Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წლის ომში მიშას ამერიკამ 5 მილიარდი დოლარი გადაუხადა"
"2008 წლის ომში მიშას ამერიკამ 5 მილიარდი დოლარი გადაუხადა"

რუბ­რი­კის მო­რი­გი სტუ­მა­რი, შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა თარ­გა­მა­ძე გახ­ლავთ. სხვა მოს­კო­ვე­ლი "გრუ­ზი­ნე­ბის" მსგავ­სად, არც ნა­მი­ნის­ტრა­ლი აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ნაკ­ლი­სი და ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს ისიც ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ კი იტა­ლი­ა­ში ატა­რებს. თუმ­ცა დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი თარ­გა­მა­ძე მოს­კოვ­ში 2 დღით ჩა­მო­ვი­და. ჰოდა, ერთ დროს ცნო­ბი­ლი "ოპე­რი" ინ­ტერ­ვი­უ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით და­ვი­თან­ხმე. თარ­გა­მა­ძე ბოლო დროს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გვა­ნე­ბივ­რებს. რო­გორც აცხა­დებს, ქარ­თვე­ლებ­მა ამა­გი არ და­ვუ­ფა­სეთ, - ამ­დენ ხი­ფათს აგა­ცი­ლეთ, ომს რამ­დენ­ჯერ გა­და­გარ­ჩი­ნეთ, ბან­დი­ტე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის­გან გიხ­სე­ნით, მაგ­რამ დე­დის გი­ნე­ბის მეტი არა­ფე­რი მი­მი­ღი­აო...

- რჩე­ვა მინ­და მოგ­ცეთ, აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან ნუ იტყვით, რომ ჩემ­თან იტერ­ვიუ ჩა­წე­რეთ, თო­რემ გი­ნე­ბას და­გი­წყე­ბენ (იცი­ნის).

- მოდი, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ...

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლო ფა­შიზ­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ივა­ნიშ­ვილ­მა სწორ გზა­ზე და­გა­ყე­ნათ ქარ­თვე­ლე­ბი და ცოტა აცა­დეთ. მი­შა­საც თა­ვი­სი "კრი­შა" ჰყავს და მათ­თა­ნაც და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა...

- გა­მო­დის, მიშა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია?

- ყვე­ლა­ფერს დრო უნდა, თო­რემ და­სა­ჭე­რე­ბი კი არა, და­სახ­ვრე­ტე­ბი არი­ან! სარი უნდა მი­შას, სარი... ყვე­ლა სი­ბინ­ძუ­რის სა­თა­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლია, ეგე­ნი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა ამო­ძირ­კვო! უჰ, ერთი სად­მე შე­მახ­ვედ­რა, ყვე­ლას თავ-ყბას და­ვუნ­გრევ­დი..

- ახლა რომ ტრა­ბა­ხობთ, თა­ვის დრო­ზე გექ­ნათ თუ შე­გეძ­ლოთ, ბურ­თი და მო­ე­და­ნი თქვენს ხელ­ში არ იყო?!

- როცა და­ვა­პი­რე, ყვე­ლა მი­შას და მის ბან­დას გა­და­ე­ფა­რეთ და ახლა მე­უბ­ნე­ბით მა­გას?! თუმ­ცა ცოტ-ცოტა ყვე­ლას ცემა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე... იცით, რა­ტომ ვცე­მე გივი თარ­გა­მა­ძე? წარ­მო­შო­ბით სო­მე­ხია, გვა­რად ოსი­პო­ვი და რომ გა­ვი­გე გვა­რი გა­და­კე­თე­ბუ­ლი ჰქო­ნია, თა­ნაც თარ­გა­მა­ძედ, გავ­ბრაზ­დი (ხარ­ხა­რებს). რა, სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ვცე­მე, შე­იც­ვა­ლა რამე?

მთა­ვა­რი ჟვა­ნია იყო, ის მოვხსე­ნი, სი­ტუ­ა­ცი­ას მო­ვა­შო­რე და არ მე­გო­ნა, შე­ვარ­დნა­ძე ამათ თუ ვე­ღარ მო­ე­რე­ო­და.

- ამათ­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- ვი­საც ჟვა­ნი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნ­დო­და და ვინც მიშა და­გის­ვათ ხე­ლი­სუფ­ლად.

- ანუ?

- არ ვიცი, ორ­მა­გი თა­მა­ში ითა­მა­შა თუ რა შე­ვარ­დნა­ძემ, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რო­გორც ამე­რი­კას სურ­და. პო­ლი­ტი­კა­ში მე­გობ­რო­ბა არ არ­სე­ბობს! არ­სე­ბობს მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სე­ბი და შენი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან უნდა გა­მოხ­ვი­დე, რაც შე­ვარ­დნა­ძემ არ თუ ვერ გა­ა­კე­თა.

მიშა ვინ იყო სა­ერ­თოდ, ეგ "პე­ტუ­ხი". მთა­ვა­რიც და პირ­ვე­ლიც ჟვა­ნია იყო. მიშა სა­თა­და­რი­გო სკამ­ზე იჯდა... ეგე­ნი ჩემ­თან უფრო კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ, ვიდ­რე ერ­თმა­ნეთ­ში. ერ­თმა­ნე­თი ეზი­ზღე­ბო­დათ!

- მაშ, ჟვა­ნი­ას რას ერ­ჩო­დით, ან ის რას გერ­ჩო­დათ?

- ჟვა­ნი­ას გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი. ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე კი ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ.

- რა­ტომ იყა­ვით წი­ნა­აღ­მდე­გი?

- რის­თვის და რა­ტომ ვი­ყა­ვი უარ­ზე, გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­ზე არ ვი­სა­უბ­რებ...

- ასე­თი რა ბერ­კე­ტე­ბი გქონ­დათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში უთ­ქვე­ნოდ პრე­ზი­დენ­ტი არ ირ­ჩე­ო­და?

- "რი­ჩა­გე­ბი" მქონ­და, "რი­ჩა­გე­ბი" და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი კაცი ვი­ყა­ვი... (იცი­ნის)

- აქვე გკი­თხავთ, ჟვა­ნია მოკ­ლეს თუ?..

- მოკ­ლეს, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ...

- ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა თუ შე­გიძ­ლი­ათ, ვისი იდე­აა ე.წ. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია"?

- არა­ვი­თა­რი ზო­გი­ერ­თე­ბი, ყვე­ლა გა­რი­გე­ბუ­ლი იყო!

- ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე იდგა შე­ვარ­დნა­ძის გვერ­დით, ეგეც გა­რი­გე­ბუ­ლი იყო?

- ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი არ გა­უ­რიგ­და­სა­ვით, მაგ­რამ შს მი­ნის­ტრმა, როცა ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცია ხდე­ბა, ტყვია უნდა იკრა შუბ­ლში. მე რომ მი­ნის­ტრი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" არ მოხ­დე­ბო­და!

- რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, გკი­თხავთ, სა­მეგ­რე­ლო­ში ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­ფი­რებ­სა და ია­რა­ღებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვამ­ბობ­დი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არე­უ­ლო­ბა­ზე წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ვინ მის­მენ­და?! რაც ნა­ხეთ, და­მარ­ხუ­ლი ია­რა­ღის მხო­ლოდ 15%-ია. კი­დევ ბევ­რია ამო­სა­თხრე­ლი. ეს ნა­ბიჭ­ვრე­ბი, ესე­ნი! მიშა მარ­ტო 2008 წლის ომის გამო უნდა გა­ა­სა­მარ­თლო, რა­შიც ამე­რი­კე­ლებ­მა 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს და ამ ერის მო­ღა­ლა­ტემ მთლი­ა­ნად ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო! კი­დევ იმ­დე­ნი რა­ღა­ცე­ბი გა­ირ­კვე­ვა, ჯერ სად ხართ?! ეს ჟურ­ნა­ლია...

- თქვენს დროს მსგავ­სი გა­და­ღე­ბე­ბი თუ ხდე­ბო­და?

- ამას რო­გორ მე­კი­თხე­ბით?! ვინ­მეს რომ მსგავ­სი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ვახ­რჩობ­დი!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

"2008 წლის ომში მიშას ამერიკამ 5 მილიარდი დოლარი გადაუხადა"

"2008 წლის ომში მიშას ამერიკამ 5 მილიარდი დოლარი გადაუხადა"

რუბრიკის მორიგი სტუმარი, შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გახლავთ. სხვა მოსკოველი "გრუზინების" მსგავსად, არც ნამინისტრალი აღმოჩნდა გამონაკლისი და ზაფხულის ცხელ დღეებს ისიც ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში ატარებს. თუმცა დღეს უკვე ბიზნესმენი თარგამაძე მოსკოვში 2 დღით ჩამოვიდა. ჰოდა, ერთ დროს ცნობილი "ოპერი" ინტერვიუზე არანაკლები ოპერატიულობით დავითანხმე. თარგამაძე ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით გვანებივრებს. როგორც აცხადებს, ქართველებმა ამაგი არ დავუფასეთ, - ამდენ ხიფათს აგაცილეთ, ომს რამდენჯერ გადაგარჩინეთ, ბანდიტებისა და ტერორისტებისგან გიხსენით, მაგრამ დედის გინების მეტი არაფერი მიმიღიაო...

- რჩევა მინდა მოგცეთ, აქაურ ქართველებთან ნუ იტყვით, რომ ჩემთან იტერვიუ ჩაწერეთ, თორემ გინებას დაგიწყებენ (იცინის).

- მოდი, დღევანდელ საქართველოსა და ახალ ხელისუფლებაზე ვილაპარაკოთ...

- ყველაზე მთავარი, რაც მოხდა, საქართველო ფაშიზმისგან გათავისუფლდა. ივანიშვილმა სწორ გზაზე დაგაყენათ ქართველები და ცოტა აცადეთ. მიშასაც თავისი "კრიშა" ჰყავს და მათთანაც დასარეგულირებელია ურთიერთობა...

- გამოდის, მიშა ხელშეუხებელია?

- ყველაფერს დრო უნდა, თორემ დასაჭერები კი არა, დასახვრეტები არიან! სარი უნდა მიშას, სარი... ყველა სიბინძურის სათავე სააკაშვილია, ეგენი ძირფესვიანად უნდა ამოძირკვო! უჰ, ერთი სადმე შემახვედრა, ყველას თავ-ყბას დავუნგრევდი..

- ახლა რომ ტრაბახობთ, თავის დროზე გექნათ თუ შეგეძლოთ, ბურთი და მოედანი თქვენს ხელში არ იყო?!

- როცა დავაპირე, ყველა მიშას და მის ბანდას გადაეფარეთ და ახლა მეუბნებით მაგას?! თუმცა ცოტ-ცოტა ყველას ცემა მაინც მოვახერხე... იცით, რატომ ვცემე გივი თარგამაძე? წარმოშობით სომეხია, გვარად ოსიპოვი და რომ გავიგე გვარი გადაკეთებული ჰქონია, თანაც თარგამაძედ, გავბრაზდი (ხარხარებს). რა, სააკაშვილი რომ ვცემე, შეიცვალა რამე?

მთავარი ჟვანია იყო, ის მოვხსენი, სიტუაციას მოვაშორე და არ მეგონა, შევარდნაძე ამათ თუ ვეღარ მოერეოდა.

- ამათში ვის გულისხმობთ?

- ვისაც ჟვანიას პრეზიდენტობა უნდოდა და ვინც მიშა დაგისვათ ხელისუფლად.

- ანუ?

- არ ვიცი, ორმაგი თამაში ითამაშა თუ რა შევარდნაძემ, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამერიკას სურდა. პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს! არსებობს მხოლოდ ინტერესები და შენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე, რაც შევარდნაძემ არ თუ ვერ გააკეთა.

მიშა ვინ იყო საერთოდ, ეგ "პეტუხი". მთავარიც და პირველიც ჟვანია იყო. მიშა სათადარიგო სკამზე იჯდა... ეგენი ჩემთან უფრო კარგ ურთიერთობაში იყვნენ, ვიდრე ერთმანეთში. ერთმანეთი ეზიზღებოდათ!

- მაშ, ჟვანიას რას ერჩოდით, ან ის რას გერჩოდათ?

- ჟვანიას გაპრეზიდენტების წინააღმდეგი ვიყავი. ჩემი თანხმობის გარეშე კი ამას ვერ მოახერხებდნენ.

- რატომ იყავით წინააღმდეგი?

- რისთვის და რატომ ვიყავი უარზე, გარდაცვლილ ადამიანზე არ ვისაუბრებ...

- ასეთი რა ბერკეტები გქონდათ, რომ ქვეყანაში უთქვენოდ პრეზიდენტი არ ირჩეოდა?

- "რიჩაგები" მქონდა, "რიჩაგები" და ანგარიშგასაწევი კაცი ვიყავი... (იცინის)

- აქვე გკითხავთ, ჟვანია მოკლეს თუ?..

- მოკლეს, თუმცა დეტალებში ვერ შევალ...

- ყოფილი ხელისუფლებიდან კონკრეტული გვარების დასახელება თუ შეგიძლიათ, ვისი იდეაა ე.წ. "ვარდების რევოლუცია"?

- არავითარი ზოგიერთები, ყველა გარიგებული იყო!

- ნარჩემაშვილი ბოლომდე იდგა შევარდნაძის გვერდით, ეგეც გარიგებული იყო?

- ნარჩემაშვილი არ გაურიგდასავით, მაგრამ შს მინისტრმა, როცა ქვეყანაში რევოლუცია ხდება, ტყვია უნდა იკრა შუბლში. მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი, "ვარდების რევოლუცია" არ მოხდებოდა!

- როგორც პროფესიონალს, გკითხავთ, სამეგრელოში ამოღებულ ვიდეოფირებსა და იარაღებზე რას გვეტყვით?

- ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, რომ სააკაშვილი წაგების შემთხვევაში არეულობაზე წავიდოდა, მაგრამ ვინ მისმენდა?! რაც ნახეთ, დამარხული იარაღის მხოლოდ 15%-ია. კიდევ ბევრია ამოსათხრელი. ეს ნაბიჭვრები, ესენი! მიშა მარტო 2008 წლის ომის გამო უნდა გაასამართლო, რაშიც ამერიკელებმა 5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს და ამ ერის მოღალატემ მთლიანად ჯიბეში ჩაიდო! კიდევ იმდენი რაღაცები გაირკვევა, ჯერ სად ხართ?! ეს ჟურნალია...

- თქვენს დროს მსგავსი გადაღებები თუ ხდებოდა?

- ამას როგორ მეკითხებით?! ვინმეს რომ მსგავსი გაეკეთებინა, საკუთარი ხელით დავახრჩობდი!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა