მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC- საქართველოს "ღია კარის" პოლიტიკა მკაცრდება
BBC- საქართველოს "ღია კარის" პოლიტიკა მკაცრდება

"სა­ქარ­თვე­ლოს "ღია კა­რის" პო­ლი­ტი­კა მკაცრ­დე­ბა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი BBC მა­რია ხოსე დელ ვა­ლეს სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, 2003 წელს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­ში მო­სულ ლი­დე­რებს ქა­ო­ტუ­რი, კო­რუფ­ცი­უ­ლი და დაშ­ლი­ლი ქვე­ყა­ნა ერ­გოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბით, რა­ზეც მათი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია მთე­ლი სის­ტე­მის შერ­ყე­ვა იყო, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც გა­ტარ­და.

"ქვეყ­ნის ახალ­მა ლი­დერ­შიფ­მა, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, წარ­სუ­ლის­თვის ბო­ლოს მო­ღე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია და ქვეყ­ნის კა­რის უცხო­ე­ლე­ბის­თვის გა­ღე­ბა და­ი­სა­ხა მიზ­ნად", - წერს მა­რია ხოსე დელ ვალე და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნიკა გი­ლა­უ­რის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც BBC-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრი გამ­ხდა­რი­ყო, მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ლი­ბე­რა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და, პირ­ველ რიგ­ში, ამის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა მი­ი­ღო - უცხო­ე­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ა­მარ­ტი­ვა.

"შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ე­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა და­ი­წყო რო­გორც მე­ზო­ბე­ლი თურ­ქე­თი­დან, ირა­ნი­დან და ეგ­ვიპ­ტი­დან, ისე შო­რე­უ­ლი – ინ­დო­ე­თი­ე­დან და ჩი­ნე­თი­დან. სა­ქარ­თვე­ლოს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კამ ასე­ვე შე­უ­წყო ხელი ბიზ­ნე­სის ზო­გი­ერ­თი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის კლი­ნი­კე­ბის გახ­სნას, რომ­ლე­ბიც წყვი­ლებს სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი კლი­ნი­კის New Life Global Network-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ამე­რი­კელ, კა­ნა­დელ, ეს­პა­ნელ და იტა­ლი­ელ წყვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა უად­ვილ­დე­ბათ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სავ­ლე­ლად ვიზა არ სჭირ­დე­ბათ. მი­სი­ვე თქმით, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის მსურ­ველ უცხო­ელ­თა რი­ცხვი 10-ჯერ გა­ი­ზარ­და.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ზო­გი­ერთ ნა­ბიჯს მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბიც მოჰ­ყვა და მა­გა­ლი­თად ბა­თუ­მი მოჰ­ყავს, სა­დაც უცხო­ე­ლე­ბი - ძი­რი­თა­დად თურ­ქე­ბი, ირა­ნე­ლე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ კა­ზი­ნო­ებს სტუმ­რო­ბენ, ვი­ნა­ი­დან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი მათ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ამ ყვე­ლა­ფერს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბიც აქვს – ქვე­ყა­ნა­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ამ იმა­ტა. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ნა­თია ხა­რა­ტის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ადრე სექს-მუ­შა­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ტუ­ლობ­და, ახლა კი მათი რი­ცხვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შია გაზ­რდი­ლი და ისი­ნი ძი­რი­თა­დად, ქარ­თვე­ლე­ბი და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

"შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ზო­გი­ერ­თი მუშა კი მინ­დვ­რე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად მო­დის და კაშ­კა­შა ბა­თუ­მი­დან შორს, ახალ სამ­გორ­ში სახ­ლდე­ბა. პან­ჯა­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბი მთელ დღე­ებს მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა­ში ატა­რე­ბენ", - წერს მა­რია ხოსე დელ ვალე.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 ათა­სამ­დე ინ­დო­ე­ლი ფერ­მე­რია, რო­მელ­თაც აქ მი­წე­ბი და სა­კუ­თა­რი ტექ­ნი­კა შე­ი­ძი­ნეს, სე­ზო­ნის პიკ­ზე კი 20-25 მუ­შას ქი­რა­ო­ბენ.

"ინ­დო­ეთ­თან შე­და­რე­ბით, აქ მი­წე­ბი ძა­ლი­ან ია­ფია, ნი­ა­და­გი კი ძა­ლი­ან ნოყი­ე­რი, კარ­გი კლი­მა­ტი და კარ­გი ხალ­ხია. ამი­ტომ კი­დევ გვინ­და მი­წე­ბის შე­ძე­ნა და აქ დარ­ჩე­ნა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პან­ჯა­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბის კო­მენ­ტარს.

თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ინ­დო­ე­ლე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა არ არის ბედ­ნი­ე­რი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უცხო­ე­ლებ­ზე მი­წე­ბის მი­ყიდ­ვის გამო აკ­რი­ტი­კებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, უკვე და­ი­წყო წე­სე­ბის გამ­კაც­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მა­ტე­ბა და უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კლე­ბა", - წერს მა­რია ხოსე დელ ვალე.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ დროს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბა­ზარ­ზე და და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­და­ხედ­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

"ამ ეტაპ­ზე ეს სის­ტე­მა ქა­ო­ტუ­რია. გვინ­და, ევ­რო­კავ­ში­რის რე­გუ­ლა­ცი­ებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 1 ივ­ლი­სი­დან უკვე გა­ა­უქ­მა ირან­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი.

"შე­საძ­ლოა, უცხო­ე­ლე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ინ­დო­ელ ფერ­მე­რებ­საც შე­ე­ხოთ. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ასე­ვე მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც 2014 წლის ბო­ლომ­დე შე­ზღუდ­ვებს აწე­სებს მი­წე­ბის მი­ყიდ­ვა­ზე უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის", - წერს მა­რია ხოსე დელ ვალე და ნიკა გი­ლა­უ­რის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ეს არ არის კარ­გი იდეა.

"რაც უფრო მეტი მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე შე­მო­ვა ქვე­ყა­ნა­ში, მით მეტ კა­პი­ტალს, მეტ ნოუ-ჰაუს მო­ი­ტანს. ქვეყ­ნის­თვის ცუდი არ არის, იყოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ცენ­ტრი", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ნიკა გი­ლა­უ­რის კო­მენ­ტარს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

BBC- საქართველოს "ღია კარის" პოლიტიკა მკაცრდება

BBC- საქართველოს "ღია კარის" პოლიტიკა მკაცრდება

"საქართველოს "ღია კარის" პოლიტიკა მკაცრდება", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული BBC მარია ხოსე დელ ვალეს სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს სათავეში მოსულ ლიდერებს ქაოტური, კორუფციული და დაშლილი ქვეყანა ერგოთ მემკვიდრეობით, რაზეც მათი საპასუხო რეაქცია მთელი სისტემის შერყევა იყო, თუმცა ზოგიერთი მოულოდნელი ცვლილებებიც გატარდა.

"ქვეყნის ახალმა ლიდერშიფმა, რომელსაც ამერიკაში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში, წარსულისთვის ბოლოს მოღება, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ქვეყნის კარის უცხოელებისთვის გაღება დაისახა მიზნად", - წერს მარია ხოსე დელ ვალე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის სიტყვებს ციტირებს, რომელიც BBC-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული ცენტრი გამხდარიყო, მაშინდელმა ხელისუფლებამ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა და, პირველ რიგში, ამისთვის თავისუფალი სავიზო პოლიტიკა მიიღო - უცხოელებისთვის საქართველოში ჩამოსვლა და ინვესტირება გაამარტივა.

"შედეგად ქვეყანაში უცხოელების შემოდინება დაიწყო როგორც მეზობელი თურქეთიდან, ირანიდან და ეგვიპტიდან, ისე შორეული – ინდოეთიედან და ჩინეთიდან. საქართველოს ღია კარის პოლიტიკამ ასევე შეუწყო ხელი ბიზნესის ზოგიერთი სფეროს განვითარებას, მათ შორის კლინიკების გახსნას, რომლებიც წყვილებს სუროგატი დედებით ემსახურება", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და ერთ-ერთი ადგილობრივი ქართული კლინიკის New Life Global Network-ის თანადამფუძნებლის მარიამ კუკუნაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკელ, კანადელ, ესპანელ და იტალიელ წყვილებს საქართველოში ჩამოსვლა უადვილდებათ, რადგან ქვეყანაში შემოსავლელად ვიზა არ სჭირდებათ. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ სერვისით სარგებლობის მსურველ უცხოელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ზოგიერთ ნაბიჯს მოულოდნელი შედეგებიც მოჰყვა და მაგალითად ბათუმი მოჰყავს, სადაც უცხოელები - ძირითადად თურქები, ირანელები და აზერბაიჯანელები ადგილობრივ კაზინოებს სტუმრობენ, ვინაიდან აზარტული თამაშები მათ ქვეყანაში აკრძალულია.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ ყველაფერს გვერდითი მოვლენებიც აქვს – ქვეყანაში პროსტიტუციამ იმატა. სტატიის ავტორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია ხარატის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ადრე სექს-მუშაკების რაოდენობა მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში მატულობდა, ახლა კი მათი რიცხვი მთელი წლის განმავლობაშია გაზრდილი და ისინი ძირითადად, ქართველები და ცენტრალური აზიის მოქალაქეები არიან.

"შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ზოგიერთი მუშა კი მინდვრების დასამუშავებლად მოდის და კაშკაშა ბათუმიდან შორს, ახალ სამგორში სახლდება. პანჯაბელი ფერმერები მთელ დღეებს მიწის დამუშავებაში ატარებენ", - წერს მარია ხოსე დელ ვალე.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში 2 ათასამდე ინდოელი ფერმერია, რომელთაც აქ მიწები და საკუთარი ტექნიკა შეიძინეს, სეზონის პიკზე კი 20-25 მუშას ქირაობენ.

"ინდოეთთან შედარებით, აქ მიწები ძალიან იაფია, ნიადაგი კი ძალიან ნოყიერი, კარგი კლიმატი და კარგი ხალხია. ამიტომ კიდევ გვინდა მიწების შეძენა და აქ დარჩენა", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოში დასახლებული პანჯაბელი ფერმერების კომენტარს.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ინდოელების ჩამოსახლებით საქართველოში ყველა არ არის ბედნიერი და წინა ხელისუფლებას უცხოელებზე მიწების მიყიდვის გამო აკრიტიკებს.

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყო წესების გამკაცრება ისევე, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის მატება და უცხოური ინვესტიციების კლება", - წერს მარია ხოსე დელ ვალე.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ იმ დროს, როცა ხელისუფლებამ ბაზარზე და დასავლეთზე ორიენტირებულობა გამოაცხადა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა გამოაცხადა.

"ამ ეტაპზე ეს სისტემა ქაოტურია. გვინდა, ევროკავშირის რეგულაციებს მივუახლოვდეთ", - ციტირებს სტატიის ავტორი თეა წულუკიანის კომენტარს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ 1 ივლისიდან უკვე გააუქმა ირანთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი.

"შესაძლოა, უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვები ინდოელ ფერმერებსაც შეეხოთ. საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც 2014 წლის ბოლომდე შეზღუდვებს აწესებს მიწების მიყიდვაზე უცხოეთის მოქალაქეებისთვის", - წერს მარია ხოსე დელ ვალე და ნიკა გილაურის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ეს არ არის კარგი იდეა.

"რაც უფრო მეტი მუშა-მოსამსახურე შემოვა ქვეყანაში, მით მეტ კაპიტალს, მეტ ნოუ-ჰაუს მოიტანს. ქვეყნისთვის ცუდი არ არის, იყოს დამსაქმებელთა ცენტრი", - ციტირებს სტატიის ავტორი ნიკა გილაურის კომენტარს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია