სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ

ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლია კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბით, საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი ნა­ყი­ნი­თა და ყალ­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბით. რო­გორ გავ­ზარ­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სურ­სა­თის კონ­ტრო­ლის პრო­ცეს­ში, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თი, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია ზა­ფხულ­ში მალ­ფუ­ჭე­ბა­დი და რა უნდა ვი­ცო­დეთ, სა­ნამ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს შე­ვი­ძენთ, კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­დო­ნა კო­ი­ძე უა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მათე:

ხში­რად ვა­კუმ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ძეხვს ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა აწე­რა, თუმ­ცა ვა­კუ­უ­მი დარ­ღვე­უ­ლი აქვს, რას­თან გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე, არის თუ არა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის მიერ შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, თუ ხდე­ბა მას­ზე უბ­რა­ლოდ ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის თა­რი­ღის შეც­ვლა?

-ვა­კუ­უმ­ში გა­მო­თავ­სებ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა ქსელ­ში იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი. მე­ნე­ჯე­რი რო­დე­საც ღე­ბუ­ლობს პრო­დუქტს, ის ვალ­დე­ბუ­ლია შე­ა­მოწ­მოს ვა­კუ­უ­მი და თუ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ა­თავ­სოს სა­ვაჭ­რო ქსელ­ში. ვადა არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუ ვა­კუ­მი დარ­ღვე­უ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფრო სწრა­ფად გა­ფუჭ­დეს პრო­დუქ­ტი.

ლე­ი­ლა:

რა სა­ხის ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა სა­ვაჭ­რო ობი­ექტს, სა­დაც აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი?

-ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში არ უნდა იყოს , ეს კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლი. სურ­სა­თი რო­მე­ლიც იყი­დე­ბა სა­ვაჭ­რო ქსელ­ში თუ არის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ეს და­დას­ტურ­და , ამ შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტი ჯა­რიმ­დე­ბა 1000 ლა­რით.

თორ­ნი­კე:

მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­მარ­თავთ კონ­კრე­ტულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი დაღ­ვე­ვის შე­სა­ხებ (ვგუ­ლის­ხმობ ვა­და­გა­სუ­ლი სურ­სა­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას), რო­გორ რე­ა­გი­რებს სა­ა­გენ­ტო. ხდე­ბა თუ არა ამ ობი­ექ­ტის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბა და რამ­დენ ხან­ში ხდე­ბა ეს?

-თუკი ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცო­ია იყი­დე­ბა სა­ვაჭ­რო ქსელ­ში, ან დარ­ღვე­უ­ლია რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი და პრო­დუქ­ტი საფრ­თხის მომ­ტა­ნია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის , ამ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბას და ასე­ვე ობი­ექ­ტი უნდა და­ჯა­რიმ­დეს. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლად რაც გვე­ხე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ას შე­მო­დის ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და ნე­ბის­მი­ერ ჩვენს ზარ­ზე ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ.

ლელა:

იყო სა­უ­ბა­რი უვარ­გი­სი კვერ­ცხის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, გთხოვთ აგ­ვიხ­სნათ, რო­მე­ლი კვერ­ცხი არ ვი­ყი­დოთ? შე­მო­სუ­ლია თუ არა მა­ღა­ზი­ებ­ში უვარ­გი­სი კვერ­ცხი?

-კვერ­ცხი არის ორი ტი­პის, ერთი არის სუფ­რის და მე­ო­რე დი­ე­ტუ­რი. დი­ე­ტუ­რი კვერ­ცხის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა არის მხო­ლოდ 7 დღე. სუფ­რის კვერ­ცხის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის 28 დღი­დან 1 თვემ­დე, ისიც თუკი შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით ხდე­ბა კვერ­ცხის რე­ა­ლი­ზა­ცია. ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, გა­ყი­დულ კვერ­ცხზე მომ­ხმა­რე­ბელს ექ­ნე­ბა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­დის არის ეს პრო­დუქ­ტი და­დე­ბუ­ლი და მისი და­დე­ბის რი­ცხვი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­ულ პრო­დუქტზე მი­თი­თე­ბუ­ლი, ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ვა­დებს მხო­ლოდ ერთი თვე აქვს კვერ­ცხს რა­ლი­ზა­ცი­ის ვადა.

ასე­ვე მინ­და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბი მო­გა­წო­დოთ, სულ რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნად­გურ­და ირა­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი 100 ყუთი კვერ­ცხი, იმი­ტომ რომ მას ეწე­რა 3 თვი­ა­ნი შე­ნახ­ვის ვადა რაც ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

ნანა:

რას გვე­ტყვით პურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე დევს პური შე­ფუთ­ვის გა­რე­შე, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის და ქა­ღალ­დის შე­ფუთ­ვა­ში, სა­სარ­გებ­ლოა თუ არა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში შე­ფუ­თუ­ლი პური და რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა?

-რაც შე­ე­ხე­ბა პუ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებს, თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბა გვა­წო­დებს ძა­ლი­ან დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ გა­და­ზიდ­ვის პრო­ცეს­ში ხდე­ბა გა­და­ზიდ­ვის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. ან­ტი­სა­ნი­ტა­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხდე­ბა პუ­რის გა­და­ზიდ­ვა, იგი­ვე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ბარ­გუ­ლით, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. არ ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მა­ღა­ზი­ა­ში ან თუნ­დაც სა­წყო­ბებ­ში პუ­რის შე­ტა­ნა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ხა­რისხზე და უვ­ნებ­ლო­ბა­ზე.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში რო­დე­საც ვყი­დუ­ლობთ პურს, შუ­ა­გუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს სვე­ლი და არ იყოს გა­მომშრა­ლი. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს სუნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ე.წ. გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის სუნი. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს რომ პური არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი და საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი.

გი­ორ­გი:

რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც "ეკო­ნო­მი­ის ფა­სად" ყი­დუ­ლო­ბენ იაფ ფა­სი­ან ძეხ­ვე­ულს, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის რის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

-ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ტის ყიდ­ვა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს არის მავ­ნე პრო­ო­დუქ­ტი. ჩვენ ვი­ცით რომ ფას გან­სა­ზღვრავს ხა­რის­ხი, მგა­რამ მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ტიც არ გვაძ­ლევს ჩვენ იმის გა­რან­ტი­ას, რომ ეს არის უვ­ნე­ბე­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყი­დე­ბო­დეს უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი, ეს არის აქ­სი­ო­მა და ამა­ზე არა­ვინ არ შე­მე­და­ვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რისხს , ხა­რის­ხი უნდა გან­სა­ზღვროს თვი­თონ მომ­ხმა­რე­ბელ­მა . თუმ­ცა უნდა იყოს დეკ­ლა­რი­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში პრო­დუქ­ტი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რაც ეტი­კეტ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, იმას­თან უნდა მოხ­დეს შე­და­რე­ბა და პრო­დუქ­ტი უნდა იყოს ზუს­ტად ისე­თი რაც არის ეტი­კეტ­ზე მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი. მომ­ხამ­რე­ბელ­მა თვი­თონ უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი რო­გო­რი ხა­რის­ხის პრო­დუქტს იყი­დის. ეს იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის თუ ა.შ.

ლილი:

რა პრო­დუქ­ტის ყიდ­ვას უნდა მო­ვე­რი­დოთ ბა­ზარ­ში ზა­ფხულ­ში?

-პირ­ველ რიგ­ში უნდა მო­ვე­რი­დოთ მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს თუ ის არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბით. რო­დე­საც ძეხვს აწე­რია რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ინა­ხე­ბო­დეს სა­მა­ცივ­რო და­ნად­გარ­ში და ჩვენ ვხე­დავთ რომ ძეხ­ვი არის პირ­და­პირ სა­მომ­ხმა­რებ­ლო დახლზე გან­თავ­სე­ბუ­ლი და მა­ინც ყი­დუ­ლო­ბენ ასეთ პრო­დუქტს ის რის­კის შემ­ცვე­ლია. ასე­ვე როცა პრო­დუქ­ტი მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან ქუ­ჩა­შია გა­მო­ფე­ნი­ლი ვთქვათ ყვე­ლი ან ქა­თა­მი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია ვთქვა რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი რის­კავს სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. ანუ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრო­დუქ­ცია ვი­ყი­დოთ რა­საც სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ნახ­ვის პი­უ­რო­ბე­ბი და ვხე­დავთ, რომ ეს დარ­ღვე­უ­ლია. სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი, რო­მელ­საც სა­ა­თობ­რი­ვი შე­ნახ­ვის ვადა აქვს და ის პირ­და­პირ ღია დახლზე იყი­დე­ბა, არ მეს­მის იმ მომ­ხმა­რებ­ლის რო­მე­ლიც გა­რის­კავს და ფა­სის სხვა­ო­ბის გამო იყი­დის ამ­გვარ პრო­დუქტს.

მაკო:

ჩა­ტარ­და თუ არა წელს ნა­ყი­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა, კი­დევ ხომ არ აღ­მოჩ­ნდა ზო­გი­ე­თი ფირ­მის ნა­ყი­ნებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი?

-ჩვენ ვი­წყებთ კვლე­ვას ოთხშა­ბათს ან ხუთ­შა­ბათს სა­ვა­რა­უ­დოდ ნა­ყი­ნე­ბის შე­სა­ხებ, შე­ვის­ყი­დით ნა­ყი­ნებს და ჩა­ვა­ტა­რებთ კვლე­ვას. ეს არ მოხ­დე­ბა მარ­ტო თბი­ლის­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ქარ­ხნის ნა­ყი­ნი მი­ი­ღებს რე­ი­ტინ­გულ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბას სრულ­ყო­ფი­ლად მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტი იყი­დე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე.

მშო­ბე­ლი:

რას გვე­ტყვით ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც მუ­ყა­ოს ყუ­თებ­შია, თუნ­დაც ქი­ლებ­ში, არის თუ არა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სა­ში­ში, და რო­მე­ლია უსაფრ­თხო?

-ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი ეს არის წვე­ნი, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია ჩვენ სახ­ლში დავ­წუ­როთ და მი­ვა­წო­დოთ ოჯა­ხის წევ­რებს, ეს არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი. მაგ­რამ არ­სე­ბობს ნა­ტუ­რა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ტის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი წვე­ნი და ეს სულ სხვა რამ არის. იქ აუ­ცი­ლებ­ლად არის და­მა­ტე­ბუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი და­ნა­მა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ახან­გრძლი­ვებს შე­ნახ­ვის ვა­დებს და სწო­რედ ამი­ტომ არის ის ქი­ლებ­ში თუ მუ­ყა­ოს ყუ­თებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მათ ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას, ამა­ზე ცოტა მი­ჭირს ლა­პა­რა­კი, რად­გან ფე­დე­რა­ცი­ას არ გა­უ­კე­თე­ბია ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა. მე პი­რა­დად არა რო­ოგრც ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, არა­მედ რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სი ვამ­ჯო­ბი­ნებ ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი წვე­ნე­ბი მი­ვირ­თვა და ოჯა­ხის წევ­რებ­საც გა­ვუ­მას­პინ­ძლდე.

მო­ქა­ლა­ქე:

ხში­რად მეს­მის, რომ ბაზ­რო­ბა­ზე დაკ­ლუ­ლი ქათ­მე­ბი წყლით არის გაჟ­ღენ­თი­ლი, რომ წონა მეტი ჰქონ­დეს. არის თუ არა რა­ი­მე მე­თო­დი, რომ ეს გა­მო­ვიც­ნოთ?

-სამ­წუ­ხა­როდ ესე­თი ფაქ­ტე­ბი ჩემ­თვი­საც არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ამის აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რად, იმი­ტომ რომ იქ კანს ქვე­მოთ ხდე­ბა წყლით გა­ბერ­ვა. ამის ვი­ზუ­ა­ლუ­რად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ ბაზ­რებ­ში ან გარე ვაჭ­რო­ბი­სას მო­თავ­სე­ბულ პრო­დუქ­ტის კონ­ტრო­ლი არ შეგ­ვიძ­ლია. რად­გან პი­როვ­ნე­ბებს არ აქვთ მუდ­მი­ვი ად­გი­ლი, არ არი­ან ისი­ნი რო­გორც ბიზ­ნეს ოპე­რა­ტო­რე­ბი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მე ისევ ვი­მე­ო­რებ რო­გორც დი­ა­სახ­ლი­სი ვი­კა­ვებ იმგვა­რი პრო­დუქ­ტის ყიდ­ვის­გან თავს, სა­დაც მე არ შე­მიძ­ლია პრე­ტენ­ზი­ით მივ­მარ­თო მა­რე­ა­ლი­ზი­რე­ბელ პი­როვ­ნე­ბას.

ვი­ზუ­ა­ლუ­რად ესე­თი პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია და აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ არ­სე­ბობს კი­დევ იმის ფალ­სი­ფი­კა­ცია, რომ ხდე­ბა სა­ღე­ბა­ვით ფე­რის მი­ცე­მა ქათ­მე­ბის­თვის და ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად გვეს­მის, მაგ­რამ რთუ­ლია ამის დამ­ტკი­ცე­ბა.

დათო:

რამ­დე­ნად სწრა­ფად ხდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა თვე­ნი სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან?

-ჩვენ მო­მენ­ტა­ლუ­რად ვახ­დენთ ყვე­ლა ზარ­ზე და გან­ცხა­დე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ

ქართული ბაზარი გაჯერებულია კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ხორცპროდუქტებით, საკვებად უვარგისი ნაყინითა და ყალბი ნატურალური წვენებით. როგორ გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობა სურსათის კონტროლის პროცესში, როგორ შევარჩიოთ უვნებელი სურსათი, რომელი პროდუქტებია ზაფხულში მალფუჭებადი და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ საკვებ პროდუქტებს შევიძენთ, კითხვებს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე უასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მათე:

ხშირად ვაკუმში მოთავსებული ძეხვს ვარგისიანობის ვადა აწერა, თუმცა ვაკუუმი დარღვეული აქვს, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, არის თუ არა სავაჭრო ობიექტის მიერ შენახვის პირობების დარღვევა, თუ ხდება მასზე უბრალოდ ვარგისიანობის თარიღის შეცვლა?

-ვაკუუმში გამოთავსებნული პროდუქტი არ შეიძლება ქსელში იყოს განთავსებული. მენეჯერი როდესაც ღებულობს პროდუქტს, ის ვალდებულია შეამოწმოს ვაკუუმი და თუ ყველაფერი წესრიგშია ამ შემთხვევაში მოათავსოს სავაჭრო ქსელში. ვადა არ არის გათვალისწინებული. თუ ვაკუმი დარღვეულია, შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად გაფუჭდეს პროდუქტი.

ლეილა:

რა სახის ჯარიმა ეკისრება სავაჭრო ობიექტს, სადაც აღმოჩენილი იქნება ვადაგასული პროდუქტი?

-ვადაგასული პროდუქტი კანონმდებლობის მიხედვით რეალიზაციაში არ უნდა იყოს , ეს კანონით არის აკრძალული. სურსათი რომელიც იყიდება სავაჭრო ქსელში თუ არის საფრთხის შემცველი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის და ეს დადასტურდა , ამ შემთხვევაში ობიექტი ჯარიმდება 1000 ლარით.

თორნიკე:

მომხმარებელი, რომელიც მოგმართავთ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტზე აღმოჩენილი დაღვევის შესახებ (ვგულისხმობ ვადაგასული სურსატის რეალიზაციას), როგორ რეაგირებს სააგენტო. ხდება თუ არა ამ ობიექტის საფუძვლიანი შემოწმება და რამდენ ხანში ხდება ეს?

-თუკი ვადაგასული პროდუქცოია იყიდება სავაჭრო ქსელში, ან დარღვეულია რეალიზაციის პირობები და პროდუქტი საფრთხის მომტანია ჯანმრთელობისთვის , ამ შემთხვევაში ექვემდებარება განადგურებას და ასევე ობიექტი უნდა დაჯარიმდეს. ჩვენ კონკრეტულად რაც გვეხება მომხმარებელთა ფედერაციას შემოდის ძალიან ბევრი ზარი, მომხმარებელი არის ძალიან აქტიური. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ნებისმიერ ჩვენს ზარზე ხდება რეაგირება მაკონტროლებელი ორგანოს მიერ.

ლელა:

იყო საუბარი უვარგისი კვერცხის რეალიზაციაზე, გთხოვთ აგვიხსნათ, რომელი კვერცხი არ ვიყიდოთ? შემოსულია თუ არა მაღაზიებში უვარგისი კვერცხი?

-კვერცხი არის ორი ტიპის, ერთი არის სუფრის და მეორე დიეტური. დიეტური კვერცხის ვარგისიანობის ვადა არის მხოლოდ 7 დღე. სუფრის კვერცხის ვარგისიანობის ვადა საქართველოს კანონმდებლობით არის 28 დღიდან 1 თვემდე, ისიც თუკი შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით ხდება კვერცხის რეალიზაცია. ახალი კანონმდებლობით, გაყიდულ კვერცხზე მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია თუ როდის არის ეს პროდუქტი დადებული და მისი დადების რიცხვი იქნება თითოეულ პროდუქტზე მითითებული, ასევე მითითებული იქნება მწარმოებელი ქვეყანა.

რაც შეეხება რეალიზაციის ვადებს მხოლოდ ერთი თვე აქვს კვერცხს რალიზაციის ვადა.

ასევე მინდა ბოლო მონაცემები მოგაწოდოთ, სულ რამოდენიმე დღის წინ განადგურდა ირანიდან შემოტანილი 100 ყუთი კვერცხი, იმიტომ რომ მას ეწერა 3 თვიანი შენახვის ვადა რაც ქართული კანონმდებლობით არის დაუშვებელი.

ნანა:

რას გვეტყვით პურთან დაკავშირებით, მაღაზიის დახლებზე დევს პური შეფუთვის გარეშე, პოლიეთილენის და ქაღალდის შეფუთვაში, სასარგებლოა თუ არა პოლიეთილენის პარკში შეფუთული პური და როგორ გავარჩიოთ მისი ვარგისიანობა?

-რაც შეეხება პურის რეალიზაციის ფაქტებს, თვითონ მოსახლეობა გვაწოდებს ძალიან დიდ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაზიდვის პროცესში ხდება გადაზიდვის პირობების დარღვევა. ანტისანიტარულ მდგომარეობაში ხდება პურის გადაზიდვა, იგივე მსუბუქი ავტომობილების საბარგულით, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ ხდება სპეციალურ სამოსში გამოწყობილი ადამიანების მიერ მაღაზიაში ან თუნდაც საწყობებში პურის შეტანა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხარისხზე და უვნებლობაზე.

ხშირ შემთხვევაში როდესაც ვყიდულობთ პურს, შუაგული შეიძლება ქონდეს სველი და არ იყოს გამომშრალი. ასევე შეიძლება ქონდეს სუნი დამახასიათებელი ე.წ. გაფუჭებული კარტოფილის სუნი. ეს იმაზე მეტყველებს რომ პური არის დაბინძურებული და საკვებად უვარგისი.

გიორგი:

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც "ეკონომიის ფასად" ყიდულობენ იაფ ფასიან ძეხვეულს, რომელიც არავინ იცის რისგანაა დამზადებული.

-იაფფასიანი პროდუქტის ყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის მავნე პროოდუქტი. ჩვენ ვიცით რომ ფას განსაზღვრავს ხარისხი, მგარამ მაღალფასიანი პროდუქტიც არ გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ ეს არის უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტი. მნიშვნელოვანია რომ საქართველოში იყიდებოდეს უვნებელი პროდუქტი, ეს არის აქსიომა და ამაზე არავინ არ შემედავება.

რაც შეეხება ხარისხს , ხარისხი უნდა განსაზღვროს თვითონ მომხმარებელმა . თუმცა უნდა იყოს დეკლარილებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაში პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ეტიკეტზეა განთავსებული ინფორმაცია, იმასთან უნდა მოხდეს შედარება და პროდუქტი უნდა იყოს ზუსტად ისეთი რაც არის ეტიკეტზე მინიშნებული. მომხამრებელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი როგორი ხარისხის პროდუქტს იყიდის. ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, პირველი ხარისხის თუ ა.შ.

ლილი:

რა პროდუქტის ყიდვას უნდა მოვერიდოთ ბაზარში ზაფხულში?

-პირველ რიგში უნდა მოვერიდოთ მალფუჭებად პროდუქტებს თუ ის არ არის დაცული შენახვის პირობებით. როდესაც ძეხვს აწერია რომ აუცილებლად უნდა ინახებოდეს სამაცივრო დანადგარში და ჩვენ ვხედავთ რომ ძეხვი არის პირდაპირ სამომხმარებლო დახლზე განთავსებული და მაინც ყიდულობენ ასეთ პროდუქტს ის რისკის შემცველია. ასევე როცა პროდუქტი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ან ქუჩაშია გამოფენილი ვთქვათ ყველი ან ქათამი ასეთ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ მომხმარებელი რისკავს საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ანუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი პროდუქცია ვიყიდოთ რასაც სჭირდება სპეციალური შენახვის პიურობები და ვხედავთ, რომ ეს დარღვეულია. საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც საათობრივი შენახვის ვადა აქვს და ის პირდაპირ ღია დახლზე იყიდება, არ მესმის იმ მომხმარებლის რომელიც გარისკავს და ფასის სხვაობის გამო იყიდის ამგვარ პროდუქტს.

მაკო:

ჩატარდა თუ არა წელს ნაყინების შემოწმება, კიდევ ხომ არ აღმოჩნდა ზოგიეთი ფირმის ნაყინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები?

-ჩვენ ვიწყებთ კვლევას ოთხშაბათს ან ხუთშაბათს სავარაუდოდ ნაყინების შესახებ, შევისყიდით ნაყინებს და ჩავატარებთ კვლევას. ეს არ მოხდება მარტო თბილისში. საქართველოში არსებული ყველა ქარხნის ნაყინი მიიღებს რეიტინგულ კვლევაში მონაწილეობას და მოსახლეობას სრულყოფილად მიეწოდება ინფორმაცია რამდენად უსაფრთხო პროდუქტი იყიდება სამომხმარებლო ბაზარზე.

მშობელი:

რას გვეტყვით ნატურალურ წვენებზე, რომელიც მუყაოს ყუთებშია, თუნდაც ქილებში, არის თუ არა რომელიმე მათგანი საშიში, და რომელია უსაფრთხო?

-ნატურალური წვენი ეს არის წვენი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ სახლში დავწუროთ და მივაწოდოთ ოჯახის წევრებს, ეს არის ნატურალური წვენი. მაგრამ არსებობს ნატურალური კონცენტრატისგან დამზადებული წვენი და ეს სულ სხვა რამ არის. იქ აუცილებლად არის დამატებული შემნახველი დანამატები, რომელიც ახანგრძლივებს შენახვის ვადებს და სწორედ ამიტომ არის ის ქილებში თუ მუყაოს ყუთებში. რაც შეეხება მათ ვარგისიანობას და უსაფრთხოებას, ამაზე ცოტა მიჭირს ლაპარაკი, რადგან ფედერაციას არ გაუკეთებია ანალოგიური კვლევა. მე პირადად არა როოგრც ფედერაციის თავმჯდომარე, არამედ როგორც ჩვეულებრივი დიასახლისი ვამჯობინებ ოჯახში დამზადებული წვენები მივირთვა და ოჯახის წევრებსაც გავუმასპინძლდე.

მოქალაქე:

ხშირად მესმის, რომ ბაზრობაზე დაკლული ქათმები წყლით არის გაჟღენთილი, რომ წონა მეტი ჰქონდეს. არის თუ არა რაიმე მეთოდი, რომ ეს გამოვიცნოთ?

-სამწუხაროდ ესეთი ფაქტები ჩემთვისაც არის ცნობილი, მაგრამ ამის აღმოჩენა ძალიან რთულია ვიზუალურად, იმიტომ რომ იქ კანს ქვემოთ ხდება წყლით გაბერვა. ამის ვიზუალურად დათვალიერება და აღმოჩენა ძალიან რთულია. სამწუხაროდ ბაზრებში ან გარე ვაჭრობისას მოთავსებულ პროდუქტის კონტროლი არ შეგვიძლია. რადგან პიროვნებებს არ აქვთ მუდმივი ადგილი, არ არიან ისინი როგორც ბიზნეს ოპერატორები დარეგისტრირებული. მე ისევ ვიმეორებ როგორც დიასახლისი ვიკავებ იმგვარი პროდუქტის ყიდვისგან თავს, სადაც მე არ შემიძლია პრეტენზიით მივმართო მარეალიზირებელ პიროვნებას.

ვიზუალურად ესეთი პროდუქტის გარჩევა ძალიან რთულია და აქვე დავამატებ, რომ არსებობს კიდევ იმის ფალსიფიკაცია, რომ ხდება საღებავით ფერის მიცემა ქათმებისთვის და ამ ფაქტების შესახებ ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, მაგრამ რთულია ამის დამტკიცება.

დათო:

რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებლის განცხადებაზე რეაგირება თვენი სააგენტოს მხრიდან?

-ჩვენ მომენტალურად ვახდენთ ყველა ზარზე და განცხადებაზე რეაგირებას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას