კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს ჯგუფი "ელდრაინი" CD ალბომს მიუძღვნის
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს ჯგუფი "ელდრაინი" CD ალბომს მიუძღვნის

ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" ავ­ღა­ნეთ­ში ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად პირ­ველ CD ალ­ბომს გა­მოს­ცემს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ბრა­ვო რე­ქორდსი­დან" აც­ნო­ბეს, ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" და "ბრა­ვო რე­ქორდსი" ერ­თობ­ლი­ვად პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. კერ­ძოდ, ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" პირ­ველ CD ალ­ბომს გა­მოს­ცემს, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლა სხვა ქვეყ­ნის ჯა­რის­კაცს. ამ­ჟა­მად "ბრა­ვო რე­ქორდსში" ალ­ბო­მის სტუ­დი­უ­რი ჩა­წე­რე­ბი და დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახა­ლი ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში კონ­ცერ­ტზე იგეგ­მე­ბა.

"ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში მა­ღა­ლი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო დო­ნით, სიმ­ღე­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კით და დახ­ვე­წი­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი CD ალ­ბო­მია, სა­ხელ­წო­დე­ბით - "till the End" ("ბო­ლომ­დე") და იგი ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ თე­მა­ტი­კას ეძღვნე­ბა. ალ­ბომ­ში შე­სუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის დიდი ხნის ნა­ფიქ­რი და ნა­მუ­შე­ვა­რია. მას­ში 12 ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­დის. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი სიმ­ღე­რე­ბის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი თა­ვად არი­ან. ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი მუდ­მი­ვად ხვდე­ბოდ­ნენ ავ­ღა­ნე­თის ომის ვე­ტე­რა­ნებს და მათ­თან სა­უბ­რის და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მის­თვის რე­პერ­ტუ­არს ქმნიდ­ნენ.

ახლო მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა ჯგუ­ფის გას­ვლი­თი კონ­ცერ­ტი ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც ისი­ნი სა­კონ­ცერ­ტო პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­შე აღ­ნიშ­ნულ ალ­ბომს წა­რად­გე­ნენ.

ამ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტით "ბრა­ვო რე­ქორდსი" და ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" გა­მო­ხა­ტავს უდი­დესს თა­ნად­გო­მას და პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდა სამ­ხედ­როს მი­მართ, რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბის მი­სი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ავ­ღა­ნეთ­ში თა­ვი­ანთ სამ­ხედ­რო ვალს იხ­დი­ან", - აცხა­დე­ბენ "ბრა­ვო რე­ქორდსში".

"ბრა­ვო რე­ქორდსი" და ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" მად­ლო­ბას უხ­დის პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებს: სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს; გე­ნე­რა­ლურ სპონ­სორს - კომ­პა­ნია "გალფს" და სპონ­სორს - "ელიტ ელექტრო­ნიქსს".

ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" 2010 წლის და­სა­წყის­ში შე­იქ­მნა. პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა, სა­დაც ჯგუფ­მა სა­ყო­ველ­თაო წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა, 2010 წელს ფეს­ტი­ვალ­ზე "ALEVIsION newcomers" შედ­გა.

2011 წელს ჯგუფ­მა სო­ლის­ტად მომ­ღე­რა­ლი სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე აიყ­ვა­ნა. ამა­ვე წელს ჯგუ­ფი "ევ­რო­ვი­ზია 2011"-ის შიდა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე წარ­დგა და გა­ი­მარ­ჯვა, ხოლო გერ­მა­ნი­ა­ში გა­მარ­თულ "ევ­რო­ვი­ზია-2011"-ში 43 ქვე­ყა­ნის მუ­სი­კო­სებს შო­რის მე-9 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ევ­რო­ვი­ზი­ი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ბა­თუმ­ში, გა­ი­მარ­თა ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სის გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი "MTV LIVE GEORGIA", კონ­ცერ­ტის warm up-ზე ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი" გა­მო­ვი­და.

"ბრა­ვო რე­ქორდში" დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ჯგუფ "ელდრა­ი­ნი­სა" და "ბრა­ვო რე­ქორდსის" აღ­ნიშ­ნულ ერ­თობ­ლივ პრო­ექტს მი­ე­ძღვნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს ჯგუფი "ელდრაინი" CD ალბომს მიუძღვნის

ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს ჯგუფი "ელდრაინი" CD ალბომს მიუძღვნის

ჯგუფი "ელდრაინი" ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცების მხარდასაჭერად პირველ CD ალბომს გამოსცემს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბრავო რექორდსიდან" აცნობეს, ჯგუფი "ელდრაინი" და "ბრავო რექორდსი" ერთობლივად პროექტს განახორციელებენ. კერძოდ, ჯგუფი "ელდრაინი" პირველ CD ალბომს გამოსცემს, რომელიც ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს. ამჟამად "ბრავო რექორდსში" ალბომის სტუდიური ჩაწერები და დიზაინზე მუშაობა მიმდინარეობს. ახალი ალბომის პრეზენტაცია 5 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონცერტზე იგეგმება.

"ჯგუფი "ელდრაინი" ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მაღალი საშემსრულებლო დონით, სიმღერების სოციალური თემატიკით და დახვეწილი რეპერტუარით გამოირჩევა. ეს ჯგუფის პირველი CD ალბომია, სახელწოდებით - "till the End" ("ბოლომდე") და იგი ანტიტერორისტულ თემატიკას ეძღვნება. ალბომში შესული კომპოზიციები ჯგუფის წევრების დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია. მასში 12 ინგლისურენოვანი მუსიკალური ნაწარმოები შედის. ჯგუფის წევრები სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორები თავად არიან. ალბომზე მუშაობის პერიოდში, ისინი მუდმივად ხვდებოდნენ ავღანეთის ომის ვეტერანებს და მათთან საუბრის და კონსულტაციების შედეგად თავიანთი პირველი ალბომისთვის რეპერტუარს ქმნიდნენ.

ახლო მომავალში იგეგმება ჯგუფის გასვლითი კონცერტი ავღანეთში, სადაც ისინი საკონცერტო პრეზენტაციის სახით, ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს და სხვა ქვეყნის ჯარისკაცების წინაშე აღნიშნულ ალბომს წარადგენენ.

ამ ერთობლივი პროექტით "ბრავო რექორდსი" და ჯგუფი "ელდრაინი" გამოხატავს უდიდესს თანადგომას და პატივისცემას ყველა იმ ახალგაზრდა სამხედროს მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების მისიის განსახორციელებლად ავღანეთში თავიანთ სამხედრო ვალს იხდიან", - აცხადებენ "ბრავო რექორდსში".

"ბრავო რექორდსი" და ჯგუფი "ელდრაინი" მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერებს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; გენერალურ სპონსორს - კომპანია "გალფს" და სპონსორს - "ელიტ ელექტრონიქსს".

ჯგუფი "ელდრაინი" 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა. პირველი გამოსვლა, სადაც ჯგუფმა საყოველთაო წარმატება მოიპოვა, 2010 წელს ფესტივალზე "ALEVIsION newcomers" შედგა.

2011 წელს ჯგუფმა სოლისტად მომღერალი სოფო ტოროშელიძე აიყვანა. ამავე წელს ჯგუფი "ევროვიზია 2011"-ის შიდა შესარჩევ კონკურსზე წარდგა და გაიმარჯვა, ხოლო გერმანიაში გამართულ "ევროვიზია-2011"-ში 43 ქვეყანის მუსიკოსებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა.

ევროვიზიიდან რამდენიმე თვეში, ბათუმში, გაიმართა ენრიკე იგლესიასის გრანდიოზული კონცერტი "MTV LIVE GEORGIA", კონცერტის warm up-ზე ჯგუფი "ელდრაინი" გამოვიდა.

"ბრავო რექორდში" დღეს პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც ჯგუფ "ელდრაინისა" და "ბრავო რექორდსის" აღნიშნულ ერთობლივ პროექტს მიეძღვნება.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება