სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაგლოევი - "ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს"
გიორგი გაგლოევი - "ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს"

"ვა­ი­მე! შენ არ იცი, მაგ რუბ­რი­კის რო­გორ მე­ში­ნია. ჩე­მამ­დეც მოხ­ვე­დი, არა?" - ასე შეხ­ვდა ჩემს შე­თა­ვა­ზე­ბას "ერუ­დი­ტში" ჩა­წე­რა­ზე მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გაგ­ლო­ე­ვი. მისი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აა. ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და. მარ­თა­ლია, მე-8 კლა­სამ­დე ფრი­ა­დო­სა­ნი იყო, მაგ­რამ კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. პირ­ვე­ლად რომ წა­ვი­კი­თხე, ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მას მერე რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვუბ­რუნ­დი და ყო­ველ ჯერ­ზე რა­ღაც ახა­ლი გან­ცდე­ბი მო­მი­ტა­ნა. ხუთ­ჯერ მაქვს წა­კი­თხუ­ლი. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მს გა­და­ვი­ღებ­დი.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გარ­და, კი­დევ რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი მოგ­წონს?

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი. ყვე­ლა მისი პერ­სო­ნა­ჟი ნამ­დვი­ლია. მგო­ნია, რომ ჩემ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ.

- რო­მელ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ირი­ნეს­თან ("ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა"), ასე­ვე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი შო­რე­ნა კო­ლონ­კე­ლი­ძეს­თან.

- რო­მე­ლი­მე გმირს თა­ვად თუ ჰგავ­ხარ?

- სა­კუ­თა­რი თავი არას­დროს არც ერთი გმი­რის­თვის არ მი­მიმსგავ­სე­ბია.

- სკო­ლა­ში რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- მე-8 კლა­სამ­დე ფრი­ა­დებ­ზე ვსწავ­ლობ­დი. გე­ოგ­რა­ფია მიყ­ვარ­და. მერე უფრო მე­ტად პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნე.

- "შუა ქა­ლაქ­ში" თა­მა­შობ. ახ­ლა­ხან სე­რი­ალ­ში რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ითა­მა­შა. რა ხდე­ბო­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე? მი­ამ­ბე ის, რაც კადრს მიღ­მა დარ­ჩა.

- ჩვე­ნი მი­ნის­ტრი საკ­მა­ოდ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი აღ­მოჩ­ნდა. მო­ვი­და, გაგ­ვეც­ნო, ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნია. როლი კარ­გად მო­ირ­გო. მი­თხრა, შენ­ნა­ი­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში მარ­თლაც გვყავ­სო. თურ­მე მა­საც ჩემი გმი­რის სა­ხე­ლი ჰქვია და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან მგავს. ვე­ლო­დე­ბი, მი­ნის­ტრი რო­დის და­მი­რე­კავს და ამ ადა­მი­ანს რო­დის გა­მაც­ნობს.

- მა­ყუ­რე­ბელ­მა შენი და ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლის ტან­დე­მი შე­იყ­ვა­რა.

- არ მე­გო­ნა, მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე თუ მი­მი­ღებ­და. ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, - პე­ტოს ამ­დენს რა­ტომ უთ­მო­ბო? - ვუხ­სნი, რომ ეს სცე­ნა­რია, ცხოვ­რე­ბა­ში ასე არ ხდე­ბა. მა­რი­გე­ბენ, - მა­ინც არ მო­უთ­მი­ნოო.

- დროა, კი­თხვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, წლის ბო­ლოს, როცა შე­მა­ჯა­მე­ბელ სტა­ტი­ას და­წერ, ჩემ­ზე რას იტყვი?

- ეს ჯერ თა­ვა­დაც არ ვიცი, ახლა კი მად­ლო­ბას გე­ტყვი, რომ "ერუ­დი­ტის" მკი­თხვე­ლი ხარ. თავი უფრო ში­ნა­უ­რუ­ლად რომ იგ­რძნო და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­გეხ­სნას, პირ­ველ კი­თხვას შენი პრო­ფე­სი­ი­დან და­გის­ვამ.

- ყუ­რა­დღე­ბით გის­მენ, ოღონდ ძა­ლი­ან გთხოვ, მა­თე­მა­ტი­კი­დან არა­ფე­რი მკი­თხო.

- ის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რა­ჟი­სო­რი იყო. 1913-21 წლებ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. 1922 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბით - "ცხვრის წყა­რო", "ური­ელ აკოს­ტა"... 1928 წელს ქუ­თა­ის­ში თე­ატ­რა­ლუ­რი დასი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და კი­ნო­ში. და­ა­სა­ხე­ლე ეს პი­როვ­ნე­ბა.

- კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

- 1919 წელს კი­ევ­ში, სო­ლოვ­ცო­ვის თე­ატ­რში კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მიერ დად­გმუ­ლი ლოპე დე ვე­გას დრა­მა "ცხვრის წყა­რო" საბ­ჭო­თა თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რა­ტომ?

- პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა სპექ­ტაკ­ლი იყო.

- ის სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის, ორ­ჯო­ნი­კი­ძის რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცი­ის უბ­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი გოგი თუ­შუ­რაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. რა მეტ­სა­ხე­ლით ვიც­ნობთ?

- კუ­კარ­ა­ჩა.

- რა ჰქვია საქ­მის ზე­რე­ლედ მცოდ­ნე ადა­მი­ანს?

- დი­ლე­ტან­ტი.

- ადა­მი­ა­ნის ამ ორ­გა­ნოს 24 კუნ­თი აქვს და ყვე­ლა სხვა ორ­გა­ნო­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ობს. რო­მელ ორ­გა­ნო­ზეა ლა­პა­რა­კი?

- თვალ­ზე.

- ცდე­ბი.

- გულ­ზე.

- ესეც არას­წო­რი პა­სუ­ხია.

- ენა­ზე. სხვა რაღა უნდა იყოს?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მას დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 9-მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბის გა­თხრა შე­უძ­ლია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- თხუ­ნე­ლა­ზე.

- ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის აუზ­ში რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დიდი ზღვა?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- არა­ბე­თის ზღვა. "სახე გამ­ხდა­რი, კუშ­ტი და მწყრა­ლი/ სიწ­მინ­დის მად­ლით დაჰშ­ვე­ნე­ბო­და/ და მა­ღალს შუბლსა, ნა­ო­ჭად შეკ­რულს,/ შა­რა­ვან­დე­დი გა­დაჰ­ფე­ნო­და". ვის აღ­წერს ასე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე?

- გან­დე­გილს.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი მდი­ნა­რე ზანა?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა მდი­ნა­რეა. აბა­შის რა­ი­ონ­ში მი­ე­დი­ნე­ბა. თუ არ ვცდე­ბი, მისი სიგ­რძე სულ 20 მეტ­რია. ამ მდი­ნა­რის მახ­ლობ­ლა­დაა და­ბა­დე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დან ვიცი? მე ხომ ტა­ნით ძა­ლი­ან "დიდი" ვარ, ჰოდა, ერთ დღე­საც ვხუმ­რობ­დი, ნე­ტავ სად­მე ჩემი ზო­მის მდი­ნა­რე მა­ნახ­ვა-მეთ­ქი. ერ­თმა პო­ლი­ტი­კოს­მა მი­თხრა, ასე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის და მას ზანა ჰქვი­აო.

- ეს მწე­რა­ლი 1826 წელს იას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში და­ი­ბა­და. თბი­ლის­ში 1851 წელს ჩა­მო­ვი­და და აქ 2 თვე­ზე მეტ­ხანს დაჰ­ყო. "არ ვიცი, არის თუ არა კავ­კა­სია შთა­გო­ნე­ბის ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ იგი უეჭ­ვე­ლად სიყ­ვა­რუ­ლის ქვე­ყა­ნაა", აღ­ნიშ­ნავ­და ერთ-ერთ წე­რილ­ში. და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ლევ ტოლსტოი. რო­მე­ლი ზღვა მდე­ბა­რე­ობს ის­რა­ე­ლი­სა და იორ­და­ნი­ის სა­ზღვარ­ზე?

- მკვდა­რი ზღვა.

- რომ­ში ის სი­მა­მა­ცის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და. ომის დროს, ვინც პირ­ვე­ლი შე­იჭ­რე­ბო­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ქა­ლაქ­ში, უფ­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ, ხელ­ში ეს მცე­ნა­რე სჭე­რო­და, ხოლო ვინც მი­სით თავს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­ი­ლა­მა­ზებ­და, სე­ნა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ცი­ხე­ში სვამ­დნენ. რო­მელ მცე­ნა­რე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვარ­დზე, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. რო­მელ­მა ქარ­თველ­მა მწე­რალ­მა და­ლია სული დღე­ვან­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც მა­შინ წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ლა­ზა­რე­თი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი?

- ვაჟა-ფშა­ვე­ლამ.

- რა ჰქვია ინ­დი­ე­ლის ფეხ­საც­მელს?

- მო­კა­სი­ნი.

- ვინ ას­რუ­ლებს მთა­ვარ როლს "მაია წყნე­თელ­ში"?

- ლე­ი­ლა აბა­ში­ძე.

- რა ეწო­დე­ბა სახ­ლმწი­ფოს ერ­თპი­როვ­ნულ მმარ­თველს, რო­მე­ლიც შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი?

- ტი­რა­ნი.

- დიქ­ტა­ტო­რი. მას ატ­ლან­ტი­სა და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ე­ბი, ხმელ­თა­შუა და წი­თე­ლი ზღვე­ბი ეკ­ვრის გარს. ევ­რო­პი­დან გიბ­რალ­ტა­რის ვიწ­რო სრუ­ტით გა­მო­ი­ყო­ფა, ხოლო სუ­ე­ცის არ­ხით აზი­ას უკავ­შირ­დე­ბა. და­ა­სა­ხე­ლე, რო­მელ კონ­ტი­ნენტზეა ლა­პა­რა­კი?

- აფ­რი­კის.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­გო­ნეს კომ­პა­სი, ქა­ღალ­დი და ქოლ­გა?

- ჩი­ნეთ­ში.

- რა ჰქვია ბრიყ­ვუ­ლად გა­წე­ულ სამ­სა­ხურს, რო­მელ­საც გან­ზრა­ხუ­ლი სი­კე­თის ნაც­ვლად ზი­ა­ნი და უსი­ა­მოვ­ნე­ბა მოს­დევს?

- არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ეს გა­მოთ­ქმა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც კრი­ლო­ვის იგავ-არა­კი - "დათ­ვი და მე­უ­დაბ­ნოე" გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- ა! მივ­ხვდი, დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი.

- XV სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პა­ში მკაც­რად დამ­კვიდ­რდა მა­მა­კა­ცის ფეხ­საც­მე­ლი ბლაგ­ვი წვე­ტით. იგი საფ­რან­გე­თის მეფე შარლ VIII-მ და­ამ­კვიდ­რა მო­და­ში, რომ სა­კუ­თა­რი ნაკ­ლი და­ე­ფა­რა. რა ნაკ­ლი ჰქონ­და მას?

- არ ვიცი.

- მას ფეხ­ზე 6 თითი ჰქონ­და. რამ­დე­ნი წა­მია სა­ათ­ში?

- მა­გას რა და­ი­ან­გა­რი­შებს? (პა­უ­ზის შემ­დეგ) 3600 გა­მო­დის.

- "მე ვხე­დავ მზეს", "როცა აყ­ვავ­და ნუში", "ერთი ცის ქვეშ", "აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში", "რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე" - ვინ არის ამ ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რი?

- ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.

- ახლა ერთ ძველ იტა­ლი­ურ გა­მო­ცა­ნას გე­ტყვი: რაც უფრო მოკ­ლდე­ბა წინ, მით უფრო გრძელ­დე­ბა უკან. რა არის?

- ცხოვ­რე­ბა, სი­ცო­ცხლის წლე­ბი.

- ამ ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი მე­რაბ ელი­ო­ზიშ­ვი­ლია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: დოდო აბა­ში­ძე, ლია კა­პა­ნა­ძე, მზია მაღ­ლა­კე­ლი­ძე, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე. გა­და­ღე­ბე­ბი ერ­წოს ტბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, პრე­მი­ე­რა 1968 წელს გა­ი­მარ­თა. და­ა­სა­ხე­ლე ეს ფილ­მი და მისი რე­ჟი­სო­რი.

- მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის "დიდი მწვა­ნე ველი".

- რო­მე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს?

- ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის.

- რო­მე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს ფი­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ჰელ­სინ­კი?

- ბალ­ტი­ის ზღვის.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე დე­მოკ­რი­ტეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის და­ვი­წყე­ბა..."

- არ შე­იძ­ლე­ბა.

- "...თავ­ხე­დო­ბას ბა­დებს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

გიორგი გაგლოევი - "ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს"

გიორგი გაგლოევი - "ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს"

"ვაიმე! შენ არ იცი, მაგ რუბრიკის როგორ მეშინია. ჩემამდეც მოხვედი, არა?" - ასე შეხვდა ჩემს შეთავაზებას "ერუდიტში" ჩაწერაზე მსახიობი გიორგი გაგლოევი. მისი საყვარელი ავტორი კონსტანტინე გამსახურდიაა. ამბობს, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა. მართალია, მე-8 კლასამდე ფრიადოსანი იყო, მაგრამ კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა.

- კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" ჩემი საყვარელი ნაწარმოებია. პირველად რომ წავიკითხე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას მერე რამდენჯერმე მივუბრუნდი და ყოველ ჯერზე რაღაც ახალი განცდები მომიტანა. ხუთჯერ მაქვს წაკითხული. ამ ნაწარმოების მიხედვით ძალიან საინტერესო ფილმს გადავიღებდი.

- კონსტანტინე გამსახურდიას გარდა, კიდევ რომელი ავტორები მოგწონს?

- დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე ვგიჟდები. ყველა მისი პერსონაჟი ნამდვილია. მგონია, რომ ჩემ გვერდით ცხოვრობენ.

- რომელთან იმეგობრებდი?

- ირინესთან ("ირინეს ბედნიერება"), ასევე დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შორენა კოლონკელიძესთან.

- რომელიმე გმირს თავად თუ ჰგავხარ?

- საკუთარი თავი არასდროს არც ერთი გმირისთვის არ მიმიმსგავსებია.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- მე-8 კლასამდე ფრიადებზე ვსწავლობდი. გეოგრაფია მიყვარდა. მერე უფრო მეტად პროფესიული კუთხით განვითარებაზე ვიზრუნე.

- "შუა ქალაქში" თამაშობ. ახლახან სერიალში რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ ითამაშა. რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე? მიამბე ის, რაც კადრს მიღმა დარჩა.

- ჩვენი მინისტრი საკმაოდ კარგი მსახიობი აღმოჩნდა. მოვიდა, გაგვეცნო, ძალიან უშუალო ადამიანია. როლი კარგად მოირგო. მითხრა, შენნაირი თანამშრომელი სამინისტროში მართლაც გვყავსო. თურმე მასაც ჩემი გმირის სახელი ჰქვია და ფიზიკურად ძალიან მგავს. ველოდები, მინისტრი როდის დამირეკავს და ამ ადამიანს როდის გამაცნობს.

- მაყურებელმა შენი და ნოდარ გურგენაშვილის ტანდემი შეიყვარა.

- არ მეგონა, მოკლე პერიოდში მაყურებელი ასე თუ მიმიღებდა. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, - პეტოს ამდენს რატომ უთმობო? - ვუხსნი, რომ ეს სცენარია, ცხოვრებაში ასე არ ხდება. მარიგებენ, - მაინც არ მოუთმინოო.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- საინტერესოა, წლის ბოლოს, როცა შემაჯამებელ სტატიას დაწერ, ჩემზე რას იტყვი?

- ეს ჯერ თავადაც არ ვიცი, ახლა კი მადლობას გეტყვი, რომ "ერუდიტის" მკითხველი ხარ. თავი უფრო შინაურულად რომ იგრძნო და დაძაბულობა მოგეხსნას, პირველ კითხვას შენი პროფესიიდან დაგისვამ.

- ყურადღებით გისმენ, ოღონდ ძალიან გთხოვ, მათემატიკიდან არაფერი მკითხო.

- ის თეატრისა და კინოს რაჟისორი იყო. 1913-21 წლებში რუსეთში მოღვაწეობდა. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა გახმაურებული სპექტაკლებით - "ცხვრის წყარო", "ურიელ აკოსტა"... 1928 წელს ქუთაისში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. პარალელურად მუშაობდა კინოში. დაასახელე ეს პიროვნება.

- კოტე მარჯანიშვილი.

- 1919 წელს კიევში, სოლოვცოვის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო" საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?

- პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო.

- ის საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლდათ. რა მეტსახელით ვიცნობთ?

- კუკარაჩა.

- რა ჰქვია საქმის ზერელედ მცოდნე ადამიანს?

- დილეტანტი.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და ყველა სხვა ორგანოზე სწრაფად მოძრაობს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- თვალზე.

- ცდები.

- გულზე.

- ესეც არასწორი პასუხია.

- ენაზე. სხვა რაღა უნდა იყოს?

- გამოიცანი. მას დღე-ღამის განმავლობაში 9-მეტრიანი გვირაბის გათხრა შეუძლია. რაზეა ლაპარაკი?

- თხუნელაზე.

- ინდოეთის ოკეანის აუზში რომელია ყველაზე დიდი ზღვა?

- ვერ გიპასუხებ.

- არაბეთის ზღვა. "სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი/ სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა/ და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,/ შარავანდედი გადაჰფენოდა". ვის აღწერს ასე ილია ჭავჭავაძე?

- განდეგილს.

- რით არის გამორჩეული მდინარე ზანა?

- ძალიან პატარა მდინარეა. აბაშის რაიონში მიედინება. თუ არ ვცდები, მისი სიგრძე სულ 20 მეტრია. ამ მდინარის მახლობლადაა დაბადებული კონსტანტინე გამსახურდია. ეს ყველაფერი საიდან ვიცი? მე ხომ ტანით ძალიან "დიდი" ვარ, ჰოდა, ერთ დღესაც ვხუმრობდი, ნეტავ სადმე ჩემი ზომის მდინარე მანახვა-მეთქი. ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა, ასეთი საქართველოში არის და მას ზანა ჰქვიაო.

- ეს მწერალი 1826 წელს იასნაია პოლიანაში დაიბადა. თბილისში 1851 წელს ჩამოვიდა და აქ 2 თვეზე მეტხანს დაჰყო. "არ ვიცი, არის თუ არა კავკასია შთაგონების ქვეყანა, მაგრამ იგი უეჭველად სიყვარულის ქვეყანაა", აღნიშნავდა ერთ-ერთ წერილში. დაასახელე ეს მწერალი.

- ვერ გიპასუხებ.

- ლევ ტოლსტოი. რომელი ზღვა მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე?

- მკვდარი ზღვა.

- რომში ის სიმამაცის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ომის დროს, ვინც პირველი შეიჭრებოდა მოწინააღმდეგის ქალაქში, უფლებას აძლევდნენ, ხელში ეს მცენარე სჭეროდა, ხოლო ვინც მისით თავს დაუმსახურებლად გაილამაზებდა, სენატის გადაწყვეტილებით, ციხეში სვამდნენ. რომელ მცენარეზეა ლაპარაკი?

- ვარდზე, არა?

- გამოიცანი. რომელმა ქართველმა მწერალმა დალია სული დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, სადაც მაშინ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთი იყო განთავსებული?

- ვაჟა-ფშაველამ.

- რა ჰქვია ინდიელის ფეხსაცმელს?

- მოკასინი.

- ვინ ასრულებს მთავარ როლს "მაია წყნეთელში"?

- ლეილა აბაშიძე.

- რა ეწოდება სახლმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც შეუზღუდავი ძალაუფლებით არის აღჭურვილი?

- ტირანი.

- დიქტატორი. მას ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები ეკვრის გარს. ევროპიდან გიბრალტარის ვიწრო სრუტით გამოიყოფა, ხოლო სუეცის არხით აზიას უკავშირდება. დაასახელე, რომელ კონტინენტზეა ლაპარაკი?

- აფრიკის.

- რომელ ქვეყანაში გამოიგონეს კომპასი, ქაღალდი და ქოლგა?

- ჩინეთში.

- რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი - "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.

- ა! მივხვდი, დათვური სამსახური.

- XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი ბლაგვი წვეტით. იგი საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ დაამკვიდრა მოდაში, რომ საკუთარი ნაკლი დაეფარა. რა ნაკლი ჰქონდა მას?

- არ ვიცი.

- მას ფეხზე 6 თითი ჰქონდა. რამდენი წამია საათში?

- მაგას რა დაიანგარიშებს? (პაუზის შემდეგ) 3600 გამოდის.

- "მე ვხედავ მზეს", "როცა აყვავდა ნუში", "ერთი ცის ქვეშ", "აურზაური სალხინეთში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" - ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ლანა ღოღობერიძე.

- ახლა ერთ ძველ იტალიურ გამოცანას გეტყვი: რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან. რა არის?

- ცხოვრება, სიცოცხლის წლები.

- ამ ფილმის სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილია. მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, ზურაბ ქაფიანიძე. გადაღებები ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა, პრემიერა 1968 წელს გაიმართა. დაასახელე ეს ფილმი და მისი რეჟისორი.

- მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი".

- რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?

- ზაქარია ფალიაშვილის.

- რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი?

- ბალტიის ზღვის.

- დაბოლოს, დაასრულე დემოკრიტეს ცნობილი გამონათქვამი: "საკუთარი შეცდომების დავიწყება..."

- არ შეიძლება.

- "...თავხედობას ბადებს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება