მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა
ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა

ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის დის­ლო­ცი­რე­ბის ორი ბაზა და­ი­ხუ­რა, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­და.

მი­სი­ვე თქმით, ნა­ტოს სარ­დლო­ბის მი­მართ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ქარ­თულ კონ­ტინ­გენტზე ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­ი­ცა.

"პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ ნა­ტოს სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის­თვის მოხ­და მი­მარ­თვა, რა ზო­მე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და მინ­და ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მთლი­ა­ნად იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ბა­მი­სად გა­ტარ­და სა­ჭი­რო ზო­მე­ბი და და­ი­წყო ჩვე­ნი სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო და სა­ინ­ჟინ­რო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე და­ი­ხუ­რა ორი ბაზა, თუმ­ცა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო კონ­კრე­ტუ­ლი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლებ­ზე აქ­ცენტს ვერ გა­ვა­კე­თებ. ადა­მი­ა­ნუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ზომა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, 3-4 დღე­ში უნდა და­ხუ­რუ­ლი­ყო ის ბა­ზაც, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. "სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ მო­ეს­წრო. ბაზა, რო­მელ­ზეც ბო­ლოს გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა, 3-4 დღე­ში უნდა დაშ­ლი­ლი­ყო და ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტი უნდა გა­და­სუ­ლი­ყო ახა­ლი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა

ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების ორი ბაზა დაიხურა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა და განმარტა, რომ ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

მისივე თქმით, ნატოს სარდლობის მიმართ რეკომენდაციები ქართულ კონტინგენტზე ბოლო პერიოდში მომხდარი პირველი თავდასხმის შემდეგ გაიცა.

"პირველი თავდასხმის შემდეგ ნატოს სამხედრო სარდლობისთვის მოხდა მიმართვა, რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებისთვის და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციები მთლიანად იქნა გაზიარებული. ამის შესაბამისად გატარდა საჭირო ზომები და დაიწყო ჩვენი საფორტიფიკაციო და საინჟინრო უზრუნველყოფა. ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, ასევე დაიხურა ორი ბაზა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო კონკრეტული დისლოკაციის ადგილებზე აქცენტს ვერ გავაკეთებ. ადამიანურად შესაძლებელი ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, 3-4 დღეში უნდა დახურულიყო ის ბაზაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. "სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო. ბაზა, რომელზეც ბოლოს განხორციელდა თავდასხმა, 3-4 დღეში უნდა დაშლილიყო და ჩვენი კონტინგენტი უნდა გადასულიყო ახალი დისლოკაციის ადგილზე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე