კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა ანიკაშვილი - "პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში"
მაგდა ანიკაშვილი - "პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში"

დიდი ხა­ნია, რაც პრე­სას­თან აქ­ტი­უ­რად აღარ თა­ნამ­შრომ­ლობს, არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან მო­ვი­და. მისი პერ­სო­ნა არა­სო­დეს იწ­ვევ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და არც სკან­და­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მაგ­და­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მას შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და, რო­დე­საც ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ჩე­ნის შემ­დეგ მე­უღ­ლეს, დათო გო­გო­ლაშ­ვილს და­შორ­და. ამ­ჯე­რად ინ­ტერ­ვიუ პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე ჩავ­წე­რეთ, თუმ­ცა სა­უბ­რის ბო­ლოს პი­რადსაც ვერ ავ­ცდით.

- მაგ­და, დღეს რას საქ­მი­ა­ნობთ?

- "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წევ­რი ვარ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ტია აღარ არის აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში, ის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც მე ვმუ­შა­ობ­დი, არ­სად გამ­ქრა­ლა. მძი­მე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ ყვე­ლამ და­ვის­ვე­ნეთ. ახალ წლამ­დე ტე­ლე­ვი­ზორ­საც არ ვრთავ­დით. რო­დე­საც შრო­მის კო­დექ­სი გა­მოქ­ვეყ­ნდა, იქ არა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ზე, რა­ზეც ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც და­მი­რე­კეს, უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებ­მაც და ისევ ჩა­ვერ­თე ამ პრო­ცეს­ში. სულ არ ვფიქ­რობ, რომ რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო ბა­რი­ე­რი ვერ გა­დავ­ლა­ხეთ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე. ისიც ცხა­დია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­დი­ის მე­ინ­სტრიმ­ში ვე­ღარ ხვდე­ბი (იღი­მე­ბა), თო­რემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, სა­გა­ზე­თო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ ამომ­რჩევ­ლებს. იმე­დი მაქვს, პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა აღარ იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ჩვენს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში და წინა პლან­ზე ადა­მი­ა­ნი და მისი პრობ­ლე­მე­ბი წა­მო­ი­წევს.

- ინგა გრი­გო­ლია, რო­მე­ლიც თქვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რი იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, დღეს პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას ნა­ნობს. თქვენ არ გი­ნა­ნი­ათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ინგა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ვიდ­რე მე მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩემი სფე­რო იყო ჯან­დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი, ეს არ იყო ისე­თი მწვა­ვე სა­კი­თხე­ბი და ვი­ღა­ცებ­ში აგ­რე­სი­ას არ იწ­ვევ­და, რო­გორც ინ­გას შემ­თხვე­ვა­ში. ინგა მა­ინც ყო­ველ­თვის წინა პლან­ზე იყო, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. მახ­სოვს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მარ­თლაც უმ­ძი­მე­სი იყო მის­თვის. ჩვენ არ ვე­რი­დე­ბით მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბარს, თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ ულა­პა­რა­კია. ეს იყო ემო­ცი­უ­რად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბოლო პე­რი­ოდ­ში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გი. ეს იყო მუ­ქა­რე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­წე­რი­ლი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ტექ­სტე­ბი. ის იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია, ცო­ცხა­ლი და იმ­დე­ნად შე­დის კონ­ტაქ­ტში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რომ დარ­ტყმა პირ­და­პირ მას­ზე წა­მო­ვი­და. მე პი­რი­ქით მად­ლი­ე­რი ვარ, რო­გორც აე­წყო პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი გზა.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა აგ­რე­სი­ას არ იწ­ვევ­და არც ერთ პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ში.

- ჩემი ხა­სი­ა­თი­დან და ტემ­პე­რა­მენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე­თი სფე­რო ავირ­ჩიე, რო­მე­ლიც ასე­ვე არ იწ­ვევ­და აგ­რე­სი­ას, თო­რემ არ ყო­ფი­ლა სა­კი­თხი, რა­ზეც თა­მა­მად არ მი­ლა­პა­რა­კია. არ მახ­სოვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის­გან აგ­რე­სია ყო­ფი­ლი­ყო.

- ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სად­მი აგ­რე­სი­ით ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტიც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მებს ვუ­ყუ­რებ, ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, იქ რომ არ ვარ. ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან მძი­მეა სა­ჯა­რო შე­უ­რა­ცხყო­ფა მა­შინ, რო­დე­საც პი­რის­პი­რაც მძი­მე ასა­ტა­ნია.

- გკი­თხეთ, ხომ არ გი­ნა­ნი­ათ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა.

- არა, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე. უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე. მი­მაჩ­ნია, რომ ეს წლე­ბი იმ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რი იყო ჩემ­თვის, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვა­გან წა­ვი­დე.

- ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის­თვის ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნი კარ­გი მო­ნა­პო­ვა­რია. არ გქო­ნი­ათ შე­თა­ვა­ზე­ბა სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან?

- ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! უშე­დე­გო იქ­ნე­ბო­და. მე შემ­თხვე­ვით არ მოვ­ხვედ­რილ­ვარ ამ პარ­ტი­ა­ში. ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა ამ გუნდთან ასო­ცირ­დე­ბა. თუ აქ აღარ ვიქ­ნე­ბი, მა­შინ პო­ლი­ტი­კი­და­ნაც წა­ვალ.

- სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. რა ხდე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის?

- სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, რა­საც მე მგო­ნი, არა­ვინ ელო­და, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ზე მი­დი­ო­და. ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი, ეს იყო რე­ფე­რენ­დუ­მი - რჩე­ბა თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბამ თქვა არა. რა­ღაც­ნა­ი­რად ისე ხდე­ბა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­ტარ­და და მი­ვი­ღეთ ეს უც­ნა­უ­რი სი­ტყვა - კო­ა­ბი­ტა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ირო­ნი­ის სა­გა­ნი იყო და შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რივ დამ­კვიდ­რდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. ვე­თან­ხმე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, რომ სწო­რია, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი პარ­ტი­ად რჩე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვის­მენ­დით, რომ ყვე­ლას მი­მართ კა­ნო­ნი იქ­ნე­ბო­და მკაც­რი, ვი­საც ბრა­ლი მი­უ­ძღვო­და წინა რე­ჟი­მის დროს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არის და­ბა­რე­ბე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ბა­ტე­ბი, ბრძო­ლა პარ­ლა­მენ­ტში, მა­ინც ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ხალ­ხს სხვა გან­ცდა ჰქონ­და, სხვა ინ­ფორ­მა­ცია...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მაგდა ანიკაშვილი - "პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში"

მაგდა ანიკაშვილი - "პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში"

დიდი ხანია, რაც პრესასთან აქტიურად აღარ თანამშრომლობს, არც პირად ცხოვრებაზე უყვარს საუბარი. მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა. მისი პერსონა არასოდეს იწვევდა გაღიზიანებას და არც სკანდალებით გამოირჩეოდა. მაგდაზე საზოგადოება განსაკუთრებულად მას შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენის შემდეგ მეუღლეს, დათო გოგოლაშვილს დაშორდა. ამჯერად ინტერვიუ პოლიტიკურ თემებზე ჩავწერეთ, თუმცა საუბრის ბოლოს პირადსაც ვერ ავცდით.

- მაგდა, დღეს რას საქმიანობთ?

- "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წევრი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ პარტია აღარ არის აქტიურ პოლიტიკაში, ის საკითხები, რაზეც მე ვმუშაობდი, არსად გამქრალა. მძიმე საარჩევნო კამპანიის შემდეგ ყველამ დავისვენეთ. ახალ წლამდე ტელევიზორსაც არ ვრთავდით. როდესაც შრომის კოდექსი გამოქვეყნდა, იქ არაფერი იყო ნათქვამი დეკრეტულ შვებულებაზე, რაზეც ყველაზე აქტიურად ვმუშაობ. ამ თემაზე ჟურნალისტებმაც დამირეკეს, უბრალო მოქალაქეებმაც და ისევ ჩავერთე ამ პროცესში. სულ არ ვფიქრობ, რომ რადგან საპარლამენტო ბარიერი ვერ გადავლახეთ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ინიციატივებზე. ისიც ცხადია, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მედიის მეინსტრიმში ვეღარ ხვდები (იღიმება), თორემ პრესკონფერენციებით, სოციალური ქსელით, საგაზეთო პუბლიკაციებით ყოველთვის ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ამომრჩევლებს. იმედი მაქვს, პოლიტიკური ბრძოლა აღარ იქნება მთავარი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და წინა პლანზე ადამიანი და მისი პრობლემები წამოიწევს.

- ინგა გრიგოლია, რომელიც თქვენი პარტიის წევრი იყო არჩევნებამდე, დღეს პოლიტიკაში წასვლას ნანობს. თქვენ არ გინანიათ ეს გადაწყვეტილება?

- ინგა გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე მე მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი სფერო იყო ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ეს არ იყო ისეთი მწვავე საკითხები და ვიღაცებში აგრესიას არ იწვევდა, როგორც ინგას შემთხვევაში. ინგა მაინც ყოველთვის წინა პლანზე იყო, ძალიან ძლიერი ადამიანია. მახსოვს, წინასაარჩევნო კამპანია მართლაც უმძიმესი იყო მისთვის. ჩვენ არ ვერიდებით მის გადაწყვეტილებაზე საუბარს, თავადაც არაერთხელ ულაპარაკია. ეს იყო ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება, ბოლო პერიოდში მასზე განხორციელებული არაადამიანური ზეწოლის შედეგი. ეს იყო მუქარები, სოციალურ ქსელში მიწერილი შემაძრწუნებელი ტექსტები. ის იმდენად ემოციურია, ცოცხალი და იმდენად შედის კონტაქტში საზოგადოებასთან, რომ დარტყმა პირდაპირ მასზე წამოვიდა. მე პირიქით მადლიერი ვარ, როგორც აეწყო პოლიტიკაში ჩემი გზა.

- თქვენი პერსონა აგრესიას არ იწ­ვევდა არც ერთ პოლიტიკურ მხარეში.

- ჩემი ხასიათიდან და ტემპერამენტიდან გამომდინარე, ისეთი სფერო ავირჩიე, რომელიც ასევე არ იწვევდა აგრესიას, თორემ არ ყოფილა საკითხი, რაზეც თამამად არ მილაპარაკია. არ მახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან აგრესია ყოფილიყო.

- ქალბატონებისადმი აგრესიით ახალი პარლამენტიც გამოირჩევა.

- როდესაც საპარლამენტო სხდომებს ვუყურებ, ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, იქ რომ არ ვარ. ადამიანურად ძალიან მძიმეა საჯარო შეურაცხყოფა მაშინ, როდესაც პირისპირაც მძიმე ასატანია.

- გკითხეთ, ხომ არ გინანიათ პოლიტიკაში წასვლა.

- არა, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო წლები გავატარე. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და დიდი გამოცდილება დავაგროვე. მიმაჩნია, რომ ეს წლები იმდენად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ეს გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას, სხვაგან წავიდე.

- ნებისმიერი პარტიისთვის ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი კარგი მონაპოვარია. არ გქონიათ შეთავაზება სხვა პოლიტიკური პარტიებიდან?

- ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უშედეგო იქნებოდა. მე შემთხვევით არ მოვხვედრილვარ ამ პარტიაში. ჩემი პოლიტიკაში ყოფნა ამ გუნდთან ასოცირდება. თუ აქ აღარ ვიქნები, მაშინ პოლიტიკიდანაც წავალ.

- საინტერესო იქნება თქვენი შეფასება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე. რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის?

- საინტერესო პროცესია, რასაც მე მგონი, არავინ ელოდა, როდესაც არჩევნებზე მიდიოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი - რჩება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება. უმრავლესობამ თქვა არა. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ გატარდა და მივიღეთ ეს უცნაური სიტყვა - კოაბიტაცია, რომელიც თავიდან ირონიის საგანი იყო და შემდეგ ჩვეულებრივ დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სწორია, როდესაც ქვეყანაში ყოფილი სახელისუფლებო გუნდი პარტიად რჩება, მაგრამ ჩვენ ვისმენდით, რომ ყველას მიმართ კანონი იქნებოდა მკაცრი, ვისაც ბრალი მიუძღვოდა წინა რეჟიმის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არის დაბარებები, სერიოზული დებატები, ბრძოლა პარლამენტში, მაინც ძალიან მშვიდობიან თანაცხოვრებასთან გვაქვს საქმე. ხალხს სხვა განცდა ჰქონდა, სხვა ინფორმაცია...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია