კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს კონდახით თავის ქალა ჩაუმსხვრიეს" - რას ჰყვება თურქეთში დაშავებული ქართველი ბიჭის მამა
 "ჩემს შვილს კონდახით თავის ქალა ჩაუმსხვრიეს" - რას ჰყვება თურქეთში დაშავებული ქართველი ბიჭის მამა

თურ­ქეთ­ში აქ­ცი­ე­ბის დროს ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი და­შავ­და. შინ მი­მა­ვა­ლი 19 წლის აკა­კი ავა­ლი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­თა ტალ­ღა­ში მა­შინ აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც და­სარ­ბე­ვად მათ ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია მოს­დევ­და... რო­გორც თურ­ქეთ­ში, და­შა­ვე­ბულ შვილ­თან ჩა­სუ­ლი მამა, კონ­სტან­ტი­ნე ავა­ლი­ა­ნი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, მისი ვაჟი მას­თან ერ­თად მყოფ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა გა­და­არ­ჩი­ნა... "ჩემი შვი­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მად­ლო­ბა უფალს, რომ მარ­ტო არ იყო, თო­რემ არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბო­და... ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ მის სი­ცო­ცხლეს წა­მე­ბი წყვეტ­და და პა­ცი­ენ­ტი დრო­უ­ლად აღ­მოჩ­ნდა მათ­თან", - გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე ავა­ლი­ან­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო...

- ჩემი შვი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. მის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­გობ­რებს კონ­ცერ­ტი ჰქო­ნი­ათ და აკა­კის­თვის უთხო­ვი­ათ, შენც იცეკ­ვეო. კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის და მისი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი თურ­მე ერ­თად ბრუნ­დე­ბოდ­ნენ შინ, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ტალ­ღას შე­ე­ფეთ­ნენ. მო­მი­ტინ­გე­ებს უკან სპეც­რაზ­მი მოს­დევ­და. აკა­კიმ და მის­მა მე­გო­ბარ­მა აზ­რზე მოს­ვლაც ვერ მო­ას­წრეს, ისე მი­ვარ­დნი­ლა მათ­თან სპეც­რაზ­მი და ამ პი­რუ­ტყვებ­მა ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც რე­ზი­ნის ტყვი­ებს ის­როდ­ნენ, ბი­ჭებს და­უ­ში­ნეს თურ­მე. აკა­კის კონ­და­ხით მარ­ცხე­ნა მხა­რეს თა­ვის ქალა აქვს ჩამ­სხვრე­უ­ლი. ამის გამო მარ­ჯვე­ნა ხელს ვე­ღარ იმორ­ჩი­ლებს, უფუნ­ქცი­ოდ აქვს, რად­გან ტვი­ნის მარ­ცხე­ნა სფე­რო მარ­ჯვე­ნას აკონ­ტრო­ლებს...

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლიც და­შავ­და?

- დიახ, მაგ­რამ მსუ­ბუ­ქად. კი­დევ კარ­გი, თო­რემ ორი­ვე გან­წი­რუ­ლი იყ­ვნენ. სპეც­რაზმმა ისი­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა, რომ არა აკა­კის მე­გო­ბა­რი, სა­ა­ვად­მყო­ფი­შიც არ მი­იყ­ვან­დნენ... ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს აკა­კის მი­ღე­ბუ­ლი, რომ 6 თვის შემ­დეგ, იმ მხა­რეს, თა­ვის ქა­ლა­ში, "პლას­ტინ­კა" უნდა ჩა­უს­ვან... მას­თან ერ­თად ქუ­თა­ი­სე­ლი გო­გო­ნა სწავ­ლობს, ხა­ტია და სწო­რედ მან გაგ­ვა­გე­ბი­ნა, აკა­კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო. თა­ვი­დან მე­გო­ნა ტვი­ნის შერ­ყე­ვა ჰქონ­და. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩვე­ნი სა­კონ­სუ­ლო, პი­რა­დად ბა­ტო­ნი თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვი­ლი, ჩემს ჩა­მოს­ვლამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ნა­ხუ­ლა ჩემი შვი­ლი... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აკა­კის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, ხა­ტია გამ­ყვა და თარ­ჯიმ­ნო­ბას მი­წევ­და. პირ­და­პირ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნეს, მივ­ხვდი, რომ მარ­ტი­ვად არ იყო საქ­მე... მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა და არ მახ­სოვს, რო­გორ მი­ვე­დი ჩემს შვი­ლამ­დე. გა­ფით­რე­ბუ­ლი იყო. ასე მე­გო­ნა, სა­წოლ­ში ჩემი სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი კი არა, ვი­ღაც სხვა იწვა. ცრემ­ლე­ბი ძლივს შე­ვი­კა­ვე.

- თქვენ­თან სა­უ­ბა­რი შეძ­ლო?

- კი, მი­თხრა, რომ თავი მტკი­ვა და მარ­ჯვე­ნა ხელს ვერ ვგრძნო­ბო...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ჩემს შვილს კონდახით თავის ქალა ჩაუმსხვრიეს" - რას ჰყვება თურქეთში დაშავებული ქართველი ბიჭის მამა

 "ჩემს შვილს კონდახით თავის ქალა ჩაუმსხვრიეს" - რას ჰყვება თურქეთში დაშავებული ქართველი ბიჭის მამა

თურქეთში აქციების დროს ქართველი სტუდენტი დაშავდა. შინ მიმავალი 19 წლის აკაკი ავალიანი მომიტინგეთა ტალღაში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც დასარბევად მათ ადგილობრივი პოლიცია მოსდევდა... როგორც თურქეთში, დაშავებულ შვილთან ჩასული მამა, კონსტანტინე ავალიანი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აღნიშნავს, მისი ვაჟი მასთან ერთად მყოფმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა გადაარჩინა... "ჩემი შვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მადლობა უფალს, რომ მარტო არ იყო, თორემ არავინ იცის, რა მოხდებოდა... ექიმებმა მითხრეს, რომ მის სიცოცხლეს წამები წყვეტდა და პაციენტი დროულად აღმოჩნდა მათთან", - განაცხადა კონსტანტინე ავალიანმა ჩვენთან საუბრისას და მომხდარის შესახებ გვიამბო...

- ჩემი შვილი მოცეკვავეა. მის აზერბაიჯანელ მეგობრებს კონცერტი ჰქონიათ და აკაკისთვის უთხოვიათ, შენც იცეკვეო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ის და მისი აზერბაიჯანელი მეგობარი თურმე ერთად ბრუნდებოდნენ შინ, როდესაც მომიტინგეების ტალღას შეეფეთნენ. მომიტინგეებს უკან სპეცრაზმი მოსდევდა. აკაკიმ და მისმა მეგობარმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე მივარდნილა მათთან სპეცრაზმი და ამ პირუტყვებმა იარაღი, რომლითაც რეზინის ტყვიებს ისროდნენ, ბიჭებს დაუშინეს თურმე. აკაკის კონდახით მარცხენა მხარეს თავის ქალა აქვს ჩამსხვრეული. ამის გამო მარჯვენა ხელს ვეღარ იმორჩილებს, უფუნქციოდ აქვს, რადგან ტვინის მარცხენა სფერო მარჯვენას აკონტროლებს...

- აზერბაიჯანელიც დაშავდა?

- დიახ, მაგრამ მსუბუქად. კიდევ კარგი, თორემ ორივე განწირული იყვნენ. სპეცრაზმმა ისინი სასიკვდილოდ გაიმეტა, რომ არა აკაკის მეგობარი, საავადმყოფიშიც არ მიიყვანდნენ... ისეთი დაზიანება აქვს აკაკის მიღებული, რომ 6 თვის შემდეგ, იმ მხარეს, თავის ქალაში, "პლასტინკა" უნდა ჩაუსვან... მასთან ერთად ქუთაისელი გოგონა სწავლობს, ხატია და სწორედ მან გაგვაგებინა, აკაკი საავადმყოფოში წევსო. თავიდან მეგონა ტვინის შერყევა ჰქონდა. ძალიან დამეხმარა ჩვენი საკონსულო, პირადად ბატონი თორნიკე ბერეკაშვილი, ჩემს ჩამოსვლამდე რამდენჯერმე მოინახულა ჩემი შვილი... საავადმყოფოში აკაკის მეგობარი გოგონა, ხატია გამყვა და თარჯიმნობას მიწევდა. პირდაპირ რეანიმაციაში შემიყვანეს, მივხვდი, რომ მარტივად არ იყო საქმე... მუხლები მომეკვეთა და არ მახსოვს, როგორ მივედი ჩემს შვილამდე. გაფითრებული იყო. ასე მეგონა, საწოლში ჩემი სიცოცხლით სავსე ბიჭი კი არა, ვიღაც სხვა იწვა. ცრემლები ძლივს შევიკავე.

- თქვენთან საუბარი შეძლო?

- კი, მითხრა, რომ თავი მტკივა და მარჯვენა ხელს ვერ ვგრძნობო...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია