მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხილბოსტნეული წინა წელთან შედარებით 10%-ით ძვირია
ხილბოსტნეული წინა წელთან შედარებით 10%-ით ძვირია

ხილ­ბოსტნე­უ­ლი 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 10%-ით ძვი­რია. მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცით, წელს კიტ­რი და პო­მი­დო­რი წინა ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 50 თეთ­რით ძვი­რია, რაც მა­თი­ვე თქმით, უა­მინ­დო­ბი­სა და ცუდი მო­სავ­ლის შე­დე­გია. მო­ვაჭ­რე­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, წელს გა­ზა­ფხულ­ზე ბოსტნე­უ­ლის დე­ფი­ცი­ტი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, რა­საც ფა­სე­ბის ზრდა მოყ­ვა. ამ დრო­ის­თვის, ძი­რი­თა­დად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლია ბა­ზარ­ზე და მა­რა­გე­ბი საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა ფა­სე­ბი ისევ მა­ღა­ლი რჩე­ბა. მა­თი­ვე ვა­რუ­დით, ად­გი­ლობ­რი­ვი ხილ­ბოსტნე­უ­ლის შე­მოს­ვლის შემ­დეგ ფა­სე­ბი და­იკ­ლებს.

"ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი ბოსტნე­უ­ლი შე­მო­დის და იაფ­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ მო­ვაჭ­რე­ე­ბი.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მა­ის­ში 0,7%-იანი თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლამ სურ­სათ­სა და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლებ­ზე - გაძ­ვირ­და ხილი, ყუ­რძე­ნი, ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი, რაც სე­ზო­ნუ­რი მოვ­ლე­ნაა.

ამ დრო­ის­თვის კიტ­რი­სა და პო­მიდვ­რის გა­სა­ყი­დი ფასი კი­ლოგ­რამ­ზე 1 ლა­რი­დან 1.50-ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ხილბოსტნეული წინა წელთან შედარებით 10%-ით ძვირია

ხილბოსტნეული წინა წელთან შედარებით 10%-ით ძვირია

ხილბოსტნეული 2012 წელთან შედარებით 10%-ით ძვირია. მოვაჭრეების ინფორმაცით, წელს კიტრი და პომიდორი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 თეთრით ძვირია, რაც მათივე თქმით, უამინდობისა და ცუდი მოსავლის შედეგია. მოვაჭრეების განმარტებით, წელს გაზაფხულზე ბოსტნეულის დეფიციტი შეინიშნებოდა, რასაც ფასების ზრდა მოყვა. ამ დროისთვის, ძირითადად, იმპორტირებული ბოსტნეულია ბაზარზე და მარაგები საკმარისია, თუმცა ფასები ისევ მაღალი რჩება. მათივე ვარუდით, ადგილობრივი ხილბოსტნეულის შემოსვლის შემდეგ ფასები დაიკლებს.

"ივლისსა და აგვისტოში ძირითადად ადგილობრივი ბოსტნეული შემოდის და იაფდება", - აცხადებენ მოვაჭრეები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, მაისში 0,7%-იანი თვიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - გაძვირდა ხილი, ყურძენი, ბოსტნეული და ბაღჩეული, რაც სეზონური მოვლენაა.

ამ დროისთვის კიტრისა და პომიდვრის გასაყიდი ფასი კილოგრამზე 1 ლარიდან 1.50-ლარამდე მერყეობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ