პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი
რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი

ხო­ნის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ვით ჭ-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს. რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ გან­მარ­ტა, და­ვით ჭ. პა­ტიმ­რად აღარ ით­ვლე­ბო­და.

"ეს ადა­მი­ა­ნი პა­ტი­მა­რი ფი­ზი­კუ­რად ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ხო­ნის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ ეკუთ­ვნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მას. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, 16 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იქნა გაშ­ვე­ბუ­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის სახ. ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ. 16 მა­ი­სი­დან ეს ადა­მი­ა­ნი აღარ ირი­ცხე­ბა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებ­ში. ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი, არ არის პა­ტი­მა­რი", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ცი­ხი­დან კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნილ პი­რებს უტარ­დე­ბათ ექ­სპერ­ტი­ზა 6 თვე­ში ან წე­ლი­წად­ში ერთხელ და თუკი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნი არის ჯან­მრთე­ლი, ის ბრუნ­დე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა სა­ნამ დას­კვნა და­ი­დე­ბა, არ ირი­ცხე­ბა პა­ტიმ­რებ­ში და არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ცი­ენ­ტი.

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­მარ ბო­დო­კი­ა­მაც.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბაც კი არ შე­მო­სუ­ლა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს სამ­ხა­რა­უ­ლის სახ. ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს და ასე მოხ­ვდა პა­ცი­ენ­ტი ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში. რო­გორ მოხ­ვდა ეს ადა­მი­ა­ნი ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, ამა­ზე პა­სუხს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო არ და ვერც აგებს. რა­ტომ მოხ­ვდა ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში, ამა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არც პრე­რო­გა­ტი­ვა აქვს და არც პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს", - გა­ნა­ცხა­და ბო­დო­კი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა დას­ვეს კი­თხვა, თუ ვინ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პა­ტიმ­რის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ უპა­სუ­ხა.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­და­ე­ცა სა­სა­მარ­თლოს და სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ეს მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი გა­და­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ. ეს მოხ­და 16 მა­ისს. 16 მა­ი­სი­დან ეს მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი აღარ არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი - ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, - თუ ვინ და­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა, კორ­ძა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზა და­ი­ნიშ­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მებ­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის დამ გა­ნუ­ცხა­და, ხო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რის გა­დაყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

მი­სი­ვე თქმით, პა­ტიმ­რის მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ხუ­და­დოვ­ზე და ქსნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. პა­ტი­მა­რი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც საფრ­თხეს შე­ი­ცავ­და.

"სო­ზარ სუ­ბა­რის სა­ხელ­ზე და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხი ჯერ კი­დევ არ მოგ­ვსვლია. გან­ცხა­დე­ბა­ში მი­ნისტრს მივ­წე­რეთ, რომ პა­ტი­მა­რი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და დაგ­ვხმა­რე­ბო­და, მისი ქსნის ან ხუ­და­დო­ვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში. ცი­ხე­ებ­ში ჯერ კი­დევ არ არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც ჩვენ გვგო­ნია. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე წა­მებს და წუ­თებს ით­ვლის. ამ მთავ­რო­ბას ეს არ უნდა ეშ­ლე­ბო­დეს. პა­ტიმ­რე­ბით მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მე­გო­ნა, რა­ღაც სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­და", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის დამ.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი

ხონის სამკურნალო დაწესებულებაში დავით ჭ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროებმა ჟურნალისტებისთვის დამატებითი კომენტარები გააკეთეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ განმარტა, დავით ჭ. პატიმრად აღარ ითვლებოდა.

"ეს ადამიანი პატიმარი ფიზიკურად ვერ იქნებოდა, რადგან ხონის სამკურნალო დაწესებულება არ ეკუთვნის სასჯელაღსრულების სისტემას. ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, 16 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქნა გაშვებული სამხარაულის სახ. ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული დასკვნის საფუძველზე სამკურნალოდ. 16 მაისიდან ეს ადამიანი აღარ ირიცხება მსჯავრდადებულებში. ის არის ჩვეულებრივი პაციენტი, არ არის პატიმარი", - განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე განმარტა, რომ კანონის მიხედვით, ციხიდან კლინიკაში გადაყვანილ პირებს უტარდებათ ექსპერტიზა 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ და თუკი ექსპერტიზის თანახმად, ადამიანი არის ჯანმრთელი, ის ბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა სანამ დასკვნა დაიდება, არ ირიცხება პატიმრებში და არის ჩვეულებრივი სამოქალაქო პაციენტი.

კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თამარ ბოდოკიამაც.

"ჯანდაცვის სამინისტროში ამ პაციენტთან დაკავშირებით განცხადებაც კი არ შემოსულა. ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს და ასე მოხვდა პაციენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში. როგორ მოხვდა ეს ადამიანი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ამაზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტრო არ და ვერც აგებს. რატომ მოხვდა ხონის ფსიქიატრიულში, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს არც პრეროგატივა აქვს და არც პასუხი უნდა მოეთხოვოს", - განაცხადა ბოდოკიამ.

ჟურნალისტებმა დასვეს კითხვა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება პატიმრის ფსიქიატრიულში გადაყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეკითხვას სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ უპასუხა.

"ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა სასამართლოს და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად ეს მსჯავრდადებული გადაიყვანონ სამკურნალოდ. ეს მოხდა 16 მაისს. 16 მაისიდან ეს მსჯავრდადებული აღარ არის მსჯავრდებული - ის არის ჩვეულებრივი პაციენტი", - განაცხადა კორძაიამ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, - თუ ვინ დანიშნა ექსპერტიზა, კორძაიამ განაცხადა, რომ ექსპერტიზა დაინიშნა სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო სამსახურის მიმართვის საფუძველზე.

გარდაცვლილის ახლობლები გლდანის დაწესებულების ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დამ განუცხადა, ხონის დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა არ შეიძლებოდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.

მისივე თქმით, პატიმრის მკურნალობა მხოლოდ ხუდადოვზე და ქსნის დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, რაც გლდანის დაწესებულების ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა. პატიმარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ტრანსპორტირებაც საფრთხეს შეიცავდა.

"სოზარ სუბარის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ კიდევ არ მოგვსვლია. განცხადებაში მინისტრს მივწერეთ, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და დაგვხმარებოდა, მისი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაყვანაში. ციხეებში ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვგონია. ადამიანის სიცოცხლე წამებს და წუთებს ითვლის. ამ მთავრობას ეს არ უნდა ეშლებოდეს. პატიმრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგონა, რაღაც სამართალი არსებობდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ