იტალიელი ეპისკოპოსი ნუნციო სკარანო, რომელიც ვატიკანის ბანკში ბუღალტერი იყო, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "ესოშიეითიდ პრესი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. ვატიკანის ბანკის საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააპატიმრა, რომელთაც შვეიცარიიდან იტალიაში 20 მილიონი ევროს უკანონოდ შემოტანა ედებათ ბრალად.
იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი ეპისკოპოსი კიდევ ერთ საქმეშია ბრალდებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ სკარანომ 2009 წელს ვატიკანის ბანკიდან დაახლოებით 560 ათასი ევრო მოხსნა.
ეპისკოპოსის დაკავებამდე ორი დღით ადრე, რომის პაპმა ფრანცისკმა ვატიკანის ბანკის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გამოაცხადა.
ვატიკანის ბანკი 1942 წელს დაფუძნდა, რათა ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხების აკუმულირება მოეხდინა.
მომზადებულია "ესოშიეითიდ პრესის" მიხედვით.