სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოროხა" - დაკარგული ექიმი და წარმატებული მსახიობი
"პოროხა" - დაკარგული ექიმი და წარმატებული მსახიობი

მის პერ­სო­ნაჟს მეტ­სა­ხე­ლად "პო­რო­ხა" ჰქვია და სე­რი­ალ­ში "შუა ქა­ლაქ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს. "პო­რო­ხა" ქუ­ჩურ სლენგზე მო­ლა­პა­რა­კე "კარ­გი ტი­პია", ცოტა მოძ­ველ­ბი­ჭო ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად რა­ღაც საქ­მე­ებ­შია გახ­ლარ­თუ­ლი.

მაგ­რამ რო­გორც ამ პერ­სო­ნა­ჟის გამ­სა­ხი­ე­რე­ბელ მსა­ხი­ობ გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ვარ­კვიე, მას "პო­რო­ხას­თან" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ერთი თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭია, რო­მე­ლიც თა­ვის ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­სა და პრო­ფე­სი­ა­ზე უზო­მოდ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- წლე­ბის წინ "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" სე­რი­ა­ლის­თვის კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე, ჩემი სუ­რა­თი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ბა­ზა­ში შე­ი­ტა­ნეს. წელს კი და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - გვინ­და, რომ ესა და ეს როლი ითა­მა­შოო. კას­ტინ­გი აღარ გა­მივ­ლია.

- "პო­რო­ხა" იმ უბ­ნის მოძ­ველ­ბი­ჭო ტი­პია, რო­მელ­შიც მი­რო­ტა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ცხოვ­რობს... მოგ­წონს?

- ტექ­სტი რომ ვნა­ხე, მივ­ხვდი, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბაც მო­მი­წევ­და. ის ბე­ქას (მსა­ხი­ო­ბი კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი) უბ­ნე­ლი და მე­გო­ბა­რია. მა­გა­რი "ღა­და­ო­ბა" ტი­პია, სულ რა­ღაც საქ­მე­ებ­შია, სახ­ლში გო­გო­ე­ბი აჰ­ყავს, ხში­რად მას­ზე უფ­რო­სე­ბიც... ბექა კი მისი სა­პი­რის­პი­რო პერ­სო­ნა­ჟია, მაგ­რამ მა­ინც ძმა­კა­ცო­ბენ... თა­ვი­დან ცოტა კი და­ვი­ძა­ბე, მაგ­რამ მერე "პო­რო­ხას" ალღო ავუ­ღე (იცი­ნის).

- შენს როლს ისე და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობ, რომ ბევ­რს ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი ჰგო­ნი­ხარ...

- ცხოვ­რე­ბა­ში "პო­რო­ხას" ნამ­დვი­ლად არ ვგა­ვარ, მაგ­რამ ვიც­ნობ ასე­თებ­საც და სხვა­ნა­ი­რებ­საც (იღი­მის), ან ასე­თი რო­გორ უნდა ვიყო? მე ხომ მსა­ხი­ო­ბი ვარ. ძვე­ლი ბიჭი და მსა­ხი­ო­ბი? ერ­თმა­ნე­თის­გან ცოტა შორს არი­ან.

- შენ და კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი ჯგუ­ფე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი (შენი ცო­ლისძმაა) ხართ და სე­რი­ალ­შიც პარტნი­ო­რე­ბი აღ­მოჩ­ნდით... რას იტყვი ამა­ზე?

- მე და კოკო ერ­თმა­ნეთ­თან შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბი ვართ. გა­მი­ხარ­და, რომ სე­რი­ალ­ში მისი პერ­სო­ნა­ჟის ოჯახ­ში მო­მი­წია შეს­ვლამ. საქ­მე ამან უფრო გა­მი­ად­ვი­ლა... დიახ, ვძმა­კა­ცობთ, ვმე­გობ­რობთ და ბევრ სპექ­ტაკლში ერ­თა­დაც გვი­თა­მა­შია. კოკო კარ­გი პარტნი­ო­რია, მისი მხრი­დან ხელ­შე­წყო­ბას ვგრძნობ.

- მას მერე, რაც სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდი, ალ­ბათ ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ, არა?

- გუ­შინ მქონ­და ასე­თი ფაქ­ტი: ქუ­ჩა­ში ბავ­შვებ­მა და­მი­ნა­ხეს: ე, "პო­რო­ხა" გა­ი­ჩი­თაო (იღი­მის). მთე­ლი სა­მე­გობ­რო, სე­რი­ა­ლის გავ­ლე­ნით, "პო­რო­ხას" მე­ძა­ხის...

- რომ შეგ­რჩეს ეს მეტ­სა­ხე­ლი?

- არა მგო­ნია, ჩემი გვა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ნი "მა­ხა­რას" მე­ძა­ხი­ან, რა­საც "პო­რო­ხა" ვერ გა­და­ფა­რავს.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- მარ­თა­ლია ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბი­ას ხში­რად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი იმა­ზე, რომ მო­მა­ვალ­ში ექი­მი უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. დე­და­ჩე­მი ამის სა­ში­ნე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რად­გა­ნაც უნ­დო­და, რომ ეკო­ნო­მი­კურ ან იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, სა­დაც უნდა, იქ ჩა­ა­ბა­რო­სო, ბი­ძა­ჩე­მიც იმა­ვეს ამ­ბობ­და...

- სკო­ლა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი სა­გა­ნი გიყ­ვარ­და?

- სა­გა­ნი კი არა, საგ­ნე­ბი (მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, ბი­ო­ლო­გია) მიყ­ვარ­და. მა­თე­მა­ტი­კა რომ ვიცი, ეს მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სკო­ლა­ში ხში­რად მა­თე­მა­ტი­კურ ოლიმ­პი­ა­დებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მერე გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სწავ­ლას ცოტა ავუშ­ვი.

- რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დი?

- ბე­ბი­ას­თან, 150-ე სკო­ლა­ში და­ვი­წყე სწავ­ლა (ბე­ბია იქ ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის) და ბო­ლოს, ისევ 150-ე და­ვამ­თავ­რე. შუ­ა­ლე­დებ­ში კი არა­ერთ სკო­ლა­ში მო­მი­წია სწავ­ლამ...

მოკ­ლედ, მე და ბე­ბი­ამ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად, მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყეთ. და­მეხ­მა­რა იმა­შიც, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა­ში მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­თან მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზეც გა­ვე­დი. ბო­ლოს, სიის სა­ნა­ხა­ვად ჩემ მა­გივ­რად ძმა­კა­ცი მი­ვი­და და ტე­ლე­ფონ­ში იმ­ხე­ლა­ზე და­იღ­რი­ა­ლა, - გიო, მო­ე­წყვეო, რომ შევ­ხტი... გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. უფა­სო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით ჩა­ვი­რი­ცხე. უნდა ვთქვა, რომ გაგ­ვი­მარ­თლა და კარ­გი ჯგუ­ფი შე­ვიკ­რი­ბეთ...

- სტუ­დენ­ტო­ბი­სას ნა­თა­მა­შებ სპექ­ტაკ­ლებს მსა­ხი­ო­ბე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე, ალ­ბათ არც შენ ხარ გა­მო­ნაკ­ლი­სი...

- კი, რა თქმა უნდა. სწავ­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რომ მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა თა­ვის სპექ­ტაკლში (დრა­მა) და­მა­კა­ვა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას გას­ტროლ­ზე ინ­გლის­შიც კი გახ­ლდით. ჯგუ­ფის სპექ­ტაკ­ლი "ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი" წა­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა დად­გა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტურ ფეს­ტი­ვალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ერთ დღეს სამ­ჯერ ვი­თა­მა­შეთ ერთი და იგი­ვე სპექ­ტაკ­ლი. ყვე­ლას, რე­ჟი­სო­რებ­სა და მათ სტუ­დენ­ტებს, ვინც იმ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნა. ოვა­ცი­ე­ბით გვხვდე­ბოდ­ნენ. პრე­სა­ში ჩვენ­ზე რე­ცენ­ზი­ე­ბი იწე­რე­ბო­და. წი­ნა­და­დე­ბე­ბი და მიწ­ვე­ვე­ბიც მი­ვი­ღეთ... ჯგუფ­თან ერ­თად, ასე­ვე ნა­თა­მა­შე­ბი მაქვს შალ­ვა და­დი­ა­ნის "გუ­შინ­დელ­ნი"...

- გული არ გწყდე­ბა იმა­ზე, რომ ექი­მო­ბა­ზე უარი თქვი?

- არა და სხვა პრო­ფე­სი­ის­კენ გული არც მი­მი­წევს, მით უმე­ტეს, რომ ჩემი დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მიყ­ვარს.

- რო­გორც გა­ვი­გე, ცოტა ხნის წინ ავთო ვარ­სი­მაშ­ვილს "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" სპექ­ტაკლში "მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ" მი­უწ­ვე­ვი­ხარ...

- კი, ბა­ტონ­მა ავ­თომ გა­სულ თე­ბერ­ვალს მი­მიწ­ვია სპექ­ტაკლში - "მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ", რო­მელ­შიც მა­რი­ამ ჯო­ლო­გუა და აპო­ლონ კუბ­ლაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­დნენ. მა­რი­ა­მი ორ­სუ­ლო­ბის გამო ვე­ღარ ახერ­ხებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და აპო­ლო­ნიც შეც­ვა­ლეს. მოკ­ლედ ისი­ნი მე და ჩემ­მა ჯგუ­ფელ­მა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ობ­მა მა­რი­ამ ნა­დი­რა­ძემ ჩა­ვა­ნაც­ვლეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბრი­დან აპო­ლო­ნი და მა­რი­ა­მი დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ჩვენ, რო­გორც გვი­თხრეს, მათი დუბ­ლი­ო­რე­ბი ვიქ­ნე­ბით.

- კი­ნო­ში არ გინ­და თა­მა­ში?

- ორ ფილმში გა­და­მი­ღეს: ერთი გახ­ლავთ თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლის მხატ­ვრუ­ლი, სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი - "პა­ტარ­ძლე­ბი", რომ­ლის პრე­მი­ე­რაც 2014 წლის­თვის არის და­გეგ­მი­ლი და მე­ო­რე ფილ­მი - "არ­ჩე­ვა­ნი" მა­რი­ამ ქა­ცა­რა­ვამ გა­და­ი­ღო. მას­ში მთა­ვა­რი როლი მაქვს და მისი პრე­მი­ე­რა სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში შედ­გე­ბა. მის გაგ­ზავ­ნას ფეს­ტი­ვა­ლებ­ზეც აპი­რე­ბენ. ცოტა ხან­ში კი­დევ ერთ ფილმში მო­მი­წევს თა­მა­ში, მაგ­რამ ჯერ დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი.

- შენი პერ­სო­ნა­ჟის სი­ტყვე­ბი რომ გა­მო­ვი­ყე­ნო, - "რა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ, ძმაო", მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თი თუ გიყ­ვარს?

- ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარს. რე­ა­ლის გა­ქა­ნე­ბუ­ლი "ბა­ლელ­ში­კი" ვარ.

- "ბარ­სე­ლო­ნა" არ მოგ­წონს?

- "ბარ­სე­ლო­ნა" არ მიხ­სე­ნოთ. 15 წე­ლია, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან "რე­ალს" ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ჩა­ვარ­დნე­ბი კი ჰქონ­და, მაგ­რამ არ მი­ღა­ლა­ტია. მე და კოკო ფეხ­ბურთზე ბევ­რს ვკა­მა­თობთ, მაგ­რამ ბოლო დროს თავს ვი­კა­ვებთ, რომ ზედ­მე­ტი არ მოგ­ვი­ვი­დეს.

- მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე კა­მა­თობთ?

- კი, აბა, სხვა რა გვაქვს სა­კა­მა­თო? ჯვა­რი გვწე­რია... ისე, ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ო­ცა­რი სიზ­მრე­ბი მაქვს. მა­გა­ლი­თად, სამ­ჯერ, თა­მა­შე­ბის წი­ნა­დღეს, "რე­ა­ლი" - "მი­ლა­ნის" მატ­ჩე­ბი თა­ვი­სი ან­გა­რი­შე­ბით და­მე­სიზ­მრა. ის კი არა, გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ავ­ტო­რე­ბიც კი ვი­ცო­დი, ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ...

- ალ­ბათ ბავ­შვო­ბა­ში ფეხ­ბურთზეც და­დი­ო­დი, არა?

- ბავ­შვო­ბა­ში კა­ლათ­ბურთს (11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) ვთა­მა­შობ­დი. "სა­კა­ლათ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში" ჩემი მწვრთნე­ლე­ბი იყ­ვნენ - გელა დარ­სა­ძე, თე­მურ აბუ­ლა­ძე და გია კა­ზან­ჯი­ა­ნი. უცხო­ეთ­შიც კი ვი­ყა­ვით შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე. მარ­თა­ლია კა­ლათ­ბურთს სე­რი­ო­ზუ­ლად ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ ფეხ­ბურთს ყო­ველ­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. ისე, კა­ლათ­ბურთში "მა­ი­ა­მის" "ვბა­ლელ­ში­კობ".

- მუ­სი­კა არ გიყ­ვარს?

- მუ­სი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- მღე­რი?

- (იცი­ნის) ამ­ბო­ბენ, რომ სმე­ნა მაქვს, მაგ­რამ ისე, რომ სად­მე ვიმ­ღე­რო, არა... ამ ამ­ხრივ გამ­ბე­და­ო­ბა მაკ­ლია. წე­სით, მსა­ხი­ობს კომ­პლექ­სი არ უნდა მქონ­დეს... მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის წრე­ში შე­იძ­ლე­ბა ვიმ­ღე­რო, ოღონდ, ვი­ღა­ცებ­თან ერ­თად. ქორ­წილ­ში მა­რი­ამ­თან ერ­თად ვიმ­ღე­რე და კი­ნა­ღამ მოვ­კვდი. იმა­ვე­ნა­ი­რად ვი­ნერ­ვი­უ­ლე ჩემს ცეკ­ვა­ზეც. ცუ­დად არ მი­ცეკ­ვია, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და მინ­დო­და, უკეთ გა­მომ­სვლო­და...

- სა­მა­გი­ე­როდ, სიმ­ღე­რა სა­უ­კე­თე­სოდ შენს მე­უღ­ლეს, მომ­ღე­რალ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილს გა­მოს­დის. ნა­ნა­ხი მაქვს, რო­გორ მღე­რის უკვე თქვე­ნი პა­ტა­რა გო­გო­ნაც...

- კი, ელე­ნე კარ­გად მღე­რის. ხან­და­ხან სიმ­ღე­რა­ში ისეთ რა­ღა­ცებს არ­ტყამს, პირ­და­ღე­ბუ­ლი ვრჩე­ბი. შე­უძ­ლია, სიმ­ღე­რას ორი-სამი მოს­მე­ნით აუ­ღოს ალღო. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია.

- ისე, შენს ქორ­წილ­ში ცეკ­ვის გამო რა­ტომ ინერ­ვი­უ­ლე?

- დედა - თეო ჩი­ვა­ძე მო­ცეკ­ვა­ვეა და ქორ­წი­ლის­თვის მე და მა­რი­ამს ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი დაგ­ვიდ­გა. მა­რი­ამს კარ­გად გა­მო­უ­ვი­და. მა­ნამ­დე დე­და­ჩემ­თან, სტუ­დი­ა­ში ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ცა­დი­ნე­ობ­და. დედა ამ­ბობს, რომ უნი­ჭი­ე­რე­სია.

ისე, ჩემი დიდი ბა­ბუა - გრი­გოლ ჩი­ვა­ძე მო­ცეკ­ვა­ვე, ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლდათ. ბა­ბუ­აც ცეკ­ვავ­და... ბავ­შვო­ბა­ში რო­გორც გი­თხა­რით, კა­ლათ­ბურ­თით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და ცეკ­ვის შე­სას­წავ­ლად ვერ მო­ვი­ცა­ლე. ახ­ლაც სულ მინ­და, დე­და­ჩემ­თან, სტუ­დი­ა­ში ვი­ა­რო, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ.

- მა­რი­ა­მი კო­კოს მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­ცა­ნი?

- თა­ვი­დან ერ­თმა­ნე­თი ყვე­ლამ სო­ფელ სი­ონ­ში გა­ვი­ცა­ნით. იმის მერე დავ­მე­გობ­რდით. თან, მე და კოკო ჯგუ­ფე­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ესეც გვა­ახ­ლო­ებ­და. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით. მოკ­ლედ, ორ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბის შემ­დეგ, მე და მა­რი­ამ­მა 2010 წელს ერ­თად ყოფ­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ, ქორ­წი­ლი 23 იან­ვარს გვქონ­და...

- მოგ­წონს მა­რი­ა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბას რომ აპი­რებს?

- მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს. მაგ­რად რომ მღე­რის, ეს მხო­ლოდ ჩემი შე­ფა­სე­ბა არ არის, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რია. ახლა ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დარ­ბაზ­ში, რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლში სოლო კონ­ცერტს აპი­რებს. ეს მისი პირ­ვე­ლი სოლო კონ­ცერ­ტია და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ. მას ჩემი რჩე­ვა არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის, ოღონდ, სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვალს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ... ისე, ერთი პე­რი­ო­დი, ორი­ვე­ნი იტა­ლი­ა­ში ვა­პი­რებ­დით გამ­გზავ­რე­ბას, მას "ლას­კა­ლა­ში" კურ­სის გავ­ლა უნ­დო­და, მეც იქ სამ­სა­ხი­ო­ბო გან­ხრით სას­წავ­ლე­ბელს ვე­ძებ­დი, მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი გა­და­ი­დო. ვნა­ხოთ.

- რო­გო­რი მამა ხარ?

- და­ვი­წყებ იმით, რომ ელე­ნე ძა­ლი­ან მა­გა­რი შვი­ლია. თა­ვი­დან მი­ჭირ­და იმის აღ­ქმა, რომ მამა ვი­ყა­ვი და შვი­ლი მყავ­და. უც­ნა­უ­რია, ლა­პა­რა­კი რომ და­ი­წყო, პა­პას მე­ძახ­და. ახლა უკვე მა­მას მე­ძა­ხის, ხან გიოს, გი­ორ­გის... ბავ­შვი მუ­სი­კა­ლუ­რიც არის, პლას­ტი­კუ­რიც, არ­ტის­ტუ­ლიც, მოკ­ლედ, სა­მო­მავ­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო თუ აირ­ჩია, ვგრძნობ, რომ ყველ­გან გა­ქა­ჩავს (იღი­მის)... ბოლო დროს გა­ბუტ­ვა ის­წავ­ლა. ხან­და­ხან, რა­ღა­ცებ­ზე გუ­ლიც უჩუყ­დე­ბა...

- სი­დედრს - თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ, ეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში... შენ რას იტყვი მას­ზე?

- ჰო, მე და თამ­რი­კოს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვმე­გობ­რობთ და მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩვენ კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით სიძე-სი­დედ­რი კი არა, უბ­რა­ლოდ, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ.

- რო­გორც გა­ტყობ, ვერ გა­ე­ქე­ცი მო­დას და სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ტა­ტუც გა­ი­კე­თე...

- ტატუ პირ­ვე­ლად მა­რი­ამ­მა გა­ი­კე­თა და მერე მეც მაგ­რად მო­მინ­და. გუ­ლის მხა­რეს, მარ­ცხე­ნა ფერდქვეშ, ნეკ­ნებ­ზე ელე­ნეს ხე­ლის­გუ­ლის ანა­ბეჭ­დი მაქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი და ამის წყა­ლო­ბით, სულ თან მყავს ჩემი შვი­ლი...

- ხე­ლებ­ზე რა გა­წე­რია?

- ერთ ხელ­ზე "ფე­მი­ლი" (ოჯა­ხი) მა­წე­რია, მე­ო­რე­ზე - "ფრენ­დს" (მე­გობ­რე­ბი). უეც­რად, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე გა­ვი­კე­თე...

- გი­ორ­გი, დე­დი­სერ­თა კი ხარ, მაგ­რამ გა­ტყობ, რომ ეგო­ის­ტი არ უნდა იყო. ასეა?

- უმე­გობ­როდ არას­დროს მი­ცხოვ­რია. ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს, ხან რო­მე­ლი ამ­ხა­ნა­გი რჩე­ბო­და ჩემ­თან და ხან მე ვრჩე­ბო­დი კლა­სელ­თან. მე­გობ­რი­სა და ძმა­კა­ცის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა დღემ­დე არ შე­მიძ­ლია. არც და­მე­გობ­რე­ბა მი­ჭირს. ადა­მი­ა­ნებს ად­ვი­ლად ვე­გუ­ე­ბი და ვენ­დო­ბი. კი­დევ ერთი თვი­სე­ბა მაქვს: ვინ­მეს­თან რაც უნდა ვი­კა­მა­თო, ვი­ჩხუ­ბო, მე­ო­რე დღეს აღარ მახ­სოვს...

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"პოროხა" - დაკარგული ექიმი და წარმატებული მსახიობი

"პოროხა" - დაკარგული ექიმი და წარმატებული მსახიობი

მის პერსონაჟს მეტსახელად "პოროხა" ჰქვია და სერიალში "შუა ქალაქში" მონაწილეობს. "პოროხა" ქუჩურ სლენგზე მოლაპარაკე "კარგი ტიპია", ცოტა მოძველბიჭო ელემენტი, რომელიც მუდმივად რაღაც საქმეებშია გახლართული.

მაგრამ როგორც ამ პერსონაჟის გამსახიერებელ მსახიობ გიორგი მახარაძესთან შეხვედრისას გავარკვიე, მას "პოროხასთან" საერთო არაფერი აქვს. ერთი თბილისელი ბიჭია, რომელიც თავის ოჯახზე, მეგობრებსა და პროფესიაზე უზომოდ არის შეყვარებული.

- წლების წინ "ღამის შოუს სტუდიაში" სერიალისთვის კასტინგი გავიარე, ჩემი სურათი და ვიდეომასალა ბაზაში შეიტანეს. წელს კი დამირეკეს და მითხრეს, - გვინდა, რომ ესა და ეს როლი ითამაშოო. კასტინგი აღარ გამივლია.

- "პოროხა" იმ უბნის მოძველბიჭო ტიპია, რომელშიც მიროტაძეების ოჯახი ცხოვრობს... მოგწონს?

- ტექსტი რომ ვნახე, მივხვდი, როგორი პერსონაჟის განსახიერებაც მომიწევდა. ის ბექას (მსახიობი კოკო როინიშვილი) უბნელი და მეგობარია. მაგარი "ღადაობა" ტიპია, სულ რაღაც საქმეებშია, სახლში გოგოები აჰყავს, ხშირად მასზე უფროსებიც... ბექა კი მისი საპირისპირო პერსონაჟია, მაგრამ მაინც ძმაკაცობენ... თავიდან ცოტა კი დავიძაბე, მაგრამ მერე "პოროხას" ალღო ავუღე (იცინის).

- შენს როლს ისე დამაჯერებლად თამაშობ, რომ ბევრს ცხოვრებაშიც ასეთი ჰგონიხარ...

- ცხოვრებაში "პოროხას" ნამდვილად არ ვგავარ, მაგრამ ვიცნობ ასეთებსაც და სხვანაირებსაც (იღიმის), ან ასეთი როგორ უნდა ვიყო? მე ხომ მსახიობი ვარ. ძველი ბიჭი და მსახიობი? ერთმანეთისგან ცოტა შორს არიან.

- შენ და კოკო როინიშვილი ჯგუფელები, მეგობრები, ნათესავები (შენი ცოლისძმაა) ხართ და სერიალშიც პარტნიორები აღმოჩნდით... რას იტყვი ამაზე?

- მე და კოკო ერთმანეთთან შეთამაშებულები ვართ. გამიხარდა, რომ სერიალში მისი პერსონაჟის ოჯახში მომიწია შესვლამ. საქმე ამან უფრო გამიადვილა... დიახ, ვძმაკაცობთ, ვმეგობრობთ და ბევრ სპექტაკლში ერთადაც გვითამაშია. კოკო კარგი პარტნიორია, მისი მხრიდან ხელშეწყობას ვგრძნობ.

- მას მერე, რაც სერიალში გამოჩნდი, ალბათ ქუჩაში გცნობენ, არა?

- გუშინ მქონდა ასეთი ფაქტი: ქუჩაში ბავშვებმა დამინახეს: ე, "პოროხა" გაიჩითაო (იღიმის). მთელი სამეგობრო, სერიალის გავლენით, "პოროხას" მეძახის...

- რომ შეგრჩეს ეს მეტსახელი?

- არა მგონია, ჩემი გვარიდან გამომდინარე, ყველანი "მახარას" მეძახიან, რასაც "პოროხა" ვერ გადაფარავს.

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტე?

- მართალია ბავშვობაში ბებიას ხშირად ველაპარაკებოდი იმაზე, რომ მომავალში ექიმი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დედაჩემი ამის საშინელი წინააღმდეგი იყო, რადგანაც უნდოდა, რომ ეკონომიკურ ან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მამაჩემი ამბობდა, სადაც უნდა, იქ ჩააბაროსო, ბიძაჩემიც იმავეს ამბობდა...

- სკოლაში გამორჩეულად რომელი საგანი გიყვარდა?

- საგანი კი არა, საგნები (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია) მიყვარდა. მათემატიკა რომ ვიცი, ეს მამაჩემის დამსახურებაა. სკოლაში ხშირად მათემატიკურ ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი. მერე გარდატეხის ასაკში სწავლას ცოტა ავუშვი.

- რომელ სკოლაში სწავლობდი?

- ბებიასთან, 150-ე სკოლაში დავიწყე სწავლა (ბებია იქ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის) და ბოლოს, ისევ 150-ე დავამთავრე. შუალედებში კი არაერთ სკოლაში მომიწია სწავლამ...

მოკლედ, მე და ბებიამ თეატრალურ უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად, მშობლებისგან მალულად, მომზადება დავიწყეთ. დამეხმარა იმაშიც, რომ სამსახიობო ოსტატობაში მანანა ბერიკაშვილთან მოვმზადებულიყავი. მისაღებ გამოცდებზეც გავედი. ბოლოს, სიის სანახავად ჩემ მაგივრად ძმაკაცი მივიდა და ტელეფონში იმხელაზე დაიღრიალა, - გიო, მოეწყვეო, რომ შევხტი... გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. უფასო განყოფილებაზე მაღალი ქულებით ჩავირიცხე. უნდა ვთქვა, რომ გაგვიმართლა და კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ...

- სტუდენტობისას ნათამაშებ სპექტაკლებს მსახიობები სიამოვნებით იხსენებენ ხოლმე, ალბათ არც შენ ხარ გამონაკლისი...

- კი, რა თქმა უნდა. სწავლა დამთავრებული არ მქონდა, რომ მუსიკისა და დრამის თეატრში ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა თავის სპექტაკლში (დრამა) დამაკავა. სტუდენტობისას გასტროლზე ინგლისშიც კი გახლდით. ჯგუფის სპექტაკლი "ჩვენი პატარა ქალაქი" წავიღეთ, რომელიც გიორგი შალუტაშვილმა დადგა. საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში ვმონაწილეობდით. ერთ დღეს სამჯერ ვითამაშეთ ერთი და იგივე სპექტაკლი. ყველას, რეჟისორებსა და მათ სტუდენტებს, ვინც იმ ფესტივალში მონაწილეობდა, მოეწონა ჩვენი წარმოდგენა. ოვაციებით გვხვდებოდნენ. პრესაში ჩვენზე რეცენზიები იწერებოდა. წინადადებები და მიწვევებიც მივიღეთ... ჯგუფთან ერთად, ასევე ნათამაშები მაქვს შალვა დადიანის "გუშინდელნი"...

- გული არ გწყდება იმაზე, რომ ექიმობაზე უარი თქვი?

- არა და სხვა პროფესიისკენ გული არც მიმიწევს, მით უმეტეს, რომ ჩემი დღევანდელი საქმიანობა მიყვარს.

- როგორც გავიგე, ცოტა ხნის წინ ავთო ვარსიმაშვილს "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლში "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" მიუწვევიხარ...

- კი, ბატონმა ავთომ გასულ თებერვალს მიმიწვია სპექტაკლში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ", რომელშიც მარიამ ჯოლოგუა და აპოლონ კუბლაშვილი თამაშობდნენ. მარიამი ორსულობის გამო ვეღარ ახერხებდა მონაწილეობას და აპოლონიც შეცვალეს. მოკლედ ისინი მე და ჩემმა ჯგუფელმა, "თავისუფალი თეატრის" მსახიობმა მარიამ ნადირაძემ ჩავანაცვლეთ. სავარაუდოდ, სექტემბრიდან აპოლონი და მარიამი დაბრუნდებიან და ჩვენ, როგორც გვითხრეს, მათი დუბლიორები ვიქნებით.

- კინოში არ გინდა თამაში?

- ორ ფილმში გადამიღეს: ერთი გახლავთ თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი - "პატარძლები", რომლის პრემიერაც 2014 წლისთვის არის დაგეგმილი და მეორე ფილმი - "არჩევანი" მარიამ ქაცარავამ გადაიღო. მასში მთავარი როლი მაქვს და მისი პრემიერა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება. მის გაგზავნას ფესტივალებზეც აპირებენ. ცოტა ხანში კიდევ ერთ ფილმში მომიწევს თამაში, მაგრამ ჯერ დეტალები არ ვიცი.

- შენი პერსონაჟის სიტყვები რომ გამოვიყენო, - "რა ცხოვრებით ცხოვრობ, ძმაო", მაგალითად, ფეხბურთი თუ გიყვარს?

- ფეხბურთი მიყვარს. რეალის გაქანებული "ბალელშიკი" ვარ.

- "ბარსელონა" არ მოგწონს?

- "ბარსელონა" არ მიხსენოთ. 15 წელია, ღრმა ბავშვობიდან "რეალს" ვგულშემატკივრობ. ჩავარდნები კი ჰქონდა, მაგრამ არ მიღალატია. მე და კოკო ფეხბურთზე ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ბოლო დროს თავს ვიკავებთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს.

- მხოლოდ ფეხბურთზე კამათობთ?

- კი, აბა, სხვა რა გვაქვს საკამათო? ჯვარი გვწერია... ისე, ფეხბურთთან დაკავშირებით საოცარი სიზმრები მაქვს. მაგალითად, სამჯერ, თამაშების წინადღეს, "რეალი" - "მილანის" მატჩები თავისი ანგარიშებით დამესიზმრა. ის კი არა, გატანილი გოლის ავტორებიც კი ვიცოდი, ვინ იქნებოდნენ...

- ალბათ ბავშვობაში ფეხბურთზეც დადიოდი, არა?

- ბავშვობაში კალათბურთს (11 წლის განმავლობაში) ვთამაშობდი. "საკალათბურთო აკადემიაში" ჩემი მწვრთნელები იყვნენ - გელა დარსაძე, თემურ აბულაძე და გია კაზანჯიანი. უცხოეთშიც კი ვიყავით შეჯიბრებებზე. მართალია კალათბურთს სერიოზულად ვთამაშობდი, მაგრამ ფეხბურთს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. ისე, კალათბურთში "მაიამის" "ვბალელშიკობ".

- მუსიკა არ გიყვარს?

- მუსიკა ძალიან მიყვარს.

- მღერი?

- (იცინის) ამბობენ, რომ სმენა მაქვს, მაგრამ ისე, რომ სადმე ვიმღერო, არა... ამ ამხრივ გამბედაობა მაკლია. წესით, მსახიობს კომპლექსი არ უნდა მქონდეს... მხოლოდ ახლობლების წრეში შეიძლება ვიმღერო, ოღონდ, ვიღაცებთან ერთად. ქორწილში მარიამთან ერთად ვიმღერე და კინაღამ მოვკვდი. იმავენაირად ვინერვიულე ჩემს ცეკვაზეც. ცუდად არ მიცეკვია, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და მინდოდა, უკეთ გამომსვლოდა...

- სამაგიეროდ, სიმღერა საუკეთესოდ შენს მეუღლეს, მომღერალ მარიამ როინიშვილს გამოსდის. ნანახი მაქვს, როგორ მღერის უკვე თქვენი პატარა გოგონაც...

- კი, ელენე კარგად მღერის. ხანდახან სიმღერაში ისეთ რაღაცებს არტყამს, პირდაღებული ვრჩები. შეუძლია, სიმღერას ორი-სამი მოსმენით აუღოს ალღო. ნიჭიერი ბავშვია.

- ისე, შენს ქორწილში ცეკვის გამო რატომ ინერვიულე?

- დედა - თეო ჩივაძე მოცეკვავეა და ქორწილისთვის მე და მარიამს ცეკვა ქართული დაგვიდგა. მარიამს კარგად გამოუვიდა. მანამდე დედაჩემთან, სტუდიაში ერთი წლის განმავლობაში მეცადინეობდა. დედა ამბობს, რომ უნიჭიერესია.

ისე, ჩემი დიდი ბაბუა - გრიგოლ ჩივაძე მოცეკვავე, ქორეოგრაფი გახლდათ. ბაბუაც ცეკვავდა... ბავშვობაში როგორც გითხარით, კალათბურთით ვიყავი დაკავებული და ცეკვის შესასწავლად ვერ მოვიცალე. ახლაც სულ მინდა, დედაჩემთან, სტუდიაში ვიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- მარიამი კოკოს მეშვეობით გაიცანი?

- თავიდან ერთმანეთი ყველამ სოფელ სიონში გავიცანით. იმის მერე დავმეგობრდით. თან, მე და კოკო ჯგუფელები რომ ვიყავით, ესეც გვაახლოებდა. 24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით. მოკლედ, ორწლიანი მეგობრობის შემდეგ, მე და მარიამმა 2010 წელს ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, ქორწილი 23 იანვარს გვქონდა...

- მოგწონს მარიამის გადაწყვეტილება, სამომავლოდ ოპერის მომღერლობას რომ აპირებს?

- მართლა სერიოზული მონაცემები აქვს და ეჭვიც არ მეპარება, რომ თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწევს. მაგრად რომ მღერის, ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის, სპეციალისტების აზრია. ახლა ნიკოლოზ რაჭველის დარბაზში, რკინიგზელთა სახლში სოლო კონცერტს აპირებს. ეს მისი პირველი სოლო კონცერტია და წარმატებებს ვუსურვებ. მას ჩემი რჩევა არ სჭირდება, ყველაფერი კარგად იცის, ოღონდ, საუკეთესო მომავალს და წარმატებებს ვუსურვებ... ისე, ერთი პერიოდი, ორივენი იტალიაში ვაპირებდით გამგზავრებას, მას "ლასკალაში" კურსის გავლა უნდოდა, მეც იქ სამსახიობო განხრით სასწავლებელს ვეძებდი, მაგრამ ეგ ამბავი გადაიდო. ვნახოთ.

- როგორი მამა ხარ?

- დავიწყებ იმით, რომ ელენე ძალიან მაგარი შვილია. თავიდან მიჭირდა იმის აღქმა, რომ მამა ვიყავი და შვილი მყავდა. უცნაურია, ლაპარაკი რომ დაიწყო, პაპას მეძახდა. ახლა უკვე მამას მეძახის, ხან გიოს, გიორგის... ბავშვი მუსიკალურიც არის, პლასტიკურიც, არტისტულიც, მოკლედ, სამომავლოდ ხელოვნების სფერო თუ აირჩია, ვგრძნობ, რომ ყველგან გაქაჩავს (იღიმის)... ბოლო დროს გაბუტვა ისწავლა. ხანდახან, რაღაცებზე გულიც უჩუყდება...

- სიდედრს - თამრიკო ჭოხონელიძეს ძალიან უყვარხარ, ეს არაერთხელ უთქვამს ჩემთან ინტერვიუში... შენ რას იტყვი მასზე?

- ჰო, მე და თამრიკოს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ და მეც ძალიან მიყვარს. ჩვენ კლასიკური გაგებით სიძე-სიდედრი კი არა, უბრალოდ, კარგი მეგობრები ვართ.

- როგორც გატყობ, ვერ გაექეცი მოდას და სხეულზე რამდენიმე ტატუც გაიკეთე...

- ტატუ პირველად მარიამმა გაიკეთა და მერე მეც მაგრად მომინდა. გულის მხარეს, მარცხენა ფერდქვეშ, ნეკნებზე ელენეს ხელისგულის ანაბეჭდი მაქვს ამოსვირინგებული და ამის წყალობით, სულ თან მყავს ჩემი შვილი...

- ხელებზე რა გაწერია?

- ერთ ხელზე "ფემილი" (ოჯახი) მაწერია, მეორეზე - "ფრენდს" (მეგობრები). უეცრად, არც დავფიქრებულვარ, ისე გავიკეთე...

- გიორგი, დედისერთა კი ხარ, მაგრამ გატყობ, რომ ეგოისტი არ უნდა იყო. ასეა?

- უმეგობროდ არასდროს მიცხოვრია. ბავშვობიდან მახსოვს, ხან რომელი ამხანაგი რჩებოდა ჩემთან და ხან მე ვრჩებოდი კლასელთან. მეგობრისა და ძმაკაცის გარეშე ცხოვრება დღემდე არ შემიძლია. არც დამეგობრება მიჭირს. ადამიანებს ადვილად ვეგუები და ვენდობი. კიდევ ერთი თვისება მაქვს: ვინმესთან რაც უნდა ვიკამათო, ვიჩხუბო, მეორე დღეს აღარ მახსოვს...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება