სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონი დეპი: "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმა ვარ"
ჯონი დეპი: "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმა ვარ"

მსა­ხი­ო­ბი ჯონი დეპი ქუ­ჩა­ში, წვე­უ­ლე­ბებ­სა და წი­თელ ხა­ლი­ჩებ­ზე, დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში სათ­ვა­ლით და­დის. დღემ­დე ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ეს აქ­სე­სუ­ა­რი მხო­ლოდ ჯო­ნის იმი­ჯის ნა­წი­ლი იყო, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბის თქმით, მას სათ­ვა­ლე იმი­ტომ უკე­თია, რომ "მარ­ცხე­ნა თვა­ლით ღა­მუ­რა­სა­ვით ბრმაა".

ამის შე­სა­ხებ 50 წლის მსა­ხი­ობ­მა გა­მო­ცე­მა Rolling Stone-თან ისა­უბ­რა. რო­გორც ვარ­სკვლავ­მა აღ­ნიშ­ნა, მას მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და­ბა­დე­ბი­დან აქვს და ამი­ტომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევს სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა.

რო­გორც ჯონი აცხა­დებს, მარ­ცხე­ნა თვა­ლით ის ახ­ლომ­ხედ­ვე­ლია. სი­ტუ­ა­ცია საკ­მად მძი­მეა და გან­კურ­ნე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია. არას­დროს მქო­ნია კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა დეპ­მა.

სათ­ვა­ლის გა­მუდ­მე­ბით ტა­რე­ბა ჯო­ნის არ უჭირს, უკვე მი­ეჩ­ვია კი­დეც, თუმ­ცა რო­დე­საც საქ­მე ფილ­მებს ეხე­ბა, ეს ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მა ხდე­ბა.

ფილ­მებ­ში ჯონი დეპი ისეთ პერ­სო­ნა­ჟებს თა­მა­შობს (ჯეკ ბე­ღუ­რა, ედ­ვარდ ხელ­მაკ­რა­ტე­ლა), რომ­ლე­ბიც სათ­ვა­ლის გა­რე­შე უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­როს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Rolling Stone-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ჯონი დეპი: "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმა ვარ"

ჯონი დეპი: "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმა ვარ"

მსახიობი ჯონი დეპი ქუჩაში, წვეულებებსა და წითელ ხალიჩებზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში სათვალით დადის. დღემდე ყველას ეგონა, რომ ეს აქსესუარი მხოლოდ ჯონის იმიჯის ნაწილი იყო, თუმცა მსახიობის თქმით, მას სათვალე იმიტომ უკეთია, რომ "მარცხენა თვალით ღამურასავით ბრმაა".

ამის შესახებ 50 წლის მსახიობმა გამოცემა Rolling Stone-თან ისაუბრა. როგორც ვარსკვლავმა აღნიშნა, მას მხედველობის პრობლემები დაბადებიდან აქვს და ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს სათვალის ტარება.

როგორც ჯონი აცხადებს, მარცხენა თვალით ის ახლომხედველია. სიტუაცია საკმად მძიმეა და განკურნებას არ ექვემდებარება.

"ყველაფერი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია. არასდროს მქონია კარგი მხედველობა", - აღნიშნა დეპმა.

სათვალის გამუდმებით ტარება ჯონის არ უჭირს, უკვე მიეჩვია კიდეც, თუმცა როდესაც საქმე ფილმებს ეხება, ეს ნამდვილი პრობლემა ხდება.

ფილმებში ჯონი დეპი ისეთ პერსონაჟებს თამაშობს (ჯეკ ბეღურა, ედვარდ ხელმაკრატელა), რომლებიც სათვალის გარეშე უნდა განასახიეროს.

მომზადებულია Rolling Stone-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება