მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი თოფაძე - ასე მიწის განიავება არ შეიძლება!
გოგი თოფაძე - ასე მიწის განიავება არ შეიძლება!

უახ­ლო­ეს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - მრეწ­ვე­ლე­ბი" შე­იქ­მნე­ბა. ფრაქ­ცი­ა­ში 6 პარ­ლა­მენ­ტა­რი წევ­რდე­ბა, ეს რი­გით მე­ა­თე ფრაქ­ცია იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. მისი თავ­ჯდო­მა­რე გოგი თო­ფა­ძე, ხოლო მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე იქ­ნე­ბი­ან. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ბა­ტონ გოგი თო­ფა­ძეს­თან

- ბა­ტო­ნო გოგი, თქვენ და თქვენ­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა შექ­მე­ნით ახა­ლი ფრაქ­ცია, რა­ტომ მა­ინც და მა­ინც ახლა და რა სა­კი­თხებ­ზე აპი­რებთ მუ­შა­ო­ბას?

- ეს ფრაქ­ცია იმუ­შა­ვებს ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე. მა­გა­ლი­თად, შრო­მის და სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსზე, ასე­ვე მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე გა­ყიდ­ვის პრობ­ლე­მა­ზე. პირ­და­პირ მი­წის გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა არ გა­მო­ვა ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერთი ან ორი წლით მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ცხად­დეს და უცხო­ე­ლებ­ზე მიწა აღარ გა­ი­ყი­დოს, მა­ნამ­დე ვიდ­რე, არ ჩა­ტარ­დე­ბა მი­წის რე­ა­ლუ­რი კა­დას­ტრი. სას­წრა­ფოდ უნდა შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მა­ზე იმუ­შა­ვებს და ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა სრუ­ლად აღ­ნუს­ხუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო თუ სა­ტყეო მი­წე­ბი, ვიდ­რე არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა უფრო მკა­ფი­ოდ გან­მსა­ზღვრე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, უნდა შე­ჩერ­დეს მი­წის გა­ყიდ­ვა. ის, რაც დღეს ხდე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ფერ­მე­რი, რო­მელ­საც მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის სახ­სრე­ბი არა აქვს, იღებს კრე­დიტს ბან­კი­დან, მერე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამას ვერ ფა­რავს და ბან­კი უყი­დის მი­წას, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლებ­ზე, ანაც იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა თვი­თონ გა­ყი­დოს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მცი­რე­მი­წი­ა­ნია, ასე მი­წის გა­ნი­ა­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში წა­არ­თვეს ბიზ­ნე­სი, რო­მელ­თაც აი­ძუ­ლებ­დნენ თა­ვი­ა­ან­თი ქო­ნე­ბა სხვა­ზე გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ შემ­თხვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა და გარ­კვე­უ­ლი სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს და­ზა­რა­ლე­ბულს წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­ლებ­ზე უკვე გა­ყი­დულ მი­წებს, აქ რა მიდ­გო­მა ექ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს?

- თუ ეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლია, აქ სა­ხელ­მი­წი­ფო ვე­ღა­რა­ფერს გა­ა­კე­თებს. ერ­თა­დერ­თი, შე­საძ­ლოა მი­წე­ბის უკან გა­მოს­ყიდ­ვა­ზე ვი­ფიქ­როთ, თუმ­ცა ჯერ ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია.

- მა­შინ, რო­დე­საც თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მუდ­მე­ბით რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა­ზე ლა­პა­რა­კობს, ვხე­დავთ, თუ რო­გორ იქ­ცე­ვი­ან რუსი სამ­ხდრო­ე­ბი ჩვენს მი­წა­ზე, არ სჯერ­დე­ბი­ან უკვე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას და ე.წ. სა­ზღვარს კი­დევ აქეთ სწე­ვენ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია მომ­ხდა­რით...

- აბ­სო­ლი­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი ბა­ტონ ბი­ძი­ნას, ჩვენ აშ­კა­რად არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. რაც მათ ახლა გა­ა­კე­თეს, ეს ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კი­დან აშ­კა­რად ამო­ვარ­დნი­ლია, ეს შე­იძ­ლე­ბა პრო­ვო­კა­ცია იყოს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რგო­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, მით უფრო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ფონ­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გოგი თოფაძე - ასე მიწის განიავება არ შეიძლება!

გოგი თოფაძე - ასე მიწის განიავება არ შეიძლება!

უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" შეიქმნება. ფრაქციაში 6 პარლამენტარი წევრდება, ეს რიგით მეათე ფრაქცია იქნება პარლამენტში. მისი თავჯდომარე გოგი თოფაძე, ხოლო მოადგილე ზურაბ ტყემალაძე იქნებიან. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ გოგი თოფაძესთან

- ბატონო გოგი, თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა შექმენით ახალი ფრაქცია, რატომ მაინც და მაინც ახლა და რა საკითხებზე აპირებთ მუშაობას?

- ეს ფრაქცია იმუშავებს ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე. მაგალითად, შრომის და საგადასახადო კოდექსზე, ასევე მიწის უცხოელებზე გაყიდვის პრობლემაზე. პირდაპირ მიწის გაყიდვის აკრძალვა არ გამოვა ნამდვილად, მაგრამ აუცილებელია ერთი ან ორი წლით მორატორიუმი გამოცხადდეს და უცხოელებზე მიწა აღარ გაიყიდოს, მანამდე ვიდრე, არ ჩატარდება მიწის რეალური კადასტრი. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ პრობლემაზე იმუშავებს და ვიდრე არ იქნება სრულად აღნუსხული სასოფლო-სამეურნეო თუ სატყეო მიწები, ვიდრე არ ჩამოყალიბდება უფრო მკაფიოდ განმსაზღვრელი კანონმდებლობა, უნდა შეჩერდეს მიწის გაყიდვა. ის, რაც დღეს ხდება დაუშვებელია, ფერმერი, რომელსაც მიწის დამუშავების სახსრები არა აქვს, იღებს კრედიტს ბანკიდან, მერე ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ფარავს და ბანკი უყიდის მიწას, ძირითადად უცხოელებზე, ანაც იძულებული ხდება თვითონ გაყიდოს. ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, ასე მიწის განიავება არ შეიძლება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს ბიზნესი, რომელთაც აიძულებდნენ თავიაანთი ქონება სხვაზე გადაეფორმებინათ. აუცილებელია ამ შემთხვევების შესწავლა და გარკვეული სქემის შემუშავება თუ როგორ შეიძლება დაუბრუნდეს დაზარალებულს წართმეული ქონება.

- რაც შეეხება უცხოელებზე უკვე გაყიდულ მიწებს, აქ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს?

- თუ ეს კეთილსინდისიერი მყიდველია, აქ სახელმიწიფო ვეღარაფერს გააკეთებს. ერთადერთი, შესაძლოა მიწების უკან გამოსყიდვაზე ვიფიქროთ, თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვარაუდია.

- მაშინ, როდესაც თქვენი ხელისუფლება გამუდმებით რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკობს, ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან რუსი სამხდროები ჩვენს მიწაზე, არ სჯერდებიან უკვე ოკუპირებულ ტერიტორიას და ე.წ. საზღვარს კიდევ აქეთ სწევენ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის გაკვირვებულია მომხდარით...

- აბსოლიტურად ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ჩვენ აშკარად არაერთი ნაბიჯი გადავდგით ურთიერთობის გამოსასწორებლად. რაც მათ ახლა გააკეთეს, ეს ამ ურთიერთობის განვითარების დინამიკიდან აშკარად ამოვარდნილია, ეს შეიძლება პროვოკაცია იყოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების შედარებით დაბალი რგოლიდან მომდინარეობს. პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ამას ძალიან განიცდის, მით უფრო ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა