დროს მკლავი დამიზიანდა და საშინლად მაქვს დალურჯებული. მესმოდა ჩემი მეგობრის, ირაკლი ჩხვირკიას სიტყვები, - ამიხსენით, რომელი მუხლით ვარღვევ კანონსო... რუპორიც კი არ გვქონდა. მერე ყველაფერი აირია. რამდენიმე ჩემი მეგობარი წაიქცა. დავინახე, როგორ სცემდნენ მათ... თვალი მოვკარი, როგორ ჩასვეს ჩემი მეგობარი ირაკლი მანქანაში და ისტერიკული კივილი ავტეხე, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. ბევრი რამე არ მახსოვს, მითხრეს, რომ მანქანას რამდენჯერმე მიმახეთქეს. ნაცემია ჩემი მეგობარი, ნინო ცისკარიშვილიც... ამ საქმეს ის გამომძიებელი იძიებს, ვინც პუტინის გინების გამო დასჯილთა საქმეზე მუშაობდა და მოგების დიდი იმედი არ გვაქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ