საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს ეყრება
მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს ეყრება

ამე­რი­კე­ლი მე­დი­ა­მაგ­ნა­ტი, კომ­პა­ნია News Corporation-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­პერტ მერ­დო­კი მე­სა­მე ცოლს, ვენ­დი დენგ მერ­დოკს ეყ­რე­ბა. მერ­დოკ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ნიუ-იორ­კის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. მე­დი­ა­მაგ­ნატ­მა მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ "ურ­თერ­თო­ბის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია".

82 წლის მერ­დო­კი და 44 წლის ვენ­დი დენ­გი 14 წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ. მათ ერ­თმა­ნე­თი 1997 წელს გა­იც­ნეს, 1999 წელს კი, მე­რო­დო­კი­სა და ანა მარი ტორ­ვის გაყ­რის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთი კვი­რის თავ­ზე, ნიუ-იორკში კერ­ძო იახ­ტა­ზე იქორ­წი­ნეს. წყვი­ლი ორ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვილს - გრე­ის­სა და ჰლო­ი­ადს ზრდის. რუ­პერტ მერ­დოკს სხვა­დას­ხვა ქორ­წი­ნე­ბი­დან სულ 6 შვი­ლი ჰყავს - ოთხი ქა­ლიშ­ვლი და ორი ვაჟი.

ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბამ მერ­დო­კის მიერ მისი მე­დი­ა­იმ­პე­რი­ის კონ­ტრო­ლი შე­ა­სუს­ტოს. ასე­თი დას­კვნის სა­ფუძ­ველს მე­უღ­ლე­ებს შო­რის და­დე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იძ­ლე­ვა.

მერ­დოკს წინა მე­უღ­ლეს­თან, ანას­თან გაყ­რა 1,7 მლრდ დო­ლა­რი და­უჯ­და. ეს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბად აღი­ა­რეს.

ჟურ­ნალ "ფორბსის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­დო­კის ქო­ნე­ბა 9,4 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. იგი პლა­ნე­ტის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­ში 106-ე ად­გილ­ზეა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Wall Street Journal-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს ეყრება

მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს ეყრება

ამერიკელი მედიამაგნატი, კომპანია News Corporation-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს, ვენდი დენგ მერდოკს ეყრება. მერდოკმა განქორწინების მოთხოვნით ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს მიმართა. მედიამაგნატმა მიზეზების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ "ურთერთობის აღდგენა შეუძლებელია".

82 წლის მერდოკი და 44 წლის ვენდი დენგი 14 წლის წინ დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს, 1999 წელს კი, მეროდოკისა და ანა მარი ტორვის გაყრის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე, ნიუ-იორკში კერძო იახტაზე იქორწინეს. წყვილი ორ საერთო ქალიშვილს - გრეისსა და ჰლოიადს ზრდის. რუპერტ მერდოკს სხვადასხვა ქორწინებიდან სულ 6 შვილი ჰყავს - ოთხი ქალიშვლი და ორი ვაჟი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ განქორწინებამ მერდოკის მიერ მისი მედიაიმპერიის კონტროლი შეასუსტოს. ასეთი დასკვნის საფუძველს მეუღლეებს შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულება იძლევა.

მერდოკს წინა მეუღლესთან, ანასთან გაყრა 1,7 მლრდ დოლარი დაუჯდა. ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ განქორწინებად აღიარეს.

ჟურნალ "ფორბსის" ინფორმაციით, მერდოკის ქონება 9,4 მლრდ დოლარს შეადგენს. იგი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინში 106-ე ადგილზეა.

მომზადებულია The Wall Street Journal-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს