სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანის პირველი ლედის ტრანსფორმაცია
აზერბაიჯანის პირველი ლედის ტრანსფორმაცია

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის მე­უღ­ლე, 48 წლის მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა უკვე დიდი ხა­ნია მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი, დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჩაც­მუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი. მან წარ­მა­ტე­ბით მო­ირ­გო საქ­ველ­მოქ­მე­დო და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის იმი­ჯი და არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მო­ფე­ნა­საც უმას­პინ­ძლა.

მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერ­თპა­ლა­ტი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია. ამას­თან, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტიც. ის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტიც არის. ხოლო იუ­ნეს­კო­ში, გა­ე­რო­ში, ის­ლა­მუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ის­ლა­მურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩია.

იან­ვარ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის სა­გა­მომ­ძი­ე­ბო პრო­ექ­ტი" (OCCRP) 2012 წლის კო­რუმ­პი­რე­ბულ პერ­სო­ნად ილ­ჰამ ალი­ე­ვი და­ა­სა­ხე­ლა. პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ილ­ჰა­მი პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე უარს იტყო­და და გა­დად­გე­ბო­და. ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის Republican Alternative (ReAL)-ის წევ­რის, ერ­კინ ქა­დირ­ლის თქმით, "პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის მე­უღ­ლეს თა­ნა­შემ­წედ აირ­ჩევს.

ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის და მისი გავ­ლე­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი სწო­რედ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა გახ­დეს. თუმ­ცა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში "ახა­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი" (New Azerbaijan Party (YAP) უარ­ყო­ფენ აზრს, რომ მეჰ­რი­ბა­ნი მე­უღ­ლეს ჩა­ა­ნაც­ვლებს.

პრე­სა­ში ხში­რად წე­რენ, რომ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვა გა­ტა­ცე­ბუ­ლია პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბით. გარ­და ამი­სა, ის იმ­დე­ნად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად იც­ვამს, რომ და­სავ­ლეთ­შიც კი გა­მომ­წვე­ვად მი­იჩ­ნე­ვა. სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და გავ­ლე­ნი­ა­ნი პირ­ვე­ლი ლე­დია.

მას კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი მოს­წონს. მშვი­დი ფე­რე­ბი ხიბ­ლავს, ელე­გან­ტუ­რი და დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი აქვს არ­ჩე­უ­ლი. მას იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ შარ­ვალ­ში, უყ­ვარს კა­ბე­ბი და ლა­ბა­დე­ბი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ვე­ლი ლედი მა­ღა­ლი კლა­სის ბრენ­დებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ორ­ჯერ ერ­თსა და იმა­ვე სა­მოს­ში არა­სო­დეს გა­მო­დის, რა­საც ვერ ვი­ტყვით მის ფა­ვო­რიტ სერ­ჯიო რო­სის პრაქ­ტი­კულ, კრე­მის­ფერ ფეხ­საც­მელ­ზე, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა კოს­ტუმს უხ­დე­ბა და ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან მო­დუ­რად ით­ვლე­ბა. რო­გორც ბა­ქო­ში ამ­ბო­ბენ, ის სა­შო­პინ­გოდ ხში­რად დაფ­რი­ნავს პა­რიზ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rferl.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

აზერბაიჯანის პირველი ლედის ტრანსფორმაცია

აზერბაიჯანის პირველი ლედის ტრანსფორმაცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, 48 წლის მეჰრიბან ალიევა უკვე დიდი ხანია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და გემოვნებიანად ჩაცმული პირველი ლედი. მან წარმატებით მოირგო საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორის იმიჯი და არაერთ მნიშვნელოვან გამოფენასაც უმასპინძლა.

მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტის დეპუტატია. ამასთან, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტიც. ის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტიც არის. ხოლო იუნესკოში, გაეროში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ისლამურ ორგანიზაციაში კეთილი ნების ელჩია.

იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციამ "ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საგამომძიებო პროექტი" (OCCRP) 2012 წლის კორუმპირებულ პერსონად ილჰამ ალიევი დაასახელა. პოლიტიკურ კულუარებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ილჰამი პრეზიდენტის მოვალეობაზე უარს იტყოდა და გადადგებოდა. ოპოზიციური მოძრაობის Republican Alternative (ReAL)-ის წევრის, ერკინ ქადირლის თქმით, "პრეზიდენტი თავის მეუღლეს თანაშემწედ აირჩევს.

ხალხის სიყვარულის და მისი გავლენის გათვალისწინებით, ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი სწორედ მეჰრიბან ალიევა გახდეს. თუმცა, აზერბაიჯანის მმართველ პოლიტიკურ პარტიაში "ახალი აზერბაიჯანი" (New Azerbaijan Party (YAP) უარყოფენ აზრს, რომ მეჰრიბანი მეუღლეს ჩაანაცვლებს.

პრესაში ხშირად წერენ, რომ მეჰრიბან ალიევა გატაცებულია პლასტიკური ოპერაციებით. გარდა ამისა, ის იმდენად პროვოკაციულად იცვამს, რომ დასავლეთშიც კი გამომწვევად მიიჩნევა. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გავლენიანი პირველი ლედია.

მას კლასიკური სამოსი მოსწონს. მშვიდი ფერები ხიბლავს, ელეგანტური და დახვეწილი სტილი აქვს არჩეული. მას იშვიათად ნახავთ შარვალში, უყვარს კაბები და ლაბადები. აზერბაიჯანის პირველი ლედი მაღალი კლასის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. საზოგადოებაში ორჯერ ერთსა და იმავე სამოსში არასოდეს გამოდის, რასაც ვერ ვიტყვით მის ფავორიტ სერჯიო როსის პრაქტიკულ, კრემისფერ ფეხსაცმელზე, რომელიც თითქმის ყველა კოსტუმს უხდება და ბოლო წლებში ძალიან მოდურად ითვლება. როგორც ბაქოში ამბობენ, ის საშოპინგოდ ხშირად დაფრინავს პარიზში.

მომზადებულია rferl.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა