მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუპერმარკეტში ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა
სუპერმარკეტში ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად თან­და­თან უფრო სა­ში­ში ხდე­ბა ქუ­ჩა­ში ჭამა. მით უფრო, როცა საქ­მე მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს ეხე­ბა. სამ­სა­ხუ­რი­დან შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­სულს სულ მაქვს პრობ­ლე­მა, რა ვჭა­მო. არ­ჩე­ვა­ნი მარ­თლაც რომ დიდი არ არის - შა­ურ­მა, სა­ცხობ­ში ნა­ყი­დი პურ - ფუნ­თუ­შუ­ლი, თუ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მზა საკ­ვე­ბი. დრო­ის სიმ­ცი­რის გამო საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­ში შეს­ვლის ფუ­ფუ­ნე­ბა არ მაქვს. ამი­ტომ თით­ქმის ყო­ველ­თვის სუ­პერ­მარ­კეტს ვირ­ჩევ. თუმ­ცა 10 ივ­ლისს მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა და­მარ­წმუ­ნა, რომ აქაც უნდა მო­ვე­რი­დო ჭა­მას. ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ჩემი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ნა­ყი­დი სენდვი­ჩი ობი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. სენდვიჩ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ობის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თეთ.

სურ­სა­თის ერვნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჩი­ვა­რი 25 მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­ი­ტა­ნა. ჩვენს სა­ჩი­ვარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­და და სა­ა­გენ­ტო სუ­პერ­მარ­კეტ­ში პრო­დუქ­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლად შე­ვი­და.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქის­გან, რო­მელ­მაც ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ი­ძი­ნა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ჩვენ მო­ვე­დით მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, მოხ­დე­ბა ნი­მუ­შის აღე­ბა და მისი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა. გარ­და ამი­სა, შე­მოწ­მდე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ვა­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა ხა­თუ­ნა პა­პა­ლაშ­ვილ­მა.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით "პო­პუ­ლი­სა" და "იო­ლის" მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელს ლადო ცი­მა­კუ­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით: "ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს, გარ­და იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა დად­გინ­დეს და გა­მო­იკ­ვლი­ოს, ვერ მოგ­ცემთ. ჯერ კარ­გად უნდა გა­ვერ­კვეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დეთ,რა იყო და რა­ტომ მოხ­და ყიდ­ვი­დან 6 სა­ა­თის მერე, ჩვენ­სას რომ არ გავ­და ისე­თი პრო­დუქ­ტის უკან მობ­რუ­ნე­ბა. ეს 5 სა­ა­თი სად იყო პრო­დუქ­ტი? თუ ადა­მი­ან­მა ნახა და იმ წუთ­ში­ვე არ მო­ვი­და, რას ელო­დე­ბო­და, მით უმე­ტეს ასეთ სი­ცხე­ში და ასეთ მზე­ში სად იდო პრო­დუქ­ტი?"

იო­ლის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რი ეჭვქვეშ აყე­ნებს პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­დან მის უკან მიბ­რუ­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდსა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბებს, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელ­მა მის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვა­წო­და, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ავ­რცე­ლა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს 4 დღე­ში წარ­მო­ად­გენს. მე კი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მოგ­ცემთ:

ზა­ფხულ­ში თავი შე­ი­კა­ვეთ გა­რეთ ჭა­მის­გან, თუ სხვა გზა არ გაქვთ, მო­ე­რი­დეთ ხორ­ცე­ულ­სა და მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს. საკ­ვე­ბის ყიდ­ვის­თა­ნა­ვე შე­ა­მოწ­მეთ მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. თუ აღ­მო­ა­ჩენთ, რომ თქვენს მიერ ნა­ყი­დი პრო­დუქ­ტი სა­სურ­სა­თო სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მა­შინ­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თეთ, რად­გან ამ პრო­დუქ­ცი­ას თქვენს გარ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­იხ­მარს, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ელე­ნე ცინ­ცა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

სუპერმარკეტში ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა

სუპერმარკეტში ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა

ზაფხულის დადგომასთან ერთად თანდათან უფრო საშიში ხდება ქუჩაში ჭამა. მით უფრო, როცა საქმე მალფუჭებად პროდუქტებს ეხება. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულს სულ მაქვს პრობლემა, რა ვჭამო. არჩევანი მართლაც რომ დიდი არ არის - შაურმა, საცხობში ნაყიდი პურ - ფუნთუშული, თუ სუპერმარკეტში მზა საკვები. დროის სიმცირის გამო საკვებ ობიექტებში შესვლის ფუფუნება არ მაქვს. ამიტომ თითქმის ყოველთვის სუპერმარკეტს ვირჩევ. თუმცა 10 ივლისს მომხდარმა ფაქტმა დამარწმუნა, რომ აქაც უნდა მოვერიდო ჭამას. ერთ-ერთ სუპერმარკეტში ჩემი თანამშრომლის მიერ ნაყიდი სენდვიჩი ობიანი აღმოჩნდა. სენდვიჩში აღმოჩენილი ობის დანახვისთანავე სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.

სურსათის ერვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი 25 მომხმარებელმა შეიტანა. ჩვენს საჩივარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოხდა და სააგენტო სუპერმარკეტში პროდუქტის შესამოწმებლად შევიდა.

”სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მოქალაქისგან, რომელმაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძინა გაფუჭებული პროდუქტი. ჩვენ მოვედით მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მოხდება ნიმუშის აღება და მისი ლაბორატორიული კვლევა. გარდა ამისა, შემოწმდება პროდუქტების შენახვის პირობები და რეალიზაციის ვადები”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სპეციალისტმა ხათუნა პაპალაშვილმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ”პოპულისა” და ”იოლის” მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელს ლადო ციმაკურიძეს დავუკავშირდით: ”ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგად უნდა დადგინდეს და გამოიკვლიოს, ვერ მოგცემთ. ჯერ კარგად უნდა გავერკვეთ სიტუაციაში და საბოლოოდ დავრწმუნდეთ,რა იყო და რატომ მოხდა ყიდვიდან 6 საათის მერე, ჩვენსას რომ არ გავდა ისეთი პროდუქტის უკან მობრუნება. ეს 5 საათი სად იყო პროდუქტი? თუ ადამიანმა ნახა და იმ წუთშივე არ მოვიდა, რას ელოდებოდა, მით უმეტეს ასეთ სიცხეში და ასეთ მზეში სად იდო პროდუქტი?”

იოლის მარკეტინგის სამსახური ეჭვქვეშ აყენებს პროდუქტის შეძენიდან მის უკან მიბრუნებამდე პერიოდსა და შენახვის პირობებს, თუმცა მომხმარებელმა მის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები მოგვაწოდა, რომელიც შეძენიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს 4 დღეში წარმოადგენს. მე კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

ზაფხულში თავი შეიკავეთ გარეთ ჭამისგან, თუ სხვა გზა არ გაქვთ, მოერიდეთ ხორცეულსა და მალფუჭებად პროდუქტებს. საკვების ყიდვისთანავე შეამოწმეთ მისი ვარგისიანობა. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მიერ ნაყიდი პროდუქტი სასურსათო სტანდარტებს არ შეესაბამება, მაშინვე სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართეთ, რადგან ამ პროდუქციას თქვენს გარდა უამრავი ადამიანი მოიხმარს, მათ შორის ბავშვები.

იხილეთ ფოტოგალერეა

ელენე ცინცაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია