საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა
იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

ჩქა­როს­ნუ­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბის შექ­მნა­ში ია­პო­ნე­ლე­ბი დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ფლო­ბენ. ჯერ კი­დევ 1964 წელს, ია­პო­ნი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სტუმ­რე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ Shinkansen-ით მგზავ­რო­ბით, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის არ­ნა­ხულ სიჩ­ქა­რეს - 210 კმ/სთ-ს ავი­თა­რებ­და. 2027 წლის­თვის, ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ახა­ლი სი­ახ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მაგ­ნი­ტურ ბა­ლიშ­ზე მოძ­რა­ვი მა­ტა­რებ­ლის Maglev L0 შეყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა. 500 კმ/სთ სიჩ­ქა­რის წყა­ლო­ბით, ის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

Maglev L0 ტო­კი­ო­სა და ნა­გო­ი­ას შო­რის იმოძ­რა­ვებს და ერთ ჯერ­ზე 1000 მგზავრს გა­და­იყ­ვანს. დიდი სიჩ­ქა­რის წყა­ლო­ბით, გზა­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა 4,5 სთ-დან სულ რა­ღაც 40 წთ-მდე შემ­ცირ­დე­ბა.

მძლავ­რი ელექტრუ­ლი მაგ­ნი­ტე­ბით წარ­მოქ­მნი­ლი მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის წყა­ლო­ბით, მა­ტა­რებ­ლებ­ლე­ბი ჰა­ერ­ში მცი­რე სი­მაღ­ლე­ზე, ადა­მი­ა­ნის თვა­ლის­თვის უხი­ლავ მაგ­ნი­ტურ ბა­ლიშ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მოძ­რა­ო­ბის­თვის ისი­ნი თვლებს და ტრა­დი­ცი­ულ მე­ტა­ლის ლი­ან­და­გებს არ სა­ჭი­რო­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბა, აჩ­ქა­რე­ბა და და­მუხ­რუ­ჭე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად უხ­მა­უ­როდ ხდე­ბა. 

ელექტრო­მაგ­ნი­ტურ მა­ტა­რებ­ლებ­ზე ია­პო­ნე­ლე­ბი დიდი ხა­ნია მუ­შა­ო­ბენ. 2011 წელს შექ­მნილ­მა პრო­ტო­ტიპ­მა გა­მოც­დე­ბის სე­რია წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მა­ტა­რებ­ლე­ბის­თვის სიჩ­ქა­რის ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა - 581 კმ/სთ. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი ია­პო­ნელ­მა კონ­სტრუქ­ტო­რებ­მა ახა­ლი მო­დე­ლის Maglev L0 შექ­მნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. ამ­ჟა­მად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ო­ბენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dailytechinfo.org -ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

იაპონურმა მატარებელმა 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა

ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლების შექმნაში იაპონელები დიდ გამოცდილებას ფლობენ. ჯერ კიდევ 1964 წელს, იაპონიაში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ Shinkansen-ით მგზავრობით, რომელიც იმ დროისთვის არნახულ სიჩქარეს - 210 კმ/სთ-ს ავითარებდა. 2027 წლისთვის, ამომავალი მზის ქვეყანა სამოქალაქო ახალი სიახლისთვის ემზადება. ექსპლუატაციაში მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებლის Maglev L0 შეყვანა იგეგმება. 500 კმ/სთ სიჩქარის წყალობით, ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი იქნება.

Maglev L0 ტოკიოსა და ნაგოიას შორის იმოძრავებს და ერთ ჯერზე 1000 მგზავრს გადაიყვანს. დიდი სიჩქარის წყალობით, გზაში ყოფნის ხანგრძლივობა 4,5 სთ-დან სულ რაღაც 40 წთ-მდე შემცირდება.

მძლავრი ელექტრული მაგნიტებით წარმოქმნილი მაგნიტური ველის წყალობით, მატარებლებლები ჰაერში მცირე სიმაღლეზე, ადამიანის თვალისთვის უხილავ მაგნიტურ ბალიშზე გადაადგილდებიან. მოძრაობისთვის ისინი თვლებს და ტრადიციულ მეტალის ლიანდაგებს არ საჭიროებენ. შესაბამისად, მატარებლის მოძრაობა, აჩქარება და დამუხრუჭება პრაქტიკულად უხმაუროდ ხდება. 

ელექტრომაგნიტურ მატარებლებზე იაპონელები დიდი ხანია მუშაობენ. 2011 წელს შექმნილმა პროტოტიპმა გამოცდების სერია წარმატებით გაიარა და მატარებლებისთვის სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა - 581 კმ/სთ. მიღებული შედეგები და შენიშვნები იაპონელმა კონსტრუქტორებმა ახალი მოდელის Maglev L0 შექმნისას გაითვალისწინეს. ამჟამად სპეციალისტები მის სრულყოფაზე მუშაობენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org -ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა