პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვენ
ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვენ

ოზურ­გე­თის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დარ­ბაზ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, ირაკ­ლი მე­ლაშ­ვი­ლი და ოზურ­გე­თის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, კოტე შა­რა­შე­ნი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დარ­ბა­ზის წევ­რებ­მა ოზურ­გეთ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე ღიად ისა­უბ­რეს, შეხ­ვედ­რას და­პი­რის­პი­რე­ბაც მოყ­ვა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გამ­გებ­ლის მი­სა­მარ­თით არ­სე­ბობს. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რამ­დე­ნი­მე მხარ­დამ­ჭერ­მა, ოზურ­გე­თის გამ­გე­ბე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­თან გა­რი­გე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მათი პრობ­ლე­მე­ბის გაც­ნო­ბი­სა და მოგ­ვა­რე­ბის­თვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოზურ­გეთ­ში ჩას­ვლაც კი მო­ი­თხო­ვა.

"დღემ­დე არ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ვი­თხოვთ ოზურ­გეთ­ში ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ნა­ხოს, რა ხდე­ბა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ჩვენ იმის­თვის არ გვიბ­რძო­ლია, რომ ისევ ის მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ფი­ლი­ყო ოზურ­გეთ­ში, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს იყო", - გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რა­ზე ნუგ­ზარ გი­ორ­გა­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვენ

ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვენ

ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საზოგადოებრივ დარბაზთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი მელაშვილი და ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა ოზურგეთში არსებულ პრობლემებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებზე ღიად ისაუბრეს, შეხვედრას დაპირისპირებაც მოყვა.

საზოგადოებაში ყველაზე მეტი უკმაყოფილება გამგებლის მისამართით არსებობს. კოალიცია "ქართული ოცნების" რამდენიმე მხარდამჭერმა, ოზურგეთის გამგებელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან გარიგებაში დაადანაშაულა. დამსწრე საზოგადოების ნაწილმა მათი პრობლემების გაცნობისა და მოგვარებისთვის ბიძინა ივანიშვილის ოზურგეთში ჩასვლაც კი მოითხოვა.

"დღემდე არ მოწესრიგებულა ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები. ვითხოვთ ოზურგეთში ჩამოვიდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნახოს, რა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ისევ ის მდგომარეობა ყოფილიყო ოზურგეთში, რაც "ნაციონალების" მმართველობის დროს იყო", - განაცხადა შეხვედრაზე ნუგზარ გიორგაძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა